GreenPole
  • Donate
  • Menu Canvas
    • მთავარი
    • რუკა
    • პროექტები
    • სიახლეები
      • საქართველო
      • მსოფლიო
    • შემეცნებითი
    • ჩვენი გუნდი
    • კონტაქტი
    • ქართულიქართული
  • ძებნა
GreenPole
  • მთავარი
  • ჰაერის ხარისხის რუკა
  • პროექტები
  • სიახლეები
    • საქართველო
    • მსოფლიო
  • შემეცნებითი
  • ანგარიშები
  • კონტაქტი
    • ჩვენი გუნდი
  • ქართული
  • ძებნა

ნიუ-ჯერსი ცხოველებზე გამოცდილი კოსმეტიკური საშუალებების გაყიდვას კრძალავს

Homepage მსოფლიო ნიუ-ჯერსი ცხოველებზე გამოცდილი კოსმეტიკური საშუალებების გაყიდვას კრძალავს
მსოფლიო

ნიუ-ჯერსი ცხოველებზე გამოცდილი კოსმეტიკური საშუალებების გაყიდვას კრძალავს

იანვარი 12, 2022
By GREENPOLE
0 კომენტარი
645 ნახვა
ნახვები : 48

ნიუ-ჯერსიმ, კანონპროექტის 1,000-ზე მეტი თანასპონსორის მხარდაჭერით, აკრძალა ცხოველებზე გამოცდილი კოსმეტიკური საშუალებების გაყიდვა.

ახალი კანონი (S1726) სხვა შვიდ შტატში არსებული კანონის მსგავსია, რადგან საზოგადოება მეტ ინტერესს ავლენს ცხოველებზე დაუტესტავი პროდუქტების მიმართ.

8 ნოემბერს ნიუ-ჯერსის გუბერნატორმა ფილ მერფიმ ხელი მოაწერა კანონპროექტს მას შემდეგ, რაც ის ერთხმად იქნა მიღებული შტატის სენატსა და ასამბლეაში. ეს კანონპროექტი პირველად 2020 წლის თებერვალში შტატის სენატორებმა ჯოზეფ ლაგანამ და ნელი პომ წარადგინეს, თუმცა ის ძალაში 2022 წლის მარტიდან შევა.

„ცხოველების ტესტირება კოსმეტიკაზე უმეტესად მტკივნეული და საზიანოა. უფრო მეტიც, ტესტირების ალტერნატიული მეთოდები, როგორიცაა ხელოვნურად შექმნილი ადამიანის ქსოვილისა და კომპიუტერული მოდელების გამოყენება, ხშირად უფრო იაფი და ზუსტია, ვიდრე ცხოველებზე ტესტირება, ამასთანავე არაძალადობრივიცაა“, – ნათქვამია კანონში.

კანონმდებლობა ეფუძნება რამდენიმე კვლევას, რომელსაც მხარს უჭერენ ამერიკელები, რადგან სურთ, დასრულდეს ცხოველებზე ტესტირება. “Cruelty Free International”-ის 2019 წლის კვლევის მიხედვით, რესპონდენტების 79%-მა მხარი დაუჭირა არაძალადობრივ პრაქტიკას. “The Humane Society”-ის კიდევ ერთმა კვლევამ აჩვენა, რომ რესპონდენტების 67%-ზე მეტს უნდა, რომ შეწყდეს ცხოველებზე ტესტირება. მათ ურჩევნიათ, რომ მკვლევრებმა იპოვონ კოსმეტიკისა და სხვა თავის მოვლის საშუალებების ტესტირების ალტერნატიული მეთოდები.

„ამ კანონპროექტით ნიუ-ჯერსიმ ცნო საზოგადოების აზრი იმაზე, რომ ცხოველებმა კოსმეტიკური პროდუქტებისა და ინგრენდიენტების მათზე გამოცდის გამო არ უნდა იტანჯონ“, – განაცხადა ვიკი კატრინაკმა.

ახალი კანონპროექტი ნიუ-ჯერსის წინა კანონის ვრცელი ვარიანტია, რომელიც კრძალავდა შტატში ცხოველებზე კოსმეტიკის დატესტვას, მიუხედავად იმისა იყო თუ არა ხელმისაწვდომი ალტერნატიული მეთოდები. S1726 კრძალავს შტატში ცხოველებზე დატესტილი კოსმეტიკის გაყიდვას, მაშინაც კი, თუ ეს პროდუქტები სხვაგანაა წარმოებული. კანონის დარღვევა 1,000 დოლარამდე ჯარიმას ითვალისწინებს.

ახლა რვა შტატმა – კალიფორნიამ, ჰავაიმ, ილინოისმა, მეინმა, მერილენდმა, ნევადამ, ნიუ-ჯერსიმ და ვირჯინიამ – ცხოველებზე კოსმეტიკის დატესტავა აკრძალა. ასევე “HSUS”-ი მუშაობს ჰუმანური კოსმეტიკის აქტის მიღებაზე, რომელიც აკრძალავს ცხოველებზე ტესტირებით დამზადებული კოსმეტიკის გაყიდვას და ამ პროცესს ქვეყნის მასშტაბით დაასრულებს.

 

სტატიაზე მუშაობდა : ანუკი კვეკვესკირი

წყარო : www.ecowatch.com


წინა პოსტი
კლიმატის კუთხით გატარებული ღონისძიებები 50%-ით უფრო ეფექტიანია, როცა გათვალისწინებულია ჰაერის დაბინძურება
შემდეგი პოსტი
ახალი კანონების თანახმად წყლის ხარისხის სფეროში გამჭვირვალობა და ანგარიშგება სავალდებულო ხდება

Leave your comment Cancel Reply

(will not be shared)

ბოლო ჩანაწერები

  • ახალი კვლევა PM1-ის მონიტორინგის საჭიროებას ადასტურებს
  • რა გზები არსებობს ტროპოსფერულ ოზონთან დაკავშირებით? ახალი გეგმა დამაბინძურებლების წინააღმდეგ
  • ჰაერის დაბინძურება კავშირშია მუცლად მყოფი ჩვილების ტვინის ცვლილებებთან
  • მდინარეების წყლის დონე მსოფლიო მასშტაბით რეკორდულ მინიმუმზე დაეცა
  • გზა ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების კომუნიკაციისკენ დიდ ბრიტანეთში
Alone
  • Call Us: + 995 551 858 858
  • greenpoleorg@gmail.com
  • Tbilisi , Georgia
Copyright ©2024 GREENPOLE. All Rights Reserved
SearchPostsLogin
ხუთშაბათი, 9, ოქტ
ახალი კვლევა PM1-ის მონიტორინგის საჭიროებას ადასტურებს
ოთხშაბათი, 17, სექ
რა გზები არსებობს ტროპოსფერულ ოზონთან დაკავშირებით? ახალი გეგმა დამაბინძურებლების წინააღმდეგ
პარასკევი, 12, სექ
ჰაერის დაბინძურება კავშირშია მუცლად მყოფი ჩვილების ტვინის ცვლილებებთან
შაბათი, 30, აგვ
მდინარეების წყლის დონე მსოფლიო მასშტაბით რეკორდულ მინიმუმზე დაეცა
შაბათი, 2, აგვ
გზა ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების კომუნიკაციისკენ დიდ ბრიტანეთში
პარასკევი, 1, აგვ
ახალ კვლევას ელექტრომობილების ბატარეების მომსახურების სერტიფიკატების მიღების აუცილებლობასთან მივყავართ

Welcome back,