ჩვენს შესახებ

„მწვანე პოლუსი“ არასამთავრობო ორგანიზაციაა. იგი 2020 წელს დაარსდა.

ჩვენი გუნდი შედგება ადამიანებისგან, რომელთაც, დიდი ხანია, აღელვებთ ჩვენი ქალაქისა და ქვეყნის ბედი და ზრუნავენ ეკოლოგიური მდგომარეობის გამოსწორებაზე.

„მწვანე პოლუსის“ ერთ-ერთი მიზანია ეკოცნობიერების ამაღლება. ჩვენი გუნდი ყოველდღიურად კრებს ინფორმაციას ბუნებაზე, მის დაცვაზე, სხვადასხვა ქვეყანასა და იქ მიმდინარე ეკოამბებზე; თარგმნის სტატიებს.

საზოგადოება ყოველდღიურად უფრო და უფრო მეტს იგებს ამ საკითხზე. მიუხედავად ამისა, ხშირად მაინც არ გვაქვს საკმარისი ინფორმაცია, რა არის უკეთესი გარემოსთვის და, შესაბამისად, ჩვენთვის, ან რა შეიძლება აღმოჩნდეს დამღუპველი ჩვენი ქვეყნისა და პლანეტისათვის. რაც უფრო მაღალი იქნება ეკოცნობიერება, მით მეტი იქნება შანსი, ავირიდოთ ეკოლოგიური კატასტროფა, ვიცხოვროთ ჯანსაღ გარემოში.

გარდა საზოგადოებისთვის საჭირო ინფორმაციის მიწოდებისა, დროთა განმავლობაში „მწვანე პოლუსი“ გეგმავს შესაბამისი პროექტების განხორციელებას, რაც კიდევ ერთი ნაბიჯი იქნება ჩვენი გარემოს გაჯანსაღებისა და გადარჩენისკენ.

გუნდის წევრები