GreenPole
  • Donate
  • Menu Canvas
    • მთავარი
    • რუკა
    • პროექტები
    • სიახლეები
      • საქართველო
      • მსოფლიო
    • შემეცნებითი
    • ჩვენი გუნდი
    • კონტაქტი
    • ქართულიქართული
  • ძებნა
GreenPole
  • მთავარი
  • ჰაერის ხარისხის რუკა
  • პროექტები
  • სიახლეები
    • საქართველო
    • მსოფლიო
  • შემეცნებითი
  • ანგარიშები
  • კონტაქტი
    • ჩვენი გუნდი
  • ქართული
  • ძებნა

ჰაერის დაბინძურებამ გულის შეტევა შეიძლება ერთ საათში გამოიწვიოს

Homepage მსოფლიო ჰაერის დაბინძურებამ გულის შეტევა შეიძლება ერთ საათში გამოიწვიოს
შემეცნებითი, მსოფლიო

ჰაერის დაბინძურებამ გულის შეტევა შეიძლება ერთ საათში გამოიწვიოს

აგვისტო 1, 2022
By GREENPOLE
0 კომენტარი
664 ნახვა
ნახვები : 120
  • ჩინეთში ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ დადგენილი ჰაერის ხარისხის გაიდლაინებით დაშვებულ ნორმაზე ნაკლები ჰაერის დამაბინძურებლების ზემოქმედებამ შეიძლება, ადამიანში გულის შეტევა ერთ საათში გამოიწვიოს
  • ჰაერის ყველაზე მეტად გავრცელებული დამაბინძურებლების ზემოქმედებამ, როდესაც გულს სისხლი შეფერხებით მიეწოდება, შეიძლება მწვავე კორონარული სინდრომის (ACS) პროვოცირება მოახდინოს

 

ჩინეთში ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ დადგენილი ჰაერის ხარისხის გაიდლაინებით დაშვებულ ნორმაზე ნაკლები ჰაერის დამაბინძურებლების  ზემოქმედებამ შეიძლება, ადამიანში გულის შეტევა ერთ საათში გამოიწვიოს.

კვლევის თანახმად, ჰაერის ყველაზე მეტად გავრცელებული დამაბინძურებლების ზემოქმედებამ, როდესაც გულს სისხლი შეფერხებით მიეწოდება, შეიძლება მწვავე კორონარული სინდრომის (ACS) პროვოცირება მოახდინოს. განსაკუთრებით მაღალია რისკი ექსპოზიციის პირველ საათებში. ამასთან მკვლევრებმა დაადგინეს, რომ ხანდაზმული ადამიანები ამ რისკ-ჯგუფში შედიან.

„გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე ჰაერის დაბინძურების მავნე ზემოქმედება კარგად არის შესწავლილი და დადასტურებული, თუმცა ამ კვლევამ აქამდე შეუსწავლელი ფაქტორები გამოაშკარავა“, – თქვა ჰაიდონგ კანმა, შანხაის ფუდანის უნივერსიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სკოლის პროფესორმა, რომელიც ხელმძღვანელობდა კვლევას.

”კიდევ ერთი სიურპრიზი აღმოჩნდა ჰაერის დაბინძურების არაზღვრული ეფექტი,” – თქვა მან. „ეს იმას ნიშნავს, რომ კვლევის დროს დაფიქსირებული დამაბინძურებლების ნებისმიერ კონცენტრაციას  (როგორიცაა წვრილი ნაწილაკები, აზოტის დიოქსიდი, გოგირდის დიოქსიდი და ნახშირორჟანგი) შეუძლია გულის შეტევის გამოწვევა.“

მკვლევრებმა შეისწავლეს და გაანალიზეს თითქმის 1.3 მილიონი ადამიანის სამედიცინო მონაცემები, რომლებთაც 2015-22 წლებში ჩინეთის 318 ქალაქის 2000-ზე მეტ სამკურნალო დაწესებულებაში უტარდებოდათ მკურნალობა გულის შეტევისა და არასტაბილური სტენოკარდიის გამო.

მათ შეადარეს გულის მდგომარეობის გაუარესების დაწყების დრო წვრილი ნაწილაკების, აზოტის დიოქსიდის, გოგირდის დიოქსიდის, ნახშირბადის მონოქსიდისა და ოზონის კონცენტრაციების პარალელურად.

წვრილი ნაწილაკების ნებისმიერი კონცენტრაციის, აზოტის დიოქსიდის, გოგირდის დიოქსიდისა და ნახშირორჟანგის მოკლევადიანი ზემოქმედება დაკავშირებული იყო ყველა სახის მწვავე კორონარულ სინდრომთან.

დამაბინძურებლების დონის მატების პარალელურად გაიზარდა გულის შეტევების რისკი. დომინანტ დამაბინძურებლებს შორის აღმოჩნდა აზოტის დიოქსიდი, რომლის მავნე ზეგავლენა გამოიკვეთა. შემდეგ აღმოჩნდა წვრილი ნაწილაკები, რომელთა მიმართაც ექსპოზიცია განსაკუთრებით საშიში იყო.

ჰაერის დამაბინძურებლების ზეგავლენით გამოწვეული კორონალური პრობლემის მაღალი ციფრი დაფიქსირდა 65 წელს ზემოთ ადამიანებში, რომელთაც სიგარეტის მოწევის ან სხვა რესპირატორული დაავადებების ისტორია არ ჰქონდათ.

კვლევის შედეგები საყურადღებო უნდა გახდეს ყველასთვის, განსაკუთრებით რეგულატორებისთვის, სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებისა და ინდივიდებისთვის“, – თქვა კანმა. ჩვენი დასკვნები ხაზს უსვამს ჰაერის ხარისხის სტანდარტების შემდგომი გამკაცრების აუცილებლობას, ჰაერის დაბინძურების უფრო მკაცრ კონტროლსა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის სწრაფ რეაგირებას.

 

სტატიაზე მუშაობდა : მაია ბურდული და ანუკი კვეკვესქირი

წყარო : airqualitynews.com


წინა პოსტი
ახალი დიზელის ძრავიანი ავტომობილების გაყიდვები 90%-ით დაეცა
შემდეგი პოსტი
ჩვენი სახლის ჰაერი გვკლავს:როგორ დავიცვათ თავი და გავხადოთ სახლი უსაფრთხო.

Leave your comment Cancel Reply

(will not be shared)

ბოლო ჩანაწერები

  • ახალი კვლევა PM1-ის მონიტორინგის საჭიროებას ადასტურებს
  • რა გზები არსებობს ტროპოსფერულ ოზონთან დაკავშირებით? ახალი გეგმა დამაბინძურებლების წინააღმდეგ
  • ჰაერის დაბინძურება კავშირშია მუცლად მყოფი ჩვილების ტვინის ცვლილებებთან
  • მდინარეების წყლის დონე მსოფლიო მასშტაბით რეკორდულ მინიმუმზე დაეცა
  • გზა ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების კომუნიკაციისკენ დიდ ბრიტანეთში
Alone
  • Call Us: + 995 551 858 858
  • greenpoleorg@gmail.com
  • Tbilisi , Georgia
Copyright ©2024 GREENPOLE. All Rights Reserved
SearchPostsLogin
ხუთშაბათი, 9, ოქტ
ახალი კვლევა PM1-ის მონიტორინგის საჭიროებას ადასტურებს
ოთხშაბათი, 17, სექ
რა გზები არსებობს ტროპოსფერულ ოზონთან დაკავშირებით? ახალი გეგმა დამაბინძურებლების წინააღმდეგ
პარასკევი, 12, სექ
ჰაერის დაბინძურება კავშირშია მუცლად მყოფი ჩვილების ტვინის ცვლილებებთან
შაბათი, 30, აგვ
მდინარეების წყლის დონე მსოფლიო მასშტაბით რეკორდულ მინიმუმზე დაეცა
შაბათი, 2, აგვ
გზა ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების კომუნიკაციისკენ დიდ ბრიტანეთში
პარასკევი, 1, აგვ
ახალ კვლევას ელექტრომობილების ბატარეების მომსახურების სერტიფიკატების მიღების აუცილებლობასთან მივყავართ

Welcome back,