GreenPole
  • Donate
  • Menu Canvas
    • მთავარი
    • რუკა
    • პროექტები
    • სიახლეები
      • საქართველო
      • მსოფლიო
    • შემეცნებითი
    • ჩვენი გუნდი
    • კონტაქტი
    • ქართულიქართული
  • ძებნა
GreenPole
  • მთავარი
  • ჰაერის ხარისხის რუკა
  • პროექტები
  • სიახლეები
    • საქართველო
    • მსოფლიო
  • შემეცნებითი
  • ანგარიშები
  • კონტაქტი
    • ჩვენი გუნდი
  • ქართული
  • ძებნა

ახლა უკვე, ველით დაბინძურების სერტიფიკატების შემოწმებას ბენზინგასამართ სადგურებზე დელიში

Homepage მსოფლიო ახლა უკვე, ველით დაბინძურების სერტიფიკატების შემოწმებას ბენზინგასამართ სადგურებზე დელიში
მსოფლიო

ახლა უკვე, ველით დაბინძურების სერტიფიკატების შემოწმებას ბენზინგასამართ სადგურებზე დელიში

თებერვალი 15, 2022
By GREENPOLE
0 კომენტარი
501 ნახვა
ნახვები : 45
  • მოქმედი PUCC-ის არარსებობა აუცილებლად ჯარიმას არ იწვევს, რადგან მძღოლებს საშუალება ექნებათ ახალი სერტიფიკატის მისაღებად დაბინძურებაზე შემოწმება ადგილზევე გაიარონ.
  • დედაქალაქის დაბინძურების ძირითად მიზეზს მანქანის გამონაბოლქვი შეადგენს.
  • მათ, ვინც დაბინძურების ტესტის გავლაზე უარს იტყვის ან ადგილიდან გაიქცევა, 10 000 ინდური რუპის ოდენობის ჯარიმა დაეკისრება.

 

მძღოლები მზად უნდა იყვნენ, რომ საწვავის ჩასხმისას შეიძლება ავტომობილის გარემოს დაბინძურების კონტროლის სერთიფიკატი (PUCC) მოსთხოვონ, რადგან ტრანსპორტის სახელმწიფო დეპარტამენტი ავტოტრანსპორტის შესახებ რეგულაციების დასაცავად მთელი ქალაქის მასშტაბით ბენზინგასამართ სადგურებზე ბრიგადების განთავსებას აპირებს.

თუმცა, მოქმედი PUCC-ის არარსებობა აუცილებლად ჯარიმას არ იწვევს, რადგან მძღოლებს საშუალება ექნებათ ახალი სერტიფიკატის მისაღებად დაბინძურებაზე შემოწმება ადგილზევე გაიარონ.

ინიციატივა ემთხვევა პარასკევიდან დელი-NCR-ში ჰაერის დაბინძურების შესამცირებლად ეტაპობრივი რეაგირების მოქმედების გეგმის (Graded Response Action Plan (Grap)) დაწყებას.

დედაქალაქის დაბინძურების ძირითად მიზეზს მანქანის გამონაბოლქვი შეადგენს.

„აქამდე ბრიგადები მთავარ გზებზე იყვნენ განლაგებულნი და  მანქანებს მოძრავი ტრაფიკიდან აჩერებდნენ, მეტ წილად, შემთხვევითი წესით. მაგრამ ახლა მათ გასამართ სადგურებზე განვალაგებთ, სადაც მანქანები და მოტოციკლეტები მუდმივად დადიან საწვავის შესავსებად,” – თქვა აშიშ კუნდრამ, დელის ტრანსპორტის კომისარმა და დასძინა, რომ 56 ბრიგადა განლაგდება გასამართ სადგურებში და მათ გარშემო.

”ჩვენი ბრიგადები წერტილოვან შემოწმებებს ჩაატარებენ და მძღოლებს მანქანების ტესტირებასა და ახალი PUCC-ის აღებაში დაეხმარებიან. ამ აქციის ჩატარებაში კარგი ისაა, რომ ჩვენი PUCC ცენტრების უმეტესობა მხოლოდ საწვავის სადგურებზეა განლაგებული. მაგრამ, ეს არ ნიშნავს, რომ დამრღვევები არ დაისჯებიან. ვინც ახალი სერტიფიკატის მისაღებად თავისი ავტომობილის ტესტირებაზე უარს იტყვის, დაჯარიმდება MV აქტის შესაბამისად,“ – დასძინა მან.

ოფიციალური პირების განცხადებით, მათ, ვინც დაბინძურების ტესტის გავლაზე უარს იტყვის ან ადგილიდან გაიქცევა,   10 000 ინდური რუპის ოდენობის ჯარიმა დაეკისრება.

HT-ში განხილული სამთავრობო ჩანაწერების თანახმად, დელიში, სახელმწიფო ტრანსპორტის დეპარტამენტში, ამჟამად თითქმის 1,4 მილიონი მანქანაა რეგისტრირებული მოქმედი PUCC-ის გარეშე. მოქმედი PUCC-ის არქონა ექვემებარება ჯარიმას 10 000 ინდური რუპის ოდენობით, ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთას ან ორივეს ერთად.

ტრანსპორტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებული მონაცემებით, ბოლო ორი კვირის განმავლობაში (1-14 ოქტომბერი) სახელმწიფო ტრანსპორტის დეპარტამენტმა გასცა 353 139 PUCC. დეპარტამენტმა სექტემბერში გასცა 544 186 PUCC. დელიში დაახლოებით 1000 PUCC ცენტრია.

SB დოპაკ კუმარმა, ტრანსპორტის სპეციალურმა კომისარმა, განაცხადა, რომ მხოლოდ ბოლო ოთხი დღის განმავლობაში დეპარტამენტმა ქალაქში გასცა 140 000 სერთიფიკატი. „გარდა ამისა, ჩვენ მოვახერხეთ მოქმედი PUCC-ის არმქონი მანქანების რაოდენობის შემცირება 1,8 მილიონიდან დაახლოებით 1,4 მილიონამდე სულ რაღაც ორ კვირაში. ჩვენ, ასევე, ვააქტიურებთ მოძრაობას ავტომობილის მფლობელებისთვის ელექტრონული შეტყობინებების გაგზავნით. მხოლოდ ამ თვეში მინიმუმ 2,5 მილიონი ელექტრონული შეტყობინება გავუგზავნეთ ასეთი მანქანების მფლობელებს. შეტყობინება შეიცავს გაფრთხილებასაც, რომ ავტომობილის მართვა მოქმედი PUCC-ის გარეშე დასჯადი დანაშაულია“, – თქვა მან.

მოქმედი PUCC-ის გარეშე მანქანებისთვის გაცემული კვიტანციების რაოდენობა ამ თვეში, სექტემბერთან შედარებით, დაახლოებით 200%-ით გაიზარდა.

1-დან 12 ოქტომბრამდე PUCC-ის გარეშე მოძრაობისთვის სულ 2 670 მძღოლი დაჯარიმდა, ხოლო მთელი სექტემბრის განმავლობაში იმავე სამართალდარღვევისთვის გაცემულია 2 375 კვიტანცია, შედარებისთვის.

PUCC ცენტრების მიმართ, რომლებიც სერთიფიკატებს გაუმართავი სერვერების გამო ვერ გასცემენ, მძღოლების პრეტენზიების შესახებ კითხვაზე მან თქვა, რომ პროგრამული უზრუნველყოფა მუშავდება აპლიკაციების ყოველდღიური გამტარუნარიანობის გაზრდის მიზნით.

„აგვისტოში ყოველდღიურად მხოლოდ 3000-მდე PUCC გაიცემოდა. ახლა, ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში, ეს რიცხვი გაზრდილია დღეში 41 000-მდე. ასე რომ, სერვერებზე დატვირთვა 10-ჯერაა გაზრდილი. მაგრამ ჩვენ ყველა პრობლემას ვასწორებთ“, – განაცხადა მან.

 

სტატიაზე მუშაობდა : ნატალია სლეპაკოვა

წყარო : www.hindustantimes.com


წინა პოსტი
ხის დამწვრობა იწვევს ქალაქის სიმსივნის გაზრდილი რისკის ჰაერის დაბინძურების თითქმის ნახევარს
შემდეგი პოსტი
როგორ დავიცვათ თავი ჰაერის დაბინძურებისგან

Leave your comment Cancel Reply

(will not be shared)

ბოლო ჩანაწერები

  • ახალი მათემატიკური მეთოდი, რომელიც განიხილეს უორვიკის უნივერსიტეტში, პირველად იძლევა მარტივ და პროგნოზირებად გზას, რათა გავიგოთ, როგორ მოძრაობენ არასრულყოფილად ფორმირებული ნანო ნაწილაკები ჰაერში.
  • სუფთა ჰაერი შესაძლოა ბავშვების მხედველობას იცავდეს
  • მანჩესტერის ჰაერის დაბინძურების არაეფექტური კამპანიის გამო, სულ უფრო მეტი ბავშვი ხვდება საავადმყოფოში
  • ფაბრიკებიდან გამომდინარე ჰაერის დაბინძურება შეიძლება სასიკვდილო იყოს და საიდუმლოდაც დარჩეს
  • ხილის მიღებამ შესაძლოა ფილტვები ჰაერის დაბინძურებით გამოწვეული დაზიანებისგან დაიცვას
Alone
  • Call Us: + 995 551 858 858
  • greenpoleorg@gmail.com
  • Tbilisi , Georgia
Copyright ©2024 GREENPOLE. All Rights Reserved
SearchPostsLogin
კვირა, 19, აპრ
ახალი მათემატიკური მეთოდი, რომელიც განიხილეს უორვიკის უნივერსიტეტში, პირველად იძლევა მარტივ და პროგნოზირებად გზას, რათა გავიგოთ, როგორ მოძრაობენ არასრულყოფილად ფორმირებული ნანო ნაწილაკები ჰაერში.
სამშაბათი, 31, მარ
სუფთა ჰაერი შესაძლოა ბავშვების მხედველობას იცავდეს
სამშაბათი, 24, მარ
მანჩესტერის ჰაერის დაბინძურების არაეფექტური კამპანიის გამო, სულ უფრო მეტი ბავშვი ხვდება საავადმყოფოში
ხუთშაბათი, 26, თებ
ფაბრიკებიდან გამომდინარე ჰაერის დაბინძურება შეიძლება სასიკვდილო იყოს და საიდუმლოდაც დარჩეს
კვირა, 8, თებ
ხილის მიღებამ შესაძლოა ფილტვები ჰაერის დაბინძურებით გამოწვეული დაზიანებისგან დაიცვას
ორშაბათი, 19, იან
ახალმა კვლევებმა აჩვენა რომ ორსულებისთვის დაბინძურებულ ჰაერთან შემხებლობა დაკავშირებულია ახალშობილთა ტვინის განვითარების შეფერხებასთან.

Welcome back,