GreenPole
  • Donate
  • Menu Canvas
    • მთავარი
    • რუკა
    • პროექტები
    • სიახლეები
      • საქართველო
      • მსოფლიო
    • შემეცნებითი
    • ჩვენი გუნდი
    • კონტაქტი
    • ქართული
  • ძებნა
GreenPole
  • Home
  • AQ Map
  • Projects
  • NEWS
    • Georgia
    • World
  • Discovery
  • Our Team
  • Contact
  • ქართული
  • Search

როგორ დავიცვათ თავი ჰაერის დაბინძურებისგან

Homepage მსოფლიო როგორ დავიცვათ თავი ჰაერის დაბინძურებისგან
შემეცნებითი, მსოფლიო

როგორ დავიცვათ თავი ჰაერის დაბინძურებისგან

თებერვალი 15, 2022
By GREENPOLE
0 კომენტარი
3404 ნახვა
ნახვები : 834

რა არის ჰაერის დაბინძურება? სხვადასხვა მყარი ნაწილაკების და გაზების ნარევი, რომლებიც გარემოში გამოიყოფა დამაბინძურებლების სახით, რაც საზიანოა როგორც ადამიანის ჯანმრთელობისათვის ასევე პლანეტისთვის. ჰაერის დაბინძურების შედეგად წარმოქმნილი რისკების დიაპაზონი ფართოა და შეიძლება მრავალი სერიოზული დაავადებაც კი გამოიწვიოს.

ყველაზე გავრცელებული დამაბინძურებლებია, მაგალითად: კვამლი, ყვავილის მტვერი, მეთანი, ობი და ნახშირორჟანგი. გარდა ამისა, არსებობს მთელი რიგი სხვა დამაბინძურებლები, რომლებიც შეიძლება საზიანო იყოს ადამიანისთვის და პლანეტისთვის. ჰაერის დაბინძურებას იწვევს ავტომობილებიდან გამონაბოლქვი აირები, წიაღისეულ საწვავზე მომუშავე ელექტროსადგურები, სამრეწველო საწარმოების და ქარხნების მიერ წარმოქმნილი ემისიები, ბუნებრივი მოვლენები ან საყოფაცხოვრებო ქმედებები.

ჰაერის ცუდი ხარისხი ადამიანებზე განსაკუთრებით მძიმედ მოქმედებს და ხშირად სიკვდილის მიზეზიც ხდება. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, მსოფლიოში, ჰაერის უხარისხობის გამო, 2016 წელს 4,2 მილიონი ადამიანი ნაადრევი სიკვდილით გარდაიცვალა. ლოგიკურია ვიფიქროთ, რომ ჰაერის დაბინძურება ადამიანის ჯანმრთელობას დიდ საფრთხეს უქმნის. თუმცა, დახურულ სივრცეში წვის შედეგად წარმოქმნილი კვამლი ისეთივე საფრთხის შემცველია იმ სამი მილიარდი ადამიანისთვის, რომლებიც ბიომასას, ნავთს და ნახშირს იყენებენ ყოველდღიურ ცხოვრებაში, იქნება ეს სახლის გათბობა თუ საჭმლის მომზადება. ინდოეთში, მოსახლეობის 65.53 პროცენტი სოფლად ცხოვრობს და, შესაბამისად, აქტიურად მოიხმარს საწვავის ამ სახეობებს.

 

ჯანმოს მიხედვით, მსოფლიოში ჰაერის დაბინძურება იწვევს შემდეგს:

29 პროცენტი ფილტვის კიბოთი გამოწვეული სიკვდილიანობა;

17 პროცენტი მწვავე რესპირატორული ინფექციით გამოწვეული სიკვდილიანობა და თანმდევი დაავადებები;

24 პროცენტი ინსულტით გამოწვეული სიკვდილიანობა;

25 პროცენტი გულის იშემიური დაავადებებით გამოწვეული სიკვდილიანობა და თანმდევი დაავადებები.

43 პროცენტი ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადებით გამოწვეული სიკვდილიანობა.

ჟურნალ ‘Chemical and Engineering’-ში გამოქვეყნებულ უახლეს კვლევაში აღნიშნულია, მკვლევარების მიერ დადგენილი კავშირი ჰაერის დაბინძურებასა და დემენციას, აუტიზმსა და რამდენიმე სხვა ნევროლოგიურ დარღვევას შორის. დღესდღეობით, ჰაერის დაბინძურება იქცა ჩვენი ცხოვრების უმთავრეს ფაქტად. ამასთან, როგორც ბავშვებში, ასევე მოზრდილებში, ჰაერის დაბინძურების მოკლე და გრძელვადიანმა ზემოქმედებამ შეიძლება გამოიწვიოს ფილტვების ფუნქციონირების შესუსტება, რესპირატორული ინფექცია და მწვავე ასთმა. დაბინძურებული ჰაერი განსაკუთრებით სახიფათოა ორსული ქალებისთვის, ვინაიდან  შეიძლება გავლენა იქონიოს ნაყოფის  წონაზე, გამოიწვიოს ნაადრევი მშობიარობა და ა.შ.

ამიტომ, უნდა გვესმოდეს, თუ როგორ უნდა დავიცვათ თავი დაბინძურებული ჰაერის მავნე ზემოქმედებისგან და შესაბამისი ზომები მივიღოთ:

ყოველდღიურად, სახლიდან გასვლამდე,  შეამოწმეთ ჰაერის დაბინძურების დონე ამინდის პროგნოზის მეშვეობით;

როდესაც დაბინძურების დონე მაღალია, მოერიდეთ გარეთ ვარჯიშს და ფეხით სიარულს;

ჩვენს გარშემო შეიძლება არსებობდეს ადგილები გადატვირთული მოძრაობით, შესაბამისად თავი უნდა აარიდოთ მსგავს ადგილებში ვარჯიშს და ფეხით სიარულს;

მოერიდეთ სახლში ისეთი ენერგიის წყაროების გამოყენებას, რომლებიც ჰაერის დაბინძურებას იწვევენ. ამის ნაცვლად შეიძლება გამოყენებულ იქნას ენერგიის განახლებადი წყაროები. ეს ხელს შეუწყობს ჰაერის ხარისხის გაუმჯობესებას და სათბური გაზების ემისიების შემცირებას.

ფეხით ხშირი სიარული, ველოსიპედის გამოყენება, საზოგადოებრივი ტრანსპორტით სარგებლობა ან ტრასპორტის გაზიარება მნიშვნელოვნად ამცირებს ავტომობილებიდან გამონაბოლქვი მავნე აირების დონეს.

არ დაწვათ ხეები ან ნაგავი, ის წარმოქმნის ჭვარტლს, რომელის საზიანოა ჯანმრთელობისთვის.

თავი აარიდეთ შენობის შიგნით სიგარეტის მოწევას.

ჩვენს ირგვლივ ჰაერის ხარისხის გაუმჯობესება დადებითად აისახება ადამიანის ჯამრთელობაზე და ასევე შეამცირებს გარემოზე მავნე ზემოქმედებას. ყოველდღიურ ცხოვრებაში რამდენიმე ცვლილების შეტანაც კი უკეთესი ჰაერით სუნთქვის საშუალებას მოგვცემს.

 

სტატიაზე მუშაობდა : მაია ბურდული

წყარო : www.indiatvnews.com

 

აღნიშნული სტატია შექმნილია ევროკავშირის მხარდაჭერით. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია ორგანიზაცია „ჩემი ქალაქი მკლავს“ და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს ევროკავშირის შეხედულებებს

This article has been produced with the assistance of the European Union. Its contents are the sole responsibility of  the organization “My City Kills” and do not necessarily reflect the views of the European Union.


წინა პოსტი
ახლა უკვე, ველით დაბინძურების სერტიფიკატების შემოწმებას ბენზინგასამართ სადგურებზე დელიში
შემდეგი პოსტი
გაუმჯობესებული ჰაერის ხარისხი კავშირშია დემენციის რისკის შემცირებასთან

Leave your comment Cancel Reply

(will not be shared)

ბოლო ჩანაწერები

  • Renewable and Low-Carbon Sources Accounted for Over 40% of Global Electricity Production in 2024: Report
  • ანგარიშის მიხედვით, განახლებადი და დაბალნახშირბადოვანი წყაროები 2024 წელს გლობალური ელექტროენერგიის წარმოების 40%-ზე მეტს შეადგენდა
  • მსოფლიო მძლეოსნობის ფედერაცია აფართოებს ინიციატივას „სირბილი სუფთა ჰაერისთვის“
  • კვადრატული მილი ამცირებს გამონაბოლქვს, რადგან ქალაქი სუფთა ნულოვანი მომავლისკენ ისწრაფვის
  • ელექტრომობილის შეძენის განხილვისას, ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი გარემოზე ზრუნვის საკითხია
Alone
  • Call Us: + 995 551 858 858
  • greenpoleorg@gmail.com
  • Tbilisi , Georgia
Copyright ©2024 GREENPOLE. All Rights Reserved
SearchPostsLogin
კვირა, 13, სექ
Renewable and Low-Carbon Sources Accounted for Over 40% of Global Electricity Production in 2024: Report
კვირა, 13, სექ
ანგარიშის მიხედვით, განახლებადი და დაბალნახშირბადოვანი წყაროები 2024 წელს გლობალური ელექტროენერგიის წარმოების 40%-ზე მეტს შეადგენდა
კვირა, 9, აგვ
მსოფლიო მძლეოსნობის ფედერაცია აფართოებს ინიციატივას „სირბილი სუფთა ჰაერისთვის“
ოთხშაბათი, 27, მაი
კვადრატული მილი ამცირებს გამონაბოლქვს, რადგან ქალაქი სუფთა ნულოვანი მომავლისკენ ისწრაფვის
სამშაბათი, 26, მაი
ელექტრომობილის შეძენის განხილვისას, ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი გარემოზე ზრუნვის საკითხია
პარასკევი, 1, მაი
დაბალი ემისიის ზონამ გლაზგოში ჰაერის დაბინძურება მესამედით შეამცირა

Welcome back,