GreenPole
  • Donate
  • Menu Canvas
    • მთავარი
    • რუკა
    • პროექტები
    • სიახლეები
      • საქართველო
      • მსოფლიო
    • შემეცნებითი
    • ჩვენი გუნდი
    • კონტაქტი
    • ქართული
  • ძებნა
GreenPole
  • Home
  • AQ Map
  • Projects
  • NEWS
    • Georgia
    • World
  • Discovery
  • Our Team
  • Contact
  • ქართული
  • Search

PM2.5 მყარი ნაწილაკებით გამოწვეული არტერიული წნევის რისკები ლონდონელ მოზარდებში

Homepage მსოფლიო PM2.5 მყარი ნაწილაკებით გამოწვეული არტერიული წნევის რისკები ლონდონელ მოზარდებში
მსოფლიო, შემეცნებითი

PM2.5 მყარი ნაწილაკებით გამოწვეული არტერიული წნევის რისკები ლონდონელ მოზარდებში

აპრილი 8, 2023
By GREENPOLE
0 კომენტარი
996 ნახვა
ნახვები : 260
  • 5 ნაწილაკების ხშირი შესუნთქვა არტერიულ წნევას ზრდის;
  • მაღალი არტერიული წნევა ისეთ დაავადებებს იწვევს, როგორებიცაა ჰიპერტენზია, გულის შეტევა და ინსულტი;
  • საპირისპიროდ, აზოტის დიოქსიდი არტერიულ წნევას ამცირებს.

 

 

ლონდონის სამეფო კოლეჯმა (King’s College London) გამოავლინა კავშირი ჰაერის მყარ ნაწილაკებსა და იმ მოზარდების გაზრდილ არტერიულ წნევას შორის, რომლებიც ლონდონის ნაკლებად განვითარებულ უბნებში ცხოვრობენ.

PM2.5 გულისხმობს ჰაერის დამაბინძურებელ მიკროსკოპული ზომის ნაწილაკებს, რომლებიც ჰაერში მანქანის გამონაბოლქვიდან და გაცვეთილი საბურავების წვისგან ხვდება. ექიმები თვლიან, რომ მყარი ნაწილაკები განსაკუთრებით საზიანოა ჯანმრთელობისთვის, ვინაიდან ისინი ღრმად აღწევენ სხეულში, დროთა განმავლობაში გროვდებიან და აზიანებენ ორგანოებსა და სასიცოცხლო სისტემებს.

უახლესი კვლევის მიხედვით, ასეთი ტიპის დაბინძურება ხანგრძლივი დროის განმავლობაში მოზარდებში სისხლის წნევის მატებას იწვევს. კვლევა 11-დან 16 წლამდე მოზარდებით შედგენილ საცდელ ჯგუფზე ჩატარდა, საიდანაც  უფრო მჭიდრო კავშირი მყარ ნაწილაკებსა და სისხლის წნევას შორის გოგონებში გამოვლინდა. კვლევაში ჯამში ჩაერთო ქალაქის 51 სკოლის 3284 მოსწავლე, რომელთაც სისტოლური და დიასტოლური სისხლის წნევა გაესინჯათ.

შედეგები განსაკუთრებით შემაშფოთებელია თინეიჯერობის წლებში სხეულის მაღალი მგრძნობელობის გამო. უნდა აღინიშნოს, რომ მუდმივად მომატებული სისხლის წნევა ორგანიზმში იწვევს ჰიპერტენზიას, გულის შეტევებს, ინსულტს და ნეგატიურად მოქმედებს  შიდა ორგანოებზე, რომლებიც ჯერ კიდევ განვითარების ფაზაში არიან. შესაბამისად, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი გართულებების რისკი იზრდება.

„ეს ხანგრძლივი კვლევა უნიკალურ შესაძლებლობას იძლევა, თვალყური ვადევნოთ მოზარდთა ჯანმრთელობას ქალაქის ნაკლებად განვითარებულ უბნებში. მხოლოდ ისიც კი, რომ მილიონზე მეტი 18 წლამდე მოზარდი ცხოვრობს გარეუბნებში, სადაც ჰაერის დაბინძურება დაშვებულ ნორმაზე მაღალია, მიგვანიშნებს, რომ აუცილებელია მეტი ასეთი კვლევა ვაწარმოოთ, რათა ავამაღლოთ ცნობიერება იმ საფრთხეებსა და შესაძლებლობებზე, რაც ახალგაზრდებს ეხებათ“ – ამბობს კვლევის მთავარი ავტორი, პროფესორი სირომენი ჰარდინგი.

თუ PM2.5 ნაწილაკები სისხლის წნევას ზრდის, აღმოჩნდა, რომ აზოტის დიოქსიდს, რომელიც ასევე საწვავის წვისგან გამოიყოფა და ლონდონის ერთ-ერთი უმთავრესი დამაბინძურებელია, საპირისპირო ეფექტი აქვს. მარტივად რომ ვთქვათ, იგი არტერიული წნევის შემცირებას იწვევს.

„NO2-ის გავლენა სისხლის წნევაზე მსგავსია ჩვენი და სხვა მკვლევრების მიერ ადრეული დაკვირვებებისა მწვანე ფოთლოვან ბოსტნეულსა და ჭარხლის წვენზე. ისინი მდიდარია დიეტური ნიტრატით (NO3-), რაც ზრდის მოძრავი ნიტრატის (NO2-) კონცენტრაციას სისხლში და ამცირებს სისხლის წნევას; იგივე ეფექტი შეიძლება მივიღოთ კვირებისა და თვეების მანძილზე მისი ხშირი მოხვედრით ორგანიზმში“ – ამატებს კვლევის თანაავტორი, ექიმი ენდრიუ ვები. „ვინაიდან NO2 ასევე ზრდის მოძრავი ნიტრატის (NO2-) კონცენტრაციას, ეს პოტენციურ ახსნას გვაძლევს, თუ რატომ შეიძლება იწვევდეს დიდი რაოდენობით NO2 დაბალ წნევებს მოზარდებში“.

 

სტატიაზე მუშაობდა : მარიამ სიხარულიძე და მარიამ ტატუაშვილი

წყარო : airqualitynews.com

9 აპრილი 2023 წელი


წინა პოსტი
საფრანგეთში მძღოლებს ფულს გადაუხდიან, თუ პიკის საათში ავტომობილით არ იმოძრავებენ
შემდეგი პოსტი
აქცია ფონიჭალაში, ფეროს ქარხნის წინააღმდეგ

Leave your comment Cancel Reply

(will not be shared)

ბოლო ჩანაწერები

  • Life in a heat dome: The American West is figuring out how to keep cool
  • სიცოცხლე „სიცხის გუმბათის“ პირობებში: როგორ ცდილობს გაგრილებას ამერიკის დასავლეთი
  • ბარსელონაში NO₂-ის დონე მნიშვნელოვნად შემცირდა დაბალი ემისიის ზონის დანერგვის შედეგად
  • Barcelona’s NO₂ levels dramatically reduced by Low Emission Zone
  • Renewable and Low-Carbon Sources Accounted for Over 40% of Global Electricity Production in 2024: Report
Alone
  • Call Us: + 995 551 858 858
  • greenpoleorg@gmail.com
  • Tbilisi , Georgia
Copyright ©2024 GREENPOLE. All Rights Reserved
SearchPostsLogin
სამშაბათი, 29, სექ
Life in a heat dome: The American West is figuring out how to keep cool
სამშაბათი, 29, სექ
სიცოცხლე „სიცხის გუმბათის“ პირობებში: როგორ ცდილობს გაგრილებას ამერიკის დასავლეთი
ოთხშაბათი, 23, სექ
ბარსელონაში NO₂-ის დონე მნიშვნელოვნად შემცირდა დაბალი ემისიის ზონის დანერგვის შედეგად
ოთხშაბათი, 23, სექ
Barcelona’s NO₂ levels dramatically reduced by Low Emission Zone
კვირა, 13, სექ
Renewable and Low-Carbon Sources Accounted for Over 40% of Global Electricity Production in 2024: Report
კვირა, 13, სექ
ანგარიშის მიხედვით, განახლებადი და დაბალნახშირბადოვანი წყაროები 2024 წელს გლობალური ელექტროენერგიის წარმოების 40%-ზე მეტს შეადგენდა

Welcome back,