GreenPole
  • Donate
  • Menu Canvas
    • მთავარი
    • რუკა
    • პროექტები
    • სიახლეები
      • საქართველო
      • მსოფლიო
    • შემეცნებითი
    • ჩვენი გუნდი
    • კონტაქტი
    • ქართულიქართული
  • ძებნა
GreenPole
  • მთავარი
  • ჰაერის ხარისხის რუკა
  • პროექტები
  • სიახლეები
    • საქართველო
    • მსოფლიო
  • შემეცნებითი
  • ანგარიშები
  • კონტაქტი
    • ჩვენი გუნდი
  • ქართული
  • ძებნა

კვლევა: კლიმატის ცვლილებამ შეიძლება გავლენა იქონიოს თქვენს საყვარელ ფინჯან ყავაზე

Homepage მსოფლიო კვლევა: კლიმატის ცვლილებამ შეიძლება გავლენა იქონიოს თქვენს საყვარელ ფინჯან ყავაზე
შემეცნებითი, მსოფლიო

კვლევა: კლიმატის ცვლილებამ შეიძლება გავლენა იქონიოს თქვენს საყვარელ ფინჯან ყავაზე

მაისი 22, 2021
By GREENPOLE
0 კომენტარი
1135 ნახვა
ნახვები : 190

ახალი კვლევის თანახმად, კლიმატის ცვლილებამ შეიძლება ხარისხიანი ყავის დეფიციტი შექმნას. სავარაუდოდ, კლიმატის შეცვლა შეამცირებს სპეციფიკური ყავის ადგილწარმოშობის ზონებს ადაპტაციის გარეშე, იქონიებს ნეგატიურ გავლენას ყავის გემოსა და მცირე ფერმების საარსებო წყაროზე, დედამიწის სამხრეთ ნახევარსფეროში.

სამეცნიერო ჟურნალში გამოქვეყნებული კვლევა აქცენტს აკეთებს ეთიოპიის რეგიონებზე,  ყავის მწარმოებელ უდიდეს ქვეყანაზე აფრიკაში. მიუხედავად იმისა, რომ ადრე ჩატარებულმა კვლევებმა დაადასტურა კლიმატის ცვლილების გავლენა ყავის წარმოებაზე, დღემდე გაურკვეველი იყო, თუ როგორ შეიძლება განსხვავებულმა კლიმატურმა პირობებმა შეცვალოს სპეციფიკური ყავის არომატი, წერენ მკვლევარები.

მკვლევართა გუნდი ამ საკითხში გარკვევას შეეცადა.  მათი შედეგები ასახავს იმას, თუ როგორ შეიძლება კლიმატის ცვლილებამ გავლენა მოახდინოს ადგილობრივ რეგიონებსა და ეკონომიკაზე, რომელიც ეყრდნობა ყავის მარცვლების წარმოებას და მისთვის უმნიშვნელოვანესია შესაბამისი ადაპტაციის ზომების სწორად განხორციელება.

მკვლევარებმა გააანალიზეს, კლიმატის ცვლილების ის 19 სხვადასხვა ფაქტორი, როგორიცაა საშუალო ტემპერატურა და ნალექების დონე, რომელიც მომავალში ხუთი სპეციფიკური ყავის ტიპზე იქონიებს გავლენას, იტყობინება პოტსდამის კლიმატის ზემოქმედების კვლევის ინსტიტუტი (PIK). მიუხედავად იმისა, რომ მკვლევარებმა დაადგინეს  “საშუალო ხარისხის ყავის” მოსაყვანად შესაფერისი ადგილების რაოდენობა, დროთა განმავლობაში შეიძლება გაიზარდოს კლიმატის ცვლილების შედეგად რეგიონები, სადაც სპეციფიკურ ყავას აწარმოებენ, შემცირდება, ეს კი, მომავალში დიდ პრობლემას შექმნის, რადგან მაღალი ხარისხის ყავაზე მსოფლიო მოთხოვნა დღითიდღე იზრდება.

ყავის მარცვლების უნიკალური არომატი, მჟავიანობის დონე და სუნი დიდწილად ვითარდება კლიმატის სპეციფიკურ ზონებში.  უფრო თბილ კლიმატში ყავის მარცვლის რბილობი – ყავის ხიდან მოკრეფილი ნაყოფი უფრო სწრაფად მწიფდება, ვიდრე შიგნით მდებარე მარცვალი, შედეგად, ყავის ხარისხი მნიშვნელოვნად მცირდება, იტყობინება PIK.

მაგალითად, იირგაჩეფის სახეობის მაღალ მოთხოვნადი ყავამ, რომელიც ეთიოპიის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილშია გაშენებული, საუკუნის ბოლოს შეიძლება დაკარგოს მისი კულტივირების ზონის 40 პროცენტზე მეტი. მკვლევარებმა აღნიშნეს, რომ ამან შეიძლება გავლენა მოახდინოს ფერმერებზე და საფრთხე შეუქმნას ეთიოპიის ეკონომიკას.

,,თუ ერთი, ან რამდენიმე ყავის რეგიონი დაკარგავს განსაკუთრებული ყავის სახეობის  ზონის სტატუსს კლიმატის ცვლილების გამო, ეს სერიოზულ შედეგებს მოუტანს რეგიონის მცირე მეურნეობების ფერმერებს” – განაცხადა PIK-ის კვლევის თანაავტორმა კრისტოფ გორნოტმა. მას ასევე დასძინა: ,,თუ ისინი იძულებულნი გახდებიან გადავიდნენ ჩვეულებრივი, ნაკლებად გემრიელი და მწარე ყავის ტიპების წარმოებაზე, ისინი კონკურენტულ გარემოში აღმოჩნდებიან ისეთ მწარმოებლებთან, რომლებიც გაცილებით ეფექტურად ახდენენ მასიურ  სამრეწველო წარმოებას. იმ ქვეყანაში, სადაც ყავის ექსპორტი მთლიანი სოფლის მეურნეობის ექსპორტის თითქმის მესამედს შეადგენს, ეს შეიძლება საბედისწერო აღმოჩნდეს”.

კლიმატის ცვლილებების გავლენა ყავის წარმოებაზე მხოლოდ ეთიოპიაში არ ხდება. კოლუმბიის მთიან რეგიონებში, სადაც ყავა მოყავთ, ყოველ ათ წელიწადში ტემპერატურა 0,5 გრადუსით თბება. ნალექების სიუხვე, რაც სულ უფრო და უფრო ხშირად ხდება, ასევე გავლენას ახდენს ყავის კულტურაზე, რადგან მწერების და სოკოვანი დაავადებების გავრცელების საფრთხეს ქმნის.

,,უწინ კლიმატი ყავის მოსაყვანად შესაფერისი იყო” – განუცხადა კოლუმბიის ერთ-ერთმა მცირე ფერმერმა Yale Environment 360- ს. ,,ყვავილობის პერიოდში ზაფხული იყო, მოსავლის აღების პერიოდში ზამთარი. 2008 წლიდან მოყოლებული, უკვე აღარ ვიცით როდის იქნება ზაფხული, როდის დადგება ყავის ყვავილობა.“

თუმცა მკვლევარებს მცირე იმედი აქვთ, რადგან თვლიან რომ ადგილობრივი ადაპტაციისთვის შემუშავებულ ზომებს დიდი მნიშვნელობა აქვს. ისინი შექმნილია კონკრეტული კლიმატისა და ადგილისთვის. მაგალითად, იმ რეგიონებში, სადაც ტემპერატურა ყავის განსაკუთრებული სახეობის მოსაყვანად მნიშვნელოვანი ფაქტორია, მკვლევარები გვთავაზობენ გაუმჯობესებულ აგრო-მეტყევეობის სისტემებს, რომელსაც შეუძლია შეინარჩუნოს ტემპერატურა. ეს უმნიშვნელოვანესი წინ გადადგმული  ნაბიჯია. ,,მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი სასმელის ხელმისაწვდომობისა და გემოვნების შენარჩუნებისთვის, რაც მთავარია, გლობალური სამხრეთის ადგილობრივი თემების ეკონომიკური კეთილდღეობის დასაცავად” – განაცხადა გორნოტმა.

 

სტატიაზე მუშაობდა : მაია ბურდული და ვალერი გელოვანი

წყარო : https://www.ecowatch.com/coffee-climate-change-study-2652593429.html?fbclid=IwAR2gGTN3oXDnJmsGDerrqByb5K8vj0YdCfgdXs4dOBf5Qv8lx3_-_IcuG80#toggle-gdpr


წინა პოსტი
კენია პირველად აღწერს ველური ბუნების ბინადარებს
შემდეგი პოსტი
ჰავაი ხდება აშშ-ს პირველი შტატი, რომელიც აცხადებს კლიმატის საგანგებო მდგომარეობას

Leave your comment Cancel Reply

(will not be shared)

ბოლო ჩანაწერები

  • ახალი მათემატიკური მეთოდი, რომელიც განიხილეს უორვიკის უნივერსიტეტში, პირველად იძლევა მარტივ და პროგნოზირებად გზას, რათა გავიგოთ, როგორ მოძრაობენ არასრულყოფილად ფორმირებული ნანო ნაწილაკები ჰაერში.
  • სუფთა ჰაერი შესაძლოა ბავშვების მხედველობას იცავდეს
  • მანჩესტერის ჰაერის დაბინძურების არაეფექტური კამპანიის გამო, სულ უფრო მეტი ბავშვი ხვდება საავადმყოფოში
  • ფაბრიკებიდან გამომდინარე ჰაერის დაბინძურება შეიძლება სასიკვდილო იყოს და საიდუმლოდაც დარჩეს
  • ხილის მიღებამ შესაძლოა ფილტვები ჰაერის დაბინძურებით გამოწვეული დაზიანებისგან დაიცვას
Alone
  • Call Us: + 995 551 858 858
  • greenpoleorg@gmail.com
  • Tbilisi , Georgia
Copyright ©2024 GREENPOLE. All Rights Reserved
SearchPostsLogin
კვირა, 19, აპრ
ახალი მათემატიკური მეთოდი, რომელიც განიხილეს უორვიკის უნივერსიტეტში, პირველად იძლევა მარტივ და პროგნოზირებად გზას, რათა გავიგოთ, როგორ მოძრაობენ არასრულყოფილად ფორმირებული ნანო ნაწილაკები ჰაერში.
სამშაბათი, 31, მარ
სუფთა ჰაერი შესაძლოა ბავშვების მხედველობას იცავდეს
სამშაბათი, 24, მარ
მანჩესტერის ჰაერის დაბინძურების არაეფექტური კამპანიის გამო, სულ უფრო მეტი ბავშვი ხვდება საავადმყოფოში
ხუთშაბათი, 26, თებ
ფაბრიკებიდან გამომდინარე ჰაერის დაბინძურება შეიძლება სასიკვდილო იყოს და საიდუმლოდაც დარჩეს
კვირა, 8, თებ
ხილის მიღებამ შესაძლოა ფილტვები ჰაერის დაბინძურებით გამოწვეული დაზიანებისგან დაიცვას
ორშაბათი, 19, იან
ახალმა კვლევებმა აჩვენა რომ ორსულებისთვის დაბინძურებულ ჰაერთან შემხებლობა დაკავშირებულია ახალშობილთა ტვინის განვითარების შეფერხებასთან.

Welcome back,