GreenPole
  • Donate
  • Menu Canvas
    • მთავარი
    • რუკა
    • პროექტები
    • სიახლეები
      • საქართველო
      • მსოფლიო
    • შემეცნებითი
    • ჩვენი გუნდი
    • კონტაქტი
    • ქართულიქართული
  • ძებნა
GreenPole
  • მთავარი
  • ჰაერის ხარისხის რუკა
  • პროექტები
  • სიახლეები
    • საქართველო
    • მსოფლიო
  • შემეცნებითი
  • ანგარიშები
  • კონტაქტი
    • ჩვენი გუნდი
  • ქართული
  • ძებნა

გაუმჯობესებული ჰაერის ხარისხი კავშირშია დემენციის რისკის შემცირებასთან

Homepage მსოფლიო გაუმჯობესებული ჰაერის ხარისხი კავშირშია დემენციის რისკის შემცირებასთან
შემეცნებითი, მსოფლიო

გაუმჯობესებული ჰაერის ხარისხი კავშირშია დემენციის რისკის შემცირებასთან

თებერვალი 15, 2022
By GREENPOLE
0 კომენტარი
918 ნახვა
ნახვები : 145
  • ადგილებმა, სადაც ჰაერის ხარისხი მეტად გაუმჯობესდა, აჩვენა შედარებით მცირე ავადობა დემენციის დიაგნოზით კვლევაში მონაწილე ქალებს შორის
  • კვლევა ფოკუსირდა წვრილი ნაწილაკებისა და აზოტის დიოქსიდის გაზომვაზე – ორი ძალიან გავრცელებული დამაბინძურებელი, რომელიც საგზაო გამონაბოლქვისგან წარმოიქმნება

ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში დაგროვილმა მტკიცებულებებმა აჩვენა, რომ ჰაერის დაბინძურება მნიშვნელოვანი რისკ-ფაქტორია დემენციის განვითარებისთვის სიბერეში. „როდესაც მგრძნობიარე ადამიანები შეისუნთქავენ დაბინძურებულ ჰაერს, ძალიან მცირე ნაწილაკებს შეუძლია, შეაღწიოს ფილტვებსა და ცირკულაციის სისტემაში“, – განუცხადა „The Daily Beast”-ს ჯიუ-ჩიუან ჩენმა, სამხრეთ კალიფორნიის უნივერსიტეტის ნეირომეცნიერმა. „ამ „ტოქსიკურ“ პასუხებს შეუძლია, გამოიწვიოს ჰემატოენცეფალური ბარიერის გაჟონვა და დააზიანოს ტვინი“. ეს სულაც არ განსხვავდება სხვა რისკ-ფაქტორებისგან (მაგალითად მოწევა), რომელსაც შეუძლია, უარყოფითი გავლენა იქონიოს ადამიანის ჯანმრთელობაზე, რაც მას უფრო მოწყვლადს ხდის დეგენერაციული პირობების მიმართ, როგორიცაა დემენცია.

დიდი კითხვის ნიშანი, რომელიც მეცნიერებს ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ჰქონდათ, ეხებოდა შემდეგ საკითხს: იყო თუ არა ჰაერის დაბინძურების გავლენა მუდმივი დემენციის განვითარების რისკზე; ან იყო თუ არა ეს რაღაც, რისი შეცვლაც შეიძლებოდა. „მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ნაშრომების“ კვლევების მიხედვით: რამდენიმე წლის განმავლობაში გაუმჯობესებული ჰაერის ხარისხი დაკავშირებულია ხანდაზმულ ქალებში დემეცნიის რისკის შემცირებასთან.

კვლევები აძლიერებს ეჭვებს, რომ გარე დამაბინძურებლებს შეუძლია, ხელი შეუწყოს ტვინის დაჩქარებულ დაბერებას. მაგრამ, უფრო კრიტიკულად რომ ვთქვათ, ის ასევე აჩვენებს, რომ დაბერება შეიძლება, შენელდეს, თუ ამ დამაბინძურებლების გამოყოფა შემცირდება.

მკვლევრების ჯგუფმა 2008-2018 წლებში აშშ-ში მცხოვრები 74-დან 92 წლამდე კატეგორიის 2,239 ქალის წლიური ფიზიკური და კოგნიტური ჯანმრთელობა შეაფასა. ჩენი და მისი კოლეგები ქალებზე დაკვირვებაზე ფოკუსირდნენ მას შემდეგ, რაც ისინი ნეიროდეგენერაციული დაავადებების არაპროპორციული გავლენის ქვეშ აღმოჩნდნენ, როგორიცაა ალცჰაიმერი, რომელსაც მივყავართ დემენციამდე. ასეთი ქალები გეოგრაფიულად გაფანტულები იყვნენ მთელ ქვეყანაში და არ იყვნენ დემენციით დაავადებული 2008-დან 2012 წლამდე. მკვლევრებმა ეს შეფასებები გარე დაბინძურების ყოველწლიურ საშუალო კონცენტრაციას შეადარეს (1998-დან 2012 წლამდე), რათა განესაზღვრათ, თუ რომელ ადგილებში იყო ჰაერის ხარისხი მისაღებ, ჯანსაღ დონეზე. კვლევა ფოკუსირდა წვრილი ნაწილაკებისა და აზოტის დიოქსიდის გაზომვაზე (ორი ძალიან გავრცელებული დამაბინძურებელი, რომელიც საგზაო გამონაბოლქვისგან წარმოიქმნება).

ამ 10 წლის განმავლობაში 398 ქალს დაუსვეს დემენციის დიაგნოზი. მაგრამ მკვლევრებმა აღმოაჩინეს, რომ ადგილებმა, სადაც ჰაერის ხარისხი მეტად გაუმჯობესდა, აჩვენა შედარებით მცირე ავადობა დემენციის დიაგნოზით კვლევაში მონაწილე ქალებს შორის. ჩენმა განმარტა, რომ ჰაერის დაბინძურების გარემოს დაცვის სააგენტოს (EPA) ამჟამინდელი სტანდარტული ზღვრიდან დაახლოებით 15%-ით შემცირებამ, დემენციის რისკის 20%-ით კლება გამოიწვია.

გარდა ამისა, კავშირი დემენციის დაბალი რისკისა და ჰაერის ხარისხის გაუმჯობესებას შორის მნიშვნელოვნად არ განსხვავდება ასაკის, განათლების, გეოგრაფიისა, ან გულ-სისხლძარღვთა რისკ-ფაქტორების მიხედვით, რაც იმას ნიშნავს, რომ დაბინძურება უფრო დიდ როლს თამაშობს დემენციის განვითარებაზე, ვიდრე ამას ჩვენ ვფიქრობდით.

კვლევა სრულყოფილებისგან შორსაა. დასკვნები სავარაუდოა, რომ ხანდაზმულ მამაკაცებსაც შეესაბამება. გარდა ამისა ზოგიერთი ქალი შესაძლოა, ყოველდღიურ ცხოვრებაში საფრთხის ქვეშ ჰაერის დაბინძურების სრულიად განსხვავებული დონის გამო ყოფილიყო, ვიდრე ამას არსებული ჰაერის ხარისხის შესახებ ზოგადი ინფორმაცია გვთავაზობს. სხვა ფაქტორებს, როგორიცაა მწვანე სივრცეები, შესაძლოა, გავლენა ჰქონოდათ ჰაერის ხარისხზე ლოკალურ დონეზე.

მაგრამ ცოტა მიზეზი არსებობს, რის გამოც მთავარი იდეა შეიძლება, ეჭვქვეშ დადგეს: ადამიანისა და გარემოს ჯანმრთელობის განცალკევება შეუძლებელია.

 

სტატიაზე მუშაობდა : ანუკი კვეკვესკირი

წყარო : www.thedailybeast.com


წინა პოსტი
როგორ დავიცვათ თავი ჰაერის დაბინძურებისგან
შემდეგი პოსტი
ჰაერის ხარისხის ინდექსით დაკა მე-3 ადგილზეა

Leave your comment Cancel Reply

(will not be shared)

ბოლო ჩანაწერები

  • ახალი მათემატიკური მეთოდი, რომელიც განიხილეს უორვიკის უნივერსიტეტში, პირველად იძლევა მარტივ და პროგნოზირებად გზას, რათა გავიგოთ, როგორ მოძრაობენ არასრულყოფილად ფორმირებული ნანო ნაწილაკები ჰაერში.
  • სუფთა ჰაერი შესაძლოა ბავშვების მხედველობას იცავდეს
  • მანჩესტერის ჰაერის დაბინძურების არაეფექტური კამპანიის გამო, სულ უფრო მეტი ბავშვი ხვდება საავადმყოფოში
  • ფაბრიკებიდან გამომდინარე ჰაერის დაბინძურება შეიძლება სასიკვდილო იყოს და საიდუმლოდაც დარჩეს
  • ხილის მიღებამ შესაძლოა ფილტვები ჰაერის დაბინძურებით გამოწვეული დაზიანებისგან დაიცვას
Alone
  • Call Us: + 995 551 858 858
  • greenpoleorg@gmail.com
  • Tbilisi , Georgia
Copyright ©2024 GREENPOLE. All Rights Reserved
SearchPostsLogin
კვირა, 19, აპრ
ახალი მათემატიკური მეთოდი, რომელიც განიხილეს უორვიკის უნივერსიტეტში, პირველად იძლევა მარტივ და პროგნოზირებად გზას, რათა გავიგოთ, როგორ მოძრაობენ არასრულყოფილად ფორმირებული ნანო ნაწილაკები ჰაერში.
სამშაბათი, 31, მარ
სუფთა ჰაერი შესაძლოა ბავშვების მხედველობას იცავდეს
სამშაბათი, 24, მარ
მანჩესტერის ჰაერის დაბინძურების არაეფექტური კამპანიის გამო, სულ უფრო მეტი ბავშვი ხვდება საავადმყოფოში
ხუთშაბათი, 26, თებ
ფაბრიკებიდან გამომდინარე ჰაერის დაბინძურება შეიძლება სასიკვდილო იყოს და საიდუმლოდაც დარჩეს
კვირა, 8, თებ
ხილის მიღებამ შესაძლოა ფილტვები ჰაერის დაბინძურებით გამოწვეული დაზიანებისგან დაიცვას
ორშაბათი, 19, იან
ახალმა კვლევებმა აჩვენა რომ ორსულებისთვის დაბინძურებულ ჰაერთან შემხებლობა დაკავშირებულია ახალშობილთა ტვინის განვითარების შეფერხებასთან.

Welcome back,