GreenPole
  • Donate
  • Menu Canvas
    • მთავარი
    • რუკა
    • პროექტები
    • სიახლეები
      • საქართველო
      • მსოფლიო
    • შემეცნებითი
    • ჩვენი გუნდი
    • კონტაქტი
    • ქართული
  • ძებნა
GreenPole
  • Home
  • AQ Map
  • Projects
  • NEWS
    • Georgia
    • World
  • Discovery
  • Our Team
  • Contact
  • ქართული
  • Search

ჰაერის ხარისხის ინდექსით დაკა მე-3 ადგილზეა

Homepage მსოფლიო ჰაერის ხარისხის ინდექსით დაკა მე-3 ადგილზეა
მსოფლიო

ჰაერის ხარისხის ინდექსით დაკა მე-3 ადგილზეა

თებერვალი 15, 2022
By GREENPOLE
0 კომენტარი
732 ნახვა
ნახვები : 153

ორშაბათს, 13:00 საათზე,ბანგლადეშის დედაქალაქმა, დაკამ, ჰაერის ხარისხის ინდექსით (AQI) მესამე ადგილი დაიკავა, 206 ქულით, რაც მიუთითებს იმაზე, რომ ჰაერის ხარისხი იყო “ზედმეტად არაჯანსაღი”.

ამავე პერიოდში, პირველი და მეორე ადგილი დაიკავა ინდოეთში დელიმ, ხოლო პაკისტანში ლაჰორმა, 285 და 255 ქულებით.

AQI  ინდექსი ყოველდღიური ჰაერის ხარისხის შესატყობინებლად გამოიყენება სამთავრობო უწყებების მიერ, რათა აცნობონ ხალხს, რამდენად სუფთა ან დაბინძურებულია ამა თუ იმ ქალაქის ჰაერი და რა ზემოქმედება შეიძლება ჰქონდეს მას ჯანმრთელობაზე.

ბანგლადეშში AQI ეფუძნება ხუთ კრიტერიუმს – ნაწილაკებს (PM10 და PM2.5), NO2, CO, SO2 და ოზონს.

დაკა დიდი ხანია ებრძვის ჰაერის დაბინძურების საკითხს. მისი ჰაერის ხარისხი არაჯანსაღია ზამთარში და უმჯობესდება მუსონის დროს.

გარემოს დაცვის დეპარტამენტისა (DoE) და მსოფლიო ბანკის (WB) 2019 წლის მარტის მოხსენებაში ნათქვამია, რომ დაკაში ჰაერის დაბინძურების სამი ძირითადი წყარო არის: აგურის ღუმელები, მანქანების გამონაბოლქვი და მტვერი სამშენებლო უბნებიდან.

ზამთრის დადგომასთან ერთად  ქალაქის ჰაერის ხარისხი მკვეთრად უარესდება დამაბინძურებელი ნაწილაკების მასიური გამონადენის გამო სამშენებლო სამუშაოებიდან, დანგრეული გზებიდან, აგურის ღუმელებიდან და სხვა წყაროებიდან.

ჰაერის დაბინძურება მსოფლიოში მუდმივად  ტოპ ადგილს იკავებს სიკვდილისა და ინვალიდობის გამომწვევ რისკ-ფაქტორებს შორის. მრავალი გამოკვლევის შედეგად, დაბინძურებული ჰაერის ჩასუნთქვა დიდი ხანია აღიარებულია, რომ ზრდის გულის დაავადებების, ქრონიკული რესპირატორული დაავადებების, ფილტვის ინფექციებისა და კიბოს განვითარების რისკებს.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) მონაცემებით, ჰაერის დაბინძურება ყოველწლიურად კლავს, დაახლოებით, შვიდ მილიონ ადამიანს, მთელ მსოფლიოში. ძირითადად ინსულტის, გულის დაავადებების, ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადების, ფილტვის კიბოსა და მწვავე რესპირატორული ინფექციების გამო.

 

სტატიაზე მუშაობდა : ლიზი ფირცხალაიშვილი

წყარო : www.tbsnews.net


წინა პოსტი
გაუმჯობესებული ჰაერის ხარისხი კავშირშია დემენციის რისკის შემცირებასთან
შემდეგი პოსტი
შესაძლებელია თუ არა, დაჯარიმდეთ ავტომობილის ხილული გამონაბოლქვის გამო?

Leave your comment Cancel Reply

(will not be shared)

ბოლო ჩანაწერები

  • რა არის კომპოსტირება და რატომ არის ის გარემოსთვის სასარგებლო?
  • COP16: გაეროს მოლაპარაკებები დასრულდა იმ ქვეყნებით, რომლებიც მხარს უჭერენ წელიწადში 200 მილიარდ დოლარს ბიომრავალფეროვნების კონსერვაციის გეგმას
  • როგორ ებრძვიან ქალაქები „სითბოს კუნძულის ეფექტს“
  • Life in a heat dome: The American West is figuring out how to keep cool
  • სიცოცხლე „სიცხის გუმბათის“ პირობებში: როგორ ცდილობს გაგრილებას ამერიკის დასავლეთი
Alone
  • Call Us: + 995 551 858 858
  • greenpoleorg@gmail.com
  • Tbilisi , Georgia
Copyright ©2024 GREENPOLE. All Rights Reserved
SearchPostsLogin
ხუთშაბათი, 5, ნოე
რა არის კომპოსტირება და რატომ არის ის გარემოსთვის სასარგებლო?
კვირა, 1, ნოე
COP16: გაეროს მოლაპარაკებები დასრულდა იმ ქვეყნებით, რომლებიც მხარს უჭერენ წელიწადში 200 მილიარდ დოლარს ბიომრავალფეროვნების კონსერვაციის გეგმას
შაბათი, 17, ოქტ
როგორ ებრძვიან ქალაქები „სითბოს კუნძულის ეფექტს“
სამშაბათი, 29, სექ
Life in a heat dome: The American West is figuring out how to keep cool
სამშაბათი, 29, სექ
სიცოცხლე „სიცხის გუმბათის“ პირობებში: როგორ ცდილობს გაგრილებას ამერიკის დასავლეთი
ოთხშაბათი, 23, სექ
ბარსელონაში NO₂-ის დონე მნიშვნელოვნად შემცირდა დაბალი ემისიის ზონის დანერგვის შედეგად

Welcome back,