GreenPole
  • Donate
  • Menu Canvas
    • მთავარი
    • რუკა
    • პროექტები
    • სიახლეები
      • საქართველო
      • მსოფლიო
    • შემეცნებითი
    • ჩვენი გუნდი
    • კონტაქტი
    • ქართულიქართული
  • ძებნა
GreenPole
  • მთავარი
  • ჰაერის ხარისხის რუკა
  • პროექტები
  • სიახლეები
    • საქართველო
    • მსოფლიო
  • შემეცნებითი
  • ანგარიშები
  • კონტაქტი
    • ჩვენი გუნდი
  • ქართული
  • ძებნა

ფაბრიკებიდან გამომდინარე ჰაერის დაბინძურება შეიძლება სასიკვდილო იყოს და საიდუმლოდაც დარჩეს

Homepage მსოფლიო ფაბრიკებიდან გამომდინარე ჰაერის დაბინძურება შეიძლება სასიკვდილო იყოს და საიდუმლოდაც დარჩეს
მსოფლიო

ფაბრიკებიდან გამომდინარე ჰაერის დაბინძურება შეიძლება სასიკვდილო იყოს და საიდუმლოდაც დარჩეს

თებერვალი 26, 2026
By GREENPOLE
0 კომენტარი
544 ნახვა
ნახვები : 100

 

  • გარემოსდაცვითი და საზოგადოებრივი ორგანიზაციები ეწინააღმდეგებიან აშშ–ის კანონმდებლობის პუნქტს, რომელიც ფაბრიკებს ათავისუფლებს ტოქსიკური გამონაბოლქვის ანგარიშგების ვალდებულებისგან.
  • ცხოველური მეურნეობებიდან წარმოქმნილი გამონაბოლქვი ყოველწლიურად იწვევს დაახლოებით 12,700 სიკვდილს მხოლოდ შეერთებულ შტატებში.
  • გამონაბოლქვის მონაცემების გამოქვეყნება არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი პირველი ნაბიჯი ამ სასიკვდილო შემთხვევებისა და დაავადებების აღმოსაფხვრელად.

 

მაშინ, როდესაც გაერთიანებული სამეფო იწყებს სოფლის მეურნეობით გამოწვეული გამონაბოლქვის უფრო მკაცრ კონტროლს, შეერთებულ შტატებში მიმდინარეობს სამართლებრივი ბრძოლა, რომელიც ყურადღებას ამახვილებს იმაზე, თუ როგორ რჩება ინდუსტრიული აგროკომპლექსების მიერ გამოწვეული ჰაერის დაბინძურება საზოგადოებისთვის უხილავი.

გარემოსდაცვითი და საზოგადოებრივი ორგანიზაციები ეწინააღმდეგებიან აშშ-ის კანონმდებლობის პუნქტს, რომელიც ფაბრიკებს ათავისუფლებს ტოქსიკური გამონაბოლქვის ანგარიშგების ვალდებულებისგან —  კრიტიკოსების თქმით, ეს საფრთხეს უქმნის სოფლის მუშაკებსა და მაცხოვრებლებს, ხოლო ამავე დროს იცავს ქვეყნის ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან ინდუსტრიას პასუხისმგებლობისგან.

სტატიის ავტორია გრეი მორანი, საგამოძიებო ჟურნალისტი, რომელიც ცხოვრობს დარემში, ჩრდილოეთ კაროლინაში.

ფერმებთან ახლოს მცხოვრები მუშაკები და მაცხოვრებლები ხშირად ჩივიან მძაფრ სუნზე და სუნთქვის გაძნელებაზე. თუმცა, რთულია ზუსტად განისაზღვროს რა არის ჰაერში 2019 წლის რეგულაციით დაწესებული გამონაკლისის გამო. ტრამპის პირველი ადმინისტრაციის დროს გარემოს დაცვის სააგენტომ (EPA) გამოაცხადა, რომ ცხოველური მეურნეობის სექტორი გათავისუფლებული იყო ცხოველური ნარჩენებისგან წარმოქმნილი ნებისმიერი საშიში გამონაბოლქვის ანგარიშგების ვალდებულებისგან. ეს კი საშუალებას იძლევა, ისეთი მომაკვდინებელი აირები, როგორიცაა: წყალბადის სულფიდი და ამიაკი, „რადარის ქვეშ“ დარჩეს.

ამჟამად, თერთმეტი გარემოსდაცვითი და საზოგადოებრივი ორგანიზაცია აპირებს ამ რეგულაციის გასაჩივრებას. მათ შეიტანეს საჩივარი აშშ-ის კოლუმბიის ოლქის სააპელაციო სასამართლოში. ეს იურიდიული კოალიცია ცდილობს გააუქმოს ფედერალური სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც მხარი დაუჭირა EPA-ს გამონაკლისის შენარჩუნებას. ორგანიზაციები ამტკიცებენ, რომ გამონაკლისი უკანონოდ გამორიცხავს ცხოველურ ნარჩენებს „საგანგებო დაგეგმვისა და საზოგადოების ინფორმირების შესახებ“ (EPCRA) აქტიდან, რითაც საფრთხეს უქმნის სოფლის თემებს.

„EPCRA-ში შეგნებულად ჩაწერეს სპეციალური მუხლი, რომელიც ფერმებზე ცხოველური ნარჩენებიდან მომდინარე ჰაერის გამონაბოლქვს ანგარიშგების ვალდებულებისგან ათავისუფლებს,“ — ამბობს ადვოკატი რაიან მაჰერი ბიომრავალფეროვნების დაცვის ცენტრიდან, ერთ-ერთი ორგანიზაციიდან, რომელიც ამ გამონაკლისს ასაჩივრებს. „საზოგადოებისა და გარემოს დაცვის თვალსაზრისით, გამჭვირვალობა იმაზე, რა გამოდის ამ ობიექტებიდან, მინიმალურია.“

„საგანგებო დაგეგმვისა და საზოგადოების ინფორმირების შესახებ“ კანონი 1986 წლით თარიღდება და ავალდებულებს ინდუსტრიებს, სახელმწიფო და ფედერალურ ხელისუფლებას მიაწოდონ ინფორმაცია საშიში ქიმიკატების შენახვისა და გამოყოფის შესახებ და ეს ინფორმაცია საჯარო გახადონ.

ინდუსტრიებმა საშიში ქიმიური გამონაბოლქვი 24 საათში უნდა შეატყობინონ, თუ ის აღემატება ზღვარს, რომელიც პირდაპირ საფრთხეს უქმნის ადამიანის ჯანმრთელობას. ეს საშუალებას აძლევს სამრეწველო ზონების მახლობლად მცხოვრებ მოსახლეობას, შეაფასონ რისკები და დროულად მოახდინონ რეაგირება საგანგებო სიტუაციებზე.

თუმცა, კონცენტრირებული ცხოველური საკვების ოპერაციების (CAFOs) მახლობლად მცხოვრები ადამიანები ამ ინფორმაციას მოკლებულნი არიან და არ იციან, რა ტოქსიკური ნივთიერებები გამოიყოფა მათ გარემოში.

„ჩვენ ბნელში დავფრინავთ — და ეს არის სოფლის მეურნეობის გამონაკლისებისა და ძლიერი ინდუსტრიული ლობების შედეგი,“ — ამბობს მაჰერი. „სოფლის მეურნეობის გამონაკლისები“ გულისხმობს ისტორიულ ტრადიციას, რომლის მიხედვითაც აგროსექტორი გათავისუფლებულია შრომითი და ეკოლოგიური ვალდებულებებისგან, რომლებიც სხვა ინდუსტრიებზე ვრცელდება — ტრადიცია, რომელიც სათავეს იღებს მონობისა და გლეხობის ეპოქიდან.

2019 წლის გამონაკლისი ამ ხანგრძლივი ისტორიის უახლესი მაგალითია.

„EPA-მ არაერთხელ იმოქმედა იმისათვის, რომ CAFO-ები გაეთავისუფლებინა ამიაკისა და წყალბადის გამონაბოლქვის შესახებ კონგრესის მიერ დაწესებული ანგარიშგების ვალდებულებისგან,“ — ამბობს ალექსის ანდიმანი, Earthjustice-ის უფროსი იურისტი, რომელიც წარმოადგენს მოსარჩელეებს სააპელაციო საქმეში.

ცხოველური ნარჩენებიდან გამომავალი ტოქსიკური გამონაბოლქვი მნიშვნელოვნად აზიანებს საზოგადოებრივ ჯანმრთელობას. ცხოველური მეურნეობებიდან წარმოქმნილი გამონაბოლქვი ყოველწლიურად იწვევს დაახლოებით 12,700 სიკვდილს მხოლოდ შეერთებულ შტატებში — ძირითადად ქრონიკული ზემოქმედების გამო, ნათქვამია 2021 წლის კვლევაში, რომელიც იკვლევდა საკვების წარმოებასთან დაკავშირებული ჰაერის დაბინძურების ზემოქმედებას.

საშიში აირები — ამიაკი და წყალბადის სულფიდი, რომლებიც წარმოიქმნება ცხოველური ნარჩენების დალპობისას — იწვევს „მრავალ ჯანმრთელობის პრობლემას, მათ შორის სუნთქვის გაძნელებას, ცხვირისა და თვალების გაღიზიანებას, თავის ტკივილს, გულისრევას და ზოგ შემთხვევაში სიკვდილსაც,“ აღნიშნულია იურიდიულ საჩივარში, რომელიც ტრამპის ადმინისტრაციის მიერ დაწესებულ გამონაკლისს ასაჩივრებს.

წყალბადის სულფიდი გამოიყოფა მაშინ, როცა ცხოველური ნარჩენები ლაგუნებში, რეზერვუარებსა და ნარჩენების ორმოებში იშლება. მაღალი კონცენტრაციისას ის იწვევს გონების სწრაფად დაკარგვას და სიკვდილს.

წყალბადის სულფიდი სავარაუდო მიზეზია იმ ექვსი ფერმის მუშაკის სიკვდილისა, რომლებიც ტრაგიკულად დაიღუპნენ 2025 წლის აგვისტოში Prospect Valley Dairy-ის ფერმაზე, კინსბერგში, კოლორადოში. ადგილობრივმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ აირის გამოყოფა მოხდა მაშინ, როცა ერთ-ერთი მუშაკი მიწისქვეშა ნარჩენების ორმოში იმყოფებოდა. სავარაუდოდ, სხვები მას გადარჩენას შეეცადნენ, მაგრამ თავადაც მოიწამლნენ.

ეს ტრაგედია იზოლირებული შემთხვევა არ არის. „ჩვენ მუდმივად ვხედავთ მუშაკების სიკვდილს ფერმებში წყალბადის სულფიდის ზემოქმედებისგან,“ — ამბობს კრისტინ ბალ-ბლეიკლი, იურისტი ცხოველთა იურიდიული დაცვის ფონდიდან (Animal Legal Defense Fund), რომელიც ასევე მონაწილეობს საქმეში. „მე მინახავს ისტორიები, როცა მუშაკები აწარმოებდნენ ლაგუნის სარემონტო სამუშაოებს და აირის ზემოქმედების გამო გონებას კარგავდნენ და წყალში იხრჩობოდნენ.“

ბალ-ბლეიკლის თქმით, გამონაბოლქვის მონაცემების გამოქვეყნება არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი პირველი ნაბიჯი ამ სიკვდილებისა და დაავადებების აღმოსაფხვრელად.

„სახელმწიფო სააგენტოებს შეეძლოთ რეგულაციების შემოღება ამ მონაცემებზე დაყრდნობით. ფედერალურ მთავრობასაც შეეძლო მოქმედება,“ — ამბობს ბალ-ბლეიკლი. „მაგრამ როცა მონაცემები დამალულია, ყველაფერი გვიან ხდება — მაშინ, როცა ადამიანები უკვე გარდაიცვალნენ.“

სტატიაზე მუშაობდნენ: ირაკლი სარჯველაძე,  რუსა  ციცქიშვილი და თამთა კიკვაძე

წყარო : Air pollution from factory farms can be lethal – and secret


წინა პოსტი
ხილის მიღებამ შესაძლოა ფილტვები ჰაერის დაბინძურებით გამოწვეული დაზიანებისგან დაიცვას
შემდეგი პოსტი
მანჩესტერის ჰაერის დაბინძურების არაეფექტური კამპანიის გამო, სულ უფრო მეტი ბავშვი ხვდება საავადმყოფოში

Leave your comment Cancel Reply

(will not be shared)

ბოლო ჩანაწერები

  • სუფთა ჰაერი შესაძლოა ბავშვების მხედველობას იცავდეს
  • მანჩესტერის ჰაერის დაბინძურების არაეფექტური კამპანიის გამო, სულ უფრო მეტი ბავშვი ხვდება საავადმყოფოში
  • ფაბრიკებიდან გამომდინარე ჰაერის დაბინძურება შეიძლება სასიკვდილო იყოს და საიდუმლოდაც დარჩეს
  • ხილის მიღებამ შესაძლოა ფილტვები ჰაერის დაბინძურებით გამოწვეული დაზიანებისგან დაიცვას
  • ახალმა კვლევებმა აჩვენა რომ ორსულებისთვის დაბინძურებულ ჰაერთან შემხებლობა დაკავშირებულია ახალშობილთა ტვინის განვითარების შეფერხებასთან.
Alone
  • Call Us: + 995 551 858 858
  • greenpoleorg@gmail.com
  • Tbilisi , Georgia
Copyright ©2024 GREENPOLE. All Rights Reserved
SearchPostsLogin
სამშაბათი, 31, მარ
სუფთა ჰაერი შესაძლოა ბავშვების მხედველობას იცავდეს
სამშაბათი, 24, მარ
მანჩესტერის ჰაერის დაბინძურების არაეფექტური კამპანიის გამო, სულ უფრო მეტი ბავშვი ხვდება საავადმყოფოში
ხუთშაბათი, 26, თებ
ფაბრიკებიდან გამომდინარე ჰაერის დაბინძურება შეიძლება სასიკვდილო იყოს და საიდუმლოდაც დარჩეს
კვირა, 8, თებ
ხილის მიღებამ შესაძლოა ფილტვები ჰაერის დაბინძურებით გამოწვეული დაზიანებისგან დაიცვას
ორშაბათი, 19, იან
ახალმა კვლევებმა აჩვენა რომ ორსულებისთვის დაბინძურებულ ჰაერთან შემხებლობა დაკავშირებულია ახალშობილთა ტვინის განვითარების შეფერხებასთან.
კვირა, 21, დეკ
ჰაერის დაბინძურება დაკავშირებულია სიმსუქნესა და დიაბეტთან

Welcome back,