GreenPole
  • Donate
  • Menu Canvas
    • მთავარი
    • რუკა
    • პროექტები
    • სიახლეები
      • საქართველო
      • მსოფლიო
    • შემეცნებითი
    • ჩვენი გუნდი
    • კონტაქტი
    • ქართული
  • ძებნა
GreenPole
  • Home
  • AQ Map
  • Projects
  • NEWS
    • Georgia
    • World
  • Discovery
  • Our Team
  • Contact
  • ქართული
  • Search

100-ზე მეტმა ქვეყანამ ვალდებულება იკისრა 2030 წლისთვის ბოლო მოუღონ გაუტყეურებას პირველი დიდი შეთანხმების, COP26-ის, ფარგლებში

Homepage მსოფლიო 100-ზე მეტმა ქვეყანამ ვალდებულება იკისრა 2030 წლისთვის ბოლო მოუღონ გაუტყეურებას პირველი დიდი შეთანხმების, COP26-ის, ფარგლებში
მსოფლიო

100-ზე მეტმა ქვეყანამ ვალდებულება იკისრა 2030 წლისთვის ბოლო მოუღონ გაუტყეურებას პირველი დიდი შეთანხმების, COP26-ის, ფარგლებში

იანვარი 4, 2022
By GREENPOLE
1 კომენტარი
768 ნახვა
ნახვები : 62
  • გაუტყეურება ერთ-ერთი ყველაზე მძიმე ეკოლოგიური პრობლემაა: სწორედ ტყეების ფართობის შემცირების გამო გამოიყოფა ატმოსფეროში 11% მავნე ნივთიერებები და მათ შორის ნახშირბადიც, რომელსაც მანამდე ტყეები შთანთქავდნენ
  • COP26-ის ფარგლებში გლაზგოში 100-ზე მეტმა ქვეყანამ ხელი მოაწერა ახალ შეთანხმებას. 100-ზე მეტმა ქვეყანამ იკისრა ვალდებულებები 2030 წლისთვის ბოლო მოუღონ გაუტყეურებას.
  • ეს შეთანხმება 2014 წელს დადებული დეკლარაციისგან იმით განსხვავდება რომ მას ხელი მოაწერეს ბრაზილიამ, რუსეთმა და კონგომ, ისეთმა სახელმწიფოებმა, რომლების ტერიტორიის 85% ტყეებითაა დაფარული
  • მსოფლიო ეკოაქტივისტები ყურადღებას ამახვილებენ რომ „დედამიწის ფილტვების“ – ტყეების – განადგურებით კაცობრიობა სპობს უნიკალურ ეკოსისტემებს და ხელს უწყობს გლობალურ დათბობას
  • მრავალი ეკოლოგი და აქტივისტი სკეპტიკურად უყურებს მიღწეულ შეთანხმებას, რადგან 2014 წელს დადებულმა ხელშეკრულებამ 2020 წლითვის გაუტყეურების პრობლემა საერთოდ ვერ მოაგვარა

 

COP26-ის ფარგლებში მიღწეული პირველი დიდი შეთანხმების თანახმად 100-ზე მეტმა ქვეყანამ ვალდებულება იკისრა 2030 წლისთვის შეაქციონ გაუტყეურების პროცესი.

დეკლარაციას ხე-ტყისა და მიწით სარგებლობის შესახებ გლაზგოში ისეთი დიდი ტყეების მქონე ქვეყნების ლიდერებმა მოაწერეს ხელი, როგორებიცაა ბრაზილია, რუსეთი, კანადა, ინდონეზია და კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა. შეთანხმებას ასევე ხელი მოაწერეს ხე-ტყის ყველაზე მსხვილმა მომხმარებელმა ქვეყნებმა: აშშ-მ და ჩინეთმა. იმ ქვეყნების ტერიტირიის, რომლებმაც დეკლარაციას ხელი მოაწერეს, დაახ. 85%-ს ტყეები ფარავს.

„ეს დიადი ეკოსისტემებია, ბუნების ტაძრები და დედამიწის ფილტვებია“, – განაცხადა ბრიტანეთის პრემიერმა ბორის ჯონსონმა, რომლის სამშობლოც კლიმატური მოლაპარაკებების ამ რაუნდს უმასპინძლებდა, გვატყობინებს CNN-ი. „ტყეები ასაზრდოებენ ადამიანებს, გვაძლევენ საარსებო წყაროებს და საკვებს, აგრეთვე შთანთქავენ ნახშირბადს, რომელსაც ატმოსფეროში გამოვყოფთ. ჩვენი არსებობისთვის ტყეები აუცილებელია. დღევანდელი უპრეცედენტო შეთანხმების წყალობით მოგვეცა შანსი შევცვალოთ ადამიანის, როგორც ბუნების დამპყრობლის, ისტორია და ბუნების მფარველებად ვიქცეთ“.

გაუტყეურება ატმოსფეროში სათბურის აირების გამოყოფის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გამომწვევი მიზეზია, რადგან ტყეების გაჩეხვის შედეგად იკარგება ნახშირბადის ბუნებრივი მშთანთქმელი. საერთო ჯამში ტყეების დეგრადაციისა და გაჩეხვის შედეგად ატმოსფეროში დაახ. 11% მავნე ნივთიერებები გამოიყოფა. ამიტომაც ტყეების დაცვა კლიმატური კრიზისის დაძლევის ერთ-ერთი უმთავრესი წინაპირობაა.

ბრიტანეთის მთავრობამ დააანონსა რომ ხელშეკრულებას გაუტყეურებასთან ბრძოლის თაობაზე ფინანსური მხარეც გააჩნია:

  1. 12 სახელმწიფომ 12 მილიარდი დოლარი უნდა გამოყოს, რათა ხელი შეუწყოს ტყის საფარის აღდგენას, ტყის ხანძრებთან ბრძოლას და მხარი დაუჭიროს ადგილობრივ მოსახლეობას განვითარებად ქვეყნებში შემდგომი 4 წლის განმავლობაში.
  2. 12 სახელმწიფომ და ფილანტროპებმა 1.5 მილიარდი დოლარი უნდა გამოყონ მდ. კონგოს ბასეინის ტყის დასაცავად. ეს მსოფლიოში სიდიდით მეორე ტროპიკული ტყეა.
  3. 7 მილიარდი დოლარი 12 სახელმწიფოსგან და ფილანტროპებისგან 2025 წლისთვის აბორიგენი მოსახლეობის მხარდასაჭერად.

გარდა ამისა ქვეყნებმა და კომპანიებმა, რომლებიც ვაჭრობენ სოიოთი და პალმის ზეთით – ანუ საქონლით, რომლის წარმოებაც ტყეებს საფრთხეს უქმნის – ვალდებულები არიან ახალი ნაბიჯები გადადგან სიტუაციის შესაცვლელად. 28 სახელმწიფომ, რომლებიც ამ საქონლის 75%-ით ვაჭრობენ, ხელი მოაწერეს განცხადებას ტყეების, სოფლის მეურნეობისა და ვაჭრობის შესახებ (Forest, Agriculture and Commodity Trade – FACT). გარდა ამისა ზემოხსენებული საქონლით მოვაჭრე 10-მა კომპანიამ ხელი მოაწერა ვალდებულებას შემდეგ კონფერენციამდე შეიმუშაონ გზები თავიანთი მოღვაწეობის გასაუმჯობესებლად ისე რომ გლობალური დათბობა 1.5 გრადუს ცელსიუსით შემცირდეს.

ექსპერტები და ტყის დამცველი ეკოაქტივისტები ამ ამბებს ოპტიმისტურად, მაგრამ ერთგვარი სკეპტიციზმით აღიქვამენ.

„ეს კარგი ამბავია – პოლიტიკური ვალდებულება ამდენი წამყვანი ქვეყნის მხრიდან და ასევე სოლიდური დაფინანსება გაუტყეურების პრობლემის მოგვარების მიზნით“, – განაცხადა BBC News-თან ინტერვიუში ლონდონის უნივერსიტეტის ტყისა და კლიმატის კოლეგიის ექსპერტმა, პროფესორმა საიმონ ლიუისმა.

მაგრამ მანვე აღნიშნა რომ მსგავსმა შეთანხმებამ 2014 წელს გაუტყეურება ვერ შეაჩერა.

ძველი შეთანხმების თანახმად რომელსაც ნიუ-იორკში მოაწერეს ხელი, გაუტყეურება 2020 წლისთვის უნდა შემცირებულიყო და 2030 წლისთვის ეს პრობლემა ბოლომდე უნდა მოგვარებულიყო. მაგრამ ამ დეკლარაციას მხოლოდ 40-მა ქვეყანამ მოაწერა ხელი და მათ შორის არ იყვნენ ბრაზილია და რუსეთი – საკვანძო მოთამაშეები ხე-ტყის ბაზარზე.

სხვა ეკოლოგებმა განაცხადეს რომ დასახელებული ფინანსური სუბსიდიები არ იქნება საკმარისი ტყის მცველი აბორიგენი მოსახლეობის მხარდასაჭერად.

„ჩვენ დღემდე სათანადოდ არ გვაფასებენ და ჩვენი უფლებები დღემდე ირღვევა“, – განაცხადა The Guardian-თან ინტერვიუში აქტივისტმა და ბორნეოს აბორიგენი მოსახლეობის უფლებებადამცველმა მინა სეტრამ. „მხოლოდ განცხადებები არ კმარა, ჩვენ საქმეები გვჭირდება და არა მხოლოდ სიტყვები“.

 

სტატიაზე მუშაობდა : ლილიან მეტრეველი

წყარო : www.ecowatch.com


წინა პოსტი
საქართველოში პიროტექნიკის გამოყენების შედეგად 27 ადამიანი დაშავდა
შემდეგი პოსტი
2023 წელს ჩრდილოეთ ამერიკაში გადარჩენილი ვეშაპების პირველი თავშესაფარი გაიხსნება

1 reply added

  1. binance სექტემბერი 22, 2026 პასუხი

    Your article helped me a lot, is there any more related content? Thanks! https://www.binance.info/register?ref=IXBIAFVY

Leave your comment Cancel Reply

(will not be shared)

ბოლო ჩანაწერები

  • Renewable and Low-Carbon Sources Accounted for Over 40% of Global Electricity Production in 2024: Report
  • ანგარიშის მიხედვით, განახლებადი და დაბალნახშირბადოვანი წყაროები 2024 წელს გლობალური ელექტროენერგიის წარმოების 40%-ზე მეტს შეადგენდა
  • მსოფლიო მძლეოსნობის ფედერაცია აფართოებს ინიციატივას „სირბილი სუფთა ჰაერისთვის“
  • კვადრატული მილი ამცირებს გამონაბოლქვს, რადგან ქალაქი სუფთა ნულოვანი მომავლისკენ ისწრაფვის
  • ელექტრომობილის შეძენის განხილვისას, ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი გარემოზე ზრუნვის საკითხია
Alone
  • Call Us: + 995 551 858 858
  • greenpoleorg@gmail.com
  • Tbilisi , Georgia
Copyright ©2024 GREENPOLE. All Rights Reserved
SearchPostsLogin
კვირა, 13, სექ
Renewable and Low-Carbon Sources Accounted for Over 40% of Global Electricity Production in 2024: Report
კვირა, 13, სექ
ანგარიშის მიხედვით, განახლებადი და დაბალნახშირბადოვანი წყაროები 2024 წელს გლობალური ელექტროენერგიის წარმოების 40%-ზე მეტს შეადგენდა
კვირა, 9, აგვ
მსოფლიო მძლეოსნობის ფედერაცია აფართოებს ინიციატივას „სირბილი სუფთა ჰაერისთვის“
ოთხშაბათი, 27, მაი
კვადრატული მილი ამცირებს გამონაბოლქვს, რადგან ქალაქი სუფთა ნულოვანი მომავლისკენ ისწრაფვის
სამშაბათი, 26, მაი
ელექტრომობილის შეძენის განხილვისას, ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი გარემოზე ზრუნვის საკითხია
პარასკევი, 1, მაი
დაბალი ემისიის ზონამ გლაზგოში ჰაერის დაბინძურება მესამედით შეამცირა

Welcome back,