GreenPole
  • Donate
  • Menu Canvas
    • მთავარი
    • რუკა
    • პროექტები
    • სიახლეები
      • საქართველო
      • მსოფლიო
    • შემეცნებითი
    • ჩვენი გუნდი
    • კონტაქტი
    • ქართულიქართული
      • EnglishEnglish
  • ძებნა
GreenPole
  • მთავარი
  • ჰაერის ხარისხის რუკა
  • პროექტები
  • სიახლეები
    • საქართველო
    • მსოფლიო
  • შემეცნებითი
  • ანგარიშები
  • კონტაქტი
    • ჩვენი გუნდი
  • ქართული
    • English
  • ძებნა

პროგრამა „სუნთქვადი ქალაქები“ აძლიერებს სტარტაპებს ჰაერის ხარისხის საქმიანობის სფეროში

Homepage მსოფლიო პროგრამა „სუნთქვადი ქალაქები“ აძლიერებს სტარტაპებს ჰაერის ხარისხის საქმიანობის სფეროში
მსოფლიო

პროგრამა „სუნთქვადი ქალაქები“ აძლიერებს სტარტაპებს ჰაერის ხარისხის საქმიანობის სფეროში

ოქტომბერი 31, 2023
By GREENPOLE
0 კომენტარი
516 ნახვა
ნახვები : 57
  • პროგრამა მოიცავს უფასო, ინტენსიურ, 14–კვირიან სამუშაოებს;
  • ჰაერის დაბინძურებით დიდ ბრიტანეთში ყოველწლიურად ათი ათასობით სიკვდილის შემთხვევა ფიქსირდება, სახელმწიფოს ეს მილიარდობით ფუნტი უჯდება;
  • კვლევები ცხადყოფს, რომ მიუხედავად ყველა ადამიანის დაზარალებისა, ჰაერის დაბინძურებისგან ყველაზე მეტად ზარალდებიან სწორედ დაბალი შემოსავლის მქონე ეთნიკური უმცირესობები, ბავშვები და ხანდაზმულები.

 

ორგანიზაციამ Growth Studio და ფონდმა Impact on Urban Health შეიმუშავეს პროგრამა სახელად „სუნთქვადი ქალაქები“ (ქალაქები, სადაც სუნთქვა შესაძლებელია)  იმ სტარტაპების დასახმარებლად,  რომლებიც  ჰაერის ხარისხის გაუმჯობესებაზე მუშაობენ ქალაქებში.

Growth Studio სპეციალიზირებულია  სტარტაპების ჩამოყალიბების პროცესის დაჩქარებაში. ორგანიზაცია 2016 წელს  პოლ ფინჩმა და რაიან ჯავადმა დააარსეს, რათა დახმარებოდნენ სტარტაპების დამფუძნებლებს, მათ გუნდებს განვითარებასა და  პრობლემების აღმოფხვრაში. ორგანიზაცია მათ განსაკუთრებით ეხმარება იმ საკითხებში, რომლებსაც უწოდებენ “tech-for-good”  სივრცეს — ეს ისაა, რაც მსოფლიოს აქცევს უკეთეს საცხოვრებელ ადგილად.

Impact On Urban Health საქველმოქმედო ფონდია, მისი მიზანია, ურბანული ტერიტორიები, ეკოლოგიური თვალსაზრისით,  საცხოვრებლად უფრო უკეთესი გახდეს არსებული პრობლემების მოგვარების შემდეგ. ფონდის პროგრამა „ჰაერის დაბინძურების გავლენა ჯანმრთელობაზე” იკვლევს, თუ როგორ მოქმედებს ადამიანების ჯანმრთელობაზე  ჰაერის ცუდი ხარისხი და ეძებს სხვადასხვა გზას მავნე ზემოქმედების შესამცირებლად.

„სუნთქვადი ქალაქების ამაჩქარებელი“ ამოქმედდა ახლახან, პროგრამა მიზნად ისახავს,   დაეხმაროს 10-12 ისეთ სტარტაპს, რომლებიც ჰაერის ხარისხის გაუმჯობესებაზე მუშაობს. ეს გეგმა თავდაპირველად ლონდონში ამუშავდება, ასევე საუბარია პროგრამის გლობალურად გაფართოების იდეაზეც.

უფასო, ინტენსიური, 14-კვირიანი პროგრამის სარგებელი მოიცავს  10 000  ფუნტის ოდენობის არაწილობრივ გრანტსა და ექსპერტთა მხარდაჭერის მოდულები. მასში შედის ბიზნესკონცეფციები, დამფუძნებლისა და ინვესტორების მომზადებს, მარკეტინგის ზრდა, ინდივიდუალური წვრთნა და ა.შ.

სტარტაპებისთვის კვლევა იმ ბიზნესებს მოიცავს, რომლებიც  დაბინძურების პრევენციაზე  მუშაობს ისეთ ადგილებში, სადაც ჰაერში მტვრის მავნე ნაწილაკებია გაფანტული. შესაძლოა, რომ სამუშაო პროცესები ეხებოდეს შიდა და ატმოსფერული ჰაერის დაბინძურებას, ასევე კონკრეტულ ინდუსტრიებს, როგორებიცაა: ტრანსპორტი ან მშენებლობა.

პოლ ფინჩმა, Growth Studio-ის თანადამფუძნებელმა, განაცხადა: „ჩვენ შევქმენით „სუნთქვადი ქალაქები”, რადგან ეს საკითხი სასწრაფოდ ითხოვდა ყურადღებას. ჩვენ გვსურს, პრობლემის მოსაგვარებლად გამოვიყენოთ ის გზები, რომლებიც თავიდან აგვარიდებს დაბინძურებული ჰაერის კატასტროფულ შედეგს — შიდა და გარე დაბინძურებას. ცუდი ხარისხის ჰაერის ადამიანზე ზემოქმედების გამოკვლევა ჩვენი „სუნთქვადი ქალაქების“ მისიისთვის ძირითადია და საბოლოოდ ვიმედოვნებთ, რომ სტარტაპებისა და მთელი მსოფლიოს მასშტაბით შევძლებთ ამ ტიპის მხარდაჭერის გაწევას.

ქეით ლენგფორდმა განაცხადა: „ჰაერის დაბინძურება არის უდიდესი ეკოლოგიური საფრთხე ჯანმრთელობისთვის. ის ყოველწლიურად იწვევს ათი ათასობით სიკვდილის შემთხვევას დიდ ბრიტანეთში, ეკონომიკა კი მილიარდობით ფუნტით ზარალდება.  ეს ასევე სოციალური სამართლიანობის საკითხიცაა. კვლევები ცხადყოფს, რომ მიუხედავად ყველა ადამიანის დაზარალებისა, ჰაერის დაბინძურებისგან ყველაზე მეტად ზარალდებიან ბავშვები, მოხუცები, დაბალი შემოსავლის მქონე და ეთნიკურ უმცირესობაში მყოფი ადამიანები.

 

სტატიაზე მუშაობდა : თამთა კიკვაძე

წყარო : airqualitynews.com

1 ნოემბერი 2023 წელი.


წინა პოსტი
Global Energy Monitor: ქვანახშირის ელექტროსადგურები არასაკმარისად სწრაფად იხურება
შემდეგი პოსტი
ნორვეგია აცხადებს, რომ მარტში შეძენილი ახალი ავტომობილების 87% ელექტრო იყო

Leave your comment Cancel Reply

(will not be shared)

ბოლო ჩანაწერები

  • ახალი კვლევა PM1-ის მონიტორინგის საჭიროებას ადასტურებს
  • რა გზები არსებობს ტროპოსფერულ ოზონთან დაკავშირებით? ახალი გეგმა დამაბინძურებლების წინააღმდეგ
  • ჰაერის დაბინძურება კავშირშია მუცლად მყოფი ჩვილების ტვინის ცვლილებებთან
  • მდინარეების წყლის დონე მსოფლიო მასშტაბით რეკორდულ მინიმუმზე დაეცა
  • გზა ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების კომუნიკაციისკენ დიდ ბრიტანეთში
Alone
  • Call Us: + 995 551 858 858
  • greenpoleorg@gmail.com
  • Tbilisi , Georgia
Copyright ©2024 GREENPOLE. All Rights Reserved
SearchPostsLogin
ხუთშაბათი, 9, ოქტ
ახალი კვლევა PM1-ის მონიტორინგის საჭიროებას ადასტურებს
ოთხშაბათი, 17, სექ
რა გზები არსებობს ტროპოსფერულ ოზონთან დაკავშირებით? ახალი გეგმა დამაბინძურებლების წინააღმდეგ
პარასკევი, 12, სექ
ჰაერის დაბინძურება კავშირშია მუცლად მყოფი ჩვილების ტვინის ცვლილებებთან
შაბათი, 30, აგვ
მდინარეების წყლის დონე მსოფლიო მასშტაბით რეკორდულ მინიმუმზე დაეცა
შაბათი, 2, აგვ
გზა ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების კომუნიკაციისკენ დიდ ბრიტანეთში
პარასკევი, 1, აგვ
ახალ კვლევას ელექტრომობილების ბატარეების მომსახურების სერტიფიკატების მიღების აუცილებლობასთან მივყავართ

Welcome back,