GreenPole
  • Donate
  • Menu Canvas
    • მთავარი
    • რუკა
    • პროექტები
    • სიახლეები
      • საქართველო
      • მსოფლიო
    • შემეცნებითი
    • ჩვენი გუნდი
    • კონტაქტი
    • ქართული
  • ძებნა
GreenPole
  • Home
  • AQ Map
  • Projects
  • NEWS
    • Georgia
    • World
  • Discovery
  • Our Team
  • Contact
  • ქართული
  • Search

ტყის ხანძრების მიერ გამოწვეულმა ჰაერის დაბინძურებამ გადაწონა აშშ-ის „სუფთა ჰაერის“ მიღწევები

Homepage მსოფლიო ტყის ხანძრების მიერ გამოწვეულმა ჰაერის დაბინძურებამ გადაწონა აშშ-ის „სუფთა ჰაერის“ მიღწევები
მსოფლიო

ტყის ხანძრების მიერ გამოწვეულმა ჰაერის დაბინძურებამ გადაწონა აშშ-ის „სუფთა ჰაერის“ მიღწევები

თებერვალი 19, 2022
By GREENPOLE
0 კომენტარი
630 ნახვა
ნახვები : 41

ვაშინგტონის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჩატარებული ახალი კვლევის თანახმად, გაზრდილია ტყის ხანძრებისგან გამოწვეული ჰაერის დაბინძურება და უფრო მეტ ხანს გრძელდება.

მკვლევრებმა დაადგინეს, რომ მოსახლეობაზე წლიური ზემოქმედება გაიზარდა დაახლოებით დღეში 25 მილიონ ადამიანამდე _ ეს მაჩვენებელი ითვლის როგორც დაზარალებულთა რაოდენობას, ისე დაზარალების ხანგრძლივობას ანუ დღეების რაოდენობას.

კვლევის თანაავტორმა, WSU-ის ასისტენტ-პროფესორმა დიფთი სინგმა თქვა: „ჩვენს ხელთ არსებულ მაჩვენებლებზე დაყრდნობით, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ამ რეგიონში არსებული უფრო ცხელი და მშრალი პირობების გამო გველის ტყის ხანძრების აქტივობის მატება და მძლავრი სიცხის უფრო ფართოდ გავრცელება, რაც იმას ნიშნავს, რომ მომავალში უნდა ველოდოთ ამ მდგომარეობების გახშირებას“.

ვაშინგტონის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჩატარებული ახალი კვლევის თანახმად, გაზრდილია ტყის ხანძრებისგან გამოწვეული ჰაერის დაბინძურება და უფრო მეტ ხანს გრძელდება.

მკვლევრები დააკვირდნენ 2002-2020 წლებში დასავლეთის შტატებსა და კანადაში არსებული ჰაერის ხარისხის სამეთვალყურეო სადგურების შეგროვილ ყველა მონაცემს. მათ ეს მონაცემები NASA-ს მიერ მიწოდებულ ტყის ხანძრების ინფორმაციასთან შეაჯერეს.

მკვლევრებმა დაადგინეს, რომ მოსახლეობაზე წლიური ზემოქმედება გაიზარდა დაახლოებით დღეში 25 მილიონ ადამიანამდე _ ეს მაჩვენებელი ითვლის როგორც დაზარალებულთა რაოდენობას, ისე დაზარალების ხანგრძლივობას ანუ დღეების რაოდენობას.

ეს ნიშნავს, რომ გაზრდილია არა მხოლოდ ჰაერის დაბინძურების შემთხვევათა სიხშირე, არამედ მათი ხანგრძლივობაცა და  გეოგრაფიული არეალიც.

მკვლევრები გვაფრთხილებენ, რომ ტყის ხანძრებმა იმდენად გააფუჭა საქმე, რომ ამან გამოიწვია აშშ-ის „სუფთა ჰაერის აქტის“ მრავალი მიღწევის უკუქცევა.

პოტენციურად შესაძლებელია ამ მოვლენების შემცირება ტემპერატურის ზრდის შენელების ძალისხმევით და, ასევე, ხანძრების უკეთესი მართვით, როგორიცაა „გეგმიური დაწვა“. ამასთანავე, მკვლევრები გვირჩევენ, ჰაერის დაბინძურების ამგვარ მოვლენებს ისე მივუდგეთ, როგორც მძლავრ თოვლიან ქარბუქს ან სიცხის ტალღებს, რა დროსაც დავრწმუნდებით, რომ ადამიანებს აქვთ ჰაერის ხარისხის ფილტრებით აღჭურვილი თავშესაფრები, სადაც ისინი ჰაერის დაბინძურების შემთხვევაში თავს შეაფარებენ. ისინი ასევე გვირჩევენ ისეთ კანონების მიღებას, რომელიც მინიმუმამდე დაიყვანს დაბინძურებული ჰაერის ზემოქმედებას იმ ადამიანებზე, რომლებიც უმეტესად გარეთ მუშაობენ.

კვლევის თანაავტორმა, WSU-ის ასისტენტ-პროფესორმა დიფთი სინგმა თქვა: „ჩვენს ხელთ არსებულ მაჩვენებლებზე დაყრდნობით, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ამ რეგიონში არსებული უფრო ცხელი და მშრალი პირობების გამო გველის ტყის ხანძრების აქტივობის მატება და მძლავრი სიცხის უფრო ფართოდ გავრცელება, რაც იმას ნიშნავს, რომ მომავალში უნდა ველოდოთ ამ მდგომარეობების გახშირებას“.

„უაღრესად მნიშვნელოვანია ამ მოვლენებისათვის მომზადება. უნდა დავფიქრდეთ, თუ ვინ დაზარალდება, რა შესაძლებლობები არსებობს ამ ზემოქმედების მინიმუმამდე დასაყვანად  და როგორ შეგვიძლია ყველაზე მოწყვლადი ადამიანების დაცვა“.

”თუ მართლაც ასეთი დიდი რეგიონია დაზარალებული ამ ჰაერის დაბინძურებით, ეს ნამდვილად ამცირებს იმ ადგილების რიცხვს, სადაც ადამიანებს ამ მდგომარეობებისგან თავის დასაღწევად გაქცევა შეეძლებათ” – თქვა მან. „შეიძლება, ასობით კილომეტრი იმგზავრო და მაინც ვერ იპოვო უკეთესი ხარისხის ჰაერი“.

 

სტატიაზე მუშაობდა : ქეთო გობრონიძე და მეგი რუსია

წყარო : airqualitynews.com


წინა პოსტი
მიკროპლასტმასების მიღებამ შეიძლება ნაწლავის ანთებითი დაავადება გამოიწვიოს
შემდეგი პოსტი
ჰაერის დაბინძურებამ 2019 წელს დამატებით 1,8 მილიონი ადამიანის გარდაცვალებას შეუწყო ხელი

Leave your comment Cancel Reply

(will not be shared)

ბოლო ჩანაწერები

  • Renewable and Low-Carbon Sources Accounted for Over 40% of Global Electricity Production in 2024: Report
  • ანგარიშის მიხედვით, განახლებადი და დაბალნახშირბადოვანი წყაროები 2024 წელს გლობალური ელექტროენერგიის წარმოების 40%-ზე მეტს შეადგენდა
  • მსოფლიო მძლეოსნობის ფედერაცია აფართოებს ინიციატივას „სირბილი სუფთა ჰაერისთვის“
  • კვადრატული მილი ამცირებს გამონაბოლქვს, რადგან ქალაქი სუფთა ნულოვანი მომავლისკენ ისწრაფვის
  • ელექტრომობილის შეძენის განხილვისას, ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი გარემოზე ზრუნვის საკითხია
Alone
  • Call Us: + 995 551 858 858
  • greenpoleorg@gmail.com
  • Tbilisi , Georgia
Copyright ©2024 GREENPOLE. All Rights Reserved
SearchPostsLogin
კვირა, 13, სექ
Renewable and Low-Carbon Sources Accounted for Over 40% of Global Electricity Production in 2024: Report
კვირა, 13, სექ
ანგარიშის მიხედვით, განახლებადი და დაბალნახშირბადოვანი წყაროები 2024 წელს გლობალური ელექტროენერგიის წარმოების 40%-ზე მეტს შეადგენდა
კვირა, 9, აგვ
მსოფლიო მძლეოსნობის ფედერაცია აფართოებს ინიციატივას „სირბილი სუფთა ჰაერისთვის“
ოთხშაბათი, 27, მაი
კვადრატული მილი ამცირებს გამონაბოლქვს, რადგან ქალაქი სუფთა ნულოვანი მომავლისკენ ისწრაფვის
სამშაბათი, 26, მაი
ელექტრომობილის შეძენის განხილვისას, ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი გარემოზე ზრუნვის საკითხია
პარასკევი, 1, მაი
დაბალი ემისიის ზონამ გლაზგოში ჰაერის დაბინძურება მესამედით შეამცირა

Welcome back,