GreenPole
  • Donate
  • Menu Canvas
    • მთავარი
    • რუკა
    • პროექტები
    • სიახლეები
      • საქართველო
      • მსოფლიო
    • შემეცნებითი
    • ჩვენი გუნდი
    • კონტაქტი
    • ქართულიქართული
  • ძებნა
GreenPole
  • მთავარი
  • ჰაერის ხარისხის რუკა
  • პროექტები
  • სიახლეები
    • საქართველო
    • მსოფლიო
  • შემეცნებითი
  • ანგარიშები
  • კონტაქტი
    • ჩვენი გუნდი
  • ქართული
  • ძებნა

შესაძლებელია თუ არა, დაჯარიმდეთ ავტომობილის ხილული გამონაბოლქვის გამო?

Homepage მსოფლიო შესაძლებელია თუ არა, დაჯარიმდეთ ავტომობილის ხილული გამონაბოლქვის გამო?
შემეცნებითი, მსოფლიო

შესაძლებელია თუ არა, დაჯარიმდეთ ავტომობილის ხილული გამონაბოლქვის გამო?

თებერვალი 16, 2022
By GREENPOLE
0 კომენტარი
670 ნახვა
ნახვები : 230
  • თუ თქვენი ავტომობილიდან, ან კომერციული ტრანსპორტიდან გამონაბოლქვი 10 წამზე მეტ ხანს იფრქვევა, აშშ-ის კანონმდებლობის მიხედვით 400$-ით, სხვა შემთხვევაში კი 319$-ით დაჯარიმდებით.
  • აღმოსავლეთ გვირაბ M5-ში ავტომობილიდან ხილული გამონაბოლქვის გამოყოფისთვის შესაძლოა 2000 დოლარის ოდენობით დაჯარიმდეთ. მესამე დაჯარიმება ავტომატურად გულისხმობს როგორც ფულად კომპენსაციას, ასევე ავტოტრანსპორტის რეგისტრაციის შეწყვეტას სამი თვით.

 

დამაბინძურებელი ნივთიერებები და გამონაბოლქვი აირები ჯანმრთელობისთვის უმთავრეს პრობლემას წარმოადგენს, სწორედ ამიტომ, NSW-ის (ახალი სამხრეთ უელსი) გარემოს დაცვის სააგენტო, ისევე, როგორც სხვა სააგენტოები, ცდილობენ გაუმართავი ავტომობილებიდან გამოყოფილი დამაბინძურებელი ნივთიერებების რაოდენობა შეამცირონ.

თუ თქვენი ავტომობილიდან, ან კომერციული ტრანსპორტიდან გამონაბოლქვი 10 წამზე მეტ ხანს იფრქვევა, აშშ-ის კანონმდებლობის მიხედვით 400$-ით, სხვა შემთხვევაში კი 319$-ით დაჯარიმდებით. თუმცა სხვადასხვა ადგილას ჯარიმა შესაძლოა მეტიც იყოს და მავნე ნივთიერების გამოყოფისთვის 3 საჯარიმო ქულაც მიიღოთ.

აღმოსავლეთ გვირაბ M5-ში (სადაც შესაბამისი კამერები და სენსორებია დამონტაჟებული) ავტომობილიდან ხილული გამონაბოლქვის გამოყოფისთვის შესაძლოა 2000 დოლარის ოდენობით დაჯარიმდეთ. მესამე დაჯარიმება ავტომატურად გულისხმობს როგორც  ფულად კომპენსაციას, ასევე ავტოტრანსპორტის რეგისტრაციის შეწყვეტას სამი თვით. ამ მიზეზით არაერთ კომპანიას საკმაოდ სოლიდური თანხის გადახდა მოუწია.

გარემოსდაცვითი სააგენტოს მიერ, 1997 წელს მიღებული კანონის თანახმად, გამონაბოლქვის გამომყოფ ტრანსპორტად მიჩნეულია ისეთი ავტომანქანა, რომელიც ჰაერში დასაშვებზე მეტ მინარევს აფრქვევს, თუ:

  1. ძრავის მუშაობისას გამოყოფილი გამონაბოლქვი კონკრეტული ავტომობილის კლასისთვის დადგენილ ნორმასა და კონცენტრაციას (ან ამ ორიდან ერთს მაინც) აღემატება.
  1. დადგენილი წესის მიხედვით ავტოტრანსპორტის შემოწმებისას ჰაერში მინარევების გადაჭარბებული რაოდენობა გამოიყოფა, რაც ტესტირებისას კონკრეტული ავტომობილის კლასისთვის დადგენილ რეგლამენტს აღემატება.

ამ მხრივ მნიშვნელოვანია 1970 წლიდან ამოქმედებული პროგრამა smoky vehicle, რომლის მეშვეობითაც გაუმართავ ავტოტრანსპორტზე ყოველთვიურად 1000-მდე შეტყობინება ფიქსირდება.

ავტომობილიდან გამონაბოლქვის გამოყოფის დიაგნოსტირება

 

დიზელის ძრავიანი ავტომობილები

ძველი, დიზელის ძრავიანი ავტოსატრანსპორტო საშუალება გამოყოფს მეტად შესამჩნევ გამონაბოლქვს, თუმცა 10 წამიანი დროითი შეზღუდვა პრობლემის იდენტიფიკაციისა და აღმოფხვრის საშუალებას იძლევა.

თეთრი გამონაბოლქვი მიუთითებს, რომ საწვავის წვა არ ხდება – ყურადღება მიაქციეთ დაბალ კომპრესორს, საწვავის მიწოდების სისტემის ფუნქციონირებასა და დროს.

ცისფერი კვამლი ძრავის ზეთის დგუშებში მოხვედრითა და მათ წვითაა გამოწვეული – ყურადღება მიაქციეთ ზეთის დონეს, რათა ის დასაშვებ ნორმაზე მაღალი არ იყოს. გარდა ამისა, გამონაბოლქვი შესაძლოა გამოიწვიოს დგუშების, ლუქები, სარქველებისა და დამჭერი რგოლების ცვეთამ.

შავი და ნაცრისფერი გამონაბოლქვი საწვავის არასრული წვითაა გამოწვეული, თუმც დიზელის ძრავიანი ავტომობილის უმეტესობა სიჩქარის მატების დროს გამონაბოლქვს გამოყოფს. ყოველივე ამის გამომწვევი მიზეზი შესაძლოა ჰაერის ფილტრის, საწვავის მიწოდების სისტემისა და დროის გაუმართაობა, ძრავის გადახურება იყოს.

 

ბენზინის ძრავიანი ავტომობილები

ბენზინზე მომუშავე გამართული ავტომობილი ხილულ გამონაბოლქვს არ უნდა აფრქვევდეს, თუ ის ორ ცილინდრიან, ან შედარებით ძველ, როტორულ ძრავიან მოდელს არ წარმოადგენს.

როგორც დიზელის ძრავის შემთხვევაში, ცისფერი კვამლი ზეთის წვაზე მიუთითებს. პრობლემის აღმოსაფხვრელად შეამოწმეთ ძრავის ზეთის დონე, ძრავის ცვეთისა და ტურბო წნევის ბეჭდები.

ბენზინის ძრავაზე მომუშავე ავტომობილის სიჩქარის მატების დროს შესაძლოა მცირე დოზით შავი ან ნაცრისფერი გამონაბოლქვი გამოიყოს, თუმცა არა დიდი რაოდენობით. დამაბინძურებელი ნივთიერების ძლიერი გამოყოფა გამოწვეულია ჰაერის ფილტრის, კოლექტორის დაბლოკვით; გარდა ამისა, მიზეზი შესაძლოა საწვავის გამოტყორცნა, კარბიურატორის ან გამონაბოლქვის სისტემის გაუმართაობა იყოს.

 

სტატიაზე მუშაობდა : ლიზი უგულავა

წყარო : www.driverknowledgetests.com

 

აღნიშნული სტატია შექმნილია ევროკავშირის მხარდაჭერით. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია ორგანიზაცია „ჩემი ქალაქი მკლავს“ და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს ევროკავშირის შეხედულებებს

This article has been produced with the assistance of the European Union. Its contents are the sole responsibility of  the organization “My City Kills” and do not necessarily reflect the views of the European Union.


წინა პოსტი
ჰაერის ხარისხის ინდექსით დაკა მე-3 ადგილზეა
შემდეგი პოსტი
მიკროპლასტმასების მიღებამ შეიძლება ნაწლავის ანთებითი დაავადება გამოიწვიოს

Leave your comment Cancel Reply

(will not be shared)

ბოლო ჩანაწერები

  • ახალი მათემატიკური მეთოდი, რომელიც განიხილეს უორვიკის უნივერსიტეტში, პირველად იძლევა მარტივ და პროგნოზირებად გზას, რათა გავიგოთ, როგორ მოძრაობენ არასრულყოფილად ფორმირებული ნანო ნაწილაკები ჰაერში.
  • სუფთა ჰაერი შესაძლოა ბავშვების მხედველობას იცავდეს
  • მანჩესტერის ჰაერის დაბინძურების არაეფექტური კამპანიის გამო, სულ უფრო მეტი ბავშვი ხვდება საავადმყოფოში
  • ფაბრიკებიდან გამომდინარე ჰაერის დაბინძურება შეიძლება სასიკვდილო იყოს და საიდუმლოდაც დარჩეს
  • ხილის მიღებამ შესაძლოა ფილტვები ჰაერის დაბინძურებით გამოწვეული დაზიანებისგან დაიცვას
Alone
  • Call Us: + 995 551 858 858
  • greenpoleorg@gmail.com
  • Tbilisi , Georgia
Copyright ©2024 GREENPOLE. All Rights Reserved
SearchPostsLogin
კვირა, 19, აპრ
ახალი მათემატიკური მეთოდი, რომელიც განიხილეს უორვიკის უნივერსიტეტში, პირველად იძლევა მარტივ და პროგნოზირებად გზას, რათა გავიგოთ, როგორ მოძრაობენ არასრულყოფილად ფორმირებული ნანო ნაწილაკები ჰაერში.
სამშაბათი, 31, მარ
სუფთა ჰაერი შესაძლოა ბავშვების მხედველობას იცავდეს
სამშაბათი, 24, მარ
მანჩესტერის ჰაერის დაბინძურების არაეფექტური კამპანიის გამო, სულ უფრო მეტი ბავშვი ხვდება საავადმყოფოში
ხუთშაბათი, 26, თებ
ფაბრიკებიდან გამომდინარე ჰაერის დაბინძურება შეიძლება სასიკვდილო იყოს და საიდუმლოდაც დარჩეს
კვირა, 8, თებ
ხილის მიღებამ შესაძლოა ფილტვები ჰაერის დაბინძურებით გამოწვეული დაზიანებისგან დაიცვას
ორშაბათი, 19, იან
ახალმა კვლევებმა აჩვენა რომ ორსულებისთვის დაბინძურებულ ჰაერთან შემხებლობა დაკავშირებულია ახალშობილთა ტვინის განვითარების შეფერხებასთან.

Welcome back,