GreenPole
  • Donate
  • Menu Canvas
    • მთავარი
    • რუკა
    • პროექტები
    • სიახლეები
      • საქართველო
      • მსოფლიო
    • შემეცნებითი
    • ჩვენი გუნდი
    • კონტაქტი
    • ქართული
  • ძებნა
GreenPole
  • Home
  • AQ Map
  • Projects
  • NEWS
    • Georgia
    • World
  • Discovery
  • Our Team
  • Contact
  • ქართული
  • Search

ახალ კვლევას ელექტრომობილების ბატარეების მომსახურების სერტიფიკატების მიღების აუცილებლობასთან მივყავართ

Homepage მსოფლიო ახალ კვლევას ელექტრომობილების ბატარეების მომსახურების სერტიფიკატების მიღების აუცილებლობასთან მივყავართ
მსოფლიო

ახალ კვლევას ელექტრომობილების ბატარეების მომსახურების სერტიფიკატების მიღების აუცილებლობასთან მივყავართ

აგვისტო 1, 2025
By GREENPOLE
0 კომენტარი
621 ნახვა
ნახვები : 42

სადაზღვევო კომპანია AXA UK-ის მიერ ჩატარებულმა ახალმა კვლევამ აჩვენა, რომ მძღოლების მესამედზე მეტი, რომლებიც არ აპირებენ ელექტრომობილის ყიდვას, მიზეზად  ბატარეის გამძლეობას ასახელებს.

ამ დასკვნების შედეგად, კომპანია მოუწოდებს მთავრობას, ხელი შეუწყოს ბატარეის გამძლეობის სერტიფიკატების დანერგვას და გრძელვადიან პერსპექტივაში, დაავალდებულოს მწარმოებლები, მიაწოდონ მომხმარებლებს ინფორმაცია რეალურ დროში, მათი მანქანის ბატარეის მომსახურების ხანგრძლივობის შესახებ.

კვლევამ აჩვენა, რომ სკეპტიკოსებს შორის მეორადი ელექტრომობილის შეძენის ორი ყველაზე დიდი შემაკავებელი ფაქტორი იყო ფასი (66%) და ბატარეის გრძელვადიანი მომსახურება (52%).

ამჟამინდელი რეგულაციების თანახმად, ელექტრომობილების ბატარეებს უნდა მოჰყვეს რვა წლიანი ან 100,000 მილის გარანტია, მაგრამ როგორც AXA აღნიშნავს, ეს მფლობელს დროთა განმავლობაში ბატარეის მდგომარეობის შესახებ რეალურ ინფორმაციას არ აძლევს.

ისინი ასევე თვლიან, რომ მყიდველებს მეტი ინფორმაცია სჭირდებათ ელექტრომობილების ბატარეების ყველა საკითხთან დაკავშირებით, რითი განსხვავდება ICE ბატარეებისგან და ისეთი წვრილმანების შესახებ, როგორიცაა განსხვავება ბატარეის სიჯანსაღეს (როგორია ბატარეის მდგომარეობა ახალ ბატარეასთან შედარებით) და ბატარეის დამუხტვას (რამდენად ინარჩუნებს მუხტს) შორის.

AXA UK მოუწოდებს მთავრობას, მიიღოს გაეროს GTR 22 (გლობალური ტექნიკური რეგულაცია), რომელიც ასახავს მუშაობის მინიმალურ მოთხოვნებს ბატარეის ხანგრძლივი მუშაობის უნარიანობისთვის.

მოსალოდნელია, რომ ევრო 7-ის ამოქმედების შემდეგ 2027 წელს, ელექტრომობილების მფლობელებს შეეძლებათ ნახონ თავიანთი ბატარეის მომსახურების საერთო მდგომარეობა რეალურ დროში, მაგრამ მხოლოდ ამ თარიღიდან წარმოებული მანქანებისთვის.

მიუხედავად იმისა, რომ ამჟამინდელი მთავრობა გვპირდება, რომ „მეორადი ელექტრო მანქანების მყიდველებს მხარს დაუჭერს ბატარეების მდგომარეობის შესახებ მოწოდებული ინფორმაციის სტანდარტიზების გზით“, ისინი არ ავლენენ ინტერესს GTR 22-ის მიღებაზე, რის გამოც, AXA-ს ვარაუდით, შეიძლება კიდევ უფრო შენელდეს ელექტრომობილებზე გადასვლის პროცესი.

როგორც მზღვეველის პერსპექტივიდან, AXA ასევე აღნიშნავს, რომ მომსახურების სერტიფიკატებს შეიძლება ჰქონდეთ დადებითი გავლენა სადაზღვევო პრემიებზე, რაც საშუალებას მისცემს მზღვეველებს ადვილად შეაფასონ მეორადი ელექტრომობილის ღირებულება, ისევე, როგორც გარბენი გამოიყენება ICE მანქანების საზომად.

ანგარიში მთავრდება ამ პოლიტიკის ოთხი რეკომენდაციით:

  1. უნდა გამოქვეყნდეს სახელმძღვანელო მითითებები ბატარეის მუშაობის სტანდარტიზებული ტესტირების მხარდასაჭერად;
  2. ზემოაღნიშნული GTR 22-ის (გლობალური ტექნიკური რეგულაცია) მიღება;
  3. ავტოფარეხებმა უნდა გამოიკვლიონ ბატარეის მდგომარეობის ტესტირების მეთოდები ელექტრომობილებისთვის;
  4. მთავრობამ ინვესტიცია უნდა განახორციელოს ტექნიკოსების უნარებში, რათა ხელი შეუწყოს ავტოფარეხებს უსაფრთხოდ იმუშაონ და შეამოწმონ ელექტრომობილები.

AXA Retail-ის მმართველმა დირექტორმა მარკო დისტეფანომ თქვა: „ბატარეის მომსახურების სერტიფიკატებს აქვთ პოტენციალი გაზარდონ მომხმარებელთა ნდობა და გაზარდონ მოთხოვნა მეორადი ელექტრომობილების გამართული ბაზრის შესაქმნელად. ცხადია, რომ მძღოლები შეშფოთებულნი არიან ელექტრო მანქანების მომსახურების ხანგრძლივობითა და ღირებულებით და ამ საკითხების გადაწყვეტის გარეშე არსებობს რისკი, რომ ელექტრომობილების ათვისება  დარჩეს დაბალი.

„ჩვენ მოვუწოდებთ მთავრობას სასწრაფოდ გამოაქვეყნოს სახელმძღვანელო მითითებები ბატარეის მომსახურების სტანდარტიზებული ტესტირების მხარდასაჭერად. ეს არა მხოლოდ წაახალისებს მეორადი ელექტრომობილების

სტატიაზე მუშაობდნენ: ანა ზარნაძე, რუსუდან ციცქიშვილი

წყარო : NEW RESEARCH LEADS TO CALLS FOR EV BATTERY HEALTH CERTIFICATES


წინა პოსტი
ახალი კვლევის მიხედვით, ფრინველთა ფილტვებში მიკროპლასტმასას კვალი აღმოაჩინეს
შემდეგი პოსტი
გზა ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების კომუნიკაციისკენ დიდ ბრიტანეთში

Leave your comment Cancel Reply

(will not be shared)

ბოლო ჩანაწერები

  • Life in a heat dome: The American West is figuring out how to keep cool
  • სიცოცხლე „სიცხის გუმბათის“ პირობებში: როგორ ცდილობს გაგრილებას ამერიკის დასავლეთი
  • ბარსელონაში NO₂-ის დონე მნიშვნელოვნად შემცირდა დაბალი ემისიის ზონის დანერგვის შედეგად
  • Barcelona’s NO₂ levels dramatically reduced by Low Emission Zone
  • Renewable and Low-Carbon Sources Accounted for Over 40% of Global Electricity Production in 2024: Report
Alone
  • Call Us: + 995 551 858 858
  • greenpoleorg@gmail.com
  • Tbilisi , Georgia
Copyright ©2024 GREENPOLE. All Rights Reserved
SearchPostsLogin
სამშაბათი, 29, სექ
Life in a heat dome: The American West is figuring out how to keep cool
სამშაბათი, 29, სექ
სიცოცხლე „სიცხის გუმბათის“ პირობებში: როგორ ცდილობს გაგრილებას ამერიკის დასავლეთი
ოთხშაბათი, 23, სექ
ბარსელონაში NO₂-ის დონე მნიშვნელოვნად შემცირდა დაბალი ემისიის ზონის დანერგვის შედეგად
ოთხშაბათი, 23, სექ
Barcelona’s NO₂ levels dramatically reduced by Low Emission Zone
კვირა, 13, სექ
Renewable and Low-Carbon Sources Accounted for Over 40% of Global Electricity Production in 2024: Report
კვირა, 13, სექ
ანგარიშის მიხედვით, განახლებადი და დაბალნახშირბადოვანი წყაროები 2024 წელს გლობალური ელექტროენერგიის წარმოების 40%-ზე მეტს შეადგენდა

Welcome back,