GreenPole
  • Donate
  • Menu Canvas
    • მთავარი
    • რუკა
    • პროექტები
    • სიახლეები
      • საქართველო
      • მსოფლიო
    • შემეცნებითი
    • ჩვენი გუნდი
    • კონტაქტი
    • ქართულიქართული
  • ძებნა
GreenPole
  • მთავარი
  • ჰაერის ხარისხის რუკა
  • პროექტები
  • სიახლეები
    • საქართველო
    • მსოფლიო
  • შემეცნებითი
  • ანგარიშები
  • კონტაქტი
    • ჩვენი გუნდი
  • ქართული
  • ძებნა

კენია პირველად აღწერს ველური ბუნების ბინადარებს

Homepage მსოფლიო კენია პირველად აღწერს ველური ბუნების ბინადარებს
მსოფლიო

კენია პირველად აღწერს ველური ბუნების ბინადარებს

მაისი 21, 2021
By GREENPOLE
0 კომენტარი
715 ნახვა
ნახვები : 41

ცოტა ხნის წინ კენიამ დაიწყო ველური ბუნების ბინადართა პირველი ეროვნული აღწერა, რომლის მიზანია კონსერვაციისთვის ხელშეწყობა და ასევე იმ საფრთხეების გამოვლენა, რომელიც ემუქრება ველური ბუნების ბინადართ, მიუხედავათ იმისა, რომ ცხოველთა უზარმაზარი პოპულაცია არსებობს ქვეყანაში. აღწერის პროცესი ივლისამდე გაგრძელდება. ამ პერიოდის განმავლობაში, რეინჯერები, მკვლევარები და ადგილობრივი მოსახლეობა ცხოველებს დაითვლიან ხმელეთზე, აგრეთვე  ვერტმფრენებიდან.

აღწერის დროს განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა იშვიათი სახეობების დათვლას, როგორიცაა პანგოლინი, ის გამოვლენილია როგორც პოტენციური შუამავალი სახეობა COVID-19-სთვის და საბელი ანტილოპა, რომელთა რაოდენობა 100-ზე ნაკლებია დარჩენილი კენიაში.

დასახლებების გაფართოებამ, კლიმატის ცვლილებამ, რომელიც რესურსების სიმწირეს იწვევს და ასევე ბრაკონიერობამ ხელი შეუწყო ველური ბუნების ბინადართა პოპულაციების შემცირებას. აფრიკის ველური ბუნების ფონდის მონაცემებით, ბოლო სამი ათწლეულის განმავლობაში კენიაში ჟირაფების რაოდენობა დაახლოებით 40%-ით შემცირდა.

კენიის ველური ბუნების სამსახურმა (KWS) და ტურიზმის სამინისტრომ დაიწყო 250 მილიონი შილინგის (2.3 მილიონი დოლარი) მასშტაბური პროექტი Shimba Hills National Reserve-ში. ადგილი, სადაც კენიის შემორჩენილი საბელი ანტილოპები ბინადრობენ.

კენიის ზოგიერთი ყველაზე დაუცველი ცხოველი, როგორიცაა: მარტორქა და სპილოები პერიოდულად ითვლება ხოლმე, თუმცა ამ აღწერით, როდესაც ცხოველებს სისტემატურად დაითვლიან ქვეყნის ყველა რაიონში პირველად მოხდება.

“ჩვენ კარგად გვესმის, რომ არსებობს მნიშვნელოვანი ხარვეზები. ალბათ ბევრი რამ არ ვიცით იმის შესახებ, თუ რა ხდება ჩრდილოეთ კენიაში”, – განაცხადა ვინი კიირუმ, კენიის ველური ბუნების კვლევის სასწავლო ინსტიტუტის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა.

კენიის ჩრდილოეთში ნაკლებად დასახლებულ და ნაკლებად მონახულებად პარკებში ველური ბუნების ბინადართა შესახებ დეტალური ინფორმაცია საკმაოდ მწირია.

ამ აღწერის მიზანია, დადგინდეს  ცხოველთა პოპულაციების ზომები და მათი ტერიტორიული გადანაწილება, ასევე გამოვლინდეს ის საფრთხეები, რომლებიც მათ ემუქრებათ და საბოლოოდ მოხდეს კონსერვაციის სათანადო სტრატეგიების შემუშავება.

მსოფლიო მოგზაურობისა და ტურიზმის საბჭოს მონაცემებით, 2019 წელს ტურიზმი კენიის მშპ-ს 8.2% შეადგენდა, რაც უმეტესწილად ეროვნული პარკებში ვიზიტებზე მოდიოდა, თუმცა COVID-19 პანდემიის დროს ეს რიცხვი მკვეთრად დაეცა.

საერთაშორისო მიმოსვლის შემცირებამ გარკვეული დადებითი შედეგებიც მოიტანა. 1999 წლის შემდეგ, გასული წელი პირველი იყო, როდესაც მარტორქებზე ნადირობა შეწყდა – განაცხადეს კენიის ველური ბუნების სამსახურში.

 

სტატიაზე მუშაობდა : მაია ბურდული და სალომე აბუაშვილი

წყარო : https://www.reuters.com/world/africa/kenya-starts-its-first-national-wildlife-census-2021-05-07/?fbclid=IwAR3uHvIqZri7Dmq1F4QLOSsjthb8YXiUbEekZJmgNAugCwHRWKfMV89d74E


წინა პოსტი
Google Maps გეგმავს მომხმარებლებს ეკო-მეგობრული ტრანსპორტის შესახებ მეტი ინფორმაცია შესთავაზოს
შემდეგი პოსტი
კვლევა: კლიმატის ცვლილებამ შეიძლება გავლენა იქონიოს თქვენს საყვარელ ფინჯან ყავაზე

Leave your comment Cancel Reply

(will not be shared)

ბოლო ჩანაწერები

  • ახალი კვლევა PM1-ის მონიტორინგის საჭიროებას ადასტურებს
  • რა გზები არსებობს ტროპოსფერულ ოზონთან დაკავშირებით? ახალი გეგმა დამაბინძურებლების წინააღმდეგ
  • ჰაერის დაბინძურება კავშირშია მუცლად მყოფი ჩვილების ტვინის ცვლილებებთან
  • მდინარეების წყლის დონე მსოფლიო მასშტაბით რეკორდულ მინიმუმზე დაეცა
  • გზა ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების კომუნიკაციისკენ დიდ ბრიტანეთში
Alone
  • Call Us: + 995 551 858 858
  • greenpoleorg@gmail.com
  • Tbilisi , Georgia
Copyright ©2024 GREENPOLE. All Rights Reserved
SearchPostsLogin
ხუთშაბათი, 9, ოქტ
ახალი კვლევა PM1-ის მონიტორინგის საჭიროებას ადასტურებს
ოთხშაბათი, 17, სექ
რა გზები არსებობს ტროპოსფერულ ოზონთან დაკავშირებით? ახალი გეგმა დამაბინძურებლების წინააღმდეგ
პარასკევი, 12, სექ
ჰაერის დაბინძურება კავშირშია მუცლად მყოფი ჩვილების ტვინის ცვლილებებთან
შაბათი, 30, აგვ
მდინარეების წყლის დონე მსოფლიო მასშტაბით რეკორდულ მინიმუმზე დაეცა
შაბათი, 2, აგვ
გზა ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების კომუნიკაციისკენ დიდ ბრიტანეთში
პარასკევი, 1, აგვ
ახალ კვლევას ელექტრომობილების ბატარეების მომსახურების სერტიფიკატების მიღების აუცილებლობასთან მივყავართ

Welcome back,