რა არის ბიომრავალფეროვნება და როგორ ვიცავთ მას?
გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ კვირა ბიომრავალფეროვნების დღედ გამოაცხადა, რათა ხელი შეეწყო საზოგადოების ინფორმირებულობისათვის გადაშენების პირას მყოფი ცხოველებისა და მცენარეების შესახებ.
დღესდღეობით დედამიწაზე მობინადრე ცხოველებისა და მცენარეების, თითქმის, მესამედი ადამიანის ბუნებაზე დამანგრეველი ზემოქმედების გამო გადაშენების პირას დგას.
წლის ბოლოს გაერო ჩინეთში საერთაშორისო კონფერენციას გამართავს. იქ შეკრებილი ქვეყნების წარმომადგენლები შეთანხმდებიან ერთიანი სამოქმედო გეგმის შემუშავებაზე, რომელმაც ბოლო უნდა მოუღოს დედამიწაზე ცოცხალი არსებების გადაშენებას.
რა არის ბიომრავალფეროვნება და რითია ის ასე მნიშვნელოვანი?
ბიომრავალფეროვნება – დედამიწაზე მობინადრე უამრავი ცოცხალი არსების სახეობებს შეადგენს, ცხოველებით დაწყებული, მცენარეებით, სოკოებითა და ბაქტერიებით დამთავრებული.
სწორედ ცხოველები და მცენარეები უზრუნველჰყოფენ ადამიანებს სიცოცხლისათვის აუცილებელი წყლით, საკვებითა და წამლით.
ადამიანთან ამგვარი მრავალფეროვანი სიმბიოზის უზრუნველყოფა შესაძლებელია მხოლოდ მაშინ, თუ ყველა ცხოველი და მცენარე ჰარმონიულად იარსებებს დედამიწაზე. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ადამიანის გადარჩენისთვის დედამიწაზე ბიომრავალფეროვნება აუცილებლად უნდა არსებობდეს.
ჩვენი არსებობისთვის, აგრეთვე, აუცილებელია მცენარეებიც. სწორედ ისინი გამოიმუშავებენ ჟანგბადს, ასუფთავებენ ჰაერს, რომლითაც ვსუნთქავთ, ამცირებენ ტემპერატურის ზრდას და ეწინააღმდეგებიან კლიმატის ცვლილებებს.
მანგოს ჭაობიანი ტყეები და მარჯნის რიფები ერთგვარ ბარიერს წამოადგენენ მიწის ეროზიისთვის, რომელსაც ზღვის დონის მატება იწვევს. ხოლო ქალაქებში დარგულე ისეთი ხეები, როგორებიცაა მაგალითად ჭადარი და ხეტიტა, მშვენივრად შთანთქავენ ნახშირორჟანგს და ასუფთავებენ ჰაერს.
რამდენი სახეობა იმყოფება გადაშენების პირას?
ყველა ცოცალი არსება ვითარდება ევოლუციის შესაბამისად და თანდათანობით ისინი მიწის პირიდან ქრებიან. ეს ნორმალური მოვლენაა. დედამიწაზე ადრე მობინადრე ყველა სახეობის 98% გადაშენდა.
მაგრამ დღესდღეობით ცოცხალი არსებების გაქრობა 1000-10.000-ჯერ უფრო სწრაფად ხდება, ვიდრე მეცნიერების მიერ იყო ნავარაუდები.
ბუნების კონსერვაციის საერთაშორისო კავშირი (IUCN) 1964 წლიდან აწარმოებს „წითელი სიის“ შევსებას, რომელშიც გადაშენების პირას მყოფი სახეობები შეაქვს. მეცნიერები 142 000-მდე სახეობას აკვირდებიან და აქედან 29% გადაშენების პირას იმყოფება. ეს კი ნიშნავს, რომ ამ ცოცხალი არსებებისა და მცენარეების სამუდამოდ გაქრობის რისკი საკმაოდ მაღალია.
რა შეთანხმების მიღწევას შეეცდებიან სხვადასხვა ქვეყნის ლიდერები ჩინეთში?
იმედია, მოხერხდება ისეთი შეთანხმებების მიღწევა, რომლებიც ე. წ. „მეექვსე მასიურ გადაშენებას“ შეაჩერებს.
მრავალი ქვეყნის ლიდერები შეეცდებიან შეთანხმდნენ ხანგრძლივ სამოქმედო გეგმაზე, რომელსაც „ბიომრავალფეროვნების ჩარჩო-პროგრამა 2020 წლის შემდეგ“ ეწოდება.
ამ გეგმის მთავარი მიზანია შენელდეს ბიომრავალფეროვნების შემცირება 2030 წლისთვის, ხოლო 2050 წლისთვის იმის მიღწევა, რომ „ბიომრავალფეროვნებას ყველა აფასებდეს, იცავდეს და ინარჩუნებდეს… და ის ყოველ ჩვენთაგანს ემსახურებოდეს.“
რა წარმოდგენს ყველაზე დიდ საფრთხეს ბიომრავალფეროვნებისთვის?
2019 წლის გაეროს ანგარიშსწორებით ბიომრავალფეროვნებაზე სავალალო გავლენას ახდენდნენ ტყეების გაჩეხა, ნადირობა და თევზაობა.
2001-2020 წლებში დედამიწამ ტყის საფარის 411 მილიონი ჰექტარი დაკარგა. აქედან 16%-ს უღრანი ტყეები შეადგენდნენ. ეს ათასწლოვანი ტყეები იყო, რომელთა ფორმირებას საუკუნეები და ათასწლეულებიც კი დასჭირდა. ასეთი ტყეების განადგურება სერიოზულ საფრთხეს უქმნის ბიომრავალფეროვნებას.
ბიომრავალფეროვნების დაკარგვა მთელი დედამიწის მასშტაბით მიმდინარეობს, მაგრამ ბუნების ისტორიის ინსტიტუტმა ლონდონში დაადგინა, რომ ყველაზე სწრაფი ტემპებით ეს პროცესი მალტაზე, ბრიტანეთში, ბრაზილიასა და ავსტრალიაში მიმდინარეობს. ეს სწრაფი ინდუსტრიალიზაციის, გარემოს დაბინძურებისა და წყლის დაუზოგავი გამოყენების გამო ხდება.
გაერო აგრეთვე გვაფრთხილებს, რომ ცხოველებსა და მცენარეებს უჭირთ კლიმატის გლობალურ ცვლილებებთან შეგუება.
ანგარიშში ნათქვამია, რომ ნაკლები სახეობა გადაშენდებოდა, გლობალური დათბობა 1.5 გრადუსი ცელსიუსით ნაკლები რომ ყოფილიყო.
რა სახის ქმედებების გვთავაზობენ?
2020 წლის პროგრამა 4 მიზანს ემსახურება:
- ბუნების დაცვის გაძლიერება
- რესურსების მაქსიმალურად მდგრადი გამოყენება
- რესურსების უფრო სამართლიანი გადანაწილება
- ბიომრავალფეროვნების დაცვის უფრო სერიოზული დაფინანსება
გაეროს სურს უფრო აქტიურად გამოიყენოს მცენარეები ნახშირორჟანგისა და სათბურის აირების შთანთქვისთვის.
ამავდროულად გაერო მოგვიწოდებს მოვერიდოთ ხეების ისეთი სახეობების დარგვისგან, რომლებიც არასოდეს იზრდებოდა გარკვეულ ლანდშაფტებში. რადგან ეს ე. წ. ინვაზიური სახეობების წარმოქმნას შეუწყობს ხელს, ისინი კი თავისმხრივ ბიომრავალფეროვნებას საფრთხეში ჩააგდებენ.
ზემოხსენებული მიზნების მისაღწევას ქვეყნის ლიდერები და კერძო პირები, 2030 წლამდე, 200 მილიარდამდე დოლარს გამოყოფენ. ამ თანხის 5% განვითარებად ქვეყნებს მოხმარდება.
აქამდე ბიომრავალფეროვნების შენარჩუნებაზე ყოველწლიურად 78-91 მილიარდი დოლარი იხარჯებოდა.
სტატიაზე მუშაობდა : ლილიან მეტრეველი
წყარო : www.bbc.com