GreenPole
  • Donate
  • Menu Canvas
    • მთავარი
    • რუკა
    • პროექტები
    • სიახლეები
      • საქართველო
      • მსოფლიო
    • შემეცნებითი
    • ჩვენი გუნდი
    • კონტაქტი
    • ქართულიქართული
  • ძებნა
GreenPole
  • მთავარი
  • ჰაერის ხარისხის რუკა
  • პროექტები
  • სიახლეები
    • საქართველო
    • მსოფლიო
  • შემეცნებითი
  • ანგარიშები
  • კონტაქტი
    • ჩვენი გუნდი
  • ქართული
  • ძებნა

გლობალური კონფერენციის პირველ დღეს გაეროს ლიდერმა „ოკეანის საგანგებო მდგომარეობა“ გამოაცხადა

Homepage მსოფლიო გლობალური კონფერენციის პირველ დღეს გაეროს ლიდერმა „ოკეანის საგანგებო მდგომარეობა“ გამოაცხადა
მსოფლიო

გლობალური კონფერენციის პირველ დღეს გაეროს ლიდერმა „ოკეანის საგანგებო მდგომარეობა“ გამოაცხადა

აგვისტო 24, 2022
By GREENPOLE
0 კომენტარი
1039 ნახვა
ნახვები : 68
  • პრობლემები, რომლებიც მსოფლიო ოკეანეს ადამიანების გამო ემუქრება: მასობრივი თევზაობა, ზღვის დონესთან შედარებით დაბლა მდებარე კუნძულებისა და ქალაქების დატბორვა, მკვდარი ზონები, რომლებშიც გარემო საკვები ნივთიერებებით საშინლად დაბინძურებულია; ოკეანური პლასტმასის გავრცელება
  • თუ ზომებს დაუყოვნებლივ არ მივიღებთ, 2050 წლისთვის ოკეანეში მეტი პლასტმასი იქნება, ვიდრე თევზი
  • უნდა ვაიძულოთ ხალხი, ზეწოლა მოახდინონ მათზე, ვინც გადაწყვეტილებებს იღებს

 

გაეროს საერთაშორისო კონფერენციის პირველ დღეს, რომელიც მსოფლიო ოკეანეს ეძღვნება, გენერალურმა მდივანმა ანტონიუ გუტერიშმა განაცხადა, რომ ჩვენს პლანეტაზე „ოკეანე საგანგებო მდგომარეობაშია“, რადგან ზღვის დონე მატულობს, წყალი მჟავდება და პლასტმასითაა დაბინძურებული.

27.06.2022-დან 01.07.2022-მდე პერიოდში ლისაბონის საერთაშორისო კონფერენციაზე, რომელიც კენიამ და პორტუგალიამ ერთობლივად ჩაატარეს, განიხილებოდა თანამედროვე ტექნოლოგიური გზები და სამეცნიერო მიდგომები მსოფლიო ოკეანის გადასარჩენად. გუტერიშმა ყველას გააგებინა, რომ სიტუაცია საგანგაშოა.

„სამწუხაროდ ოკეანეს აღვიქვამთ, როგორც თავისთავად არსებულ მოცემულობას და ამიტომ დღეს საგანგებო სიტუაციის წინაშე დავდექით“, – განაცხადა მან.

გუტერიშმა დაასახელა უამრავი პრობლემა, რომელიც მსოფლიო ოკეანეს ადამიანების გამო ემუქრება: მასობრივი თევზაობა, ზღვის დონესთან შედარებით დაბლა მდებარე კუნძულებისა და ქალაქების დატბორვა, მკვდარი ზონები, რომლებშიც გარემო საკვები ნივთიერებებით საშინლად დაბინძურებულია; ოკეანური პლასტმასის გავრცელება.

„თუ ზომებს დაუყოვნებლივ არ მივიღებთ, 2050 წლისთვის ოკეანეში მეტი პლასტმასი იქნება, ვიდრე თევზი,“ – თქვა მან.

გუტერიშმა ასევე გააკრიტიკა მსოფლიო ლიდერები, რადგან მსოფლიო ოკეანის გადასარჩენად არაფერი მნიშვნელოვანი არ გაუკეთებიათ. დღესდღეობით არ არსებობს ერთიანი კანონმდებლობა, რომელიც ღია ზღვაში ადამიანის საქმიანობას დაარეგულირებდა. მსოფლიო ლიდერები უკვე 10 წელია მუშაობენ ბიომრავალფეროვნების დაცვის შესახებ კანონზე.

„დედამიწაზე უმსხვილესი ეკოსისტემა კვლავინდებურად დაუცველია და ჩვენ თვალწინ იღუპება“, – განაცხადა ჯგუფ “Ocean Rebellion”-ის აქტივისტმა.

“The Guardian”-ის ცნობით ღია ზღვის 64% არცერთი ქვეყნის მიერ არ კონტროლდება და მათგან მხოლოდ 1.2% არის დაცული.

“Reuters”-ის ჟურნალისტებთან საუბრისას გუტერიშმა განაცხადა, რომ მსოფლიო ლიდერებმა შეთანხმებას ოკეანის დაცვის თაობაზე აქამდე თავიანთი „ეგოიზმის“ გამო ვერ მიაღწიეს. „ზოგიერთი ადამიანი ჯერ კიდევ ფიქრობს, რომ საკმარისად ძლევამოსილია, რათა საერთაშორისო წყლები მიითვისოს,“ – თქვა გუტერიშმა.

გაეროს ოკეანის პრობლემებზე პასუხისმგებელმა პირმა პიტერ ტომპსონმა განაცხადა, რომ შეთანხმებას წელს მიაღწევენ. მოლაპარაკებების შემდეგი რაუნდი აგვისტოში ნიუ-იორკშია დაგეგმილი. თუმცა კონფერენციაც შესაძლებლობას იძლევა არაოფიციალურად მივაღწიოთ პროგრესს.

კონფერენციის ოფიციალურ ვებ-გვერდზე წერია, რომ მისი მიზანია გაეროს მე-14 მიზნის ხელშეწყობა, რომელიც „წყალქვეშა სიცოცხლის დაცვას“ ეხება. ეს მიზანი ოკეანის რესურსების გამოყენების მდგრადი და აღდგენადი პრინციპის შემუშავებისკენაა მიმართული.

„მობილიზებული ქმედებებისთვის კონფერენცია ხელს შეუწყობს ყველა სამეცნიერო-ტექნიკური ინოვაციის განვითარებასა და დანერგვას, რომელიც ოკეანის დაცვას ახალი ფურცლიდან დაიწყებს“, – ნათქვამია საიტზე.

სიტყვით გამოსვლისას გუტერიშმა აღნიშნა, რომ ოკეანის რესურსების აღდგენადი გამოყენების მეთოდები ხელს შეუწყობდა 6-ჯერ მეტი საკვებისა და 4-ჯერ მეტი ენერგიის მიღებას. მან აგრეთვე მოიწონა ოკეანის ფსკერის 80%-ის რუკის შედგენის გეგმა, რომელიც 2030 წლისთვის დასრულდება.

“Reuters”-ის ცნობით კონფერენციაში 120 ქვეყნიდან 7000-ზე მეტი ადამიანი მონაწილეობდა. მათ შორის არიან როგორც ქვეყნების ლიდერები, ასევე ცნობილი მეცნიერები.

ზოგიერთი აქტივისტი სკეპტიკურად არის განწყობილი კონფერენციისადმი. „მსოფლიო ლიდერები ლისაბონში ერთმანეთს ულოცავენ მსოფლიო ოკეანის ეფექტურ დაცვას, როდესაც კრიზისი მწვავდება,“ – განაცხადა “Reuters”-თან ინტერვიუში გრინპისის აქტივისტმა ლაურა მელერმა.

გუტერიშმა აგრეთვე განაცხადა, რომ უბრალო ხალხმა, ვინც კონფერენციას არ ესწრება, უნდა შეიტანოს წვლილი მსოფლიო ოკეანის დაცვის შესახებ საერთაშორისო კანონის მიღებაში. „უნდა ვაიძულოთ ხალხი, ზეწოლა მოახდინონ მათზე, ვინც გადაწყვეტილებებს იღებს“, – თქვა გუტერიშმა.

 

სტატიაზე მუშაობდა : ლილიან მეტრეველი და ანუკი კვეკვესქირი

წყარო : www.ecowatch.com


წინა პოსტი
მთავრობა „ჯერ კიდევ არ არის ჰაერის დაბინძურების შემცირების გზაზე“
შემდეგი პოსტი
ტყავის მომავალი: როგორ ახდენს ანანასის ფოთლები,კაქტუსები და მიცელიუმი(სოკო) რევოლუციას ინდუსტრიაში

Leave your comment Cancel Reply

(will not be shared)

ბოლო ჩანაწერები

  • ჰაერის დაბინძურება დაკავშირებულია სიმსუქნესა და დიაბეტთან
  • დიდი ბრიტანეთის ჰაერის დაბინძურება
  • „We Care 4 Air“ გაერთიანებულ სამეფოში ნახშირწყალბადის ქსელს დააყენებს
  • როგორ შთანთქავს ჩვენი სახლი VOC-ს — და რატომ აქვს ამას მნიშვნელოვანი გავლენა
  • ახალი კვლევა PM1-ის მონიტორინგის საჭიროებას ადასტურებს
Alone
  • Call Us: + 995 551 858 858
  • greenpoleorg@gmail.com
  • Tbilisi , Georgia
Copyright ©2024 GREENPOLE. All Rights Reserved
SearchPostsLogin
კვირა, 21, დეკ
ჰაერის დაბინძურება დაკავშირებულია სიმსუქნესა და დიაბეტთან
კვირა, 14, დეკ
დიდი ბრიტანეთის ჰაერის დაბინძურება
სამშაბათი, 9, დეკ
„We Care 4 Air“ გაერთიანებულ სამეფოში ნახშირწყალბადის ქსელს დააყენებს
ოთხშაბათი, 12, ნოე
როგორ შთანთქავს ჩვენი სახლი VOC-ს — და რატომ აქვს ამას მნიშვნელოვანი გავლენა
ხუთშაბათი, 9, ოქტ
ახალი კვლევა PM1-ის მონიტორინგის საჭიროებას ადასტურებს
ოთხშაბათი, 17, სექ
რა გზები არსებობს ტროპოსფერულ ოზონთან დაკავშირებით? ახალი გეგმა დამაბინძურებლების წინააღმდეგ

Welcome back,