GreenPole
  • Donate
  • Menu Canvas
    • მთავარი
    • რუკა
    • პროექტები
    • სიახლეები
      • საქართველო
      • მსოფლიო
    • შემეცნებითი
    • ჩვენი გუნდი
    • კონტაქტი
    • ქართულიქართული
  • ძებნა
GreenPole
  • მთავარი
  • ჰაერის ხარისხის რუკა
  • პროექტები
  • სიახლეები
    • საქართველო
    • მსოფლიო
  • შემეცნებითი
  • ანგარიშები
  • კონტაქტი
    • ჩვენი გუნდი
  • ქართული
  • ძებნა

საზოგადოებრივ ტრანსპორტში გადატვირთულობის საკითხი კატასტროფის წინაპირობაა, – აცხადებს ინდოეთის სასამართლო

Homepage მსოფლიო საზოგადოებრივ ტრანსპორტში გადატვირთულობის საკითხი კატასტროფის წინაპირობაა, - აცხადებს ინდოეთის სასამართლო
მსოფლიო

საზოგადოებრივ ტრანსპორტში გადატვირთულობის საკითხი კატასტროფის წინაპირობაა, – აცხადებს ინდოეთის სასამართლო

სექტემბერი 12, 2023
By GREENPOLE
0 კომენტარი
427 ნახვა
ნახვები : 10

პარასკევს,  სასამართლომ გაამართლა მამაკაცი – ბრალდებული თავდასხმასა და დანაშაულებრივი დაშინების ბრალდებით, რამაც ხაზი გაუსვა ფაქტს,რაც მოწმობდა იმაზე ,რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტის სერვისებში, განსაკუთრებით კი ავტობუსებში გადატვირთულობის  საკითხი იდგა – ეს იყო ერთგვარი “კატასტროფის რეცეპტი”.გადატვირთულობის საკითხზე და საზოგადოებრივი ტრანსპორტის სისტემის გამარტივების აუცილებლობაზე ,სასამართლომ პრემიერ მინისტრ ნარენდრა მოდის მისი დაკვირვების ასლი გაუგზავნა .სასამართლო განიხილავდა საქმეს მუჰამედ აიუბის წინააღმდეგ, რომელსაც ბრალი ედებოდა მომჩივან მანოჯ კუმარ შარმაზე თავდასხმაში, დანაშაული განხორციელდა სარიტა ვიჰარში 2014 წლის 29 მარტს.სასამართლომ გაამართლა აიუბი,რადგან პროკურატურამ ვერ მოიპოვა  დამაჯერებელი მტკიცებულება და სამხილები, რომლებიც დაადასტურებდა ბრალდებულის ბრალეულობას – თავდასხმაში ან დანაშაულებრივი ძალის გამოყენებაში და გონივრული ეჭვის მიღმა სისხლის სამართლის დაშინებაში. მაგისტრი კარან ჩუდჰარიმი, ზემოთ აღნიშნულ ფაქტების შესახებ , გამოთქვამს თავის სიტყვას -”სანამ ეს საკითხი განიხილება, სასამართლო მიიჩენვს რომ საჭიროა ყურადღება მიაქციოს საზოგადოებრივ ტრანსპორტში, მათ შორის საზოგადოებრივ სამგზავრო ავტობუსებში გადატვირთულობის საკითხს, რაც ასევე აისახება წინამდებარე საქმის ფაქტობრივ გარემოებებში” .საზოგადოებრივი ტრანსპორტი, მათ შორის ავტობუსები, უნდა იყოს უსაფრთხო, კომფორტული და ხელმისაწვდომი, აღნიშნა მოსამართლემ.მან ასევე თქვა, რომ  ,როგორც  მგზავრთა რეგისტრირებულად გადაადგილება, ასევე მისი დარღვევის შემთხვევებიც კი იწვევს  , გადატვირთულობას  საზოგადოებრივ სატრანსპორტო სერვისებში, მათ შორის ავტობუსებში.„ამიტომ, გადატვირთულობა კატასტროფის რეცეპტია, თუ ჯანმრთელ ზრდასრულ ადამიანს უჭირს საზოგადოებრივი ავტობუსით, მგზავრობა და მათში მოხვედრა , მაშინ როგორი იქნება ვითარება შშმ პირებთან, ქალებთან, ბავშვებსა და ხანდაზმულებთან მიმართებაში? თქვა მოსამართლემ.მისი თქმით, “ერის მშენებლობა არის კონსტიტუციური მანდატი სახელმწიფოსა და მისი აპარატისთვის და ასევე არის კონსტიტუციური, საზეიმო და ღვთისმოსავი პასუხისმგებლობა თითოეული მოქალაქისა”

„განვითარებული ინდოეთის ხედვით, სახელმწიფოს მოვალეობაა, უზრუნველყოს, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი, მათ შორის, საზოგადოებრივი ავტობუსები იყოს უსაფრთხო, კომფორტული და ხელმისაწვდომი ,ასევე აღჭურვილი  თანამედროვე ტექნოლოგიებით, ინტერნეტით, ნებისმიერი სხვა თანამედროვე ერისთვის დამახასიათებელი საჭიროებებით“, – განაცხადა მაგისტრატმა.მისი თქმით, უნდა გადაიდგას ნაბიჯები საზოგადოებრივი ტრანსპორტის სერვისებზე წვდომის მრავალი ბარიერის მოსახსნელად. ხელმისაწვდომობის გაძლიერება ასევე ხელს შეუწყობს საერთაშორისო და ეროვნული კანონების, „კონსტიტუციური ღირებულებების“ და „გარემოს ღირებულებების“ რეალიზებასა და პოპულარიზაციას, აღნიშნა მოსამართლემ.სასამართლომ ასევე მოითხოვა ანგარიში ერთი თვის განმავლობაში საგზაო, ტრანსპორტისა და საავტომობილო გზების სამინისტროსგან, დელის ტრანსპორტის დეპარტამენტისგან, DMRC-დან და პოლიციის სპეციალური კომისარისაგან, თუ როგორ უნდა მოგვარდეს საზოგადოებრივ ტრანსპორტში გადატვირთულობა და დაფიქსირდეს ავტობუსებში თანამედროვე ტექნოლოგიების სისტემების მიზანშეწონილობა. სასამართლოს განცხადებით ასევე საჭიროა მძღოლებისა და კონდუქტორების სათანადო სწავლება, ანგარიშვალდებულების დაფიქსირება აუდიტებთან ერთად და საგზაო პოლიციის მიერ განხორციელებული მოულოდნელი შემოწმებები.„ამ გადაწყვეტილების მე-15 პუნქტის ასლი (გადატვირთულობის საკითხთან დაკავშირებით) გადაეგზავნოს პრემიერს“, – აცხადებენ სასამართლოში.ნათქვამია, რომ ასლი ასევე უნდა გაეგზავნოს სხვებს, მათ შორის გაერთიანების საგზაო, ტრანსპორტისა და საავტომობილო გზების მინისტრს, დელის ტრანსპორტის მინისტრს, დელიში (DITMS)-ის მედიცინის მინისტრს და აღმასრულებელ დირექტორს.

 

სტატიაზე მუშაობდა : ალექსანდრე ფიფია

წყარო : www.business-standard.com


წინა პოსტი
ათეულობით კომპანია, რომლებიც ამაყობს მწვანე სერტიფიკატით, ვერ აგვარებს ბიზნეს ფრენებისას არსებული გამონაბოლქვის პრობლემას
შემდეგი პოსტი
სატრანსპორტო საცობები გავლენას ახდენენ თქვენს ორგანიზმზე

Leave your comment Cancel Reply

(will not be shared)

ბოლო ჩანაწერები

  • ახალი კვლევა PM1-ის მონიტორინგის საჭიროებას ადასტურებს
  • რა გზები არსებობს ტროპოსფერულ ოზონთან დაკავშირებით? ახალი გეგმა დამაბინძურებლების წინააღმდეგ
  • ჰაერის დაბინძურება კავშირშია მუცლად მყოფი ჩვილების ტვინის ცვლილებებთან
  • მდინარეების წყლის დონე მსოფლიო მასშტაბით რეკორდულ მინიმუმზე დაეცა
  • გზა ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების კომუნიკაციისკენ დიდ ბრიტანეთში
Alone
  • Call Us: + 995 551 858 858
  • greenpoleorg@gmail.com
  • Tbilisi , Georgia
Copyright ©2024 GREENPOLE. All Rights Reserved
SearchPostsLogin
ხუთშაბათი, 9, ოქტ
ახალი კვლევა PM1-ის მონიტორინგის საჭიროებას ადასტურებს
ოთხშაბათი, 17, სექ
რა გზები არსებობს ტროპოსფერულ ოზონთან დაკავშირებით? ახალი გეგმა დამაბინძურებლების წინააღმდეგ
პარასკევი, 12, სექ
ჰაერის დაბინძურება კავშირშია მუცლად მყოფი ჩვილების ტვინის ცვლილებებთან
შაბათი, 30, აგვ
მდინარეების წყლის დონე მსოფლიო მასშტაბით რეკორდულ მინიმუმზე დაეცა
შაბათი, 2, აგვ
გზა ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების კომუნიკაციისკენ დიდ ბრიტანეთში
პარასკევი, 1, აგვ
ახალ კვლევას ელექტრომობილების ბატარეების მომსახურების სერტიფიკატების მიღების აუცილებლობასთან მივყავართ

Welcome back,