ჩვენი სახლის ჰაერი გვკლავს:როგორ დავიცვათ თავი და გავხადოთ სახლი უსაფრთხო.
სამშენებლო-დეველოპერი ბიკორპი მოითხოვს, სიცოცხლის დასაცავად ,სუფთა ჰაერის სტანდარტები დანერგვას სავალდებულო გახდეს სამშენებლო რეგულაციებში.
ბრიტანულ სახლებში ჰაერის დაბინძურება ათასობით ადამიანში იწვევს ფილტვების ქრონიკულ-ობსტრუქციულ და სხვა დაავადებებს როგორებიცაა :კიბო, ინსულტი და გულის დაავადება.
ლონდონის ასამბლეის მიერ გამოქვეყნებული ანალიზის შეფასებით, ჰაერის დაბინძურება ყოველწლიურად იწვევს 40 000 ადამიანის ნაადრევ სიკვდილს დიდ ბრიტანეთში – რაც სიკვდილიანობის 8,3 პროცენტის ეკვივალენტია და ჯანდაცვის ეროვნული სამსახურისა და საჯარო სერვისებისთვის ყოველწლიურად დაახლოებით 40 მილიარდი ფუნტი სტერლინგის უჯდება.
მომწამვლელი ჰაერის დაბინძურება ასევე იწვევს ბავშვთა ფილტვების ზრდის შეფერხებას, რაც ხანგრძლივი ზიანის მომტანია .
დაბინძურებული ჰაერით გამოწვეული ჯანმრთელობის რისკების შესახებ ცნობიერების ამაღლებამ აიძულა დიდი ბრიტანეთის ქალაქების უმრავლესობა, შეზღუდონ საგზაო მოძრაობა ძლიერ დაბინძურებულ რაიონებში, რათა დაბინძურების სახიფათოდ მაღალი დონე შეამცირონ.
ლონდონმა, ქალაქის მჭიდროდ დასახლებულ რაიონებში ჰაერის დაბინძურების შესამცირებლად, გასული წლის ოქტომბერში გააფართოვა ულტრა–დაბალი მოხმარების ზონა.
ბათმა, ბირმინგემმა და პორტსმაუთმა უკვე შემოიღეს სუფთა ჰაერისთვის ახალი სქემები, მანჩესტერი და ნიუკასლი ასევე მუშაობენ დაბალი ემისიის ზონებზე. შოტლანდიაში, აბერდინში, დანდიში, ედინბურგსა და გლაზგოშიც, ერთხმად მიიღეს იგივე ვალდებულება, თუმცა გადასახადს 2024 წლამდე არ შემოიღებენ.
დიდი ბრიტანეთის ასთმისა და ფილტვის საქველმოქმედო ორგანიზაციის თანახმად, ჰაერის დაბინძურება მხოლოდ ღია სივრცეში არ ხდება. ჩვენი დროის დაახლოებით 90 პროცენტს ვატარებთ სახლისა თუ სამსახურის შენობის ჰაერში არსებულ მტვერში, ჭუჭყსა და გაზებში.შიდა ჰაერის დაბინძურება მოიცავს მტვრისა და ჭუჭყის ისეთ წვრილ ნაწილაკებს, როგორებიცაა ჭვარტლი, მტვრის ტკიპები და ტოქსიკურ გაზები, მათ შორის, ნახშირბადის მონოქსიდი, აზოტის ოქსიდი და გოგირდის დიოქსიდი – რაც ნებისმიერმა რამემ შეიძლება გამოიწვიოს, მაგალითად: გაზის ღუმელებმა და შეშის საწვავებმა, ნესტმა და ობმა.
“გაზით გათბობისას და საკვების მომზადებისას, ჰაერში გამოიყოფა აზოტის დიოქსიდისა და ნახშირბადის მონოქსიდის პატარა ნაწილაკები, რომელსაც თქვენ სუნთქავთ.თუმცაღა, გაზი ბევრად უფრო სუფთაა დასაწვავად, ვიდრე ნახშირი და ხე. ქვანახშირის წვა საშუალოდ 125-ჯერ მეტ გოგირდის დიოქსიდს გამოიმუშავებს, ვიდრე გაზი. თუ თქვენ იყენებთ გაზქურას, ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ოთახი გაანიავოთ გამწოვის მეშვეობით ან გამოაღოთ ფანჯარა.”_– განაცხადა საქველმოქმედო ორგანიზაციის წარმომადგენელმა.
ელექტრობა გათბობის და საკვების მომზადების ყველაზე სუფთა ფორმად მიიჩნევა, რადგანაც უფრო ცოტა ნაწილაკს გამოყოფს, ვიდრე გაზი და კიდევ უფრო ცოტას, ვიდრე ქვანახშირი.
უძრავი ქონების დეველოპერმა ჯოზეფ ჰომსმა ახლახან დაასრულა 70 სუფთა ჰაერის მქონე ბინის მშენებლობა სამხრეთ ლონდონში. კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი ჯოსეფ რაჯა მიიჩნევს, რომ შიდა ჰაერის ხარისხის შემოწმება შენობის რეგულაციების ნაწილი უნდა გახდეს ქალაქის უბნებში.
ტრემიარდსი, არის საცხოვრებლად ერთ_ ერთი პირველი უსაფრთხო შენობა.ის გამოიცადა და მისი ცენტრალური ადგილმდებარეობის მიუხედავად ,ნაგებობის შიდა ჰაერის ხარისხი 150 ქულიდან 130 ქულით შეფასდა. შესაბამისად ,ამ მონაცემებით შენობა ყველაზე სასურველი და ჯანსაღია დედაქალაქში .
ბატონმა რაჯამ განაცხადა: ” ჩვენი ხედვით, სახლმა ჩვენი ცხოვრება უკეთესი უნდა გახადოს და ჩვენი ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის გაუმჯობესებას შეუწყოს ხელი .”
„ მზარდი მტკიცებულებები გვიჩვენებენ რომ დაბინძურებული ჰაერი საზიანოა ჩვენი და განსაკუთრებით ,ჩვენი შვილების ჯანმრთელობისთვის,ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად კი აუცილებელია ჯანსაღი ჰაერი განსაკუთრებით სახლსა და ნაგებობებში ,რადგან გარემოებია ისედაც ცვლადი და არასტაბილურია ”_ თქვა უფროსმა მენეჯერმა ფერგუს ო‘კონელმა
რადგანაც დიდი ბრიტანეთის სახლების უმეტესობა მოძველებულია,ენერგო ეფექტურობის არასათანადო ზომებმა შეიძლება გამოიწვიოს ტენიანობა. “ამას მივყავართ კონდენსაციამდე, რაც ობისა და სოკოს წარმოქმნას უწყობს ხელს. უამრავ რამეს შეუძლია ამის გამოწვევა, მზარეულობიდან დაწყებული, ტანსაცმლის რეცხვითა და შრობით დამთავრებული. “
“მეტად სავარაუდოა, რომ კონდენსაცია სახლის ცივ ადგილებში მოხდეს. მაგალითად, ფანჯრებთან ან გარეთ გასასვლელ კარებთან.” – განაცხადა დიდი ბრიტანეთის ასთმისა და ფილტვის საზოგადოების მომხსენებელმა.
“თუ თქვენი სახლი ნესტიანია, შეიძლება ცხვირი ან ყელი გაგიღიზიანდეთ, ანდაც სუნთქვის უკმარისობა იგრძნოთ. თუ ფილტვის დაავადება გაქვთ, შესაძლოა თქვენი სიმპტომები გართულდეს. გავრცელებულია ობზე ალერგიებიც.
სახლში გავრცელებული სოკოებიდან ერთ-ერთია ასპერგილუსი. ის მტვერსა და ფხვიერ საკვებში ჩნდება, მაგალითად – ფქვილში. მას შეუძლია გამოიწვიოს ისეთი გართულებები, როგორიცაა სასუნთქი გზების გაღიზიანება და უფრო სერიოზული გართულებების საწინდარიც გახდეს, თუ ფილტვის დაავადება გაქვთ. “
“ჰაერის შემოწმება შიდა ჰაერის სენსორით შეგიძლიათ. იგი ზომავს ნესტიანობას, ნაწილაკების რაოდენობას, ჰაერის ტემპერატურას, ორგანულ შენაერთების, ნახშირბადის დიოქსიდისა და სხვა გაზების რაოდენობას ჰაერში. შედეგებზე დაყრდნობით, მიიღებთ გადაწყვეტილებას, თუ რა უნდა შეცვალოთ სახლში. მაგალითად, გათბობის სისტემა თუ სხვა რამ.“-დიდი ბრიტანეთის ასთმისა და ფილტვის საზოგადოება
FJP Investment-ის კვლევამ აჩვენა, რომ ყოველი მესამე ბრიტანელი სახლის მესაკუთრე ახლა თავისი სახლის მდგრადობას პრიორიტეტულად მიიჩნევს.
ხუთიდან ერთმა სახლის მესაკუთრემ განაცხადა, რომ მზად არის შეიძინოს ცუდი ენერგოეფექტურობის მქონე უძრავი ქონება და თავად გააუმჯობესოს იგი, რაც მიუთითებს უკვე კარგი რეიტინგის მქონე საკუთრების სასურველობაზე. მათ, ასევე, გამოთქვეს შეშფოთება მაღალი ხარჯების გამო, რაც ამჟამად ბევრისთვის მიუწვდომელს ხდის უფრო მწვანე და სუფთა სახლებს, მიუხედავად მთავრობის გარკვეული მხარდაჭერისა.
ჯეიმი ჯონსონმა, FJP Investment-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, თქვა: „მიუხედავად იმისა, რომ საგაზაფხულო განცხადებაში გამოცხადებული საგადასახადო შეღავათები მზის პანელებზე, იზოლაციასა და სითბოს ტუმბოებზე არის სწორი მიმართულებით გადადგმული ნაბიჯი, მაინც არ კმარა მისაწვდომობის საკითხის გადასაჭრელად. მრავალი ოჯახისთვის კვლავ მიუწვდომელია ეს ენერგო ინიციატივა.
„ახალი სახლების მდგრადობის გაძლიერება და მწვანე რემონტის ხელმისაწვდომობის გაზრდა უნდა იყოს მოწინავე საკითხი მთავრობის დღის წესრიგში, მთავრობამ უნდა იმუშაოს სამშენებლო ინდუსტრიასთან ერთად, რათა ხელი შეუწყოს პროგრესს“.
როგორ გავხადოთ სახლი ჯანმრთელობისთვის უკეთესი:
კარგად გაანიავეთ ოთახები
გააღეთ ფანჯრები 5-10 წუთით დღეში რამდენჯერმე, განსაკუთრებით, თუ მზარეულობთ ან შხაპს იღებთ. სივრცის განიავება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, თუ სამშენებლო სამუშაოებს აწარმოებთ. ფანჯრების გაღება ამცირებს კორონავირუსის მსგავსი ვირუსების გავრცელების რისკს.
მოერიდეთ ფანჯრების გაღებას პიკის საათებში. ასევე, შეგიძლიათ შეამოწმოთ ადგილობრივი ჰაერის დაბინძურების სენსორის მაჩვენებლები.
გამოიყენეთ არაქიმიური და ანტიალერგიული პროდუქტები, ისინი დაბალი რაოდენობით შეიცავენ აქროლად ორგანულ ნაერთებს და, როგორც წესი, უსუნოა.
გამოიყენეთ მყარი ან თხევადი საწმენდი საშუალებები. სასხურებლებისგან განსხვავებით, ისინი თქვენს სასუნთქ ჰაერში არ მოხვდებიან.
აირიდეთ კონდენსაცია.
გააშრეთ სარეცხი გარეთ ან საშრობ მანქანაში. ასე მოქცევა თუ არ შეგიძლიათ, გამოიყენეთ კარგად განიავებული ოთახი ან საშრობი კარადა. ასევე, ობისა და ნესტის შესამცირებლად, შეგიძლიათ ჰაერის გამწოვის გამოყენება სამზარეულოსა და სააბაზანოში.
შეინარჩუნეთ სახლში სითბო
ცივ თვეებში სახლის ტემპერატურის 19°C-დან 21°-მდე შენარჩუნებით, კონდენსაციისგან აირიდებთ თავს
შეაკეთეთ მჟონავი ან დაზიანებული წყალი, ეს შეამცირებს მაღალ ტენიანობასა და ობს.
არ მოწიოთ სახლში.
არ მოწიოთ შინ, არც სხვებს მისცეთ სახლში მოწევის უფლება. თუ ეწევით, ჯანმრთელობისთვის უმჯობესია, დაანებოთ თავი. თუ მეზობლის კვამლი გაწუხებთ, სთხოვეთ, სადმე სხვაგან მოწიოს. თუ აუხსნით თქვენს სიტუაციას, ისინი გაგიგებენ.
გამოიყენეთ ელექტრო ან გაზის გამათბობელი
მოამზადეთ საკვები და გაათბეთ სახლი ელექტრობით ან გაზით შეშისა და ქვანახშირის დაწვის ნაცვლად. არ დაგავიწყდეთ გამწოვის ჩართვა საკვების მომზადებისას.
რეგულარულად გამოიყენეთ მტვერსასრუტი.
თუკი რაიმეზე ალერგიული ხართ, მტვერსასრუტით დაასუფთავეთ სახლი. შეგიძლიათ ხალიჩები ხის ან ლამინატის იატაკით ჩაანაცვლოთ. გადაწმინდეთ მტვერი სველი ჩვრით, რათა თავიდან აირიდოთ მტვრის ნაწილაკების ჰაერში გაბნევა.
წყარო: დიდი ბრიტანეთის ასთმისა და ფილტვის საზოგადოება
სტატიაზე მუშაობდა : ლილი ყვავილაშვილი და ანა ახალაძე
წყარო : inews.co.uk