ჰაერის ხარისხის რუკა

Arnika logo
Transition logo

2023 წლის იანვრიდან ჩვენმა გუნდმა, ჩეხური არასამთავრობო ორგანიზაცია „არნიკას“ და ჩეხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს „TRANSITION” პროგრამის მხარდაჭერით, დაიწყო საქართველოში ჰაერის ხარისხის მონიტორინგის პირველი სამოქალაქო ქსელის შექმნაზე მუშაობა. პირველ ეტაპზე დავიწყებთ საბაზისო დამბინძურებლების მონიტორინგს, მათ შორის PM2.5 – მტვრის მყარი ნაწილაკები, ადამიანის ორგანიზმისა და რესპირატორული სისტემისთვის ერთ-ერთი ყველაზე საზიანო ნაწილაკი. პროექტის მიზანია, ხელი შევუწყოთ ჰაერის ხარისხის ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის გაზრდას, მონიტორინგის ქსელით მოპოვებული ინფორმაციის საფუძველზე აღვრიცხოთ საქართველოს დაბინძურებული მუნიციპალიტეტები და დასახლებები, რაც საშუალებას მოგვცემს, განვსაზღვროთ სხვადასხვა რეგიონში მუშაობის პრიორიტეტები. ამჟამად აპარატები დაყენებულია საქართველოს შემდეგ ქალაქებში: თბილისი, რუსთავი, კასპი, ჭიათურა.

Green Pole logo
ჩემი ქალაქი მკლავს ლოგო