GreenPole
  • Donate
  • Menu Canvas
    • მთავარი
    • რუკა
    • პროექტები
    • სიახლეები
      • საქართველო
      • მსოფლიო
    • შემეცნებითი
    • ჩვენი გუნდი
    • კონტაქტი
    • ქართულიქართული
  • ძებნა
GreenPole
  • მთავარი
  • ჰაერის ხარისხის რუკა
  • პროექტები
  • სიახლეები
    • საქართველო
    • მსოფლიო
  • შემეცნებითი
  • ანგარიშები
  • კონტაქტი
    • ჩვენი გუნდი
  • ქართული
  • ძებნა

კლიმატის ცვლილება ნიადაგის მოსავლიანობის სწრაფ შემცირებას იწვევს, რაც კაცობრიობისთვის მძიმე შედეგების მომტანია

Homepage შემეცნებითი კლიმატის ცვლილება ნიადაგის მოსავლიანობის სწრაფ შემცირებას იწვევს, რაც კაცობრიობისთვის მძიმე შედეგების მომტანია
შემეცნებითი

კლიმატის ცვლილება ნიადაგის მოსავლიანობის სწრაფ შემცირებას იწვევს, რაც კაცობრიობისთვის მძიმე შედეგების მომტანია

აგვისტო 11, 2022
By GREENPOLE
0 კომენტარი
1150 ნახვა
ნახვები : 171
  • IPCC გაუდაბნოებას განმარტავს, როგორც მიწის დეგრადაციას არიდულ, ნახევრად არიდულ და მშრალ სუბტენიან რაიონებში, რაც მრავალი ფაქტორითაა გამოწვეული, მათ შორის, კლიმატური ცვალებადობითა და ადამიანის აქტივობით.
  • მიუხედავად იმისა, რომ მიწის დეგრადაცია შეიძლება იყოს ბუნებრივი პროცესი, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის თანახმად, გაუდაბნოების ტემპი დაჩქარდა და 30-დან 35-ჯერ აღემატება ისტორიულ მაჩვენებელს.
  • დადგენილია, რომ აფრიკის 54 ქვეყნიდან 46 გაუდაბნოებისგან სრულიად დაუცველია. მოცემული პრობლემა აზიის 48 ქვეყნიდან 38-ზე ახდენს გავლენას.
  • ევროკომისიის გაუდაბნოების მსოფლიო ატლასის თანახმად, დედამიწის ტერიტორიის 75%-ზე მეტი უკვე დეგრადირებულია, ხოლო 90%-ზე მეტი შესაძლოა 2050 წლისთვის დეგრადირდეს.

 

რა არის გაუდაბნოება?

IPCC გაუდაბნოებას განმარტავს, როგორც მიწის დეგრადაციას არიდულ, ნახევრად არიდულ და მშრალ სუბტენიან რაიონებში, რაც მრავალი ფაქტორითაა გამოწვეული, მათ შორის, კლიმატური ცვალებადობითა და ადამიანის აქტივობით.

მიწის დეგრადაცია განპირობებულია ადამიანის მიერ გამოწვეული პირდაპირი ან ირიბი პროცესებით, მათ შორის, კლიმატური ცვლილებებით, რაც გამოიხატება ბიოლოგიური პროდუქტიულობის, ეკოლოგიური მთლიანობის ან ადამიანებისთვის ღირებულების ხანგრძლივი შემცირებით ან დაკარგვით.

გაუდაბნოება არის ისეთი მიწის მუდმივი დეგრადაცია, რომელიც ოდესღაც მოსავლიანი იყო.

მიუხედავად იმისა, რომ მიწის დეგრადაცია შეიძლება იყოს ბუნებრივი პროცესი, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის თანახმად, გაუდაბნოების ტემპი დაჩქარდა და 30-დან 35-ჯერ აღემატება ისტორიულ მაჩვენებელს.

დეგრადაციის მიზეზებს მიეკუთვნება ურბანული გავრცელება, სამთო მოპოვება, მიწათმოქმედება, სოფლის მეურნეობა ხეების და სხვა მცენარეული საფარის შემცირების ხარჯზე, მსგავსი პროცესები ნიადაგის მიერ წარმოებულ საკვებ ნივთიერებებს ამცირებენ. მოცემულ საკითხს კიდევ უფრო ამძიმებს კლიმატის ცვლილების შედეგად გამოწვეული გაზრდილი გვალვის რისკები.

გაუდაბნოებას მძიმე სოციალურ და ეკონომიკურ გავლენას ახდენს ადამიანთა პოპულაციაზე.

სად ხდება ეს?

IPCC ამბობს, რომ გაუდაბნოება რთულია გლობალური მასშტაბით შეფასდეს, თუმცა რეგიონული მონაცემები საგანგაშოა.

დადგენილია, რომ აფრიკის 54 ქვეყნიდან 46 გაუდაბნოებისგან სრულიად დაუცველია. მოცემული პრობლემა აზიის 48 ქვეყნიდან 38-ზე ახდენს გავლენას.

მშრალი მიწები მოიცავს ჩრდილოეთ ხმელთაშუა ზღვის ქვეყნების 33,8%-ს: ესპანეთის დაახლოებით 69%-ს, კვიპროსის 66-ს, ხოლო საბერძნეთში, პორტუგალიაში, იტალიასა და საფრანგეთში 16%-დან 62%-მდე მერყეობს. ევროპის გარემოს სააგენტომ (EEA) აღნიშნა, რომ ევროკავშირის ტერიტორიის 8%-ს (ძირითადად ბულგარეთი, კვიპროსი, საბერძნეთი, იტალია, რუმინეთი, ესპანეთი და პორტუგალია) აქვს “ძალიან მაღალი” და “მაღალი მგრძნობელობა” გაუდაბნოების მიმართ.

მშრალი მიწები უმეტესად მსოფლიოს უღარიბეს ქვეყნებს შორის გვხვდება, რაც იწვევს ბიომრავალფეროვნების დაკარგვას მრავალი სახეობის საარსებო პირობების გაუარესების გამო, სასურსათო დაუცველობას მოსავლის უკმარისობის ან შემცირებული მოსავლიანობის შედეგად, მცენარეულობისა და საკვების შემცირებას.

უარესი გველის?

ევროკომისიის გაუდაბნოების მსოფლიო ატლასის თანახმად, დედამიწის ტერიტორიის 75%-ზე მეტი უკვე დეგრადირებულია, ხოლო 90%-ზე მეტი შესაძლოა 2050 წლისთვის დეგრადირდეს.

კომისიის ერთობლივმა კვლევითმა ცენტრმა დაადგინა, რომ ევროკავშირის ფართობის ნახევარი (1,61 მილიონი კვადრატული მილი) ყოველწლიურად დეგრადირდება, მოცემული პროცესებით კი ყველაზე მეტად აფრიკისა და აზიის ქვეყნები ზარალდებიან.

როგორ შეიძლება ამ პროცესების შეჩერება ან მათი თავიდან აცილება?

მიწის დეგრადაციის შერბილების ერთ-ერთი გზა მიწათსარგებლობის დაგეგმვის გაუმჯობესება, წყლის რესურსების, პირუტყვის და სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის მართვის დაწყება.

დაუმუშავებელ (მეორენაირად ნულოვანი დამუშავების) ტექნოლოგიებს შეუძლია მინიმუმამდე დაიყვანოს ნიადაგის დარღვევა, შეამციროს წიაღისეული საწვავის წვა და გაზარდოს ნიადაგის ორგანული ნივთიერებები.

მცენარეულობა, ბარიერების აგებითა და დიუნების სტაბილიზაციის მეშვეობით, მნიშვნელოვან როლს ასრულებს ნიადაგის ქარისა და წყლის ეროზიისგან დაცვაში. მისი შენარჩუნებით შესაძლებელია შევაჩეროთ გაუდაბნოების პროცესი.

ორგანული მეურნეობა და მდგრადი პრაქტიკა, ისეთი, როგორიცაა როტაციული კულტურები და ხეების გაერთიანება ფერმერულ მეურნეობასთან (აგროტყე), ხელს უშლის ნიადაგის ეროზიას და გვალვას.

ამავდროულად, ტყის აღდგენა ხელს უწყობს მცენარეულ საფარს და წარმოქმნის ბიომრავალფეროვნებას.

 

სტატიაზე მუშაობდა : ლილი ყვავილაშვილი და ლიზი უგულავა

წყარო : www.independent.co.uk


წინა პოსტი
ბრიტანეთში ცდილობენ, „ელას კანონის“ კანონპროექტით სუფთა ჰაერის უფლება დაამკვიდრონ
შემდეგი პოსტი
რა არის ბიომრავალფეროვნება და როგორ ვიცავთ მას?

Leave your comment Cancel Reply

(will not be shared)

ბოლო ჩანაწერები

  • ჰაერის დაბინძურება დაკავშირებულია სიმსუქნესა და დიაბეტთან
  • დიდი ბრიტანეთის ჰაერის დაბინძურება
  • „We Care 4 Air“ გაერთიანებულ სამეფოში ნახშირწყალბადის ქსელს დააყენებს
  • როგორ შთანთქავს ჩვენი სახლი VOC-ს — და რატომ აქვს ამას მნიშვნელოვანი გავლენა
  • ახალი კვლევა PM1-ის მონიტორინგის საჭიროებას ადასტურებს
Alone
  • Call Us: + 995 551 858 858
  • greenpoleorg@gmail.com
  • Tbilisi , Georgia
Copyright ©2024 GREENPOLE. All Rights Reserved
SearchPostsLogin
კვირა, 21, დეკ
ჰაერის დაბინძურება დაკავშირებულია სიმსუქნესა და დიაბეტთან
კვირა, 14, დეკ
დიდი ბრიტანეთის ჰაერის დაბინძურება
სამშაბათი, 9, დეკ
„We Care 4 Air“ გაერთიანებულ სამეფოში ნახშირწყალბადის ქსელს დააყენებს
ოთხშაბათი, 12, ნოე
როგორ შთანთქავს ჩვენი სახლი VOC-ს — და რატომ აქვს ამას მნიშვნელოვანი გავლენა
ხუთშაბათი, 9, ოქტ
ახალი კვლევა PM1-ის მონიტორინგის საჭიროებას ადასტურებს
ოთხშაბათი, 17, სექ
რა გზები არსებობს ტროპოსფერულ ოზონთან დაკავშირებით? ახალი გეგმა დამაბინძურებლების წინააღმდეგ

Welcome back,