GreenPole
  • Donate
  • Menu Canvas
    • მთავარი
    • რუკა
    • პროექტები
    • სიახლეები
      • საქართველო
      • მსოფლიო
    • შემეცნებითი
    • ჩვენი გუნდი
    • კონტაქტი
    • ქართული
  • ძებნა
GreenPole
  • Home
  • AQ Map
  • Projects
  • NEWS
    • Georgia
    • World
  • Discovery
  • Our Team
  • Contact
  • ქართული
  • Search

„We Care 4 Air“ გაერთიანებულ სამეფოში ნახშირწყალბადის ქსელს დააყენებს

Homepage მსოფლიო „We Care 4 Air“ გაერთიანებულ სამეფოში ნახშირწყალბადის ქსელს დააყენებს
მსოფლიო

„We Care 4 Air“ გაერთიანებულ სამეფოში ნახშირწყალბადის ქსელს დააყენებს

დეკემბერი 9, 2025
By GREENPOLE
0 კომენტარი
738 ნახვა
ნახვები : 19

გარემოს დაცვის სააგენტომ „We Care 4 Air“-ს მასშტაბური, 10-წლიანი კონტრაქტი მიანიჭა გაერთიანებულ სამეფოში მდებარე ოთხი ატმოსფერული ჰაერის მონიტორინგის სადგურში ახალი გაზქრომატოგრაფის/FID სისტემების ინსტალაციისა და ტექნიკური მომსახურებისთვის.

„We Care 4 Air“ არის „Chromatotec“-ის ოფიციალური დისტრიბუტორი გაერთიანებულ სამეფოში.  ახალი აღჭურვილობა მოიცავს airmoVOC C2 – C12 ანალიზატორებს, რომლებსაც შეუძლიათ გააანალიზონ 88 ნაერთი – VOC-ების ყველაზე მსუბუქიდან ყველაზე მძიმემდე, PPT-დან PPB დონემდე. სისტემაში airmoVOC-ის დამატება გარემოს დაცვის სააგენტოს საშუალებას აძლევს რეალურ დროში გააანალიზოს ჟანგბადშემცველი VOC-ებიც.

OVOC-ებს ატმოსფერულ ქიმიაში მნიშვნელოვანი როლი აქვთ, განსაკუთრებით ოზონისა და სხვა მეორადი დამაბინძურებლების წარმოქმნაში. ეს სადგურები გახდება ACTRIS-ის ქსელის ნაწილი, რომელიც საათში ერთზე მეტჯერ გაზომავს 30-ზე მეტ VOC ნაერთს კვალის დონეზე.

ეს მნიშვნელოვანი კონტრაქტი ადასტურებს „We Care 4 Air“-ის მზარდ ძალას ჰაერის ხარისხის ბაზარზე და მხარს უჭერს კომპანიის ამბიციურ გეგმებს.

„We Care 4 Air“-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, ვანესა ემბლერმა, აღნიშნა:
„ჩვენ მოხარულები ვართ, რომ 3 წლიანი შერჩევის პროცესის შემდეგ გარემოს დაცვის სააგენტოსთან ხელშეკრულება დავდეთ. ჩვენ ვართ ჰაერის ხარისხის მომსახურების სანდო მომწოდებელი გლობალურად და ნამდვილად დიდი პატივია, როცა საკუთარ ქვეყანაში გარემოს დაცვის სააგენტო გცნობს და ხედავ მათ მხარდაჭერას გაერთიანებული სამეფოს მცირე და საშუალო ბიზნესების მიმართ“.

ახალი აღჭურვილობის მონტაჟი მომდევნო ერთი წლის განმავლობაში განხორციელდება ჰაერის ხარისხის სადგურებში (Marylebone Road, Eltham, Auchencorth Moss), ხოლო ერთი სისტემა უკვე დამონტაჟებულია Chilbolton, Hampshire-ში.

სტატიაზე მუშაობდნენ : ირაკლი სარჯველაძე, რუსა ციცქიშვილი და თამთა კიკვაძე

წყარო : We Care 4 Air to install new UK Hydrocarbons Network


წინა პოსტი
როგორ შთანთქავს ჩვენი სახლი VOC-ს — და რატომ აქვს ამას მნიშვნელოვანი გავლენა
შემდეგი პოსტი
დიდი ბრიტანეთის ჰაერის დაბინძურება

Leave your comment Cancel Reply

(will not be shared)

ბოლო ჩანაწერები

  • Renewable and Low-Carbon Sources Accounted for Over 40% of Global Electricity Production in 2024: Report
  • ანგარიშის მიხედვით, განახლებადი და დაბალნახშირბადოვანი წყაროები 2024 წელს გლობალური ელექტროენერგიის წარმოების 40%-ზე მეტს შეადგენდა
  • მსოფლიო მძლეოსნობის ფედერაცია აფართოებს ინიციატივას „სირბილი სუფთა ჰაერისთვის“
  • კვადრატული მილი ამცირებს გამონაბოლქვს, რადგან ქალაქი სუფთა ნულოვანი მომავლისკენ ისწრაფვის
  • ელექტრომობილის შეძენის განხილვისას, ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი გარემოზე ზრუნვის საკითხია
Alone
  • Call Us: + 995 551 858 858
  • greenpoleorg@gmail.com
  • Tbilisi , Georgia
Copyright ©2024 GREENPOLE. All Rights Reserved
SearchPostsLogin
კვირა, 13, სექ
Renewable and Low-Carbon Sources Accounted for Over 40% of Global Electricity Production in 2024: Report
კვირა, 13, სექ
ანგარიშის მიხედვით, განახლებადი და დაბალნახშირბადოვანი წყაროები 2024 წელს გლობალური ელექტროენერგიის წარმოების 40%-ზე მეტს შეადგენდა
კვირა, 9, აგვ
მსოფლიო მძლეოსნობის ფედერაცია აფართოებს ინიციატივას „სირბილი სუფთა ჰაერისთვის“
ოთხშაბათი, 27, მაი
კვადრატული მილი ამცირებს გამონაბოლქვს, რადგან ქალაქი სუფთა ნულოვანი მომავლისკენ ისწრაფვის
სამშაბათი, 26, მაი
ელექტრომობილის შეძენის განხილვისას, ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი გარემოზე ზრუნვის საკითხია
პარასკევი, 1, მაი
დაბალი ემისიის ზონამ გლაზგოში ჰაერის დაბინძურება მესამედით შეამცირა

Welcome back,