GreenPole
  • Donate
  • Menu Canvas
    • მთავარი
    • პროექტები
    • სიახლეები
      • საქართველო
      • მსოფლიო
    • შემეცნებითი
    • ჩვენი გუნდი
    • კონტაქტი
    • ქართული
      • English
  • ძებნა
GreenPole
  • მთავარი
  • პროექტები
  • სიახლეები
    • საქართველო
    • მსოფლიო
  • შემეცნებითი
  • ჩვენი გუნდი
  • კონტაქტი
  • ქართული
    • English
  • ძებნა

ახალი კანონების თანახმად წყლის ხარისხის სფეროში გამჭვირვალობა და ანგარიშგება სავალდებულო ხდება

Homepage მსოფლიო ახალი კანონების თანახმად წყლის ხარისხის სფეროში გამჭვირვალობა და ანგარიშგება სავალდებულო ხდება
მსოფლიო

ახალი კანონების თანახმად წყლის ხარისხის სფეროში გამჭვირვალობა და ანგარიშგება სავალდებულო ხდება

იანვარი 12, 2022
By GREENPOLE
0 კომენტარი
213 ნახვა
  • აშშ-ში, ნიუ-ჯერსის შტატში ახალი კანონები შემოიღეს სასმელი წყლის ხარისხის კონტროლის გასაუმჯობესებლად
  • შტატის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრობლემა ტყვიის სანტექნიკა და მოძველებული წყალმომარაგების ინფრასტრუკტურა იყო. ფედერალური და შიდა დაფინანსებით მთელი ნიუ-ჯერსის მასშტაბით ძველი წყლის მილების გამოცვლა მოხდება ეკოლოგიურად სუფთა და გამძლე მასალისგან დამზადებულ მილებზე
  • შტატის მაცხოვრებლებს უფლება ექნებათ წყალმომმარაგებელ კომპანიას მოსთხოვონ სასმელი წყლის ტესტირება მასში ტყვიის და სპილენძის შემცველობაზე
  • ნებისმიერი ბროკერი ვალდებული იქნება გაასაჯაროვოს ინფორმაცია გასაყიდ უძრავი ქონების ობიექტში წყალმომარაგების სისტემის ნებისმიერი დეფექტისა და ტყვიისგან დამზადებული სანტექნიკის არსებობის შესახებ

 

TRENTON, NJ – კანონების ახალი კრებულია, რომლების ავტორებია სენატორები ლინდა გრინშტეინი და ტროი სინგლტონი. ეს კანონები ამყარებს წყლის ხარისხის მაღალ სტანდარტებს და ამავდროულად უზრუნველყოფს გამჭვირვალობას, ანგარიშგებას და ინფორმაციის გასაჯაროვებას საცხოვრებელ სახლებში ტყვიისგან დამზადებული წყლის მილების არსებობის შესახებ.

პირველი კანონი ამ ახალი კრებულიდან ითვალისწინებს „წყლის ხარისხის ანგარიშგების შესახებ აქტის“ (WQAA) აქტივების მართვისა და გამჭვირვალობისადმი მოთხოვნების განახლებას და მოუწოდებს გარემოს დაცვის დეპარტამენტს (DEP) მიიღოს ზომები მისი რეალიზაციისთვის. კანონი ითვალისწინებს წყლის მომმარაგებელი კომპანიებისგან წყალსადენის განახლების ახლებური, 150-წლიანი ან უფრო მოკლევადიანი პროგრამის შემუშავებას, რომელიც ჩაანაცვლებს ძველ კანონს, როდესაც მილების გამოცვლა მხოლოდ 150 წელიწადში ერთხელ დეტალური საინჟინრო ანალიზის საფუძველზე ხდებოდა.

„ჩვენი წყალმომარაგების სისტემა მოძველდა და ეს მიუღებელია“, – განაცხადა გრინშტეინმა (D-Mercer/Middlesex). „ფედერალური და შტატის შიდა დაფინანსების წყალობით მთელი შტატის მასშტაბით გამოვცვლით ძველ ტყვიის მილებს. გარდა ამისა ვიზრუნებთ რომ ახალი წყლის მილები ისეთი მასალისგან იყოს დამზადებული რომ დიდხანს გაძლონ და ადამიანების სიცოცხლისათვის ზიანი არ მოჰქონდეთ.“

კომუნალური სერვისები ვალდებულები იქნებიან ნებისმიერი სამუშაოების შესახებ, რომლებიც გულისხმობს ცვლილებებს წყალმომარაგების ინფრასტრუქტურაში, ადგილობრივი მმართველობის ორგანოებს სამუშაოების დაწყებამდე 180 დღით ადრე შეატყობინონ.

„წყლის ხარისხის შესახებ ინფორმაცია გამჭვირვალე და ხელმისაწვდომი უნდა იყოს და ეს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხია, რომელიც ყველა ნიუ-ჯერსის შტატის მაცხოვრებელს ეხება. განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით რომ ტყვიის მაღალი შემცველობა ჩვენი საერთო პრობლემა გახდა,“ – განაცხადა სინგლტონმა (D-Burlington). მან აგრეთვე მხარი დაუჭირა ახალ საკანონმდებლო ინიციატივას, რომელიც ყველა ტყვიის შემცველი წყლის მილის ინვენტარიზაციასა და გამოცვლას გულისხმობს. „ეს ორი ახალი კანონი საფუძველს შექმნის ნიუ-ჯერსის შტატის წყალმომარაგების განახლებული ინფრასტრუქტურის ფორმირებისთვის და შტატის ყველა მაცხოვრებლის ჯანმრთელობასა და კეთილდღეობისთვის.“

ცვლილებები კანონში „სასმელი წყლის უსაფრთხოების შესახებ“ მოსახლეობას უფლებას მისცემს  წყალმომმარაგებელ კომპანიას სასმელი წყლის უფასო ტესტირება მოსთხოვონ ტყვიის და სპილენძის შემცველობაზე, თუ ეჭვი არსებობს რომ მათი შემცველობა ნორმას აღემატება. გარდა ამისა წყლის მომმარაგებელმა კომპანიამ კლიენტები უნდა გააფრთხილოს მოსალოდნელი წყლის ტესტირების ჩატარების შესახებ.

ამიერიდან ნიუ-ჯერსის შტატში ნებისმიერი ბროკერი, თუ უძრავი ქონების გამყიდველი ვალდებული იქნება გაასაჯაროვოს ინფორმაცია საცხოვრებელ სახლში, თუ ბინაში არსებული წყლის მომმარაგებელი სისტემის ნებისმიერი დეფექტის და ტყვიის მილების არსებობის შესახებ. ნიუ-იორკი, დელავერი, პენსილვანია და კონეკტიკუტი ანალოგიურ კანონებს ითხოვენ, რათა გასაჯაროვდეს ინფრომაცია საცხოვრებელ სახლებში ტყვიის სანტექნიკის არსებობის შესახებ.

 

სტატიაზე მუშაობდა : ლილიან მეტრეველი

წყარო : www.tapinto.net

ნახვები : 28 1 წუთის საკითხავი

წინა პოსტი
ნიუ-ჯერსი ცხოველებზე გამოცდილი კოსმეტიკური საშუალებების გაყიდვას კრძალავს
შემდეგი პოსტი
2021 წელს საქართველოში დღეში საშუალოდ 123 ბავშვი იბადებოდა და 160 ადამიანი კვდებოდა

Leave your comment Cancel Reply

(will not be shared)

ბოლო ჩანაწერები

  • “ჩემი ქალაქი მკლავს“ მოძრაობა, ბოლნისის რაიონის სოფელ გეთაში ჩავიდა
  • ლონდონი და მილანი ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების მიზნით შეკრებას უხელმძღვანელებენ
  • ლონდონში დაწყებულია კამპანია შეშის წვის საფრთხეებზე ცნობიერების ასამაღლებლად
  • ნიუკასლის სუფთა ჰაერის ზონა აქტიურდება
  • აშშ-ის მთავრობა ასთმის საშიშროების გამო გაზის ქურების აკრძალვას განიხილავს
Alone
  • Call Us: + 995 551 858 858
  • greenpoleorg@gmail.com
  • Tbilisi , Georgia
Copyright ©2020 GREENPOLE. All Rights Reserved
SearchPostsLogin
ოთხშაბათი, 22, მარ
“ჩემი ქალაქი მკლავს“ მოძრაობა, ბოლნისის რაიონის სოფელ გეთაში ჩავიდა
ორშაბათი, 20, მარ
ლონდონი და მილანი ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების მიზნით შეკრებას უხელმძღვანელებენ
შაბათი, 11, მარ
ლონდონში დაწყებულია კამპანია შეშის წვის საფრთხეებზე ცნობიერების ასამაღლებლად
კვირა, 26, თებ
ნიუკასლის სუფთა ჰაერის ზონა აქტიურდება
პარასკევი, 24, თებ
აშშ-ის მთავრობა ასთმის საშიშროების გამო გაზის ქურების აკრძალვას განიხილავს
პარასკევი, 24, თებ
გაერთიანებული სამეფოს საზოგადოება უარს ამბობს საზოგადოებაში მოწევაზე, ტრასნპორტის გამონაბოლქვი კი შედარებით მისაღები რჩება

Welcome back,