GreenPole
  • Donate
  • Menu Canvas
    • მთავარი
    • რუკა
    • პროექტები
    • სიახლეები
      • საქართველო
      • მსოფლიო
    • შემეცნებითი
    • ჩვენი გუნდი
    • კონტაქტი
    • ქართულიქართული
  • ძებნა
GreenPole
  • მთავარი
  • ჰაერის ხარისხის რუკა
  • პროექტები
  • სიახლეები
    • საქართველო
    • მსოფლიო
  • შემეცნებითი
  • ანგარიშები
  • კონტაქტი
    • ჩვენი გუნდი
  • ქართული
  • ძებნა

ევროპის ქალაქების მაცხოვრებლები ჰაერის დაბინძურების მაღალი ზემოქმედების ქვეშ არიან

Homepage მსოფლიო ევროპის ქალაქების მაცხოვრებლები ჰაერის დაბინძურების მაღალი ზემოქმედების ქვეშ არიან
მსოფლიო

ევროპის ქალაქების მაცხოვრებლები ჰაერის დაბინძურების მაღალი ზემოქმედების ქვეშ არიან

ივლისი 23, 2022
By GREENPOLE
0 კომენტარი
535 ნახვა
ნახვები : 33
  • 2020 წელის აპრილის თვეში, პირველი ლოქდაუნისას, აზოტის დიოქსიდის საშუალო წლიური კონცენტრაციის 25%-მდე კლება დაფიქსირდა საფრანგეთის, იტალიისა და ესპანეთის დიდ ქალაქებში, ხოლო NO2-ის კონცენტრაცია, რომელიც საგზაო სადგურებზე ფიქსირდებოდა, 70%-მდე შემცირდა.
  • ცენტრალურ-აღმოსავლეთ ევროპასა და იტალიაში დაფიქსირდა სხვადასხვა მავნე ნაწილაკების, მათ შორის კანცეროგენის – ბენზოაპირენის ყველაზე მაღალი კონცენტრაცია, რაც ძირითადად მყარი საწვავის სახლის გათბობასა და ინდუსტრიაში გამოყენების შედეგად არის გამოწვეული.
  • ქალაქის მოსახლეობის 96% (PM 2.5) ცხოვრობს მტვრის მყარი ნაწილაკების მაღალი კონცენტრაციის მქონე გარემოში, რომელიც WHO-ს რეკომენდაციებს 5 მკგ/მ3 აღემატება, ხოლო 1%-ზე ნაკლები ცხოვრობს PM 2.5 კონცენტრაციის გარემოში, რომელიც ევროკავშირის წლიურ ზღვრულ ნიშნულს 25 მკგ/მ3-ს აღემატება

 

ევროპის გარემოს დაცვის სააგენტოს (EEA) ჰაერის ხარისხის ყოველწლიური შეფასების მიხედვით, ევროპის ქალაქების მოსახლეობის 96% ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) მიერ დადგენილ ნორმაზე მაღალი ოდენობის მტვრის მყარი ნაწილაკების ზემოქმედებას განიცდიან.

„მართალია 2020 წელს, Covid-19-ის ფარგლებში მიღებული თვითიზოლაციის ზომებმა საგზაო ტრანსპორტის კლება და ჰაერის შესამჩნევი გაუმჯობესება გამოიწვია, თუმცა, ჰაერის ხარისხის ევროპული სტანდარტების დარღვევა კვლავაც ჩვეულებრივ მოვლენად რჩება,“ – ნათქვამია გამოქვეყნებულ ბრიფინგზე.

2020 წელის აპრილის თვეში, პირველი ლოქდაუნისას, აზოტის დიოქსიდის საშუალო წლიური კონცენტრაციის 25%-მდე კლება დაფიქსირდა საფრანგეთის, იტალიისა და ესპანეთის დიდ ქალაქებში, ხოლო NO2-ის კონცენტრაცია, რომელიც  საგზაო სადგურებზე ფიქსირდებოდა, 70%-მდე შემცირდა.

EEA-ს ბრიფინგზე წარმოდგენილია 2020 წლის უახლესი, ოფიციალური და 2021 წლის წინასაწარული მონაცემები ჰაერის ძირითადი დამაბინძურებლების კონცენტრაციის თაობაზე, რომლებიც ევროპის 37 ქვეყნის 4500-ზე მეტ მონიტორინგის სადგურზე გაიზომა.

ჰაერის ხარისხის  საერთო გაუმჯობესების მიუხედავად, ბრიფინგი ასკვნის, რომ „ევროპელებისთვის ჰაერის დაბინძურება ჯანმრთელობის უმთავრეს პრობლემას წარმოადგენს“.

ცენტრალურ-აღმოსავლეთ ევროპასა და იტალიაში დაფიქსირდა სხვადასხვა მავნე ნაწილაკების, მათ შორის კანცეროგენის – ბენზოაპირენის ყველაზე მაღალი კონცენტრაცია, რაც ძირითადად მყარი საწვავის სახლის გათბობასა და ინდუსტრიაში გამოყენების შედეგად არის გამოწვეული.

2020 წლის მონაცემებით, ოზონის დონე შედარებით დაბალი იყო ვიდრე წინა წლებში, თუმცა მაჩვენებელი კვლავ მაღალია ცენტრალურ ევროპასა და ხმელთაშუა ზღვის ზოგიერთ ქვეყანაში.

„ემისიების შემცირების მიუხედავად, 2020 წელს ევროკავშირის ქალაქების მოსახლეობის უმეტესი ნაწილი ჰაერის ძირითადი დამაბინძურებლების ზეგავლენას განიცდიდა, რაც ჯანმრთელობაზე უარყოფით გავლენას ახდენს. ქალაქის მოსახლეობის 96% (PM 2.5) ცხოვრობს მტვრის მყარი ნაწილაკების   მაღალი კონცენტრაციის მქონე გარემოში, რომელიც WHO-ს რეკომენდაციებს 5 მკგ/მ3 აღემატება, ხოლო 1%-ზე ნაკლები ცხოვრობს PM 2.5 კონცენტრაციის გარემოში, რომელიც ევროკავშირის წლიურ ზღვრულ ნიშნულს 25 მკგ/მ3-ს აღემატება, რაც ევროკავშირის ამჟამინდელ შეზღუდვებსა და მეცნიერულ მტკიცებულებებს შორის არსებულ შეუსაბამობას უსვამს ხაზს, იმის შესახებ თუ რა გავლენას ახდენს ჰაერის დაბინძურება ადამიანის ჯანმრთელობაზე.“ – განაცხადა ევროპის გარემოს დაცვის სააგენტომ.

 

სტატიაზე მუშაობდა : ალექსანდრე ფიფია და ლიზი უგულავა

წყარო : airqualitynews.com


წინა პოსტი
უკვე 6000-ზე მეტ ქალაქში მიმდინარეობს ჰაერის ხარისხის მონიტორინგი, აცხადებს “WHO”
შემდეგი პოსტი
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით მილიარდობით ადამიანი კვლავ არაჯანსაღ ჰაერს სუნთქავს

Leave your comment Cancel Reply

(will not be shared)

ბოლო ჩანაწერები

  • ჰაერის დაბინძურება დაკავშირებულია სიმსუქნესა და დიაბეტთან
  • დიდი ბრიტანეთის ჰაერის დაბინძურება
  • „We Care 4 Air“ გაერთიანებულ სამეფოში ნახშირწყალბადის ქსელს დააყენებს
  • როგორ შთანთქავს ჩვენი სახლი VOC-ს — და რატომ აქვს ამას მნიშვნელოვანი გავლენა
  • ახალი კვლევა PM1-ის მონიტორინგის საჭიროებას ადასტურებს
Alone
  • Call Us: + 995 551 858 858
  • greenpoleorg@gmail.com
  • Tbilisi , Georgia
Copyright ©2024 GREENPOLE. All Rights Reserved
SearchPostsLogin
კვირა, 21, დეკ
ჰაერის დაბინძურება დაკავშირებულია სიმსუქნესა და დიაბეტთან
კვირა, 14, დეკ
დიდი ბრიტანეთის ჰაერის დაბინძურება
სამშაბათი, 9, დეკ
„We Care 4 Air“ გაერთიანებულ სამეფოში ნახშირწყალბადის ქსელს დააყენებს
ოთხშაბათი, 12, ნოე
როგორ შთანთქავს ჩვენი სახლი VOC-ს — და რატომ აქვს ამას მნიშვნელოვანი გავლენა
ხუთშაბათი, 9, ოქტ
ახალი კვლევა PM1-ის მონიტორინგის საჭიროებას ადასტურებს
ოთხშაბათი, 17, სექ
რა გზები არსებობს ტროპოსფერულ ოზონთან დაკავშირებით? ახალი გეგმა დამაბინძურებლების წინააღმდეგ

Welcome back,