GreenPole
  • Donate
  • Menu Canvas
    • მთავარი
    • პროექტები
    • სიახლეები
      • საქართველო
      • მსოფლიო
    • შემეცნებითი
    • ჩვენი გუნდი
    • კონტაქტი
    • ქართული
      • English
  • ძებნა
GreenPole
  • მთავარი
  • პროექტები
  • სიახლეები
    • საქართველო
    • მსოფლიო
  • შემეცნებითი
  • ჩვენი გუნდი
  • კონტაქტი
  • ქართული
    • English
  • ძებნა

დიდ ლონდონში 2021 წელს არალეგალური ჰაერის დამაბინძურებლები დაფიქსირდა

Homepage მსოფლიო დიდ ლონდონში 2021 წელს არალეგალური ჰაერის დამაბინძურებლები დაფიქსირდა
მსოფლიო

დიდ ლონდონში 2021 წელს არალეგალური ჰაერის დამაბინძურებლები დაფიქსირდა

აგვისტო 28, 2022
By GREENPOLE
0 კომენტარი
111 ნახვა
  • ლონდონში დამონტაჟებული ჰაერის ხარისხის მარეგისტრირებელი 73 მონიტორიდან 15-მა ნორმატივებზე გაცილებით მაღალი დაბინძურების დონე დააფიქსირა
  • „ჰაერის დაბინძურების გამო ჩემი ვაჟი საავადმყოფოში უკვე 12-ჯერ მოხვდა, ამას თან ერთვის სასწრაფო დახმარების 10 გამოძახება“, – განაცხადა ილინგში მცხოვრებმა დედამ

 

„Clean Cities Campaign“-ის მიერ ჩატარებული ახალი ანალიზის თანახმად აზოტის დიოქსიდის შემცველობამ ლონდონის ჰაერში 2021 წელს კანონით დაწესებულ ნორმებს მთელი ქალაქის მასშტაბით გადააჭარბა, ხოლო „ცხელ წერტილებში“ ამ მავნე ნივთიერების დონე რეგულაციებს 50%-ით სცდებოდა.

 

საკანონმდებლო რეგულაციების მიხედვით, ჰაერში აზოტის დიოქსიდის შემცველობის დასაშვები დონე ბრიტანეთსა და ევროკავშირში უნდა მიღწეულიყო არაუგვიანეს 2010 წლისა.

მონაცემების უკანასკნელმა ანალიზმა აჩვენა, რომ ლონდონში დამონტაჟებული ჰაერის ხარისხის მარეგისტრირებელი 73 მონიტორიდან 15-მა ნორმატივებზე გაცილებით მაღალი დაბინძურების დონე დააფიქსირა. გარდა ამისა, არცერთი მონიტორის ტექნიკური გამართულობა არ შეესაბამება ჯანმოს უკანასკნელ რეკომენდაციებს.

NO2-ის ყველაზე მაღალი დონე შემდეგ ადგილებში დარეგისტრირდა: ბრიქსტონ როუდი, ლამბერტი და პატნი ჰაი სტრიტი, უონდსვორტი, კრომველ როუდი და კინგსტონ აფონ ტემზი.

კანონისთვის შეუსაბამო NO2-ის დონე აგრეთვე დაფიქსირდა ილინგში, კამდენში, ლონდონის სითიში, ბრენტში, კენსიგტონის სამეფო რაიონში, შელსიში, ჰამერსმიტსა და ფულემში, სატონში, ფორესტსა და ვესტმინსტერში.

კამპანია „სუფთა ქალაქების“ ხელმძღვანელმა ოლივერ ლორდმა განაცხადა: „თუ ყოველივე ეს საგანგაშო არ არის, მაშინ არ ვიცი, რა შეიძლება ჩავთვალოთ საგანგაშოდ. შეზღუდვებით დაწესებული ჰაერის დაბინძურების დონე ჯერ კიდევ 12 წლის წინ უნდა შემცირებულიყო, მაგრამ როდესაც ეს დაბინძურების დონე ბოლოს და ბოლოს შემცირდება, ის მაინც ჯანმოს ნორმებზე ოთხჯერ უფრო მაღალი იქნება. უფრო მტკიცე საბუთები გვჭირდება იმისა, რომ ლონდონი ტოქსიკურ დიზელზე უარის თქმის გზაზეა. დაბალი გამონაბოლქვის ზონა დაუყოვნებლივ უნდა გაიზარდოს, ხოლო მერის გეგმა ლონდონის ცენტრში ნულოვანი გამონაბოლქვის ზონის შექმნის თაობზე უნდა დაჩქარდეს“.

ბრიტანეთში კანონით დაწესებულია NO2-ის წლიური მაქსიმუმი – 40 გ. კვადრატულ მეტრზე. ჯანმომ ახლახან შეცვალა მოთხოვნები NO2-ის წლიური მაქსიმუმის შესახებ 10 გრამამდე, ადამიანების ჯანმრთელობის მდგომარეობის უახლეს ანალიზზე დაყრდნობით.

ილინგში მცხოვრები დედა როზა ეპლბი ელისი კომენტარს აკეთებს: „ეს შოკისმომგვრელია. ჰაერის დაბინძურების გამო ჩემი ვაჟი საავადმყოფოში უკვე 12-ჯერ მოხვდა, ამას თან ერთვის სასწრაფო დახმარების 10 გამოძახება. ჩემს შვილს სუნთქვის უკმარისობის გამო ჰოსპიტალიზაცია დასჭირდა წლის დასაწყისში, როდესაც ჰაერის დაბინძურების ძალზედ მაღალი დონე დაფიქსირდა. იმ დღეებში იქ ბევრი სხვა მსგავსი სიმპტომის მქონე ბავშვიც იყო და საავადმყოფი ძლივს ახერხებდა პაციენტების მოვლას. ეს ბავშვები უკეთესს იმსახურებენ და ჩვენ  მეტი ყურადღება უნდა დავუთმოთ ჰაერის დაბინძურების პრობლემას“.

 

სტატიაზე მუშაობდა : ლილიან მეტრეველი და ანა კვეკვესქირი

წყარო : airqualitynews.com

ნახვები : 5 1 წუთის საკითხავი

წინა პოსტი
ტყავის მომავალი: როგორ ახდენს ანანასის ფოთლები,კაქტუსები და მიცელიუმი(სოკო) რევოლუციას ინდუსტრიაში
შემდეგი პოსტი
კალიფორნიაში მიღებული ახალი კანონი მომავალი 10 წლის განმავლობაში განაპირობებს პლასტმასის ნარჩენების 23 მილიონი ტონით შემცირებას

Leave your comment Cancel Reply

(will not be shared)

ბოლო ჩანაწერები

  • ევროკავშირი შეთანხმდა დასამუხტი ინფრასტრუქტურის განვითარების მიზნებზე
  • ხელოვნურ ინტელექტს შეუძლია ახალი საზომი შექმნას ქარიშხლის მიმართ მდგრადი შენობების დიზაინისთვის
  • NASA და იტალიის კოსმოსური სააგენტო ერთობლივად შეებრძოლებიან ჰაერის დაბინძურებას
  • სატრანსპორტო საცობები გავლენას ახდენენ თქვენს ორგანიზმზე
  • საზოგადოებრივ ტრანსპორტში გადატვირთულობის საკითხი კატასტროფის წინაპირობაა, – აცხადებს ინდოეთის სასამართლო
Alone
  • Call Us: + 995 551 858 858
  • greenpoleorg@gmail.com
  • Tbilisi , Georgia
Copyright ©2020 GREENPOLE. All Rights Reserved
SearchPostsLogin
ორშაბათი, 25, სექ
ევროკავშირი შეთანხმდა დასამუხტი ინფრასტრუქტურის განვითარების მიზნებზე
ორშაბათი, 25, სექ
ხელოვნურ ინტელექტს შეუძლია ახალი საზომი შექმნას ქარიშხლის მიმართ მდგრადი შენობების დიზაინისთვის
ორშაბათი, 18, სექ
NASA და იტალიის კოსმოსური სააგენტო ერთობლივად შეებრძოლებიან ჰაერის დაბინძურებას
ორშაბათი, 18, სექ
სატრანსპორტო საცობები გავლენას ახდენენ თქვენს ორგანიზმზე
სამშაბათი, 12, სექ
საზოგადოებრივ ტრანსპორტში გადატვირთულობის საკითხი კატასტროფის წინაპირობაა, – აცხადებს ინდოეთის სასამართლო
სამშაბათი, 12, სექ
ათეულობით კომპანია, რომლებიც ამაყობს მწვანე სერტიფიკატით, ვერ აგვარებს ბიზნეს ფრენებისას არსებული გამონაბოლქვის პრობლემას

Welcome back,