გადამუშავებული პლასტმასის გზები ნიადაგს უმზადებენ მეტად მდგრად ინფრასტრუქტურას
ხშირი არაა, როდესაც მსოფლიოს ორი მთავარი პრობლემის გადაჭრა ერთი გზითაა შესაძლებელი. მიუხედავად ამისა, ახალბედა ნიდერლანდურმა კომპანია „პლასტმასის გზამ“ (PlasticRoad) ეს შეძლო. პლასტმასით გამოწვეული დაბინძურების და კლიმატის ცვლილების აღმოსაფხვრელად, კომპანიამ მიმართა შემდეგი თაობის მდგრად ინფრასტრუქტურას – გადამუშავებული პლასტმასის გზებს.
ნიდერლანდებს წყალთან დაკავშირებული პრობლემა აქვს. წლების მანძილზე, ზღვის დონე იზრდებოდა სიჩქარით, რომელსაც ქვეყანა ვერ უმკლავდებოდა. დღეს ქვეყნის თითქმის ნახევარი ზღვის დონიდან დაახლოებით 1 მეტრის სიმაღლეზეა და, რაც უფრო საგანგაშოა, ქვეყნის თითქმის მესამედი ზღვის დონის ქვემოთაა. ქუჩებზე გზა, როგორც წესი, ყოველ 40 წელში თავიდან იგება, თუმცა ნიდერლანდებში წყლიანი ნიადაგის გამო გზებს განახლება ყოველ 20 წელში სჭირდება.
გარდა ამისა, სახლების უმეტესობა ნიდერლანდებში აშენებულია ხის ხიმინჯებზე, რომელიც ნაკლებად ხელსაყრელია, როდესაც კლიმატის ცვლილება წლიდან წლამდე მიწისწვეშა წყლების ამაღლებას იწვევს, რადგან წვიმა მეტად ძლიერი და ეპიზოდურია. ამჟამინდელ ინფრასტრუქტურას და მის ტრადიციულ კანალიზაციის სისტემებს არ შეუძლია ამდენ წყალთან გამკლავება. ეს გამოიწვევს წყალდიდობას და ნიადაგის დონის მასიურ დაწევას. ეს პრობლემა არაა მხოლოდ ნიდერლანდებში. გაზრდილი წყალდიდობა ადგილობრივ ტევადობას გლობალურ შკალაზე გამოცდის.
პლასტმასის გზები: მომავლისთვის წყალდიდობების გარეშე
ნიდერლანდური სამშენებლო ჯგუფ VolkerWessels-ის ახალბედა კომპანიის PlasticRoads-ის დამფუძნებელი და დირექტორი ან კაუდსტალი ამბობს: “ამ გამოწვევებთან გასამკლავებლად გზის გარდაქმნა გვჭირდება”. კაუდსტალმა და მისმა ჯგუფმა შექმნეს ეპონიმური, ასაწყობი “პლასტმასის გზა” (PlasticRoad) გადამუშავებული ნარჩენებისგან. იგი შიგნიდან ცარიელია, რათა თავიდან აიცილოს წყალდიდობა მასში წყლის დროებით შენახვის გზით. შემდეგ წვიმის წყალი წყალსაგდების მეშვეობით მიედინება გადასაშვებ მილამდე მიწისქვეშ ნელი, მართვადი დაშრობისთვის. ეს ეხმარება გვალვის პერიოდებს “ერთმანეთთან” დაკავშირებაში.
თუმცა წვიმის წყლის მართვა PlasticRoads-ის უპირატესობებიდან მხოლოდ ერთ-ერთია. ის ასევე 4-ჯერ მსუბუქი და 70%-ით სწრაფია ასაშენებლად. დამატებით, იგი სამჯერ დიდხანს ძლებს და 72%-მდე ნაკლებ ნახშირბადს გამოყოფს, ვიდრე სტანდარტული გზები. ორი საცდელი 100 ფუტის სიგრძის ველობილიკების პროექტი ნიდერლანდების ქალაქებში ზვოლესა და ღიტჰორნში აჩვენებს მდგრადობის ამ საოცრების უპირატესობებს. თითოეული ბილიკი დაახლოებით 2,200 ფუნტს (დაახლოებით 1,000 კილოგრამს) გადამუშავებულ პლასტმასას შეიცავს, რაც 218,000 პლასტმასის ჭიქას უდრის.
გზის გადამუშავებულ მასალები, ასაწყობ-დასაშლელი დიზაინი, სიმსუბუქე და მოდულური კონსტრუქცია ზოგავს დიდი რაოდენობით მატერიალურ წყაროებსა და მუშა-ხელს. კიდევ უნდა აღვნიშნოთ, რომ გზა არ საჭიროებს ზედმეტ გათხრით სამუშაოებს, მძიმე საძირკველს, გარემოსთვის საზიანო ბეტონის ფილებს, ასფალტის ფენებს და კანალიზაციის სისტემებს. გზის აწყობა ლეგოს თამაშივითაა: მხოლოდ რამდენიმე დაწკაპებით ყველაფერი აშენებულია.
გზის “შემცირებული” სტრუქტურა ასევე ამარტივებს გზის შენარჩუნების ამოცანას, როგორიცაა საძირკველის განახლება და მილების შეცვლა, იქიდან გამომდინარე, რომ ასაწყობ-დასაშლელი ნაწილები გზასთან წვდომას მარტივს ხდის” ამბობს კაუდსტალი. კვლევები ამტკიცებს, რომ კომპანიის პლასტმასის გზებს შეუძლია გაუძლოს მაღალ ტემპერატურას (მინუს 40-დან 176-მდე ფარენჰეიტს ან მინუს 40 ცელსიუსიდან მინუს 80 ცელსიუსამდე) იმაზე უკეთ, ვიდრე ტიპურ ასფალტის გზებს.
თავდაპირველად პროექტს VolkerWessels განაგებდა. მას ხელმძღვანელობდა ენ კაუდსტალი და თანადამფუძნებელი სიმონ ჯორიცმა (იმ დროს VolkerWessels-ის თანამშრომლები) და იმართებოდა KWS-ის – ნიდერლანდურ ბაზარზე გზის შენებაში ლიდერის და VolkerWessels-ის განყოფილების – მიერ. რადგან KWS-ის არ შეეძლო გზის თავად წარმოება, ის დაუკავშირდა გაყვანილობის და სანიაღვრე სისტემების პლასტმასით მრეწველ კომპანია Wavin-ს და ერთად მათ იდეა ორ წელზე ნაკლებ დროში განახორციელეს. გადამუშავებული პლასტმასის გზების შექმნის შესაძლებლობიდან გამომდინარე, პროექტი იქცა ახალდაარსებულ კომპანიად (ე.წ სტარტაპად) იგივე სახელით “PlasticRoads”, VolkerWessels-ის და Wavin-ის მხარდაჭერით როგორც სპონსორები.
Wavin-ის დირექტორი ჯან-ვილემ ვიტსი ამბობს: “ასეთ განვითარებაში მონაწილეობის მიღება Wavin-ის მისიაში მოამარაგოს სამშენებლო ინდუსტრია ინოვაციური გადაჭრის გზებით პლასტმასის შესამცირებლად ზუსტად ჯდება. “ეს არის ფანტასტიკური შესაძლებლობა განვითარდეს გზების მშენებლობის ახალი მეთოდი სხვა ბაზრის ლიდერებთან ერთად”. როლფ მარსს, KWS-ის დირექტორს, სჯერა PlasticRoads-ის იდეის რაციონალურობაში იმიტომ, რომ “პლასტმასა გვთავაზობს მეტ უპირატესობას ახლანდელი გზის დიზაინთან შედარებით, კონსტრუქციის და მდგრადობის შენარჩუნების კუთხით.” ამბობს ის.
აბსოლუტურად წრიული, ნული გამოყოფის მქონე ეკონომიკა
სენსორები საცდელი გზების გამო მეტად ოპტიმიზაციულები არიან ზვოლესა და ღითჰორნში. მათ შეაგროვეს ისეთი მონაცემები როგორებიცაა: გზის ტემპერატურა, წყლის დონე გზის შიგნით და წყლის რაოდენობა გზის ზედაპირზე. “მონაცემებით დავინახეთ, რომ გზა რომელიც ავაშენეთ იმაზე ორჯერ ძლიერი იყო, ვიდრე საცდელი გზები” ამბობს კაუდსტალი. “ანუ ის არა მარტო ველოსიპედებს გაუძლებს, არამედ მანქანებსაც.”
PlasticRoad მზადაა უფრო დიდი პროექტებისთვის და ემზადება სამრეწველო საქმიანობისთვის. კომპანიამ უკვე დაიწყო მოლაპარაკებები ადგილობრივ ორგანოებთან ველობილიკების, საფეხმავლო ქუჩების, ავტოსადგომების, სკოლის ეზოების და მატარებლების ბაქნების ასაშენებლად.” PlasticRoad-ის საბოლოო მიზანია პლასტმასით დაბინძურების აღმოფხვრა, რაც ასევე ბოლოს მოუღებს კომპანიის შესაძლებლობას აწარმოოს პლასტმასის გზები. “მაშინ მისია შესრულებულად ჩაითვლება” ამბობს კაუდსტალი. “გზა შეიძლება დაახლოებით შვიდჯერ გადამუშავდეს, ანუ ჩვენ გვაქვს ცირკულაური ეკონომია, რომელიც მომავლის ქალაქებს მდგრადობას მოუტანს.”
სტატიაზე მუშაობდა : გიორგი შაქარაშვილი და სალომე აბუაშვილი