,,სუფთა ჰაერის ღამე“ გახდა ,,სუფთა ჰაერის დღის“ ზამთრის ანალოგი
-
Global Action Plan – ,,სუფთა ჰაერის დღის“ ორგანიზატორები იწყებენ ანალოგიურ პროექტს შეშის დაწვაზე არაკომფორტული სიმართლის გასაშუქებლად.
-
,,სუფთა ჰაერის ღამე“ ანადგურებს მითს შეშის დაწვის უსაფრთხოების შესახებ.
-
,,სახლის შიდა წვით წარმოქმნილი მავნე მცირე ნაწილაკებით ჰაერის დაბინძურების დონე გაორმაგდა ბოლო ათი წლის განმავლობაში დიდ ბრიტანეთში.”
Global Action Plan – ,,სუფთა ჰაერის დღის“ (დიდი ბრიტანეთის ჰაერის დაბინძურების წინააღმდეგ საზოგადოებრივი ჩართულობის უდიდესი კამპანიის) ორგანიზატორები იწყებენ ანალოგიურ პროექტს, რათა შუქი მოფინონ შეშის დაწვაზე არაკომფორტულ სიმართლეს.
,,სუფთა ჰაერის ღამე“ ანადგურებს მითს შეშის დაწვის უსაფრთხოების შესახებ. იგი ინფორმაციას აწვდის საზოგადოებას, რომელშიც ხაზს უსვამს, რომ შეშის დაწვა ჰაერის დაბინძურების მნიშვნელოვანი წყაროა, რაც საფრთხეს უქმნის ჩვენს ჯანმრთელობას.
კამპანია 4 კვირა გაგრძელდება, რომელიც კულმინაციას მიაღწევს ,,სუფთა ჰაერის ღამედ“ დასახელებულ 2024 წლის 24 იანვრის ოთხშაბათ ღამეს.
სუფთა ჰაერის ღამე დაიწყება 16:35 საათზე მზის ჩასვლისას. მოწინავე ექსპერტები მეტ სიმართლეს გამოააშკარავებენ საზოგადოებისთვის ვიდეორგოლების გაზიარებით. ასევე, შედგება ,,სუფთა ჰაერის ღამის“ თათბირი, რომლის დროსაც ორგანიზაციები და ადგილობრივი ხელისუფლების წევრები შეძლებენ პირდაპირ ესაუბრონ ექსპერტებს და გაუზიარონ მიღებული ცოდნა.
სრულიად პირველ ,,სუფთა ჰაერის ღამეში“ საზოგადოების წევრების ჩართულობის ორი საშუალება არსებობს:
-
ისწავლე ,,სუფთა ჰაერის ღამეს“ ექსპერტების მიერ ჩაწერილი ვიდეოებიდან და შეიტყვე მეტი შეშის დაწვის შესახებ Clean Air Hub –ისა და #CleanAirNight –ის მოძიებით.
-
გააზიარე ეს ინფორმაცია შენს გარემოცვაში, ოჯახსა და მეგობრებში, რომ ნათელი მოჰფინო საკვანძო მითებს, და რომ დაიცვა მოსახლეობა და პლანეტა შეშის დაწვის შედეგებისგან.
,,სუფთა ჰაერის ღამე“ შემუშავებულია უახლესი კვლევის გამოყენებით, თუ როგორ უნდა მოხდეს კომუნიკაცია ხის დაწვის შესახებ, რომელიც ახლახან წარუდგინეს სექტორს გლობალური სამოქმედო გეგმის მიერ შექმნილი ინსტრუმენტების ნაკრებით Impact on Urban Health-თან, ქცევის ექსპერტებთან Kantar და კრეატიულ სააგენტოსთან Dog, Cat & Mouse თანამშრომლობით.
ნებისმიერ საზოგადოებრივ სექტორს ან არაკომერციულ ორგანიზაციას, რომელსაც სურს სუფთა ჰაერის ხილვა და სუნთქვა, უსასყიდლოდ შეუძლია გახდეს ,,სუფთა ჰაერის ღამის“ ოფიციალური მხარდამჭერი. Global Action Plan მუდმივად შექმნის უფასო მასალას ,,სუფთა ჰაერის ღამის“ მხარდამჭერებისთვის, რათა მათ საზოგადოებას გაუზიარონ სიმართლე შეშის წვის შესახებ, რითაც ხელს შეუწყობენ როგორც საკუთარ, ასევე მათი ოჯახებისა და მოქალაქეების დაცვას. ეს მოიცავს საკომუნიკაციო ხელსაწყოებს, მათ შორის ყოველკვირეული სოციალური მედიის შაბლონებს, საინფორმაციო ბიულეტენის ასლს და ჩამოსატვირთ პლაკატებს. ასევე, არსებობს მრავალი გზა ბიზნესის, სკოლებისა და კერძო პირების ჩართულობის კამპანიაში.
მეთიუ კლარკმა (პროგრამის მენეჯერი, პირველი ,,სუფთა ჰაერის ღამის“ დამფინანსებელი ჰერტფორდშირის მუნიციპალიტეტის საბჭოს წევრი) თქვა, რომ „სახლის შიდა წვით წარმოქმნილი მავნე მცირე ნაწილაკებით ჰაერის დაბინძურების დონე გაორმაგდა ბოლო ათი წლის განმავლობაში დიდ ბრიტანეთში. ადგილობრივ ხელისუფლებას ეძლევა უნიკალური შესაძლებლობა მიიღოს ზომები მოცემული მზარდი პრობლემის გადასაჭრელად და მოსახლეობის ჯანმრთელობის დასაცავად. სწორედ ამიტომ, ჰერტფორდშირის ოლქის საბჭო ამაყობს, რომ მხარს უჭერს ,,სუფთა ჰაერი ღამის“ პირველ კამპანიას, და ჩვენ მოვუწოდებთ სხვა საბჭოებსა და ორგანიზაციებსაც, შემოგვიერთდნენ ეროვნული საუბრის დასაწყებად შეშის დაწვის საშიშროების შესახებ.“
სტატიაზე მუშაობდა: გიორგი ქარქუზაშვილი
წყარო: Airqualitynews.com
3 აპრილი 2024 წელი