GreenPole
  • Donate
  • Menu Canvas
    • მთავარი
    • რუკა
    • პროექტები
    • სიახლეები
      • საქართველო
      • მსოფლიო
    • შემეცნებითი
    • ჩვენი გუნდი
    • კონტაქტი
    • ქართულიქართული
  • ძებნა
GreenPole
  • მთავარი
  • ჰაერის ხარისხის რუკა
  • პროექტები
  • სიახლეები
    • საქართველო
    • მსოფლიო
  • შემეცნებითი
  • ანგარიშები
  • კონტაქტი
    • ჩვენი გუნდი
  • ქართული
  • ძებნა

200 მილიონი ფუნტი დაფინანსება დიდი ბრიტანეთის ავტობუსის ნულოვანი გამონაბოლქვის დაპირებისთვის

Homepage მსოფლიო 200 მილიონი ფუნტი დაფინანსება დიდი ბრიტანეთის ავტობუსის ნულოვანი გამონაბოლქვის დაპირებისთვის
მსოფლიო

200 მილიონი ფუნტი დაფინანსება დიდი ბრიტანეთის ავტობუსის ნულოვანი გამონაბოლქვის დაპირებისთვის

ივლისი 17, 2022
By GREENPOLE
0 კომენტარი
381 ნახვა
ნახვები : 16
  • დიდ ბრიტანეთის მთავრობამ გამოყო 200 მილიონი ფუნტის ინვესტიცია კიდევ 1000 ნულოვანი გამონაბოლქვის მქონე ავტობუსისთვის;
  • მმართველობის პერიოდში მთავრობამ აიღო ვალდებულება, დააფინანსოს 4000 ნულოვანი გამონაბოლქვის მქონე ავტობუსი მთელი ქვეყნის მასშტაბით;
  • გეგმის თანახმად, ქვეყნის ჰაერიდან წელიწადში 57000 ტონაზე მეტი ნახშირორჟანგის და საშუალოდ 22 ტონა აზოტის ოქსიდის ამოღება იგეგმება.

 

მთავრობის 200 მილიონი ფუნტი ინვესტიციის წყალობით, მთელი ქვეყნის მასშტაბით, დამატებით დაახლოებით 1000  ნულოვანი გამონაბოლქვის მქონე ავტობუსი დაფინანსდება.

ინგლისის თორმეტი მხარე, გრეითერ მანჩესტერიდან პორტსმუთამდე, საკუთარი რეგიონისათვის მიიღებს გრანტებს დაფინანსების პაკეტიდან როგორც ელექტრო ან წყალბადით მომუშავე ავტობუსების მისაღებად, ასევე დასამუხტი თუ საწვავის ინფრასტრუქტურისათვის.

გეგმის მიხედვით, ქვეყნის ჰაერიდან წელიწადში 57000 ტონაზე მეტი ნახშირორჟანგის და საშუალოდ 22 ტონა აზოტის ოქსიდის მოშორება იგეგმება.

დაფინანსება მოდის Zero Emission Buses Regional Area (ZEBRA) პროექტიდან, რომელიც გასულ წელს ამოქმედდა, რათა ადგილობრივ სატრანსპორტო განყოფილებებს ნულოვანი ემისიის მქონე ავტობუსების შეძენის შესაძლებლობა მიეცეთ.

ინგლისში, არსებული მთავრობის მმართველობის პერიოდში, ეს ნულოვანი გამონაბოლქვის მქონე, დაფინანსებული ავტობუსების საერთო რიცხვს 2000-მდე გაზრდის.

მთავრობამ აიღო ვალდებულება, მთელი ქვეყნის მასშტაბით დააფინანსოს 4000 ნულოვანი გამონაბოლქვის მქონე ავტობუსი.

ტრანსპორტის მდივანმა გრანტ შაპსმა თქვა: „მე პასუხისმგებლობას ავიღებ და გავასუფთავებ ჩვენს სატრანსპორტო ქსელს. ამიტომაც, მე გამოვყავი ასობით მილიონი ფუნტი, რათა მთელი ქვეყნის მასშტაბით ნულოვანი ემისიის მქონე ავტობუსები დავნერგოთ.

ეს არა მხოლოდ მგზავრთა გამოცდილებას გააუმჯობესებს, არამედ ხელს შეუწყობს ჩვენს მისიას, დავაფინანსოთ 4000 ასეთი სუფთა ავტობუსი, 2050 წლისთვის მივაღწიოთ წმინდა ნულოვანი გამონაბოლქვს და ავაშენოთ უფრო მწვანე გარემო.

დღევანდელი განცხადება არის ნაწილი ჩვენი „ეროვნული ავტობუსების სტრატეგიისა“, რომელიც შემოგთავაზებთ უფრო დაბალ ტარიფებს, რაც კიდევ უფრო შეამცირებს მგზავრებისათვის საზოგადოებრივი ტრანსპორტის ღირებულებას“.

ესენია ის რეგიონები, რომელთა ბიზნეს საქმეებიც დამტკიცდა და დაფინანსებას მიიღებს: ნორფოლკი, ჩრდილოეთ იორკშირი, პორტსმუთი, ბლექპული, ნოტინგჰემი, გრეითერ მანჩესტერი, ჰერტფორდშირი, სამხრეთ იორკშირი, ოქსფორდშირი, დასავლეთ მიდლენდი, იორკი და დასავლეთ იორკშირი.

ტრანსპორტის მინისტრმა ბარონესა ვერემ კომენტარი გააკეთა: „ჩვენ ვაცნობიერებთ იმ გამოწვევის მასშტაბებს, რომლის წინაშეც მსოფლიო დგას წმინდა ნულოვანი გამონაბოლქვის მიღწევის პროცესში. ამიტომაც, ემისიების შემცირება და მწვანე სამუშაო ადგილების შექმნა ჩვენი სატრანსპორტო დღის წესრიგის ცენტრშია.

დღევანდელი მრავალ მილიონ ფუნტიანი ინვესტიცია არის უზარმაზარი ნაბიჯი უფრო სუფთა მომავლისაკენ, რომელიც შემდეგი თაობებისათვის ტრანსპორტის შესაბამისობას უზრუნველყოფს და მილიონობით ადამიანს საშუალებას მისცემს, გადაადგილდეს ჩვენი გარემოსათვის უფრო სასიკეთო გზით“.

 

სტატიაზე მუშაობდა : თეონა ქავთარაძე და მეგი რუსია

წყარო : airqualitynews.com


წინა პოსტი
ევროპის ქალაქების მაცხოვრებლები ჰაერის დაბინძურების მაღალი ზემოქმედების ქვეშ არიან
შემდეგი პოსტი
უკვე 6000-ზე მეტ ქალაქში მიმდინარეობს ჰაერის ხარისხის მონიტორინგი, აცხადებს “WHO”

Leave your comment Cancel Reply

(will not be shared)

ბოლო ჩანაწერები

  • ახალი კვლევის მიხედვით, ფრინველთა ფილტვებში მიკროპლასტმასას კვალი აღმოაჩინეს
  • ლოს-ანჯელესის ცენტრალურ ნაწილში ხეები უფრო მეტ ნახშირბადს შთანთქავენ, ვიდრე აქამდე ფიქრობდნენ
  • მყინვარების მსოფლიო დღე: ბრძოლის მექანიზმი მიმართულია შავი ნახშირბადის მიერ გამოწვეული საფრთხეებისკენ
  • გაერთიანებული სამეფოს სააგენტო შეიმუშავებს კლიმატის ძირითადი გარდამტეხი მომენტების წინასწარი გაფრთხილების სისტემას
  • კვლევამ აჩვენა, რომ კლიმატის ცვლილება დედამიწის მთავარ კულტურებს ემუქრება
Alone
  • Call Us: + 995 551 858 858
  • greenpoleorg@gmail.com
  • Tbilisi , Georgia
Copyright ©2024 GREENPOLE. All Rights Reserved
SearchPostsLogin
ოთხშაბათი, 16, ივლ
ახალი კვლევის მიხედვით, ფრინველთა ფილტვებში მიკროპლასტმასას კვალი აღმოაჩინეს
შაბათი, 12, ივლ
ლოს-ანჯელესის ცენტრალურ ნაწილში ხეები უფრო მეტ ნახშირბადს შთანთქავენ, ვიდრე აქამდე ფიქრობდნენ
ორშაბათი, 7, ივლ
მყინვარების მსოფლიო დღე: ბრძოლის მექანიზმი მიმართულია შავი ნახშირბადის მიერ გამოწვეული საფრთხეებისკენ
ხუთშაბათი, 3, ივლ
გაერთიანებული სამეფოს სააგენტო შეიმუშავებს კლიმატის ძირითადი გარდამტეხი მომენტების წინასწარი გაფრთხილების სისტემას
ოთხშაბათი, 2, ივლ
კვლევამ აჩვენა, რომ კლიმატის ცვლილება დედამიწის მთავარ კულტურებს ემუქრება
ხუთშაბათი, 5, ივნ
არქტიკული გრუნტის წყლებიდან ოკეანეში დიდი ოდენობით ნახშირბადი ჩაედინება

Welcome back,