პლასტმასის მწარმოებელთა სიცრუე
-
ანგარიში ააშკარავებს, რომ პლასტმასის მრეწველობამ იცოდა თავისი პროდუქტის გადამუშავების საფრთხეების შესახებ, მაგრამ მარკეტინგულ კამპანიებში ამ ინფორმაციას მალავდნენ.
-
პლასტმასის გადამუშავება რთულია, თან ხელახლა გამოყენებისას ცვდება.
-
ანგარიშში წარდგენილი მტკიცებულება შეიძლება გამოდგეს სამართლებრივ საფუძვლად, ანგარიშვალდებულებად იცნონ ნავთობის დიდი მეწარმეები და სხვა ნავთობქიმიური კომპანიები;
წიაღისეულ საწვავზე ანგარიშვალდებულების ორგანიზაციის (CCI-ს) ახალი კვლევის თანახმად, პლასტმასის ინდუსტრიამ ათწლეულების განმავლობაში იცოდა, რომ მათი პროდუქტის ფართომასშტაბიანი გადამუშავების გეგმა ვერ შესრულდებოდა, თუმცა მაინც გააგრძელა ამის რეკლამირება და საზოგადოება შეცდომაში შეყვანა.
წიაღისეულ საწვავზე მომუშავე ბევრმა კომპანიამ, რომლებმაც იცოდნენ და საზოგადოება შეცდომაში შეიყვანეს ნავთობის და ბუნებრივი აირის კლიმატურ ცვლილებაზე გავლენის შესახებ, ასევე იცოდნენ, რომ ნავთობისა და ბუნებრივი აირისგან შექმნილი პლასტმასა არასდროს გადამუშავდებოდა, განაცხადა CCI-ს პრესრელიზმა.
ანგარიში, თუ როგორ შეიყვანეს შეცდომაში ნავთობის გიგანტებმა და პლასტმასის მრეწველობამ საზოგადოება და გამოიწვიეს პლასტმასის ნარჩენების კრიზისი, ააშკარავებს, რომ პლასტმასის მრეწველობამ იცოდა თავისი პროდუქტის გადამუშავების სირთულეების შესახებ, მაგრამ ამ ცოდნას მარკეტინგულ კამპანიებში მალავდა.
პლასტმასა გადასამუშავებლად რთულია, თან ხელახლა გამოყენებისას ცვდება.
ანგარიშში წარდგენილი მტკიცებულება შეიძლება გამოდგეს სამართლებრივ საფუძვლად, რომ ანგარიშვალდებულებად სცნონ ნავთობის დიდი მეწარმეები და სხვა ნავთობქიმიური კომპანიები მათი ტყუილისა და იმ ზარალის გამო, რაც პლასტმასის პროდუქტებმა მიაყენა საზოგადოებასა და გარემოს.
თუმცა ამ ცოდნითაც პეტროქიმიური და წიაღისეულ საწვავზე მომუშავე კომპანიები, მათი ფრონტის ორგანიზაციები და მწარმოებლების ასოციაციები „ათწლეულების განმავლობაში თაღლითურად ავრცელებდნენ პლასტმასის გადამუშავებას ბაზარზე“ მათი შემოსავლები დასაფარად და რეგულაციების თავიდან ასარიდებლად, განაცხადა პრესრელიზმა.
ნავთობის დიდი კომპანიებისა და სხვა „ცუდი აქტორების“ წინააღმდეგ აღძრულია სასამართლო საქმეები, მათი ანგარიშვალდებულების თაობაზე მთლიანი შეერთებული შტატებიდან საზოგადოებებისა და შტატების მიერ კლიმატური ტყუილის გამო. დროა სახელმწიფო მოხელეები მიჰყვნენ სასამართლო პროცესს და გააკეთონ იგივე „პლასტმასის გადამუშავების თაღლითობის“ შემთხვევაში, განაცხადა CCI-მ.
სტატიაზე მუშაობდა: გიორგი ქარქუზაშვილი, იამზე მარკოიძე
წყარო: Ecowatch.com
17 მაისი 2024 წელი