უკვე 6000-ზე მეტ ქალაქში მიმდინარეობს ჰაერის ხარისხის მონიტორინგი, აცხადებს “WHO”
- 117 ქვეყნის რეკორდული რაოდენობის ქალაქები უკვე აკონტროლებს ჰაერის ხარისხს, მაგრამ იქ მცხოვრები ხალხი კვლავ სუნთქავს წვრილი ნაწილაკებისა და აზოტის დიოქსიდის არაჯანსაღ რაოდენობას, ამბობს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია (WHO)
- 2022 წლის მონაცემთა ბაზა მიზნად ისახავს მსოფლიო ჰაერის მდგომარეობის მონიტორინგს და მდგრადი განვითარების მიზნების პროგრესის თვალყურს
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ჰაერის ხარისხის 2022 წლის მონაცემები ჯანდაცვის მსოფლიო დღის წინა დღეს გამოქვეყნდა.
მონაცემები ასევე მოიცავს PM2.5-ისა და PM10-ის რაოდენობებს, რომლებიც ძირითადად წარმოიქმნება ადამიანის საქმიანობიდან გამომდინარე წიაღისეული საწვავის წვით.
ჰაერის დაბინძურებით ადამიანის ორგანიზმისთვის მიყენებული ზარალი სწრაფად იზრდება და მიუთითებს მნიშვნელოვან ზიანზე, რომელიც გამოწვეულია ჰაერის მრავალი დამაბინძურებლის დაბალი დონითაც კი.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ გასულ წელს გადახედა და გაამკაცრა ჰაერის ხარისხის გაიდლაინები, რათა დაეხმაროს ქვეყნებს საკუთარი ჰაერის სიჯანსაღის უკეთ შეფასებაში.
2022 წლის მონაცემთა ბაზა მიზნად ისახავს მსოფლიო ჰაერის მდგომარეობის მონიტორინგს და მდგრადი განვითარების მიზნების პროგრესის თვალყურს.
„პანდემიის შემდეგ მიუღებელია ჰაერის დაბინძურების გამო იმ 7 მილიონი ადამიანის სიკვდილი, რომელთა თავიდან აცილებაც შესაძლებელი იყო. მიუხედავად ამისა, ძალიან ბევრი ინვესტიცია ჯერ კიდევ იდება დაბინძურებულ გარემოში დაარა სუფთა და ჯანსაღ ჰაერში“, – თქვა დოქტორმა მარია ნეირამ, ჯანმოს გარემოს დაცვის, კლიმატის ცვლილებისა და ჯანმრთელობის დეპარტამენტის დირექტორმა.
ჯანმრთელობის მსოფლიო დღე, რომელიც აღინიშნება 7 აპრილს, გლობალურ ყურადღებას გაამახვილებს გადაუდებელ ქმედებებზე, რომლებიც ადამიანებისა და პლანეტის ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად და კეთილდღეობაზე ორიენტირებული საზოგადოებების შესაქმნელადაა საჭირო. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის შეფასებით, ყოველწლიურად მსოფლიოში 13 მილიონზე მეტი ადამიანის სიკვდილი გამოწვეულია ისეთი გარემოსდაცვითი მიზეზებით, რომელთა თავიდან აცილებაც შესაძლებელი იყო.
„ამჟამინდელი ენერგეტიკული შეშფოთება ხაზს უსვამს უფრო სუფთა, ჯანსაღ ენერგეტიკულ სისტემებზე გადასვლის დაჩქარების მნიშვნელობას“, – თქვა დოქტორმა ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა, ჯანმოს გენერალურმა დირექტორმა. „წიაღისეული საწვავის მაღალი ფასები, ენერგეტიკული უსაფრთხოება, ჰაერის დაბინძურებისა და კლიმატის ცვლილების გამოწვევების გადაჭრა ხაზს უსვამს აუცილებლობას, უფრო სწრაფად გადავიდეთ წიაღისეულ საწვავზე ნაკლებად დამოკიდებულ სამყაროში“.
სტატიაზე მუშაობდა : ქეთო გობრონიძე და ანუკი კვეკვესკირი
წყარო : airqualitynews.com