მოსახლეობის დიდი ნაწილისთვის შენობის შიდა ჰაერის დაბინძურება ატმოსფერულ დაბინძურებაზე უარესია- დაისონის ანგარიში
-
დაისონმა გამოიკვლია ჰაერის დაბინძურების დონე თავისივე წარმოების 2,5 მილიონი ფილტრის მონაცემების საფუძველზე და შეადგინა ანგარიში შენობის შიდა დაბინძურების საგანგაშო მაჩვენებლების შესახებ.
-
2020 წელს 6 თვეზე მეტი ხნის განმავლობაში შესწავლილი ქვეყნების 85% განიცდიდა შენობის შიდა ჰაერის უარეს ხარისხს, ვიდრე ატმოსფერული დაბინძურების შემთხვევაში ფიქსირდებოდა.
-
ჰაერის დაბინძურების შესწავლა პირველი ნაბიჯია დაბინძურებისადმი ჩვენი მოწყვლადობის შესამცირებლად.
დაისონმა გამოიკვლია ჰაერის დაბინძურების დონე თავისივე წარმოების 2,5 მილიონი ფილტრის მონაცემების საფუძველზე და შეადგინა ანგარიში შენობის შიდა დაბინძურების საგანგაშო მაჩვენებლების შესახებ.
სტატისტიკური მონაცემები გვიჩვენებს, რომ 2020 წელს 6 თვეზე მეტი ხნის განმავლობაში შესწავლილი ქვეყნების 85% განიცდიდა შენობის შიდა ჰაერის უარეს ხარისხს, ვიდრე ატმოსფერული დაბინძურების შემთხვევაში ფიქსირდებოდა.
გაერთიანებულ სამეფოში, სადაც შენობის შიდა ჰაერში PM2.5-ის ყოველწლიური საშუალო მაჩვენებლები ატმოსფერული ჰაერის მაჩვენებლებზე 23%-ით მაღალია, სახლში დარჩენა ჯანსაღ ალტერნატივას მხოლოდ ერთი თვის განმავლობაში წარმოადგენდა.
კვლევამ შეისწავლა ავსტრალიიდან ვიეტნამამდე 39 ქვეყნის მონაცემი მონიტორინგის ფარგლებში, როდესაც ჰაერის გამწმენდები აქტიურად არ ასუფთავებდნენ ჰაერს.
აღმოჩნდა, რომ ყველა ქვეყნის შენობის შიდა ჰაერში არსებული თვიური PM2.5-ის დონე აღემატებოდა ჯანმოს გრძელვადიანი ზემოქმედების რეკომენდაციას წელიწადში მინიმუმ 6 თვის განმავლობაში, როდესაც კანადა, ჩინეთი, დანია, ირლანდია და საფრანგეთი იმ ქვეყნების შორის იყო, რომლებიც ჯანმოს ამ რეკომენდაციას ყოველთვიურად არღვევდნენ.
შენობის შიდა ჰაერი ატმოსფერულ ჰაერზე 6 თვეზე მეტი ხნის განმავლობაში უფრო ჯანსაღი იყო მხოლოდ ოთხ ქვეყანაში: ინდოეთში, ნორვეგიაში, პოლონეთსა და ფინეთში.
ჩვეულებრივ, შესწავლილ ადგილთა უმეტესობაში ყველაზე დაბინძურებული სეზონი იყო ზამთარი, ხოლო ბრიტანეთის გაერთიანებულ სამეფოში მარტი და იანვარი გამოირჩეოდნენ შენობის შიდა ჰაერის დაბინძურების ყველაზე მაღალი მაჩვენებლებით. მარტში PM2.5-ის საშუალო დონე ორჯერ მეტად აღემატებოდა ივლისის თვისას, როდესაც დაფიქსირდა დაბინძურების ყველაზე დაბალი დონე.
დღის განმავლობაში PM2.5-ის ზემოქმედების ყველაზე უარესი დრო იყო 18 საათიდან შუაღამემდე, რაც ემთხვევა მობინადრეთა სახლში ყოფნის დროს და ამრიგად, დაუცველი არიან დამაბინძურებლების მაღალი დონეებისგან.
მილანში შენობის შიდა ჰაერის PM2.5-ის დონე ატმოსფერულ ჰაერზე 2,5-ჯერ მაღალი იყო, რაც ამ თვალსაზრისით მას ყველაზე უარეს პოზიციაში აყენებს.
შენობის შიდა ჰაერის არაპროპორციულად ცუდი ხარისხის მაჩვენებელ ქალაქებში შევიდნენ შენჟენი (ჩინეთი) (დაბინძურება შენობის შიგნით 97%-ით მაღალია), ამსტერდამი (76%), სეული (53%) და მადრიდი (50%), მელბურნი (40%), ვენა (37%), სინგაპური (36%), ნიუ იორკი (35%) და ტოკიო (24%).
გამწმენდები ასევე აკვირდებოდნენ მქროლავ ორგანულ ნაერთებს და აღმოაჩინეს, რომ ევროპული ქვეყნები ავსტრიის ლიდერობით განიცდიდნენ უმაღლეს ყოველწლიურ დონეებს, შემდეგ მოდიოდნენ რუმინეთი, გერმანია, შვეიცარია, პოლონეთი და თურქეთი.
ქვეყნებს, რომლებიც სიის სათავეში მოექცნენ PM2.5-ის წლიური საშუალო დონით, ხოლო აქროლადი ორგანული ნაერთების დაბალი მაჩვენებლით, წარმოადგენდნენ ტაილანდი, არაბთა გაერთიანებული საამიროები, მალაიზია და სამხრეთ კორეა.
„დაისონის აღმოჩენები გვაწვდიან მნიშვნელოვან ინფორმაციას დაბინძურების რეალური დონეების შესახებ სახლებში მთელი მსოფლიოს გარშემო, რაც გვეხმარება დაბინძურების დღიური, თვიური და სეზონური კანონზომიერებების შესწავლაში. დაისონის მონაცემები მძლავრი საგანმანათლებლო იარაღია და დადებითი გავლენის უსაზღვრო შესაძლებლობა აქვს – ჩვენს გარშემო დაბინძურების შესწავლა პირველი ნაბიჯია დაბინძურების ზეგავლენის შესამცირებლად.
სტატიაზე მუშაობდა: გიორგი ქარქუზაშვილი
წყარო: Airqualitynews.com
26 აპრილი 2024 წელი