პროგრამა „სუნთქვადი ქალაქები“ აძლიერებს სტარტაპებს ჰაერის ხარისხის საქმიანობის სფეროში
- პროგრამა მოიცავს უფასო, ინტენსიურ, 14–კვირიან სამუშაოებს;
- ჰაერის დაბინძურებით დიდ ბრიტანეთში ყოველწლიურად ათი ათასობით სიკვდილის შემთხვევა ფიქსირდება, სახელმწიფოს ეს მილიარდობით ფუნტი უჯდება;
- კვლევები ცხადყოფს, რომ მიუხედავად ყველა ადამიანის დაზარალებისა, ჰაერის დაბინძურებისგან ყველაზე მეტად ზარალდებიან სწორედ დაბალი შემოსავლის მქონე ეთნიკური უმცირესობები, ბავშვები და ხანდაზმულები.
ორგანიზაციამ Growth Studio და ფონდმა Impact on Urban Health შეიმუშავეს პროგრამა სახელად „სუნთქვადი ქალაქები“ (ქალაქები, სადაც სუნთქვა შესაძლებელია) იმ სტარტაპების დასახმარებლად, რომლებიც ჰაერის ხარისხის გაუმჯობესებაზე მუშაობენ ქალაქებში.
Growth Studio სპეციალიზირებულია სტარტაპების ჩამოყალიბების პროცესის დაჩქარებაში. ორგანიზაცია 2016 წელს პოლ ფინჩმა და რაიან ჯავადმა დააარსეს, რათა დახმარებოდნენ სტარტაპების დამფუძნებლებს, მათ გუნდებს განვითარებასა და პრობლემების აღმოფხვრაში. ორგანიზაცია მათ განსაკუთრებით ეხმარება იმ საკითხებში, რომლებსაც უწოდებენ “tech-for-good” სივრცეს — ეს ისაა, რაც მსოფლიოს აქცევს უკეთეს საცხოვრებელ ადგილად.
Impact On Urban Health საქველმოქმედო ფონდია, მისი მიზანია, ურბანული ტერიტორიები, ეკოლოგიური თვალსაზრისით, საცხოვრებლად უფრო უკეთესი გახდეს არსებული პრობლემების მოგვარების შემდეგ. ფონდის პროგრამა „ჰაერის დაბინძურების გავლენა ჯანმრთელობაზე” იკვლევს, თუ როგორ მოქმედებს ადამიანების ჯანმრთელობაზე ჰაერის ცუდი ხარისხი და ეძებს სხვადასხვა გზას მავნე ზემოქმედების შესამცირებლად.
„სუნთქვადი ქალაქების ამაჩქარებელი“ ამოქმედდა ახლახან, პროგრამა მიზნად ისახავს, დაეხმაროს 10-12 ისეთ სტარტაპს, რომლებიც ჰაერის ხარისხის გაუმჯობესებაზე მუშაობს. ეს გეგმა თავდაპირველად ლონდონში ამუშავდება, ასევე საუბარია პროგრამის გლობალურად გაფართოების იდეაზეც.
უფასო, ინტენსიური, 14-კვირიანი პროგრამის სარგებელი მოიცავს 10 000 ფუნტის ოდენობის არაწილობრივ გრანტსა და ექსპერტთა მხარდაჭერის მოდულები. მასში შედის ბიზნესკონცეფციები, დამფუძნებლისა და ინვესტორების მომზადებს, მარკეტინგის ზრდა, ინდივიდუალური წვრთნა და ა.შ.
სტარტაპებისთვის კვლევა იმ ბიზნესებს მოიცავს, რომლებიც დაბინძურების პრევენციაზე მუშაობს ისეთ ადგილებში, სადაც ჰაერში მტვრის მავნე ნაწილაკებია გაფანტული. შესაძლოა, რომ სამუშაო პროცესები ეხებოდეს შიდა და ატმოსფერული ჰაერის დაბინძურებას, ასევე კონკრეტულ ინდუსტრიებს, როგორებიცაა: ტრანსპორტი ან მშენებლობა.
პოლ ფინჩმა, Growth Studio-ის თანადამფუძნებელმა, განაცხადა: „ჩვენ შევქმენით „სუნთქვადი ქალაქები”, რადგან ეს საკითხი სასწრაფოდ ითხოვდა ყურადღებას. ჩვენ გვსურს, პრობლემის მოსაგვარებლად გამოვიყენოთ ის გზები, რომლებიც თავიდან აგვარიდებს დაბინძურებული ჰაერის კატასტროფულ შედეგს — შიდა და გარე დაბინძურებას. ცუდი ხარისხის ჰაერის ადამიანზე ზემოქმედების გამოკვლევა ჩვენი „სუნთქვადი ქალაქების“ მისიისთვის ძირითადია და საბოლოოდ ვიმედოვნებთ, რომ სტარტაპებისა და მთელი მსოფლიოს მასშტაბით შევძლებთ ამ ტიპის მხარდაჭერის გაწევას.
ქეით ლენგფორდმა განაცხადა: „ჰაერის დაბინძურება არის უდიდესი ეკოლოგიური საფრთხე ჯანმრთელობისთვის. ის ყოველწლიურად იწვევს ათი ათასობით სიკვდილის შემთხვევას დიდ ბრიტანეთში, ეკონომიკა კი მილიარდობით ფუნტით ზარალდება. ეს ასევე სოციალური სამართლიანობის საკითხიცაა. კვლევები ცხადყოფს, რომ მიუხედავად ყველა ადამიანის დაზარალებისა, ჰაერის დაბინძურებისგან ყველაზე მეტად ზარალდებიან ბავშვები, მოხუცები, დაბალი შემოსავლის მქონე და ეთნიკურ უმცირესობაში მყოფი ადამიანები.
სტატიაზე მუშაობდა : თამთა კიკვაძე
წყარო : airqualitynews.com
1 ნოემბერი 2023 წელი.