GreenPole
  • Donate
  • Menu Canvas
    • მთავარი
    • რუკა
    • პროექტები
    • სიახლეები
      • საქართველო
      • მსოფლიო
    • შემეცნებითი
    • ჩვენი გუნდი
    • კონტაქტი
    • ქართული
  • ძებნა
GreenPole
  • Home
  • AQ Map
  • Projects
  • NEWS
    • Georgia
    • World
  • Discovery
  • Our Team
  • Contact
  • ქართული
  • Search

პლასტმასის ნარჩენების ექსპორტის შეწყვეტა განვითარებად ქვეყნებში

Homepage შემეცნებითი პლასტმასის ნარჩენების ექსპორტის შეწყვეტა განვითარებად ქვეყნებში
შემეცნებითი

პლასტმასის ნარჩენების ექსპორტის შეწყვეტა განვითარებად ქვეყნებში

აპრილი 12, 2024
By GREENPOLE
0 კომენტარი
913 ნახვა
ნახვები : 92
  • ევროკავშირმა ახალი კანონი მიიღო, რომელიც შეზღუდავს განვითარებად ქვეყნებში პლასტმასის ნარჩენების ექსპორტს.

  • ეკოლოგიისთვის საგრძნობი ზიანის გამო, პლასტმასის ექსპორტი მხოლოდ იქ განხორციელდება, სადაც მისი ეფექტური უტილიზაციაა შესაძლებელი.

  • სამწუხაროდ, თურქეთში ექსპორტი არ შეზღუდულა და ის ევროკავშირის პლასტმასის ნარჩენების ერთ-ერთ უმსხვილეს იმპორტიორად რჩება.

ევროკავშირის წამომადგენლები და იურისტები შეთანხმდნენ, რომ 2026 წლიდან გარკვეული ტიპის ნარჩენების, მათ შორის პლასტმასის, ექსპორტი შეწყდებოდა ღარიბ, განვითარებად ქვეყნებში, რომლებიც ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (ეთგო, ინგლ. Organization for Economic Co-operation and Development — OECD) წევრები არ არიან.

როიტერსის ცნობით, ევროპარლამენტში განაცხადეს, რომ პლასტმასის და სხვა ნარჩენების ექსპორტი მხოლოდ ისეთ ქვეყნებში მოხდება, რომლებიც დაამტკიცებენ, რომ მსგავსი ტიპის ნარჩენების გადამუშავება შეუძლიათ, ასევე დაიცავენ უცხოელი მუშების უფლებებსაც.

2021 წელს ევროპარლამენტში პირველად წარადგინეს კანონპროექტი, რომელიც შეზღუდავდა ნარჩენების ექსპორტს განვითარებად ქვეყნებში.

„ევროკავშირი ბოლოს და ბოლოს აიღებს პასუხისმგებლობას საკუთარი პლასტმასის ნარჩენებზე და შეწყვეტს მათ ექსპორტს იმ ქვეყნებში, რომლებიც OECD-ის წევრები არ არიან,“ — განაცხადა დანიის წარმომადგენელმა ევროდეპუტატმა.

ევროკავშირმა უნდა შეწყვიტოს პლასტმასის ნარჩენების ექსპორტი ღარიბ ქვეყნებში და გაამკაცროს მათი ექსპორტი OECD-ს წევრ ქვეყნებშიც.

ბოლო წლებში ევროპა პლასტმასის ნარჩენების ძირითად ნაწილს სწორედ ღარიბ ქვეყნებში აგზავნიდა, სადაც ნაგვის უტილიზაციის კანონები გაცილებით რბილია.

„ნარჩენების სწორად მართვის შემთხვევაში, ეს კარგი რესურსია, მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ უნდა დავუშვათ, რომ ჩვენმა პლასტმასის ნარჩენებმა განვითარებადი, ღარიბი ქვეყნების ეკოლოგიას ზიანი მიაყენონ,“ — განაცხადა ევროდეპუტატმა ვაისმა The Guardian-თან საუბრისას.

ევროსაბჭომ და ევროპარლამენტმა უნდა დაამტკიცონ ახალი კანონი,რომელიც შემდეგ ძალაში აუცილებლად უნდა შევიდეს, რათა პლასტმასის ნარჩენების ექსპორტი ევროპიდან ღარიბ ქვეყნებში სრულიად შეწყდეს, ხოლო მდიდარ და განვითარებულ ქვეყნებში მაქსიმალურად შეიზღუდოს.

ხუთი წლის შემდეგ OECD-ს არაწევრმა ქვეყნებმა შეიძლება მოითხოვონ კანონის გადახედვა და მათთან პლასტმასის ნარჩენების ექსპორტის განახლება, რისთვისაც უნდა დაამტკიცონ, რომ ასეთი ტიპის ნარჩენების ეფექტური უტილიზაცია შეუძლიათ.

ევროპაში გადაყრილი პლასტმასის მესამედზე ნაკლების გადამუშავება ხდება. დანარჩენ პლასტმასას კი წვავენ.

ეკოლოგიური კვლევევის სააგენტოს აქტივისტმა ლორენ ვეერმა განაცხადა: „ეს კანონი სიგნალია, რომ ევროპა საბოლოოდ მზადაა პასუხისმგებლობა იკისროს საკუთარ პლასტმასის ნარჩენებზე და მსოფლიო თავისი პლასტმასით აღარ დააბინძუროს.“

ნარჩენების ზოგიერთი სახეობის ექსპორტი OECD-ს არაწევრ ქვეყნებში მაინც იქნება შესაძლებელი, თუ დამტკიცდება, რომ ის შეესაბამება ეკოლოგიურ ნორმებს.

„ვწუხვართ, რომ არ მოხდა პლასტმასის ნარჩენების ექსპორტის არც აკრძალვა და არც შეზღუდვა თურქეთში, რომელიც დღემდე ევროპის პლასტმასის ნარჩენების ძირითად მიმღებად რჩება. „გასული წლების პრაქტიკამ დაგვანახვა, რომ ნაწილობრივი შეზღუდვები და არასრული კონტროლი პლასტმასის ნარჩენების არალეგარულ ექსპორტს ვერ შეაჩერებს“ — განაცხადა თურქეთის ერთ-ერთი უნივერსიტეტის მიკროპლასტმასის მკვლევარმა სედათ გიუნდოდუმ The Guardian-თან საუბრისას.

სტატიაზე მუშაობდა: ლილიან მეტრეველი, მარიამ ტვილდიანი

წყარო: Ecowatch.com

12 აპრილი 2024 წელი


წინა პოსტი
,,სუფთა ჰაერის ღამე“ გახდა ,,სუფთა ჰაერის დღის“ ზამთრის ანალოგი
შემდეგი პოსტი
ემისიების შემცირება კალიფორნიაში

Leave your comment Cancel Reply

(will not be shared)

ბოლო ჩანაწერები

  • Renewable and Low-Carbon Sources Accounted for Over 40% of Global Electricity Production in 2024: Report
  • ანგარიშის მიხედვით, განახლებადი და დაბალნახშირბადოვანი წყაროები 2024 წელს გლობალური ელექტროენერგიის წარმოების 40%-ზე მეტს შეადგენდა
  • მსოფლიო მძლეოსნობის ფედერაცია აფართოებს ინიციატივას „სირბილი სუფთა ჰაერისთვის“
  • კვადრატული მილი ამცირებს გამონაბოლქვს, რადგან ქალაქი სუფთა ნულოვანი მომავლისკენ ისწრაფვის
  • ელექტრომობილის შეძენის განხილვისას, ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი გარემოზე ზრუნვის საკითხია
Alone
  • Call Us: + 995 551 858 858
  • greenpoleorg@gmail.com
  • Tbilisi , Georgia
Copyright ©2024 GREENPOLE. All Rights Reserved
SearchPostsLogin
კვირა, 13, სექ
Renewable and Low-Carbon Sources Accounted for Over 40% of Global Electricity Production in 2024: Report
კვირა, 13, სექ
ანგარიშის მიხედვით, განახლებადი და დაბალნახშირბადოვანი წყაროები 2024 წელს გლობალური ელექტროენერგიის წარმოების 40%-ზე მეტს შეადგენდა
კვირა, 9, აგვ
მსოფლიო მძლეოსნობის ფედერაცია აფართოებს ინიციატივას „სირბილი სუფთა ჰაერისთვის“
ოთხშაბათი, 27, მაი
კვადრატული მილი ამცირებს გამონაბოლქვს, რადგან ქალაქი სუფთა ნულოვანი მომავლისკენ ისწრაფვის
სამშაბათი, 26, მაი
ელექტრომობილის შეძენის განხილვისას, ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი გარემოზე ზრუნვის საკითხია
პარასკევი, 1, მაი
დაბალი ემისიის ზონამ გლაზგოში ჰაერის დაბინძურება მესამედით შეამცირა

Welcome back,