GreenPole
  • Donate
  • Menu Canvas
    • მთავარი
    • პროექტები
    • სიახლეები
      • საქართველო
      • მსოფლიო
    • შემეცნებითი
    • ჩვენი გუნდი
    • კონტაქტი
    • ქართული
      • English
  • ძებნა
GreenPole
  • მთავარი
  • პროექტები
  • სიახლეები
    • საქართველო
    • მსოფლიო
  • შემეცნებითი
  • ჩვენი გუნდი
  • კონტაქტი
  • ქართული
    • English
  • ძებნა

2023 წელს ჩრდილოეთ ამერიკაში გადარჩენილი ვეშაპების პირველი თავშესაფარი გაიხსნება

Homepage მსოფლიო 2023 წელს ჩრდილოეთ ამერიკაში გადარჩენილი ვეშაპების პირველი თავშესაფარი გაიხსნება
მსოფლიო

2023 წელს ჩრდილოეთ ამერიკაში გადარჩენილი ვეშაპების პირველი თავშესაფარი გაიხსნება

იანვარი 4, 2022
By GREENPOLE
0 კომენტარი
290 ნახვა
  • წინა წელს კანადაში მიიღეს ახალი კანონი, რომელიც კრძალავს დელფინებისა და ვეშაპების დატყვევებასა და უკანონო გამრავლებას.
  • მსოფლიო მასშტაბით დაახლოებით 200 თეთრი და 50 ცელნამგალა ვეშაპი დელფინარიუმებსა და აკვარიუმებში არის გამომწყვდეული.
  • საზოგადოებრივი აღშფოთება გამოიწვია ვიდეომასალამ, სადაც ჩანს ნიაგარას ჩანჩქერის პარკის უკანასკნელი ცელნამგალა ვეშაპი, რომელიც თავისი აუზის კედლებს მიზანმიმართულად ეჯახება.

 

ორგანიზაციამ The Whale Sanctuary Project (WSP) გახსნა ვიზიტორთა და საოპერაციო ცენტრი შერბრუკში, კანადის ერთ-ერთ ქალაქში, რაც წარმოადგენს ჩრდილოეთ ამერიკაში გადარჩენილი ვეშაპების პირველი თავშესაფრის შექმნის საწყის ნაბიჯს. ცენტრის პრეზენტაცია უკვე გაიმართა, რომელსაც 100-მდე ადამიანი დაესწრო, მათ შორის სამთავრობო ორგანოების წარმომადგენლებიც.

თავშესაფარი ჰილფორდის პორტთან ახლოს, ვიზიტორთა ცენტრიდან 20 წუთის სავალ გზაზე მოეწყობა და მისი ფართობი დაახლოებით 40 ჰექტარი იქნება. ამ მონაცემებით იგი ტიპურ დელფინარიუმებში გაკეთებულ აუზებზე 300-ჯერ დიდი იქნება და დაიტევს 8 ვეშაპს.

იქიდან გამომდინარე, რომ თავშესაფარში გადმოსაყვან ვეშაპებს მთელი ცხოვრება შეზღუდულ სივრცეებში აქვთ გატარებული და ბუნებრივ პირობებში არ უცხოვრიათ, შესაბამისად არ აქვთ გადარჩენისთვის საჭირო უნარები, წყლის მათთვის გამოყოფილი ნაწილის ქვეშ ბადე გაკეთდება.

წინა წელს კანადაში მიიღეს ახალი კანონი, რომელიც კრძალავს დელფინებისა და ვეშაპების დატყვევებასა და უკანონო გამრავლებას, კანონის მიზანია შეწყდეს ამ ძუძუმწოვრების სანახაობრივ წარმოდგენებში გამოყენება. ზემოხსენებული კანონი, რომლის დამტკიცებასაც 3 წელი დასჭირდა, ითვალისწინებს იმასაც, რომ თავშესაფრებს შეუძლიათ ფუნქციონირება ძუძუმწოვრებისთვის მაქსიმალურად უსაფრთხო გარემოს შექმნის პირობით.

გადარჩენილი ვეშაპების დასახმარებლად სათამაშოების კომპანია Munchkin-მა საკმაოდ დიდი თანხა გაიღო, რათა ბაზისური პროცესები სწორად წარმართულიყო – შეირჩა თავშესაფრის გასაკეთებელი ადგილი წყლის ხარისხისა და ბუნებრივი პირობების გათვალისწინებით. ასევე, ჩატარდა კვლევა, თუ რა გავლენას მოახდენდა ვეშაპების მოთავსება ამა თუ იმ გარემოში სხვა ცოცხალ ორგანიზმებზე. ორგანიზაციას The Whale Sanctuary Project სურდა 20 მილიონი დოლარის შეგროვება პროექტის განსახორციელებლად, რაც ვეტერინარული კლინიკის გახსნასაც მოიაზრებდა. ამ თანხასთან ერთად ყოველწლიურად დამატებით 2 მილიონი დოლარი იქნება საჭირო ოპერაციების ჩასატარებლად. თუ ამ სახსრების მობილიზება მოხერხდა, ორგანიზაცია იმედოვნებს, რომ 2023 წელს სრულად ფუნქციონირებადი თავშესაფარი გაიხსნება.

მსოფლიო მასშტაბით დაახლოებით 200 თეთრი და 50 ცელნამგალა ვეშაპი დელფინარიუმებსა და აკვარიუმებში არის გამომწყვდეული. კანადაში გავრცელდა ჯერჯერობით დაუდასტურებელი ინფორმაცია, რომ ნიაგარას ჩანჩქერის პარკი წელს დაიხურება მას შემდეგ, რაც პარკის უკანასკნელი ცელნამგალა ვეშაპის, კისკას, საგანგაშო ვიდეომასალა გავრცელდა, სადაც ჩანს, თუ როგორ ეჯახება იგი თავისი აუზის კედლებს მიზანმიმართულად. 1970-იან წლებში ისლანდიის ნაპირებზე მისი დაჭერის შემდეგ ამ ვეშაპმა თავისი 44-წლიანი ცხოვრების უდიდესი ნაწილი აუზში გამომწყვდეულმა გაატარა. კისკას ხუთივე ნაშიერი მალევე დაიღუპა, მას შემდეგ, 2011 წლიდან მოყოლებული, იგი მარტო ცხოვრობს პარკის ერთ-ერთ აუზში. კირკას მდგომარეობის მუდმივი გაუარესების გამო პარკისადმი საზოგადოებას კითხვები გაუჩნდა.

აშშ-შიც მსგავსი სიტუაციაა – დელფინარიუმ SeaWorld-ს ასობით ზღვის ძუძუმწოვარი აუზებში ჰყავს გამომწყვდეული წარმოდგენების გასამართად. წინა წელს ცხოველთა დამცველმა ორგანიზაციამ, PETA-მ, დელფინარიუმს 250,000 დოლარი შესთავაზა დატყვევებული ცხოველების თავშესაფრებში გადაყვანის სანაცვლოდ. მიუხედავად იმისა, რომ შეთანხმება ვერ შედგა, SeaWorld-ში შეწყდა ისეთი წარმოდგენების გამართვა, რომლებიც დელფინებს ვნებდა. 2013 წლის დოკუმენტური ფილმის, სახელად ,,Blackfish”, გამოსვლის შემდეგ, დელფინარიუმის შემოსავლები მნიშვნელოვნად შემცირდა, საზოგადოებრივი წნეხის შედეგად 2016 წელს ცელნამგალა ვეშაპების გამრავლება, ხოლო 2018 წელს მათი მონაწილეობით წარმოდგენების გამართვა შეწყდა.

 

სტატიაზე მუშაობდა : ნინი თოიძე

წყარო : vegnews.com

ნახვები : 52 2 წუთის საკითხავი

წინა პოსტი
100-ზე მეტმა ქვეყანამ ვალდებულება იკისრა 2030 წლისთვის ბოლო მოუღონ გაუტყეურებას პირველი დიდი შეთანხმების, COP26-ის, ფარგლებში
შემდეგი პოსტი
ცვლილებები, რომლებიც საქართველოში 2022 წლიდან ამოქმედდა

Leave your comment Cancel Reply

(will not be shared)

ბოლო ჩანაწერები

  • “ჩემი ქალაქი მკლავს“ მოძრაობა, ბოლნისის რაიონის სოფელ გეთაში ჩავიდა
  • ლონდონი და მილანი ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების მიზნით შეკრებას უხელმძღვანელებენ
  • ლონდონში დაწყებულია კამპანია შეშის წვის საფრთხეებზე ცნობიერების ასამაღლებლად
  • ნიუკასლის სუფთა ჰაერის ზონა აქტიურდება
  • აშშ-ის მთავრობა ასთმის საშიშროების გამო გაზის ქურების აკრძალვას განიხილავს
Alone
  • Call Us: + 995 551 858 858
  • greenpoleorg@gmail.com
  • Tbilisi , Georgia
Copyright ©2020 GREENPOLE. All Rights Reserved
SearchPostsLogin
ოთხშაბათი, 22, მარ
“ჩემი ქალაქი მკლავს“ მოძრაობა, ბოლნისის რაიონის სოფელ გეთაში ჩავიდა
ორშაბათი, 20, მარ
ლონდონი და მილანი ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების მიზნით შეკრებას უხელმძღვანელებენ
შაბათი, 11, მარ
ლონდონში დაწყებულია კამპანია შეშის წვის საფრთხეებზე ცნობიერების ასამაღლებლად
კვირა, 26, თებ
ნიუკასლის სუფთა ჰაერის ზონა აქტიურდება
პარასკევი, 24, თებ
აშშ-ის მთავრობა ასთმის საშიშროების გამო გაზის ქურების აკრძალვას განიხილავს
პარასკევი, 24, თებ
გაერთიანებული სამეფოს საზოგადოება უარს ამბობს საზოგადოებაში მოწევაზე, ტრასნპორტის გამონაბოლქვი კი შედარებით მისაღები რჩება

Welcome back,