GreenPole
  • Donate
  • Menu Canvas
    • მთავარი
    • რუკა
    • პროექტები
    • სიახლეები
      • საქართველო
      • მსოფლიო
    • შემეცნებითი
    • ჩვენი გუნდი
    • კონტაქტი
    • ქართულიქართული
  • ძებნა
GreenPole
  • მთავარი
  • ჰაერის ხარისხის რუკა
  • პროექტები
  • სიახლეები
    • საქართველო
    • მსოფლიო
  • შემეცნებითი
  • ანგარიშები
  • კონტაქტი
    • ჩვენი გუნდი
  • ქართული
  • ძებნა

ლიბიის დატბორვა და კლიმატური ცვლილებები

Homepage მსოფლიო ლიბიის დატბორვა და კლიმატური ცვლილებები
მსოფლიო

ლიბიის დატბორვა და კლიმატური ცვლილებები

თებერვალი 16, 2024
By GREENPOLE
0 კომენტარი
1137 ნახვა
ნახვები : 63
  • ქარიშხალმა და ძლიერმა წვიმამ ლიბიაში 4 128 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. 10 000 ადამიანზე მეტი დღემდე დაკარგულად ითვლება.

  • კვლევითი ჯგუფის აზრით, კლიმატურმა ცვლილებამ ლიბიაში საშინელი თავსხმა წვიმის ალბათობა არა მხოლოდ 50-ჯერ გაზარდა, არამედ ასევე 50%-ით უფრო ინტენსიური გახადა.

  • მსგავსი მოვლენების თავიდან ასაცილებლად მკვლევრები აუცილებლობად მიიჩნევენ ინფრასტრუქტურის განახლებას, გამაფრთხილებელი სისტემების დამონტაჟებას და ამინდის ზუსტ პროგნოზირებას, რაც ხელს შეუწყობს ადამიანების მომზადებას მსგავსი სიტუაციებისთვის.

ახალ კვლევაში მეცნიერების საერთაშორისო ჯგუფმა დაასკვნა, რომ კლიმატურმა ცვლილებებმა 50-ჯერ გაზარდა წვიმის ინტენსივობა, რომელმაც სექტემბრის თვეში ლიბიაში სასიკვდილო წყალდიდობა გამოიწვია.

სექტემბრის დასაწყისში ხმელთაშუა ზღვის ზოგიერთ ქვეყანაში უკიდურესად ძლიერი ნალექი მოვიდა. 10 სექტემბერს ლიბიაში მოხდა დამანგრეველი წყალდიდობა, რომელსაც თავსხმა წვიმასთან ერთად წინ უძღოდა ქარიშხალი „დანიელი“. სტიქიების ასეთმა თანხვედრამ გამოიწვია 4 128 ადამიანის დადასტურებული სიკვდილი, ხოლო 10 000-ზე მეტი ადამიანი დაკარგულად ითვლება. მონაცემები ამ ფაქტის შესახებ World Weather Attribution-ის პრესრელიზში გამოქვეყნდა.

ხმელთაშუა ზღვის გამანადგურებელი წყალდიდობის შემდგომ ამინდის მსოფლიო ატრიბუციის საერთაშორისო გუნდმა გააერთიანა მეცნიერები ნიდერლანდებიდან, გერმანიიდან, საბერძნეთიდან, გაერთიანებული სამეფოდან და აშშ-დან იმის დასადგენად, თუ რამდენად იყო ექსტრემალური ნალექის სიძლიერე ადამიანის მიერ გამოწვეულ კლიმატურ ცვლილებებზე დამოკიდებული .

მეცნიერებმა გამოიყენეს კომპიუტერი და კლიმატური სიმულაციები ამინდის ამჟამინდელი მოვლენების შესადარებლად მოვლენებთან იმ სამყაროში, სადაც კლიმატი არ აღემატებოდა 1.2 ℃ -ით პრეინდუსტრიულ მაჩვენებელს.

უფრო თბილ ატმოსფეროს შეუძლია შეინარჩუნოს მეტი ორთქლი, რაც მაღალტენიან ღრუბლებს წარმოქმნის და იწვევს მომატებულ ნალექს. კლიმატური ცვლილებები ასევე იწვევს ამინდის ცვლილებას.

კვლევითმა ჯგუფმა აღმოაჩინა, რომ კლიმატურმა ცვლილებებმა ლიბიაში საშინელი თავსხმა წვიმის ალბათობა არა მხოლოდ 50-ჯერ გაზარდა, არამედ ასევე 50%-ით უფრო ინტენსიური გახადა.

ადამიანების უმეტესობა ჩრდილო-აღმოსავლეთ ქალაქებში: დერნას, სოუსა, ბენგაზი და ალ-მარჯში ნალექის ასეთი რაოდენობისთვის მზად არ იყვნენ. მკვლევრების აზრით, სწორედ ამ ფაქტორმა განაპირობა უპრეცედენტო მსხვერპლი. ისინი ფიქრობენ, რომ მსგავსი მოვლენების თავიდან ასაცილებლად საჭიროა ამინდის უკეთესი პროგნოზირება, გამაფრთხილებელი სისტემები და გაფრთხილებების მაუწყებლობა საზოგადოებაში, ასევე განახლებული ინფრასტრუქტურა, რათა ხელი შეეწყოს რეგიონებში მოსახლეობის მომზადებას ექსტრემალური და უპრეცედენტო ამინდებისთვის.

სტატიაზე მუშაობდა: გიორგი ქარქუზაშვილი, ანა ახალაძე

წყარო: Ecowatch.com

16 თებერვალი 2024 წელი


წინა პოსტი
„ზოგადი კომენტარი 26“
შემდეგი პოსტი
წყლის ტემპერატურაზე დაკვირვება თანამგზავრის მეშვეობით

Leave your comment Cancel Reply

(will not be shared)

ბოლო ჩანაწერები

  • ახალი კვლევა PM1-ის მონიტორინგის საჭიროებას ადასტურებს
  • რა გზები არსებობს ტროპოსფერულ ოზონთან დაკავშირებით? ახალი გეგმა დამაბინძურებლების წინააღმდეგ
  • ჰაერის დაბინძურება კავშირშია მუცლად მყოფი ჩვილების ტვინის ცვლილებებთან
  • მდინარეების წყლის დონე მსოფლიო მასშტაბით რეკორდულ მინიმუმზე დაეცა
  • გზა ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების კომუნიკაციისკენ დიდ ბრიტანეთში
Alone
  • Call Us: + 995 551 858 858
  • greenpoleorg@gmail.com
  • Tbilisi , Georgia
Copyright ©2024 GREENPOLE. All Rights Reserved
SearchPostsLogin
ხუთშაბათი, 9, ოქტ
ახალი კვლევა PM1-ის მონიტორინგის საჭიროებას ადასტურებს
ოთხშაბათი, 17, სექ
რა გზები არსებობს ტროპოსფერულ ოზონთან დაკავშირებით? ახალი გეგმა დამაბინძურებლების წინააღმდეგ
პარასკევი, 12, სექ
ჰაერის დაბინძურება კავშირშია მუცლად მყოფი ჩვილების ტვინის ცვლილებებთან
შაბათი, 30, აგვ
მდინარეების წყლის დონე მსოფლიო მასშტაბით რეკორდულ მინიმუმზე დაეცა
შაბათი, 2, აგვ
გზა ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების კომუნიკაციისკენ დიდ ბრიტანეთში
პარასკევი, 1, აგვ
ახალ კვლევას ელექტრომობილების ბატარეების მომსახურების სერტიფიკატების მიღების აუცილებლობასთან მივყავართ

Welcome back,