GreenPole
  • Donate
  • Menu Canvas
    • მთავარი
    • პროექტები
    • სიახლეები
      • საქართველო
      • მსოფლიო
    • შემეცნებითი
    • ჩვენი გუნდი
    • კონტაქტი
    • ქართული
      • English
  • ძებნა
GreenPole
  • მთავარი
  • პროექტები
  • სიახლეები
    • საქართველო
    • მსოფლიო
  • შემეცნებითი
  • ჩვენი გუნდი
  • კონტაქტი
  • ქართული
    • English
  • ძებნა

Fast Fashion და ეკოლოგიური კატასტროფა

Homepage მსოფლიო Fast Fashion და ეკოლოგიური კატასტროფა
მსოფლიო

Fast Fashion და ეკოლოგიური კატასტროფა

აპრილი 5, 2021
By GREENPOLE
0 კომენტარი
282 ნახვა

ექსპერტების თქმით, მოდის ინდუსტრია ფუნდამენტურად უნდა შეიცვალოს, რათა მათი მხრიდან გარემოზე მავნე ზემოქმედება შემცირდეს.

მათი თქმით, ტანსაცმლის გაქირავება, გადამუშავების უკეთესი მექანიზმები, დაბინძურების მაკონტროლებელი ტექნოლოგიები და ნარჩენი მასალების ინოვაციური გამოყენება, იმ ღონისძიებების ჩამონათვალია, რომლებიც მნიშვნელოვანია პრობლემის მოგვარებისთვის.

ჟურნალ  Nature Reviews Earth & Environment-ში გამოქვეყნდა მკვლევარების მიერ  მომზადებული მოხსენება, სადაც საუბარია ინდუსტრიის მიერ გარემოზე მიყენებული ზარალის მასშტაბებზე  და როგორ უნდა შეიცვალოს ის უკეთესი მიმართულებით.

სანამ ეს ციფრები  და მათი სანდოობა განიხილება, კლიმატის ცვლილების მთავრობათშორისმა კოლეგიამ (IPCC) გამოითვალა, რომ მოდის ინდუსტრია ყოველწლიურად ატმოსფეროში გამოყოფს ნახშირორჟანგის გლობალური მასის 10%-ს, ხოლო წელიწადში, სავარაუდოდ, 1.5 ტრილიონ ლიტრ წყალს მოიხმარს. გარდა ამისა, გარემოს დაბინძურება ქიმიური ნარჩენებით და მიკრო პლასტიკით, ასევე შეშფოთებას იწვევს.

არსებულ მიმდინარეობებს შორის, რომლებიც პრობლემებს კიდევ უფრო ამძაფრებს, არის სწრაფი მოდა (fast fashion) – იაფი სამოსი, მუდმივად განახლებადი ტენდეციების ფონზე, მომხმარებელს აიძულებს ახალი ტრენდების ხშირ შეძენას და ძველის შეცვლას. მაგალითად, £ 1 ბიკინი, რომელიც Missguided–მა გასულ წელს გაყიდა.

მოდის ინდუსტრიის გლობალური პრაქტიკა აჩვენებს, რომ ტანსაცმელმა წარმოების დროს შეიძლება მსოფლიოს გარშემო რამდენჯერმე იმოგზაუროს. დაანგარიშებულია, რომ თუ ტანსაცმლის ტრანსპორტირების 3% გადავა საზღვაოდან საჰაეროზე – ინდუსტრიის მზარდი ტენდენცია – ამან შეიძლება გამოიწვიოს 100%-ზე მეტი ნახშირორჟანგის გამოყოფა, ვიდრე ეს საზღვაო ტრანსპორტის შემთხვევაში.

მკვლევარები ასევე საუბრობენ ინდუსტრიის მიერ წყლის მოხმარებაზე, ნახშირორჟანგის ატმოსფეროში გამოყოფაზე, ტექსტილის ნარჩენებზე და ქიმიური ნივთიერების გამოყენებაზე – ნივთიერებები, რომლებიც საფრთხეს უქმნიან არა მარტო გარემოს, არამედ იქ დასაქმებულ ადამიანთა ჯანმრთელობასაც. “მაგალითისთვის, ერთ-ერთი ევროპული ტექსტილის-დამამთავრებელი კომპანია  იყენებს 466 გრამ ქიმიურ ნივთიერებას ერთ კილოგრამ ტექსტილზე.“

მიუხედავად იმისა, რომ ტანსაცმლის უამრავი მოდელი და დიზაინი ევროპასა და აშშ-ში იქმნება, მათი წარმოება უმეტესად განვითარებად ქვეყნებში ხდება. ეს მიდგომა ზრდის ქსოვილის ნარჩენების რაოდენობას, პირველ რიგში ცუდი კომუნიკაციის წყალობით, ხოლო მწარმოებელ ქვეყნებში ხშირად სათანადო რეგულაციები დაბინძურების კუთხით არ არსებობს. „წარმოების პროცესში გამოყენებული დაბინძურებული წყალი ჩაედინება მტკნარი წყლის ნაკადებში და აბინძურებს იმ მდინარეებს, სადაც ხალხი თევზს იჭერს და საარსებოდ მნიშვნელოვანია.

მოხსენებაში ნათქვამია, რომ ბუნებრივი რესურსების სიმწირის გამო, მოდის ინდუსტრია უნდა შეიცვალოს და ასახავს მისი ეკოლოგიური კუთხით გაუმჯობესების მრავალ გზას, მათ შორის განახლებადი ენერგიების გამოყენებას და გადამუშავების ინოვაციური მეთოდების შემუშავებას, ასევე პოლიესტერის – არაბიოდეგრადირებადი ბოჭკო- გამოყენების შემცირებას, რომელიც ნავთობ ქიმიკატებისგან მზადდება და ფართოდ გამოიყენება მოდის ინდუსტრიაში.

მათი მტკიცებით, მოდის ინდუსტრიამ აქცენტი უნდა გააკეთოს უკეთესი ხარისხის, გრძელვადიანი პროდუქციის შექმნაზე, ხოლო ინოვაციური მიდგომები, როგორიცაა ტანსაცმლის გაქირავება და გაყიდვის ახალი მეთოდები უნდა გაფართოვდეს.

CO2–ის ემისიის თვალსაზრისით მაისურისა და ჯინსის წარმოების ეკოლოგიური ღირებულებაა 2.6 კგ და 11.5 კგ.

მომხმარებლებმა უნდა გაათვითცნობიერონ, რომ მოდა უფრო მეტად ფუნქციონალური პროდუქტია, ვიდრე გასართობი და უნდა იყვნენ მზად მაღალი ფასი გადაიხადონ, სწორედ გარემოზე ზემოქმედების გამო.

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც მოდის ინდუსტრიის მიერ წარმოქმნილი პრობლემების მოგვარების გზების უგულველყოფა ხდება. გასულ წელს, გარემოსდაცვითი აუდიტის კომიტეტის დეპუტატებმა წარადგინეს მთელი რიგი ზომები, მათ შორის ტანსაცმლის ყოველ ახალ ნივთზე 1p დამატებითი გადასახადი, რომელიც შემდგომ გადამუშავების და შეგროვების უკეთესი მეთოდების დაფინანსებას მოხმარდებოდა. მთავრობამ ყველა უარყო.

მწვანე ალიანსის წარმომადგენელის ლიბი პიკის თქმით, დიდ ბრიტანეთს განსაკუთრებული პრობლემა აქვს სწრაფ მოდასთან დაკავშირებით.

”ჩვენ ვყიდულობთ უფრო მეტ ტანსაცმელს ერთ ადამიანზე,  ვიდრე ევროპის ნებისმიერი სხვა ქვეყანა, მათ შორის თითქმის ორჯერ მეტს, ვიდრე იტალიელები, რომლებიც უფრო ცნობილები არიან  მოდის თავიანთი გემოვნებით”, – თქვა მან.

გარდა იმისა, რომ ეს ანგარიში ხაზგასმით აღნიშნავს უკეთესი ხარისხის ტანსაცმლის წარმოებასა და ტანსაცმლის გაქირავების აუცილებლობაზე, ის ასევე საუბრობს მეორადი ტანსაცმლის შეძენის მნიშვნელობაზე. ინდუსტრიის მხრიდან ორგანიზებული ინიციატივები გარემოსდაცვითი ხარჯების შესამცირებლად არაეფექტური გამოდგა, როდესაც პარალელურად მოხმარების მასშტაბები საგრძნობლად გაიზარდა.

”ნელი მოდა ერთადერთი მდგრადი გამოსავალია ინდუსტრიისა და პლანეტისთვის,” – თქვა მან.

ქარი სომერსმა, კამპანიის Fashion Revolution-ის თანადამფუძნებელმა, ასევე აღნიშნა, რომ ქიმიური ნივთიერებების გამოყენება მოდის ინდუსტრიაში, რასაც ახალი ანგარიში აჩვენებს, განსაკუთრებით საგანგაშოა, განსაკუთრებით ევროკავშირის გარეთ შექმნილ ტანსაცმელში, სადაც ძნელია იმის გარკვევა, თუ რა სახის ნივთიერებები იქნა წარმოების პერიოდში გამოყენებული.

პროფესორი სტივ ევანსი, სამრეწველო მდგრადობის ექსპერტი კემბრიჯის უნივერსიტეტიდან, ასევე მიესალმა ამ მოხსენებას. თუმცა აღნიშნა, რომ გაუგებარი იყო,  ინდუსტრიის გარემოზე ზემოქმედების რა წილი მოდიოდა სწრაფ მოდაზე. ერთ წრედ შეკრული ინდუსტრიისთვის მთავარი გამოწვევა არის ის, რომ მასში ჩართულმა სხვადასხვა დარგებმა, დაწყებული წარმოებიდან დამთავრებული საცალო ვაჭრობით და გადამუშავებით, ერთად დაიწყონ ამ საკითხებზე მუშაობა.

 

სტატიაზე მუშაობდა : მაია ბურდული

წყარო : https://www.theguardian.com/fashion/2020/apr/07/fast-fashion-speeding-toward-environmental-disaster-report-warns

ნახვები : 74 წუთის საკითხავი

წინა პოსტი
ისლანდია ნახშირბადის დიოქსიდს იღებს ჰაერიდან და გარდაქმნის მას კლდოვან ფენად
შემდეგი პოსტი
გადამუშავებული პლასტმასის გზები ნიადაგს უმზადებენ მეტად მდგრად ინფრასტრუქტურას

Leave your comment Cancel Reply

(will not be shared)

ბოლო ჩანაწერები

  • ესპანეთში ბოლო 20 წლის განმავლობაში ყველაზე ცხელი წინასაზაფხულო სითბური ტალღების პერიოდია
  • პალეონტოლოგების თქმით კლიმატური კრიზისის შედეგად ადამიანების დაპატარავებაა მოსალოდნელი
  • ნანოსენსორი ნაყოფზე არსებულ პესტიციდებს წუთებში ამოიცნობს
  • „კლიმატური რყევები“ საკვების კრიზისის მიზეზია, ნათქვამია გაეროს განცხადებაში
  • როგორ იცვლებოდა ჩვენი პლანეტა დროთა განმავლობაში?
Alone
  • Call Us: + 995 551 858 858
  • greenpoleorg@gmail.com
  • Tbilisi , Georgia
Copyright ©2020 GREENPOLE. All Rights Reserved
SearchPostsLogin
ორშაბათი, 15, აგვ
ესპანეთში ბოლო 20 წლის განმავლობაში ყველაზე ცხელი წინასაზაფხულო სითბური ტალღების პერიოდია
შაბათი, 13, აგვ
პალეონტოლოგების თქმით კლიმატური კრიზისის შედეგად ადამიანების დაპატარავებაა მოსალოდნელი
შაბათი, 13, აგვ
ნანოსენსორი ნაყოფზე არსებულ პესტიციდებს წუთებში ამოიცნობს
შაბათი, 13, აგვ
„კლიმატური რყევები“ საკვების კრიზისის მიზეზია, ნათქვამია გაეროს განცხადებაში
პარასკევი, 12, აგვ
როგორ იცვლებოდა ჩვენი პლანეტა დროთა განმავლობაში?
პარასკევი, 12, აგვ
რა არის ბიომრავალფეროვნება და როგორ ვიცავთ მას?

Welcome back,