GreenPole
  • Donate
  • Menu Canvas
    • მთავარი
    • რუკა
    • პროექტები
    • სიახლეები
      • საქართველო
      • მსოფლიო
    • შემეცნებითი
    • ჩვენი გუნდი
    • კონტაქტი
    • ქართულიქართული
  • ძებნა
GreenPole
  • მთავარი
  • ჰაერის ხარისხის რუკა
  • პროექტები
  • სიახლეები
    • საქართველო
    • მსოფლიო
  • შემეცნებითი
  • ანგარიშები
  • კონტაქტი
    • ჩვენი გუნდი
  • ქართული
  • ძებნა

ტყავის მომავალი: როგორ ახდენს ანანასის ფოთლები,კაქტუსები და მიცელიუმი(სოკო) რევოლუციას ინდუსტრიაში

Homepage მსოფლიო ტყავის მომავალი: როგორ ახდენს ანანასის ფოთლები,კაქტუსები და მიცელიუმი(სოკო) რევოლუციას ინდუსტრიაში
მსოფლიო, შემეცნებითი

ტყავის მომავალი: როგორ ახდენს ანანასის ფოთლები,კაქტუსები და მიცელიუმი(სოკო) რევოლუციას ინდუსტრიაში

აგვისტო 26, 2022
By GREENPOLE
0 კომენტარი
754 ნახვა
ნახვები : 173

ტყავი  ყველგან არის ჩვენს ფეხსაცმელში, ჩვენს ჩანთებსა და ბარგში, ჩვენს ზამთრის ქურთუკებსა და თანამედროვე ავეჯში –

მაგრამ მისი ეფექტი გლობალურია.

იმისათვის რომ ჩვენთვის ტყავისგან დამზადდეს ტანსაცმელები, საოჯახო ნივთები და სხვა საჭიროებები მილიონობით ცხოველი იკვლება.მეცხოველეობის სექტორი,  რომელიც აწარმოებს ორივეს საკვებ პროდუქტებსა და  ტყავს  მსოფლიოში ყველაზე დიდი რაოდენობით მოიხმარს სასოფლო სამეურნეო მიწას. საძოვრები და მიწათმოქმედება,

პირუტყვის შესანახი კულტურები  იწვევს ტყეების განადგურებას,

სასიცოცხლო მნიშვნელობის ნახშირბადის ჩაძირვას, აზიანებს ეკოსისტემებს და  ახლომდებარე  საზოგადოებებს. პირუტყვი ასევე აწარმოებს მეთანს: ძლიერ სათბურის გაზს, რომელიც დაკავშირებულია  კლიმატურ ცვლილებებთან.

მსხილფეხა რქოსანი პირუტყვისა და სხვა  ცხოველებისგან მიღებული ტყავი გადის სამ საფეხურს:

მომზადება,ცეცხლის ალზე გასუფთავება და ქერქის მოშორება

(და ზოგჯერ ასეც სრულდება). ცეცხლის ალზე გასუფთავებისას ტყავი ხდება უფრო მოქნილი,შორდება თმა, ცხიმი და ხორცი.გასუფთავებისას ტყავი  უფრო თხელდება,შრება,რბილდება და  იფერება  ქიმიკატებისა და მექანიზმების მეშვეობით. ამ პროცესების ნარჩენები სავსეა კანცეროგენური ქიმიკატებით,როგორიცაა ქრომი,მძიმე

ლითონი რომელიც გამოიყოფა ცეცხლის ალზე გასუფთავებისას,

ხშირად ჩადის წყალსადენებში ისეთ ქვეყნებში სადაც არ არის ძლიერი გარემოს დაცვითი კანონები,როგორებიცაა ინდოეთი,ჩინეთი და ბანგლადეში.

ინდუსტრიაში გავრცელებულია როგორც ცხოველური ისე ადამიანური ძალადობა. გიზმოდოს თანახმად ტყავის ქარხნები ცნობილია თავისი საშინელი მდგომარეობითა და ტექნიკით ისევე როგორც კიბოს წარმომშობი ქიმიკატების გავრცელების წყარო.

ხოლო ტრადიციული ვეგანური ტყავი იცავს ცხოველებს სისასტიკისგან რეალობაში,ის ჩვეულებრივ მზადდება პოლიურეთანით,PVC-ით და სხვა პლასტმასითა და სინთეზური მასალით,რომელიც შეიცავს ჰორმონების დამრღვევ ფტალატებს და საბოლოოდ ქმნის მიკროპლასტიკებს,რაც ბოლოს სრულდება ოკეანეებში,ბუნებრივ გარემოში და ჩვენს სხეულებშიც კი.

მიუხედავად ამისა ინდუსტრია იცვლება და   ტყავის ინოვაციები მრავლადაა. ზოგმა  გამოყენებულმა მასალამ შესაძლოა გაგაოცოს კიდეც.

კაქტუსი

კაქტუსის ეკლიანი გარეგნობის ქვეშ ადრიან ლოპეს ველარდემ და მარტე კაზარესმა იპოვეს ცხოველებზე დაფუძნებული ტყავის ახალი ალტერნატივა.

ორივემ შეიმუშავა “დეზერტო”:ტყავის სახეობა რომელიც შექმნილია ნოპალის კაქტუსისგან,უფრო სასასაუბრო ენაზე ცნობილია როგორც ეკლიანი მსხალი.  ტყავის ნაწარმის საუკეთესო საცალო მოვაჭრეებმა,როგორიცაა კარლ ლაგერფილდი, ფოსილი და ევერლანი,  დაიწყეს კაქტუსის ბაზაზე დამზადებული ტყავის ნაწარმის გაყიდვა.მერსედეს ბენცმა ჩართო კომპანია “დიზერტექსი”-ის ხელოვნური ტყავის პროდუქცია მანქანებისთვის  ელექტრო კონცეფციის მანქანებში.

თუ თქვენ ოდესმე გქონიათ კაქტუსი თქვენი სახლის მცენარეთა შორის,

გეცოდინებათ რომ არიან უკიდურესად ამტანნი გვალვის მიმართ.ისინი იზრდებიან სწრაფად და მოიხმარენ ცოტა წყალს.იმდენად ცოტას რომ “დიზერტო”

კაქტუსებს მხოლოდ ნალექით რწყავენ,

ამიტომ მათი მინდვრებში მორწყვის მეთოდი არ გამოიყენება. კომპანიის

ინფორმაციით პროდუქტი ზოგავს164,650%ით  წყალს ტყავთან შედარებით და 190%-ით

პოლიურეთანზე დაფუძნებულ ტყავს.

კაქტუსები ნახშირბადსაც კი აცალკევებენ(იღებენ ატმოსფეროდან).კომპანიის 14 ჰექტარზე ეკლიანი მსხალი შთანთქავს 8,100 ტონა co2ს ყოველ წლიურად,რაც გაცილებით ნაკლებია,ვიდრე ის გამონაბოლქვი რასაც ეს პროდუქტი წარმოქმნის. “დიზერტო” ასევე იყენებს ორგანული ზრდის მეთოდებს თავიანთ მიწაზე და  წარმოების ქვეპროდუქტებს ცხოველების საკვებად.

ანანასის ფოთლები

ანანასი შედის პიცის შემადგენლობაში? და კიდევ უფრო მნიშვნელოვანია არის თუ არა ის ტყავში? ასე ფიქრობს კარმენ ჰიჯოზა.

ჰიჯოზას რომელიც დიდი ხნის მანძილზე მუშაობდა ტყავის პროდუქტების ინდუსტრიაში სურდა გაეგო  ანანასის ფოთლებში არსებული ძლიერი ბოჭკოების გამოყენება თუ იქნებოდა შესაძლებელი რამეში. ბარინ თაგალოგის  წარმოდგენით ტრადიციული ტანისამოსი ფილიპინებში მზადდებოდა ამ ბოჭკოებისგან – ის დადიოდა ანანასის ყლორტების საძებნელად და დაარსა ანანასის ფოთლების ბაზაზე დაფუძნებული  პროდუქტი პინატექსი,რომელსაც ახლა იყენებენ ჰუგო ბოსი,ჰ&მ და ნაიკი.

კომპანია მუშაობს ფილიპინების ანანასის ფერმერებთან,ერთად აგროვებენ ფოთლებს სხვაგვარად ისინი დალპებოდა,ამასთანავე  გარდაქნმნიან ამ გადამუშავებულ აგრო პროდუქტს ახალ უფრო ღირებულ პროდუქტად. დაახლოებით 480 ფოთოლი გამოიყენება რომ შეიქმნას პინატექსის ერთ  კვადრატული მეტრი, რომლის წონაც და ღირებულებაც უფრო ნაკლებია ვიდრე  ტრადიციული ტყავის.ცელულოზას ბოჭკოებს აშრობენ მზეზე,ასუფთავებენ და შემდეგ ქმნიან ბადეს,რომელოც სრულდება მცენარეული ფისით. მთელი ამ პროცესის დროს თითქმის არ წარმოიქმნება რაიმე ნარჩენი,CNBS-სთან ინტერვიუში  ჰიჯოზამ განაცხადა, რომ   ტყავის  30% მიდის ნარჩენებში როდესაც ხდება ტრადიციული ტყავის დამზადება.

პალმის ფოთლები

ჰოლანდიელმა დიზაინერმა Tjeerd veenhoven-მა გზა გაუკაფა პალმის ტყავს  ათი წლის წინ, როგორც ტყავის ალტერნატივას.მას სურდა ეპოვა  სამხრეთ ინდოეთში არსებული 80მლნ არეკას პალმის გამოყენების სარგებლიანობა, რომელთაც იშვიათად იყენებდნენ.მან აღმოაჩინა რომ მტვრევადი ფოთლები უფრო მოქნილი ხდება როდესაც თავსდება გლიცერინის,წყლისა და სხვა დამატებითი ინგრედიენტების ბიოლოგიურ დამარბილებელ ხსნარში.ახლა ადგილობრივი ფაბრიკები ინდოეთში,დომინიკის რესპუბლიკაში და  შრილანკაში  აწარმოებენ პალმის ტყავს, რომელიც შეიძლება გამოყენებული იქნეს ჩანთების,წიგნის ყდების,ფეხსაცმელების და სხვა ძირითადი, უნიკალური პალმის ტყავის ორნამენტულ ფარდაგებში.

მიცელიუმი

სოკო ჯადოსნურია და ბევრი ინდუსტრია იყენებს მათ ძალას რომ  დაამარცხოს პლასტმასი, გაანაყოფიეროს ნიადაგი და გამართოს შენობები. რატომაც არ უნდა მოვახდინოთ რევოლუცია მოდის ინდუსტრიაში,როდესაც ჩვენ მას ვეკუთვნით?

თავისი მრავალფეროვნებითა და გარემოზე დაბალი ზემოქმედებით, კომპანიები სწრაფად იყენებენ შესაძლებლობებს აწარმოონ სოკოს პროდუქტები: სოკოს ძაფის მსგავსი ძალიან თხელი  სტრუქტურა. ბიოტექნოლოგიურმა

კომპანიამ bolt thread-მა  გამოუშვა ხელოვნური ტყავის პროდუქტი Mylo  და 2021 წელს Mycoworks-მა წარმოადგინა თავისი მიცელიუმზე დაფუძნებული   ტყავი მაღალი მოდის ინდუსტრიაში,როგორც Hermes victoria-ს ჩანთა. სხვა სოკოს ტყავისგან განსხვავებით  აწარმოეს პროდუქტები, განავითარეს მიცელიუმის უჯრედები რათა შეევსოთ 3D სტრუქტურები პროდუქტის ზუსტი სპეციფიკების შესაბამისად,პროცესში თითქმის არ წარმოქმნიან ნარჩენებს და დანაკარგებს.მიცელიუმი ზრდისას იკვებება ნახერხისა და ორგანული  მასალების ნარევით,  გაფართოებისას ქმნის ძლიერ მკვრივ მასალას.

ვაშლის ნარჩენები

კოპენჰაგენში დაფუძნებულმა Beyond Leather-მა იპოვა გამოყენება დაახლოებით 25% თითოეული ვაშლისთვის, რომელიც ფუჭად იკარგება სიდრის ან წვენის დაწურვის შედეგად. Beyond Leather იღებს ამ ნარჩენებს – 500-დან 600 ტონამდე – პატარა დანიური წვენსაწურიდან, რომელიც ამუშავებს ვაშლებს ადგილობრივი ფერმერებისგან და აქცევს მას Leap-ად: მათი ახალი ტყავის ალტერნატივად.

ვაშლის პოლიმერები და პატარა ბოჭკოები გადამწყვეტია მათი პროდუქტების შესაქმნელად, თუმცა ეს მხოლოდ ერთ-ერთი მასალაა, რომელსაც ისინი იყენებენ. Leap არის სამ ფენიანი პროდუქტი ვაშლის ნარჩენების, ბუნებრივი რეზინის,  ბამბისა და ხის ბოჭკოს საყრდენი, რომელსაც დასასრულს  დამცავი საფარი აკრავს. პროდუქტის დაშლა და სათანადოდ განკარგვა  შესაძლებელია მისი არსებობის ბოლომდე.  ამასთანავე კომპანია იმედოვნებს,რომ

მომავალში მხოლოდ ვაშლის ნარჩენებს გამოიყენებს თავიანთი პროდუქციისთვის, ისინი ამჟამად იყენებენ ორგანულ ბამბას, ხის რბილობზე დაფუძნებულ ბოჭკოს Tencel-ს და პოლიურეთანს/ბიოპლასტიკურ ნარევს. მაგრამ,  რადგანაც  მთლიანად მცენარეებისგან არ არის დამზადებული, კომპანიის თქმით Leap-ის წარმოება მოითხოვს ტრადიციული ტყავისთვის საჭირო წყლის მხოლოდ 1%-ს და გამოყოფს 85%-ით ნაკლებ ნახშირორჟანგს.

 

სტატიაზე მუშაობდა : თამარ ჩუმაშვილი

წყარო : www.ecowatch.com


წინა პოსტი
გლობალური კონფერენციის პირველ დღეს გაეროს ლიდერმა „ოკეანის საგანგებო მდგომარეობა“ გამოაცხადა
შემდეგი პოსტი
დიდ ლონდონში 2021 წელს არალეგალური ჰაერის დამაბინძურებლები დაფიქსირდა

Leave your comment Cancel Reply

(will not be shared)

ბოლო ჩანაწერები

  • დაბალი ემისიის ზონამ გლაზგოში ჰაერის დაბინძურება მესამედით შეამცირა
  • ახალი მათემატიკური მეთოდი, რომელიც განიხილეს უორვიკის უნივერსიტეტში, პირველად იძლევა მარტივ და პროგნოზირებად გზას, რათა გავიგოთ, როგორ მოძრაობენ არასრულყოფილად ფორმირებული ნანო ნაწილაკები ჰაერში.
  • სუფთა ჰაერი შესაძლოა ბავშვების მხედველობას იცავდეს
  • მანჩესტერის ჰაერის დაბინძურების არაეფექტური კამპანიის გამო, სულ უფრო მეტი ბავშვი ხვდება საავადმყოფოში
  • ფაბრიკებიდან გამომდინარე ჰაერის დაბინძურება შეიძლება სასიკვდილო იყოს და საიდუმლოდაც დარჩეს
Alone
  • Call Us: + 995 551 858 858
  • greenpoleorg@gmail.com
  • Tbilisi , Georgia
Copyright ©2024 GREENPOLE. All Rights Reserved
SearchPostsLogin
პარასკევი, 1, მაი
დაბალი ემისიის ზონამ გლაზგოში ჰაერის დაბინძურება მესამედით შეამცირა
კვირა, 19, აპრ
ახალი მათემატიკური მეთოდი, რომელიც განიხილეს უორვიკის უნივერსიტეტში, პირველად იძლევა მარტივ და პროგნოზირებად გზას, რათა გავიგოთ, როგორ მოძრაობენ არასრულყოფილად ფორმირებული ნანო ნაწილაკები ჰაერში.
სამშაბათი, 31, მარ
სუფთა ჰაერი შესაძლოა ბავშვების მხედველობას იცავდეს
სამშაბათი, 24, მარ
მანჩესტერის ჰაერის დაბინძურების არაეფექტური კამპანიის გამო, სულ უფრო მეტი ბავშვი ხვდება საავადმყოფოში
ხუთშაბათი, 26, თებ
ფაბრიკებიდან გამომდინარე ჰაერის დაბინძურება შეიძლება სასიკვდილო იყოს და საიდუმლოდაც დარჩეს
კვირა, 8, თებ
ხილის მიღებამ შესაძლოა ფილტვები ჰაერის დაბინძურებით გამოწვეული დაზიანებისგან დაიცვას

Welcome back,