GreenPole
  • Donate
  • Menu Canvas
    • მთავარი
    • რუკა
    • პროექტები
    • სიახლეები
      • საქართველო
      • მსოფლიო
    • შემეცნებითი
    • ჩვენი გუნდი
    • კონტაქტი
    • ქართული
  • ძებნა
GreenPole
  • Home
  • AQ Map
  • Projects
  • NEWS
    • Georgia
    • World
  • Discovery
  • Our Team
  • Contact
  • ქართული
  • Search

მიკროპლასტმასების მიღებამ შეიძლება ნაწლავის ანთებითი დაავადება გამოიწვიოს

Homepage შემეცნებითი მიკროპლასტმასების მიღებამ შეიძლება ნაწლავის ანთებითი დაავადება გამოიწვიოს
შემეცნებითი

მიკროპლასტმასების მიღებამ შეიძლება ნაწლავის ანთებითი დაავადება გამოიწვიოს

თებერვალი 16, 2022
By GREENPOLE
1 კომენტარი
861 ნახვა
ნახვები : 93

Ø არსებობს დადებითი კორელაცია ფეკალური მიკროპლასტმასის კონცენტრაციასა და IBD-ის სიმძიმეს შორის

Ø გარემოში ნაპოვნმა მიკროპლასტმასის კონცენტრაციამ შეიძლება უჯრედების სიკვდილი გამოიწვიოს

მიკროპლასტმასის მიღება შეიძლება ნაწლავის ანთებით დაავადებასთან იყოს კავშირში.

ახალმა კვლევამ აჩვენა, რომ ადამიანებს, რომელთაც აწუხებთ ნაწლავის ანთებითი დაავადება (IBD) აქვთ უფრო მეტი მიკროპლასტმასი განავალში, ვიდრე მათ, ვისაც არ აქვს.

„ჩვენ წარმოგიდგენთ მტკიცებულებებს, რომლებიც მიუთითებენ იმაზე, რომ არსებობს დადებითი კორელაცია ფეკალური მიკროპლასტმასის კონცენტრაციასა და IBD-ის სიმძიმეს შორის“, – წერენ კვლევის ავტორები.

მიკროპლასტმასის ექსპოზიციისა და IBD-ის (რომელიც მოიცავს კრონის დაავადებასა და წყლულოვან კოლიტს) შემთხვევები იზრდება. მეცნიერებმა აღმოაჩინეს მიკროპლასტმასი სასმელ წყალში, სუფრის მარილსა და ზღვის პროდუქტებში და არის შანსი, რომ ადამიანებმა წელიწადში 39 000-დან 52 000 მიკროპლასტმასის ნაწილაკი მიირთვან.

მკვლევრებმა ჯერ კიდევ არ იციან, რამდენად საშიშია ეს ადამიანის ჯანმრთელობისთვის, მაგრამ მზარდი მტკიცებულებები გვაფიქრებინებს, რომ პლასტმასის ჭამა არ არის კარგი. მაგალითად, ბოლო დროინდელმა კვლევამ აღმოაჩინა მტკიცებულება, რომ გარემოში ნაპოვნმა მიკროპლასტმასის კონცენტრაციამ შეიძლება უჯრედების სიკვდილი გამოიწვიოს. არსებობს მტკიცებულება, რომ მიკროპლასტმასს შეუძლია ცხოველებში გამოიწვიოს ნაწლავის ანთება, ნაწლავის მიკრობიომის რღვევა და სხვა პრობლემები, ამიტომ ჩინეთის ნანჯინგის უნივერსიტეტის მკვლევრებს სურდათ გაეგოთ, მართალი იყო თუ არა იგივე ადამიანებისთვის.

ამის გასარკვევად, მათ აიღეს განავლის ნიმუშები 50 ჯანმრთელი ადამიანისა და 52 IBD-ით დაავადებული ადამიანისგან, რომლებიც ჩინეთის სხვადასხვა ნაწილში ცხოვრობდნენ. მათ აღმოაჩინეს, რომ IBD-ის მქონე ადამიანებს 1,5-ით მეტი მიკროპლასტმასი ჰქონდათ თითო გრამ განავალზე, ვიდრე ჯანმრთელ ადამიანებს. გარდა ამისა, უფრო მძიმე IBD-ის მქონე ადამიანებს ნიმუშებში მეტი მიკროპლასტმასი აღმოაჩნდათ.

”დადებითი კორელაცია ფეკალურ მიკროპლასტმასებსა და IBD სტატუსს შორის გვაფიქრებინებს, რომ მიკროპლასტმასის ექსპოზიცია შეიძლება დაკავშირებული იყოს დაავადების პროცესთან, ან შეიძლება IBD აძლიერებს მიკროპლასტმასის შეკავებას”, წერენ კვლევის ავტორები.

კვლევაში მონაწილე პირებისთვის კვების ჩვევების გამოკითხვით დაადგინეს, თუ როგორ შეიძლება მოხვდეს მიკროპლასტმასები ადამიანებში. მონაწილეები, რომლებიც აცხადებდნენ, რომ სვამდნენ ჩამოსხმულ წყალს, მიირთმევნენ წასაღებ (ე.წ. Takeout) საჭმელებს და შეხება უწევდათ მტვერთან, უფრო მეტად ჰქონდათ მიკროპლასტმასი განავლის ნიმუშებში. პლასტმასის ყველაზე გავრცელებული სახეობები იყო პოლიეთილენის ტერეფტალატი (PET), რომელიც გამოიყენება ბოთლებისა და საკვების კონტეინერებისთვის და პოლიამიდი (PA), რომელიც გამოიყენება საკვების შესაფუთად და ქსოვილებისთვის.

კვლევის ავტორებიც და სხვა მეცნიერებიც თანხმდებიან, რომ მეტი კვლევაა საჭირო, სანამ დაზუსტებით გვეცოდინება, მიკროპლასტმასის ზემოქმედება იწვევს თუ არა, ან აუარესებს თუ არა IBD-ს, მაგრამ ეს კვლევა მაინც მნიშვნელოვანი წინსვლაა საზოგადოებრივი ჯანმრთელობის  მზარდი პრობლემის გასაგებად.

„ეს კვლევა გვაძლევს მტკიცებულებას, რომ ჩვენ ნამდვილად ვიღებთ მიკროპლასტმასებს“, განაცხადა ევანგელოს დანოპულოსმა. ”ეს არის მნიშვნელოვანი კვლევა, რადგან ის ადამიანზე მოქმედ ექსპოზიციებზე მტკიცებულებების ბაზას აფართოვებს. საჭიროა მეტი მონაცემი შესაძლო დამაბნეველი ფაქტორების შესახებ, რათა დადგინდეს მიზეზობრივი კავშირი ადამიანის ჯანმრთელობის კონკრეტულ მდგომარეობებთან. ”

 

სტატიაზე მუშაობდა : შოთა ციმაკურიძე და ვალერი გელოვანი

წყარო : www.ecowatch.com


წინა პოსტი
შესაძლებელია თუ არა, დაჯარიმდეთ ავტომობილის ხილული გამონაბოლქვის გამო?
შემდეგი პოსტი
ტყის ხანძრების მიერ გამოწვეულმა ჰაერის დაბინძურებამ გადაწონა აშშ-ის „სუფთა ჰაერის“ მიღწევები

1 reply added

  1. elisebevan20525 მაისი 12, 2024 პასუხი

    Hi there this is kind of of off topic but I was wondering if blogs use WYSIWYG editors or if you have to manually code with HTML. I’m starting a blog soon but have no coding know-how so I wanted to get guidance from someone with experience. Any help would be enormously appreciated!

Leave your comment Cancel Reply

(will not be shared)

ბოლო ჩანაწერები

  • Life in a heat dome: The American West is figuring out how to keep cool
  • სიცოცხლე „სიცხის გუმბათის“ პირობებში: როგორ ცდილობს გაგრილებას ამერიკის დასავლეთი
  • ბარსელონაში NO₂-ის დონე მნიშვნელოვნად შემცირდა დაბალი ემისიის ზონის დანერგვის შედეგად
  • Barcelona’s NO₂ levels dramatically reduced by Low Emission Zone
  • Renewable and Low-Carbon Sources Accounted for Over 40% of Global Electricity Production in 2024: Report
Alone
  • Call Us: + 995 551 858 858
  • greenpoleorg@gmail.com
  • Tbilisi , Georgia
Copyright ©2024 GREENPOLE. All Rights Reserved
SearchPostsLogin
სამშაბათი, 29, სექ
Life in a heat dome: The American West is figuring out how to keep cool
სამშაბათი, 29, სექ
სიცოცხლე „სიცხის გუმბათის“ პირობებში: როგორ ცდილობს გაგრილებას ამერიკის დასავლეთი
ოთხშაბათი, 23, სექ
ბარსელონაში NO₂-ის დონე მნიშვნელოვნად შემცირდა დაბალი ემისიის ზონის დანერგვის შედეგად
ოთხშაბათი, 23, სექ
Barcelona’s NO₂ levels dramatically reduced by Low Emission Zone
კვირა, 13, სექ
Renewable and Low-Carbon Sources Accounted for Over 40% of Global Electricity Production in 2024: Report
კვირა, 13, სექ
ანგარიშის მიხედვით, განახლებადი და დაბალნახშირბადოვანი წყაროები 2024 წელს გლობალური ელექტროენერგიის წარმოების 40%-ზე მეტს შეადგენდა

Welcome back,