საზოგადოებრივ ტრანსპორტში გადატვირთულობის საკითხი კატასტროფის წინაპირობაა, – აცხადებს ინდოეთის სასამართლო
პარასკევს, სასამართლომ გაამართლა მამაკაცი – ბრალდებული თავდასხმასა და დანაშაულებრივი დაშინების ბრალდებით, რამაც ხაზი გაუსვა ფაქტს,რაც მოწმობდა იმაზე ,რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტის სერვისებში, განსაკუთრებით კი ავტობუსებში გადატვირთულობის საკითხი იდგა – ეს იყო ერთგვარი “კატასტროფის რეცეპტი”.გადატვირთულობის საკითხზე და საზოგადოებრივი ტრანსპორტის სისტემის გამარტივების აუცილებლობაზე ,სასამართლომ პრემიერ მინისტრ ნარენდრა მოდის მისი დაკვირვების ასლი გაუგზავნა .სასამართლო განიხილავდა საქმეს მუჰამედ აიუბის წინააღმდეგ, რომელსაც ბრალი ედებოდა მომჩივან მანოჯ კუმარ შარმაზე თავდასხმაში, დანაშაული განხორციელდა სარიტა ვიჰარში 2014 წლის 29 მარტს.სასამართლომ გაამართლა აიუბი,რადგან პროკურატურამ ვერ მოიპოვა დამაჯერებელი მტკიცებულება და სამხილები, რომლებიც დაადასტურებდა ბრალდებულის ბრალეულობას – თავდასხმაში ან დანაშაულებრივი ძალის გამოყენებაში და გონივრული ეჭვის მიღმა სისხლის სამართლის დაშინებაში. მაგისტრი კარან ჩუდჰარიმი, ზემოთ აღნიშნულ ფაქტების შესახებ , გამოთქვამს თავის სიტყვას -”სანამ ეს საკითხი განიხილება, სასამართლო მიიჩენვს რომ საჭიროა ყურადღება მიაქციოს საზოგადოებრივ ტრანსპორტში, მათ შორის საზოგადოებრივ სამგზავრო ავტობუსებში გადატვირთულობის საკითხს, რაც ასევე აისახება წინამდებარე საქმის ფაქტობრივ გარემოებებში” .საზოგადოებრივი ტრანსპორტი, მათ შორის ავტობუსები, უნდა იყოს უსაფრთხო, კომფორტული და ხელმისაწვდომი, აღნიშნა მოსამართლემ.მან ასევე თქვა, რომ ,როგორც მგზავრთა რეგისტრირებულად გადაადგილება, ასევე მისი დარღვევის შემთხვევებიც კი იწვევს , გადატვირთულობას საზოგადოებრივ სატრანსპორტო სერვისებში, მათ შორის ავტობუსებში.„ამიტომ, გადატვირთულობა კატასტროფის რეცეპტია, თუ ჯანმრთელ ზრდასრულ ადამიანს უჭირს საზოგადოებრივი ავტობუსით, მგზავრობა და მათში მოხვედრა , მაშინ როგორი იქნება ვითარება შშმ პირებთან, ქალებთან, ბავშვებსა და ხანდაზმულებთან მიმართებაში? თქვა მოსამართლემ.მისი თქმით, “ერის მშენებლობა არის კონსტიტუციური მანდატი სახელმწიფოსა და მისი აპარატისთვის და ასევე არის კონსტიტუციური, საზეიმო და ღვთისმოსავი პასუხისმგებლობა თითოეული მოქალაქისა”
„განვითარებული ინდოეთის ხედვით, სახელმწიფოს მოვალეობაა, უზრუნველყოს, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი, მათ შორის, საზოგადოებრივი ავტობუსები იყოს უსაფრთხო, კომფორტული და ხელმისაწვდომი ,ასევე აღჭურვილი თანამედროვე ტექნოლოგიებით, ინტერნეტით, ნებისმიერი სხვა თანამედროვე ერისთვის დამახასიათებელი საჭიროებებით“, – განაცხადა მაგისტრატმა.მისი თქმით, უნდა გადაიდგას ნაბიჯები საზოგადოებრივი ტრანსპორტის სერვისებზე წვდომის მრავალი ბარიერის მოსახსნელად. ხელმისაწვდომობის გაძლიერება ასევე ხელს შეუწყობს საერთაშორისო და ეროვნული კანონების, „კონსტიტუციური ღირებულებების“ და „გარემოს ღირებულებების“ რეალიზებასა და პოპულარიზაციას, აღნიშნა მოსამართლემ.სასამართლომ ასევე მოითხოვა ანგარიში ერთი თვის განმავლობაში საგზაო, ტრანსპორტისა და საავტომობილო გზების სამინისტროსგან, დელის ტრანსპორტის დეპარტამენტისგან, DMRC-დან და პოლიციის სპეციალური კომისარისაგან, თუ როგორ უნდა მოგვარდეს საზოგადოებრივ ტრანსპორტში გადატვირთულობა და დაფიქსირდეს ავტობუსებში თანამედროვე ტექნოლოგიების სისტემების მიზანშეწონილობა. სასამართლოს განცხადებით ასევე საჭიროა მძღოლებისა და კონდუქტორების სათანადო სწავლება, ანგარიშვალდებულების დაფიქსირება აუდიტებთან ერთად და საგზაო პოლიციის მიერ განხორციელებული მოულოდნელი შემოწმებები.„ამ გადაწყვეტილების მე-15 პუნქტის ასლი (გადატვირთულობის საკითხთან დაკავშირებით) გადაეგზავნოს პრემიერს“, – აცხადებენ სასამართლოში.ნათქვამია, რომ ასლი ასევე უნდა გაეგზავნოს სხვებს, მათ შორის გაერთიანების საგზაო, ტრანსპორტისა და საავტომობილო გზების მინისტრს, დელის ტრანსპორტის მინისტრს, დელიში (DITMS)-ის მედიცინის მინისტრს და აღმასრულებელ დირექტორს.
სტატიაზე მუშაობდა : ალექსანდრე ფიფია
წყარო : www.business-standard.com