GreenPole
  • Donate
  • Menu Canvas
    • მთავარი
    • რუკა
    • პროექტები
    • სიახლეები
      • საქართველო
      • მსოფლიო
    • შემეცნებითი
    • ჩვენი გუნდი
    • კონტაქტი
    • ქართულიქართული
  • ძებნა
GreenPole
  • მთავარი
  • ჰაერის ხარისხის რუკა
  • პროექტები
  • სიახლეები
    • საქართველო
    • მსოფლიო
  • შემეცნებითი
  • ანგარიშები
  • კონტაქტი
    • ჩვენი გუნდი
  • ქართული
  • ძებნა

ჰაერის დაბინძურებამ 2019 წელს დამატებით 1,8 მილიონი ადამიანის გარდაცვალებას შეუწყო ხელი

Homepage მსოფლიო ჰაერის დაბინძურებამ 2019 წელს დამატებით 1,8 მილიონი ადამიანის გარდაცვალებას შეუწყო ხელი
შემეცნებითი, მსოფლიო

ჰაერის დაბინძურებამ 2019 წელს დამატებით 1,8 მილიონი ადამიანის გარდაცვალებას შეუწყო ხელი

თებერვალი 19, 2022
By GREENPOLE
0 კომენტარი
610 ნახვა
ნახვები : 75
  • 2019 წელს მსოფლიოში ბავშვებში ასთმის, თითქმის, ორ მილიონ შემთხვევას უკავშირებენ NO2-ით დაბინძურების იმ დონეს, რომელიც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) 2005 წლიდან მიღებულ ზედა ზღვარს აღემატება.
  • ამჟამად 2,5 მილიარდი ადამიანი ცხოვრობს ისეთ ადგილებში, სადაც ჰაერში წვრილი ნაწილაკების ჯანმრთელობისთვის საშიში დონეა.
  • ჰაერის დაბინძურება საზიანოა, რადგან „ის ნამდვილად უტევს ჩვენი სხეულის ყველა ორგანოს და ღრმად შედის ჩვენს ფილტვებში“.

ახალი კვლევის თანახმად, მთელი მსოფლიოს მასშტაბით 2019 წელს ჰაერის დაბინძურება ურბანულ რაიონებში 1,8 მილიონი სიკვდილის მიზეზი გახდა.

აშშ-ში მეცნიერთა ორი კვლევა (ორივე გამოქვეყნდა The Lancet Planetary Health-ში) აზოტის დიოქსიდისა (NO2) და წვრილი ნაწილაკების დაბინძურების ეფექტებს შეისწავლიდა.

2019 წელს მსოფლიოში ბავშვებში ასთმის, თითქმის, ორ მილიონ შემთხვევას უკავშირებენ NO2-ით დაბინძურების იმ დონეს, რომელიც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) 2005 წლიდან მიღებულ ზედა ზღვარს აღემატება.

მოდელირებამ, ასევე, აჩვენა, რომ ამჟამად 2,5 მილიარდი ადამიანი ცხოვრობს ისეთ ადგილებში, სადაც ჰაერში წვრილი ნაწილაკების ჯანმრთელობისთვის საშიში დონეა.

როზამუნდ კისი-დებრას ქალიშვილი ელა 2013 წელს გარდაიცვალა ასთმის ფატალური შეტევის შემდეგ.

წინა სამი წლის განმავლობაში იგი, თითქმის, 30-ჯერ ეწვია საავადმყოფოს, აწუხებდა კრუნჩხვებიც.

გამოძიებამ ელას გარდაცვალების მიზეზად ჰაერის დაბინძურება დაასახელა.

ქალბატონმა კისი-დებრამ განუცხადა Sky News-ს: ”მისი ცხოვრების ხარისხი მას შემდეგ, რაც ასთმა დაემართა, აღარასდროს ყოფილა იგივე და ყოველ ჯერზე, როცა ჰაერის დაბინძურება მატულობდა, ის საავადმყოფოში ხვდებოდა. მას მეშვიდე დაბადების დღემდე სამი თვით ადრე ძლიერი ხველა დაეწყო. იგი დაიბადა ზუსტად South Circular-ის გვერდით და სწორედ აქ იყო მისი ბოლო ამოსუნთქვაც. ელა მთელი ცხოვრების განმავლობაში დაბინძურებულ ჰაერს სუნთქავდა.”

ქალბატონი კისი-დებრა ამბობს, რომ მთავრობებსა და მსოფლიო ლიდერებს აქვთ „მოვალეობა, იზრუნონ“ თავიანთ მოქალაქეებზე და რომ „მათ უნდა დაიწყონ მოქმედება ახლავე“.

მისი თქმით, „აბსოლუტურად შოკისმომგვრელი და დამღუპველია“, როცა კიდევ ერთხელ კითხულობ ინფორმაციას ჰაერის დაბინძურებით გამოწვეული სიკვდილიანობის შესახებ.

დოქტორმა ოდრი დე ნაზელმა, ლონდონის საიმპერატორო კოლეჯის გარემოსდაცვითი პოლიტიკის ცენტრის თანადირექტორმა, Sky News-ს განუცხადა, რომ ჰაერის დაბინძურება საზიანოა, რადგან „ის ნამდვილად უტევს ჩვენი სხეულის ყველა ორგანოს, ღრმად შედის ჩვენს ფილტვებში, ზოგიერთ შემთხვევაში ძალიან კარგადაც. ნაწილაკები შედის სისხლში და გავლენას ახდენს, თითქმის, ყველაფერზე.”

მისი თქმით, სასიცოცხლო მნიშვნელობისაა, “ჩვენ ნამდვილად გარდავქმნათ ჩვენი ქალაქები ისე, რომ ადვილი იყოს ფეხით ან საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობა”, ავტომობილის მართვა ერთ-ერთი ყველაზე პრობლემური ფაქტორია.

დოქტორმა დე ნაზელმა დასძინა: ”ჩვენ ყველა უნდა ჩავერთოთ და ავამოქმედოთ ჩვენი პოლიტიკოსები, რადგან ეს არის ის, რაც შეცვლის ყველაფერს.”

მთავრობის სპიკერმა განაცხადა: „ჰაერის დაბინძურება მნიშვნელოვნად შემცირდა 2010 წლიდან – ეროვნულ დონეზე წვრილი ნაწილაკების ემისია 11%-ით შემცირდა, ხოლო აზოტის ოქსიდების ემისიები ყველაზე დაბალ დონეზეა ჩანაწერების დაწყების შემდეგ, მაგრამ ჩვენ ვიცით, რომ გასაკეთებელი ჯერ კიდევ ბევრია.”

სტატიაზე მუშაობდა : შოთა ციმაკურიძე და ნატალი ბზიკაძე

წყარო : news.sky.com


წინა პოსტი
ტყის ხანძრების მიერ გამოწვეულმა ჰაერის დაბინძურებამ გადაწონა აშშ-ის „სუფთა ჰაერის“ მიღწევები
შემდეგი პოსტი
მარტივ რეგულაციებს გამონაბოლქვით გამოწვეული სიკვდილიანობის დონის შემცირება შეუძლიათ

Leave your comment Cancel Reply

(will not be shared)

ბოლო ჩანაწერები

  • ახალი მათემატიკური მეთოდი, რომელიც განიხილეს უორვიკის უნივერსიტეტში, პირველად იძლევა მარტივ და პროგნოზირებად გზას, რათა გავიგოთ, როგორ მოძრაობენ არასრულყოფილად ფორმირებული ნანო ნაწილაკები ჰაერში.
  • სუფთა ჰაერი შესაძლოა ბავშვების მხედველობას იცავდეს
  • მანჩესტერის ჰაერის დაბინძურების არაეფექტური კამპანიის გამო, სულ უფრო მეტი ბავშვი ხვდება საავადმყოფოში
  • ფაბრიკებიდან გამომდინარე ჰაერის დაბინძურება შეიძლება სასიკვდილო იყოს და საიდუმლოდაც დარჩეს
  • ხილის მიღებამ შესაძლოა ფილტვები ჰაერის დაბინძურებით გამოწვეული დაზიანებისგან დაიცვას
Alone
  • Call Us: + 995 551 858 858
  • greenpoleorg@gmail.com
  • Tbilisi , Georgia
Copyright ©2024 GREENPOLE. All Rights Reserved
SearchPostsLogin
კვირა, 19, აპრ
ახალი მათემატიკური მეთოდი, რომელიც განიხილეს უორვიკის უნივერსიტეტში, პირველად იძლევა მარტივ და პროგნოზირებად გზას, რათა გავიგოთ, როგორ მოძრაობენ არასრულყოფილად ფორმირებული ნანო ნაწილაკები ჰაერში.
სამშაბათი, 31, მარ
სუფთა ჰაერი შესაძლოა ბავშვების მხედველობას იცავდეს
სამშაბათი, 24, მარ
მანჩესტერის ჰაერის დაბინძურების არაეფექტური კამპანიის გამო, სულ უფრო მეტი ბავშვი ხვდება საავადმყოფოში
ხუთშაბათი, 26, თებ
ფაბრიკებიდან გამომდინარე ჰაერის დაბინძურება შეიძლება სასიკვდილო იყოს და საიდუმლოდაც დარჩეს
კვირა, 8, თებ
ხილის მიღებამ შესაძლოა ფილტვები ჰაერის დაბინძურებით გამოწვეული დაზიანებისგან დაიცვას
ორშაბათი, 19, იან
ახალმა კვლევებმა აჩვენა რომ ორსულებისთვის დაბინძურებულ ჰაერთან შემხებლობა დაკავშირებულია ახალშობილთა ტვინის განვითარების შეფერხებასთან.

Welcome back,