GreenPole
  • Donate
  • Menu Canvas
    • მთავარი
    • პროექტები
    • სიახლეები
      • საქართველო
      • მსოფლიო
    • შემეცნებითი
    • ჩვენი გუნდი
    • კონტაქტი
    • ქართული
      • English
  • ძებნა
GreenPole
  • მთავარი
  • პროექტები
  • სიახლეები
    • საქართველო
    • მსოფლიო
  • შემეცნებითი
  • ჩვენი გუნდი
  • კონტაქტი
  • ქართული
    • English
  • ძებნა

კლიმატის კუთხით გატარებული ღონისძიებები 50%-ით უფრო ეფექტურია, როდესაც ისინი ჰაერის დაბინძურებასაც მოიცავენ

Homepage მსოფლიო კლიმატის კუთხით გატარებული ღონისძიებები 50%-ით უფრო ეფექტურია, როდესაც ისინი ჰაერის დაბინძურებასაც მოიცავენ
შემეცნებითი, მსოფლიო

კლიმატის კუთხით გატარებული ღონისძიებები 50%-ით უფრო ეფექტურია, როდესაც ისინი ჰაერის დაბინძურებასაც მოიცავენ

იანვარი 9, 2022
By GREENPOLE
0 კომენტარი
248 ნახვა
  • ჰაერის დაბინძურება ყოველწლიურად იწვევს 4,2 მილიონზე მეტი ადამიანის სიკვდილს.
  • ანგარიშის მოკლე მიმოხილვაში ნათქვამია, რომ კლიმატის პოლიტიკის განსაზღვრის დროს ჰაერის დაბინძურების შემცირება საშუალებას იძლევა გაცილებით დიდი დანაზოგი გაკეთდეს ჯანდაცვის, ეკონომიკური პროდუქტიულობის და უთანასწორობის შემცირების  კუთხით.
  • ჰაერის დაბინძურების წინააღმდეგ გასატარებელი ღონისძიებების ჩართვა კლიმატის პოლიტიკის არეალში, ასევე გამორიცხავს არასასურველი შედეგების მიღებას.

 

ჰაერის დაბინძურება ყოველწლიურად იწვევს 4,2 მილიონზე მეტი ადამიანის სიკვდილს – უფრო მეტი, ვიდრე მალარია, ტუბერკულოზი და აივ/შიდსი ერთად აღებული.

ჰაერის ასეთი დაბინძურება ძირითადად გამოწვეულია წიაღისეული საწვავის წვის შედეგად და ამავე დროს, კლიმატის ცვლილებების ერთ-ერთი მთავარი კატალიზატორია.

თუმცა, ანგარიშში ნათქვამია, რომ გადაწყვეტილების მიმღები პირები ხშირად მათზე ცალ-ცალკე რეაგირებენ და არ ითვალისწინებენ იმ სარგებელს, რომელიც ღონისძიებების სინქრონულად გატარებამ შეიძლება მოიტანოს.

ანგარიშის მოკლე მიმოხილვაში ნათქვამია, რომ კლიმატის პოლიტიკის განსაზღვრის დროს  ჰაერის დაბინძურების შემცირება საშუალებას იძლევა გაცილებით დიდი დანაზოგი გაკეთდეს ჯანდაცვის, ეკონომიკური პროდუქტიულობის და უთანასწორობის შემცირების  კუთხით. ეს კი უნდა გახდეს ბიძგი, რადგან ჰაერის დაბინძურებასა და კლიმატის ცვლილებებთან საბრძოლველად უფრო გაბედული, სწრაფი ნაბიჯები გადაიდგას.

ჰაერის დაბინძურების  გათვალისწინებამ, ასევე შეიძლება  გამოიწვიოს მთელი რიგი გადაწყვეტილებების მიღება, რომლებიც გაზრდიან ემისიების შემცირების პოტენციალს 50%-მდე, თუმცა, ამავე დროს, მთლიან ინვესტიციებზე არ ექნება ნეგატიური გავლენა.

მაგალითად, დადგენილია, რომ ევროკავშირის ქვეყნებში წელიწადში 38-40 მილიარდი ევროს დახარჯვა სათბურის გაზების და ასევე, ჰაერის დაბინძურების კონტროლის მიზნით, ჯანდაცვის სფეროში 157 მილიარდ ევრომდე სარგებელს მოიტანს წელიწადში.

ჰაერის დაბინძურების წინააღმდეგ გასატარებელი ღონისძიებების ჩართვა კლიმატის პოლიტიკის არეალში, ასევე გამორიცხავს არასასურველი შედეგების მიღებას, როგორიცაა მაგალითად, ზოგიერთი ქვეყნის პოლიტიკა ბენზინზე მომუშავე ავტომობილები ჩაანაცვლონ დიზელზე  მომუშავე ავტომობილებით C02 გამონაბოლქვის შემცირების იმედით, მაშინ როდესაც რეალურად იზრდება აზოტის ოქსიდის (NOx) დონე.

ჯეინ ბარსტონმა, „Clean Air Fund“ აღმასრულებელმა დირექტორმა განაცხადა: „რა თქმა უნდა, ნახშირბადის შემცირება უმნიშვნელოვანესია, მაგრამ ეს მხოლოდ ერთი ნაწილია იმ ხარჯებისა და სარგებლის ანალიზისა, რომელსაც მთავრობას მოითხოვს. კლიმატის ცვლილება და ჰაერის დაბინძურება ორივე ძირითადად გამოწვეულია წიაღისეული საწვავის წვით, ამიტომ მთავრობებმა უნდა გაითვალისწინონ, რომ მათი ერთმანეთისგან განცალკევება უბრალოდ წყლის ნაყვაა.

თუ-კი შევაჯამებთ რა სარგებლის  მიღება შეიძლება გრძელვადიან პერსპექტივაში, გადაწყვეტილებების მთელ სპექტრს აღმოვაჩენთ, რომლებიც უკეთესია პლანეტისთვის, უკეთესია ჩვენი ჯანმრთელობისთვის და უკეთესია ეკონომიკებისთვის.  ასე რომ, ჰაერის დაბინძურების წინააღმდეგ ბრძოლა ამომრჩეველთა უმეტესობას აინტერესებს.

„ჩვენ არ გვაქვს ამ პრობლემაზე თვალის დახუჭვის უფლება. კლიმატის ცვლილებების წინააღმდეგ გასატარებელი ღონისძიებები შეფერხდა იმ გაუთვალისწინებელი შედეგების გამო, როგორიცაა, მაგალითად, დიზელის მანქანების მსგავსი აზროვნება. ჩვენ გვჭირდება გადაწყვეტილებები, რომლებიც ყველა ცალკეულ წერტილს ერთმანეთთან დააკავშირებს და უკეთეს შედეგებს მოიტანს ყველა ფრონტზე. და ეს შედეგი იქნება უფრო სწრაფი, სამართლიანი და იაფი კლიმატის გადაწყვეტილებები, რომლებიც საწინდარია უფრო ჯანსაღი და განვითარებული საზოგადოების ჩამოყალიბების. ჩვენ არ გვაქვს უფლება სხვა გზით წავიდეთ.

 

სტატიაზე მუშაობდა : მაია ბურდული და სალომე აბუაშვილი

წყარო : airqualitynews.com

ნახვები : 85 1 წუთის საკითხავი

წინა პოსტი
ეკოლოგიის დეპარტამენტი ფართო საზოგადოებას სთხოვს აზრის გამოთქმას წყლის ხარისხზე
შემდეგი პოსტი
ნიუ-ჯერსი ცხოველებზე გამოცდილი კოსმეტიკური საშუალებების გაყიდვას კრძალავს

Leave your comment Cancel Reply

(will not be shared)

ბოლო ჩანაწერები

  • “ჩემი ქალაქი მკლავს“ მოძრაობა, ბოლნისის რაიონის სოფელ გეთაში ჩავიდა
  • ლონდონი და მილანი ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების მიზნით შეკრებას უხელმძღვანელებენ
  • ლონდონში დაწყებულია კამპანია შეშის წვის საფრთხეებზე ცნობიერების ასამაღლებლად
  • ნიუკასლის სუფთა ჰაერის ზონა აქტიურდება
  • აშშ-ის მთავრობა ასთმის საშიშროების გამო გაზის ქურების აკრძალვას განიხილავს
Alone
  • Call Us: + 995 551 858 858
  • greenpoleorg@gmail.com
  • Tbilisi , Georgia
Copyright ©2020 GREENPOLE. All Rights Reserved
SearchPostsLogin
ოთხშაბათი, 22, მარ
“ჩემი ქალაქი მკლავს“ მოძრაობა, ბოლნისის რაიონის სოფელ გეთაში ჩავიდა
ორშაბათი, 20, მარ
ლონდონი და მილანი ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების მიზნით შეკრებას უხელმძღვანელებენ
შაბათი, 11, მარ
ლონდონში დაწყებულია კამპანია შეშის წვის საფრთხეებზე ცნობიერების ასამაღლებლად
კვირა, 26, თებ
ნიუკასლის სუფთა ჰაერის ზონა აქტიურდება
პარასკევი, 24, თებ
აშშ-ის მთავრობა ასთმის საშიშროების გამო გაზის ქურების აკრძალვას განიხილავს
პარასკევი, 24, თებ
გაერთიანებული სამეფოს საზოგადოება უარს ამბობს საზოგადოებაში მოწევაზე, ტრასნპორტის გამონაბოლქვი კი შედარებით მისაღები რჩება

Welcome back,