GreenPole
  • Donate
  • Menu Canvas
    • მთავარი
    • რუკა
    • პროექტები
    • სიახლეები
      • საქართველო
      • მსოფლიო
    • შემეცნებითი
    • ჩვენი გუნდი
    • კონტაქტი
    • ქართულიქართული
  • ძებნა
GreenPole
  • მთავარი
  • ჰაერის ხარისხის რუკა
  • პროექტები
  • სიახლეები
    • საქართველო
    • მსოფლიო
  • შემეცნებითი
  • ანგარიშები
  • კონტაქტი
    • ჩვენი გუნდი
  • ქართული
  • ძებნა

მარტივ რეგულაციებს გამონაბოლქვით გამოწვეული სიკვდილიანობის დონის შემცირება შეუძლიათ

Homepage მსოფლიო მარტივ რეგულაციებს გამონაბოლქვით გამოწვეული სიკვდილიანობის დონის შემცირება შეუძლიათ
შემეცნებითი, მსოფლიო

მარტივ რეგულაციებს გამონაბოლქვით გამოწვეული სიკვდილიანობის დონის შემცირება შეუძლიათ

თებერვალი 20, 2022
By GREENPOLE
0 კომენტარი
810 ნახვა
ნახვები : 70
  • მცირე ნაწილაკები დედამიწის მოსახლეობის უდიდესი ნაწილის ჯანმრთელობაზე ნეგატიურად მოქმედებენ.
  • ამის შეცვლა მარტივი რეგულაციებით შესაძლებელია, რაც შემდგომ 30 წელიწადში ჰაერის დაბინძურების დონეს 67% შეამცირებს და სიკვდილიანობის დონეც დაიწევს.
  • ეს კი ეკონომიკას დაახ. 8.7 მილიარდიან მოგებას მიუტანს.
  • ამჟამად საფრანგეთის ქ. გრენობლში პროექტი ხორციელდება, რომელმაც ეს თეზა უნდა დაამტკიცოს.

 

მხოლოდ საფრანგეთში ყოველწლიურად მცირე ნაწილაკების ზემოქმედების შედეგად დაახ. 40.000-ზე მეტი ადამიანი იღუპება. ამ ნაწილაკების დიამეტრი 2.5 მიკრომეტრია და ადამიანის თმაზე 30-ჯერ უფრო წვრილია. სიკვდილიანობის გარდა ამ სიტუაციით გამოწვეული ეკონომიკური ზარალი დაახ. 100 მილიარდი ევროს ოდენობით განისაზღვრება. ეს მონაცემები ცხადყოფს რომ ამ პრობლემის მოგვარება პრიორიტეტულია.

პროექტი MobilAir, რომელსაც სათავეში ინტრადისციპლინარული გუნდი უდგას CNRS, INSERM, INRAE, ალპების გრენობლის უნივერსიტეტიდან (UGA) და Atmo Auvergne-Rhône-Alpes-დან სწორედ ამ მავნე ნაწილაკების მოძრაობის შემცირების გზებს ეძებს ქალაქების მჭიდროდ დასახლებულ რაიონებში. პროექტის პირველი მიზანია ქ. გრენობლში 2016-2030 წლებში ჰაერის დაბინძურებით გამოწვეული სიკვდილიანობის 67% შემცირება.

ქალაქის ორი სექტორი მთვარ დაკვირვების ობიექტებად აირჩიეს, რადგან მათში საქალაქო ტრანსპორტის გამონაბოლქვისა და შეშით გათბობის გამო ჰაერში მცირე ნაწილაკების რაოდენობა განსაკუთრებით მაღალია. შესაბამისად მოსახლეობას ჩაუნაცვლებენ ძველი შეშის გამათბობლებს უახლესი – ხის გრანულებზე მომუშავე – გამათბობლებით და ასევე შესთავაზებენ კერძო საავტომობილო ტრანსპორტის მოძრაობის შემცირება 36%. ამ ზომების ერთობლიობამ პოზიტიური შედეგები უნდა გამოიღოს.

საავტომობილო გზებით სარგებლობის შემცირების სქემები კარგახანია არსებობენ, მაგრამ არაერთმნიშვნელოვან რეაქციას იწვევენ. მაგალითად მანჩერტერში, ბრიტანეთში, ახალი სუფთა ჰაერის ზონის შემოღების შესახებ ინფორმაციის დაანონსებამ, რომელიც ამავე წლის მაისში უნდა მოხდეს, სერიოზული დებატები გამოიწვია ეკონომიკისთვისა და კერძო პირებისთვის დამატებითი ხარჯების გამო.

ამიტომაც მნიშვნელოვანია აღინიშნოს რომ MobilAir-ის პროექტმა გამოავლინა ადამიანების სანდო და მრავალმხრივი ფინანსური მხარდაჭერის აუცილებლობა, რათა მათ ახალ რეგულაციებთან უმტკივნეულო ადაპტაცია შეძლონ. მაგალითად ახალი ინფრასტუქტურა, საჯარო ტრანსპორტის „მწვანე“ სისტემები და ველობილიკებიც დამატებით ინვესტიციებს საჭიროებენ.

ხარჯების მიუხედავად ეს სისტემა გრძელვადიან პერსპექტივაში ბევრ პოზიტიურ შედეგს მოგვცემს: ჰაერში მცირე ნაწილაკების რაოდენობის შემცირებისა და სიკვდილიანობის კლების გარდა მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობაც, რადგან ხალხი ისეთი სატრანსპორტო ისარგებლებს, როგორიცაა ველოსიპედი და ფეხითაც მეტს ივლის. გარდა ამისა კვლევები ადასტურებენ რომ პროექტის განხორციელების შედეგად მიღებული სუფთა მოგება 2016-2045 წ.წ.-ებში 8.7 მილიარდ ევროს შეადგენს, რაც 629 ევროა ყოველ მოქალაქეზე.

 

სტატიაზე მუშაობდა : ლილიან მეტრეველი

წყარო : airqualitynews.com


წინა პოსტი
ჰაერის დაბინძურებამ 2019 წელს დამატებით 1,8 მილიონი ადამიანის გარდაცვალებას შეუწყო ხელი
შემდეგი პოსტი
საფრანგეთის პირენეებში ზღვის დონიდან 2878 მეტრის სიმაღლეზე აღმოაჩინეს მიკროპლასტიკები აფრიკიდან და ჩრდილოეთ ამერიკიდან

Leave your comment Cancel Reply

(will not be shared)

ბოლო ჩანაწერები

  • ახალი მათემატიკური მეთოდი, რომელიც განიხილეს უორვიკის უნივერსიტეტში, პირველად იძლევა მარტივ და პროგნოზირებად გზას, რათა გავიგოთ, როგორ მოძრაობენ არასრულყოფილად ფორმირებული ნანო ნაწილაკები ჰაერში.
  • სუფთა ჰაერი შესაძლოა ბავშვების მხედველობას იცავდეს
  • მანჩესტერის ჰაერის დაბინძურების არაეფექტური კამპანიის გამო, სულ უფრო მეტი ბავშვი ხვდება საავადმყოფოში
  • ფაბრიკებიდან გამომდინარე ჰაერის დაბინძურება შეიძლება სასიკვდილო იყოს და საიდუმლოდაც დარჩეს
  • ხილის მიღებამ შესაძლოა ფილტვები ჰაერის დაბინძურებით გამოწვეული დაზიანებისგან დაიცვას
Alone
  • Call Us: + 995 551 858 858
  • greenpoleorg@gmail.com
  • Tbilisi , Georgia
Copyright ©2024 GREENPOLE. All Rights Reserved
SearchPostsLogin
კვირა, 19, აპრ
ახალი მათემატიკური მეთოდი, რომელიც განიხილეს უორვიკის უნივერსიტეტში, პირველად იძლევა მარტივ და პროგნოზირებად გზას, რათა გავიგოთ, როგორ მოძრაობენ არასრულყოფილად ფორმირებული ნანო ნაწილაკები ჰაერში.
სამშაბათი, 31, მარ
სუფთა ჰაერი შესაძლოა ბავშვების მხედველობას იცავდეს
სამშაბათი, 24, მარ
მანჩესტერის ჰაერის დაბინძურების არაეფექტური კამპანიის გამო, სულ უფრო მეტი ბავშვი ხვდება საავადმყოფოში
ხუთშაბათი, 26, თებ
ფაბრიკებიდან გამომდინარე ჰაერის დაბინძურება შეიძლება სასიკვდილო იყოს და საიდუმლოდაც დარჩეს
კვირა, 8, თებ
ხილის მიღებამ შესაძლოა ფილტვები ჰაერის დაბინძურებით გამოწვეული დაზიანებისგან დაიცვას
ორშაბათი, 19, იან
ახალმა კვლევებმა აჩვენა რომ ორსულებისთვის დაბინძურებულ ჰაერთან შემხებლობა დაკავშირებულია ახალშობილთა ტვინის განვითარების შეფერხებასთან.

Welcome back,