GreenPole
  • Donate
  • Menu Canvas
    • მთავარი
    • რუკა
    • პროექტები
    • სიახლეები
      • საქართველო
      • მსოფლიო
    • შემეცნებითი
    • ჩვენი გუნდი
    • კონტაქტი
    • ქართული
  • ძებნა
GreenPole
  • Home
  • AQ Map
  • Projects
  • NEWS
    • Georgia
    • World
  • Discovery
  • Our Team
  • Contact
  • ქართული
  • Search

ამერიკელი მეცნიერები მუშაობენ პროექტზე, რომლის მიხედვითაც, ლაბორატორიებში გამოიყვანენ ხის ჯიშებს, ისეთ გარემოში, სადაც არ ხვდება მზის შუქი და არ არის ნიადაგი.

Homepage მსოფლიო ამერიკელი მეცნიერები მუშაობენ პროექტზე, რომლის მიხედვითაც, ლაბორატორიებში გამოიყვანენ ხის ჯიშებს, ისეთ გარემოში, სადაც არ ხვდება მზის შუქი და არ არის ნიადაგი.
მსოფლიო

ამერიკელი მეცნიერები მუშაობენ პროექტზე, რომლის მიხედვითაც, ლაბორატორიებში გამოიყვანენ ხის ჯიშებს, ისეთ გარემოში, სადაც არ ხვდება მზის შუქი და არ არის ნიადაგი.

აპრილი 5, 2021
By GREENPOLE
0 კომენტარი
914 ნახვა
ნახვები : 70

ეშლი ბექვისი, მთავარი სულისჩამდგმელი ამ სამეცნიერო ექსპერიმენტისა, იმედოვნებს, რომ ერთ დღესაც, ლაბორატორიებში „აღმოცენებული“ ხე-ტყე შეავსებს იმ დანაკლისს, რასაც დღეს დედამიწის ტყის საფარი განიცდის. ამგვარად მოყვანილი ხეები ჩაანაცვლებენ ტყის გაშენების ტრადიციულ მეთოდებს.

ეშლის გუნდი მუშაობს 3D-პრინტით ხე-ტყის მოყვანაზე, ამჟამად ისინი ცდილობენ ობის სოკოს უჯრედების მეშვეობით მიიღონ სასურველი ფორმები. ეს ტექნოლოგია იქნება კარგი მეთოდი იმისთვის, რომ შექმნან ტყის მასალა, რომელსაც შემდეგ ადამიანები გამოიყენებენ ავეჯის დასამზადებლად, საბოლოო ჯამში კი ეს შეამცირებს ბუნებირივი ტყის საფარის გაჩეხვასა და განადგურებას ნივთების დამზადების მიზნით.

BBC-ისთან ერთერთი ჩართვის დროს, პირდაპირი ეთერის მეშვეობით, გადაცემაში BBC 5 Live Naga Munchetty Programme ქალბატონმა ბექვისმა ისაუბრა შემდეგ საკითხებზე: მსოფლოში განუზომლადაა გაზრდილი მოთხოვნა ხე-ტყის მასალისგან დამზადებულ პროდუქტებზე, იქნება ეს ავეჯი, ინფრასტრუქტურა თუ ყოველდღიური მოხმარების საგნები, თავად მარცვლეულ კულტურებსაც კი სჭირდებათ ბიო-ნერგიული საწვავები და სწორედ ეს ყველაფერი ერთად, არის მიზეზი, თუ რატომ გადაწყვიტეს ამ საკითხზე მუშაობა. დედამიწა და მისი რესურსები ხომ უსაზღვრო არ არის.

ბექვისი მასაჩუსეტსის ტექნიკური ინსტიტუტის (MIT) სტუდენტი იყო, რომელიც ამჟამად კემბრიჯში სწავლობს. ეშლის გუნდი ამ ეტაპზე ცდილობს წარმოებისთვის გამოიყენოს კვისირტავა, ე.წ. ზინია,- რომელიც გვირილათა ოჯახის წარმომადგენელი მცენარეა. ამ მოდელზე დაკვირვებით, ისინი ცდილობენ თავიანთი იდეის დამტკიცებას.

ისინი იმედოვნებენ, რომ საბოლოო ჯამში, გაიზრდება მოთხოვნა მსგავსი მეთოდით წარმოებულ ხის მასალაზე. ხე-ტყის მასალის გაზრდა, თუნდაც იმ ზომამდე, რომ მისგან პატარა ყავის მაგიდა დამზადეს, ეს ძალიან დიდ შრომას მოითხოვს. “ეს არის უძნელესი პროცესი, რომელსაც თვეები დასჭირდება, თუმცა, რა საკვირველია, ეს იქნება ბევრად სწრაფი, ვიდრე ბუნებრივი ხის გაზრდა, რასაც საშუალოდ 20 წელი მაინც სჭირდება.”

ეშლი აგრეთვე ამატებს: “არ ვიცი, შევძლებ თუ არა გავზარდო 3D პრინტით ხე, იმ ზომამდე, რომ მისგან მაგიდა დამზადდეს, რადგან, ჯერ-ჯერობით უზარმაზარი სიცარიელეა ამ სფეროში, მსგავსი რამ ჯერ არავის უცდია, თუმცა პოტენციურად, ეს შესაძლებელია.”

ალბათ, გაიტნერესებთ ის ძირეული განსხვავებები, რაც შეიძლება არსებობდეს ბუნებრივ პირობებში აღმოცენებულ ხესა და ლაბორატიულად მიღებულ ხეს შორის:

  • ”სამწუხაროდ, მოსახლეობაში ტრადიციული ხის სტრუქტურა არის ძალიან მოთხოვნად. როგორც იცით მარცვლები, რომლებიც ნიადაგში ხვდებიან, მიდიან გარკვეული მიმართულებებით, როგორც სისხლის უჯრედები სისხლძარღვებში, ეს განსაზღვრული მიმართულებები ხელს უწყობს ხისთვის წყლის და სხვა საწირო ნივთიერებების მიწოდებას.”
  • “მაგრამ, ჩვენს შემთხვევაში, ლაბორატორიის პირობებში, არ გვაქვს მსგავსი მარეგულირებელი, ასე რომ, ნაწილაკები დამოუკიდებლად მიემართებიან, განუსაზღვრელი მიმართულებით, რაც არ ვიცით, რა შედეგს გამოიღებს.”

მიუხედავად იმისა რომ ეს ყველაფერი სულ რაღაც საწყისი ეტაპებია საინტერესო კვლევისა, ეშლი, რომელიც ამჟამად დოქტორანტურის კანდიდატია, თავის კვლევაზე დიდ იმედებს ამყარებს. მისი აზრით, რეალურ შედეგს დაახლოებით 10 წელიწადში ვიხილავთ.

  • “ეს არის ძალიან საინტერესო, შესანიშნავი კონცეფცია, რომელსაც ხალხი გაეცნობა და აუცილებლად გაიზიარებს. მისი მეშვეობით გადარჩება გარემოც, ხე-ტყის გაჩეხვა ხომ უამრავი ჩვენგანის რეალურ პრობლემას წარმოადგენს, ჩვენ კი ვართ მისი გადაჭრის მოსურნე ადამიანები და მიხარია, რომ ამ საკითხისთვის ვშრომობთ. ვიმედოვნებ, რომ ძალიან ბევრ საინტერესო სიახლეს შემოგთავაზებთ და მეტი და მეტი ადამიანი ჩაერთვება ამ საქმეში”.

სტატიაზე მუშაობდა : ნათია კურტანიძე და ნატა შველიძე

წყარო : https://www.bbc.com/news/science-environment-56270691?fbclid=IwAR3vXL_YjLZ3pbsr4Ju8nXB6OSPlV2HEXzMHZS3oJx7fBns-TVGKZiIBezE


წინა პოსტი
გადამუშავებული პლასტმასის გზები ნიადაგს უმზადებენ მეტად მდგრად ინფრასტრუქტურას
შემდეგი პოსტი
რა კავშირია დამუშავებულ საკვებსა და ეკოლოგიურ პრობლემებს შორის?

Leave your comment Cancel Reply

(will not be shared)

ბოლო ჩანაწერები

  • Renewable and Low-Carbon Sources Accounted for Over 40% of Global Electricity Production in 2024: Report
  • ანგარიშის მიხედვით, განახლებადი და დაბალნახშირბადოვანი წყაროები 2024 წელს გლობალური ელექტროენერგიის წარმოების 40%-ზე მეტს შეადგენდა
  • მსოფლიო მძლეოსნობის ფედერაცია აფართოებს ინიციატივას „სირბილი სუფთა ჰაერისთვის“
  • კვადრატული მილი ამცირებს გამონაბოლქვს, რადგან ქალაქი სუფთა ნულოვანი მომავლისკენ ისწრაფვის
  • ელექტრომობილის შეძენის განხილვისას, ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი გარემოზე ზრუნვის საკითხია
Alone
  • Call Us: + 995 551 858 858
  • greenpoleorg@gmail.com
  • Tbilisi , Georgia
Copyright ©2024 GREENPOLE. All Rights Reserved
SearchPostsLogin
კვირა, 13, სექ
Renewable and Low-Carbon Sources Accounted for Over 40% of Global Electricity Production in 2024: Report
კვირა, 13, სექ
ანგარიშის მიხედვით, განახლებადი და დაბალნახშირბადოვანი წყაროები 2024 წელს გლობალური ელექტროენერგიის წარმოების 40%-ზე მეტს შეადგენდა
კვირა, 9, აგვ
მსოფლიო მძლეოსნობის ფედერაცია აფართოებს ინიციატივას „სირბილი სუფთა ჰაერისთვის“
ოთხშაბათი, 27, მაი
კვადრატული მილი ამცირებს გამონაბოლქვს, რადგან ქალაქი სუფთა ნულოვანი მომავლისკენ ისწრაფვის
სამშაბათი, 26, მაი
ელექტრომობილის შეძენის განხილვისას, ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი გარემოზე ზრუნვის საკითხია
პარასკევი, 1, მაი
დაბალი ემისიის ზონამ გლაზგოში ჰაერის დაბინძურება მესამედით შეამცირა

Welcome back,