GreenPole
  • Donate
  • Menu Canvas
    • მთავარი
    • რუკა
    • პროექტები
    • სიახლეები
      • საქართველო
      • მსოფლიო
    • შემეცნებითი
    • ჩვენი გუნდი
    • კონტაქტი
    • ქართულიქართული
  • ძებნა
GreenPole
  • მთავარი
  • ჰაერის ხარისხის რუკა
  • პროექტები
  • სიახლეები
    • საქართველო
    • მსოფლიო
  • შემეცნებითი
  • ანგარიშები
  • კონტაქტი
    • ჩვენი გუნდი
  • ქართული
  • ძებნა

„ელას კანონს“ სუფთა ჰაერის უფლების კოდიფიკაციისთვის ბრიტანეთის პარლამენტში მეორე მოსმენით განიხილავენ

Homepage მსოფლიო „ელას კანონს“ სუფთა ჰაერის უფლების კოდიფიკაციისთვის ბრიტანეთის პარლამენტში მეორე მოსმენით განიხილავენ
მსოფლიო

„ელას კანონს“ სუფთა ჰაერის უფლების კოდიფიკაციისთვის ბრიტანეთის პარლამენტში მეორე მოსმენით განიხილავენ

აგვისტო 28, 2022
By GREENPOLE
0 კომენტარი
464 ნახვა
ნახვები : 25
  • ახალი კანონპროექტი, რომელიც მიზნად ისახავს ჰაერის დაბინძურების შეზღუდვასა და სუფთა ჰაერზე წვდომის უფლების დაცვას, ლორდთა პალატაში მეორე მოსმენით განიხილეს.
  • შემოთავაზებულ კანონს, ელას კანონს, ეწოდა ცხრა წლის ელა ადო-კისი-დებრას სახელი, რომელიც არის პირველი ადამიანი, ვისი გარდაცვალების მიზეზადაც ჰაერის დაბინძურება ჩაითვალა.
  • 2019 წელს ჰაერის დაბინძურებამ გამოიწვია ცხრა მილიონი ადამიანის გარდაცვალება, რაც ყოველი მეექვსე სიკვდილია მსოფლიოში.

 

ახალი კანონპროექტი, რომელიც მიზნად ისახავს ჰაერის დაბინძურების შეზღუდვასა და სუფთა ჰაერზე წვდომის უფლების დაცვას, ლორდთა პალატაში მეორე მოსმენით განიხილეს.

კანონპროექტი, რომლის ინიციატორიც იყო მწვანეთა პარტიის წევრი ბარონესა ჯენი ჯონსი, კენჭისყრით დასახელდა, როგორც უპირატესი კერძო წევრების კანონპროექტებს შორის (PMB).

კანონის მიღების შემთხვევაში, ის გააკონტროლებს ჰაერის დაბინძურების ყველა ფორმას, მათ შორის შიდა და გარე; ამავდროულად, უზრუნველყოფს კომისიის შექმნას, რომელიც შეაფასებს მთავრობის პროგრესს სუფთა ჰაერის უზრუნველყოფის მხრივ, მეცნიერების უახლესი მიღწევების ყოველწლიურ მიმოხილვასთან ერთად.

სესიის დასაწყისში ბარონესა ჯონსმა განაცხადა: „მე შევამჩნიე, რომ პოლიტიკოსები მთავრობაში ყოფნისას ვერ უმკლავდებიან საზოგადოებრივი ჯანდაცვის საგანგებო სიტუაციებს. ყოველწლიურად ვხედავდი, რომ მთავრობა მალავდა ინფორმაციას  დაბინძურებული ჰაერის შესახებ, რადგან ამან, შესაძლოა, შეაშინოს საზოგადოება და აიძულოს მთავრობა ნაბიჯების გადადგმისკენ.

შედეგად, მთავრობამ გზა დაუთმო უხილავ მკვლელს, მინისტრთა კაბინეტის წარმომადგენლებმა კი ზედიზედ სამი საქმე წააგეს სასამართლოში იმის გამო, რომ არ ჰქონდათ ჰაერის ხარისხის გასაუმჯობესებლად საჭირო გეგმა. ჩემი აზრით, პოლიტიკოსებმა უნდა გააფრთხილონ ადამიანები ჰაერის დაბინძურების შესახებ და ყველა, განსაკუთრებით კი მოწყვლადი ჯგუფები, უნდა დაიცვას ხელისუფლებამ.

ამ კანონპროექტის მიზანია, სუფთა ჰაერი ადამიანის უფლებად აქციოს. იგი უზრუნველყოფს სუფთა ჰაერზე წვდომის უფლების დაცვას გაერთიანებული სამეფოს კანონმდებლობაში.

კანონპროექტის შესაბამისად, მთავრობას მოეთხოვება, შეაფასოს ჰაერის დაბინძურება ინგლისსა და უელსში და გამოაქვეყნოს დეტალური ანგარიშები, საჭიროების შემთხვევაში გაფრთხილებების ჩათვლით, ხოლო მოქალაქეთა კომისია ყოველწლიურად განიხილავს მთავრობის ქმედებებს.

ყოველწლიურად განახლდება ჰაერის დამაბინძურებლების შესახებ მონაცემები, დაინერგება გაყიდვის შეზღუდვები წვის სისტემის მქონე ისეთ დანადგარებზე, როგორიცაა ხის ღუმლები. კანონისა და სანქციების მაკონტროლებელი მექანიზმები მიენიჭება ადგილობრივ ხელისუფლებას.

შემოთავაზებულ კანონს – ელას კანონს – ეწოდა ცხრა წლის ელა ადო-კისი-დებრას სახელი, რომელიც არის პირველი ადამიანი, ვისი გარდაცვალების მიზეზადაც ჰაერის დაბინძურება ჩაითვალა.

ელას დედა, როზამუნდი, ქალიშვილის გარდაცვალების შემდეგ, ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების კამპანიის აქტიური მონაწილე, ლორდთა პალატაში უსმენდა დებატებს.

ჰაერის დაბინძურება გლობალური გამოწვევაა. დაბინძურებისა და ჯანმრთელობის შესახებ ლანცეტის კომისიამ გამოავლინა, რომ 2019 წელს ჰაერის დაბინძურებამ გამოიწვია ცხრა მილიონი ადამიანის გარდაცვალება, რაც ყოველი მეექვსე სიკვდილია მსოფლიოში.

ჰაერის დაბინძურება შეადგენს ამ სიკვდილიანობათა თითქმის 75%-ს, ხოლო 1,8 მილიონზე მეტი შემთხვევა გამოწვეულია ტოქსიკური ქიმიური დაბინძურებით, რაც 66%-იანი ზრდაა 2000 წლის მონაცემთან შედარებით.

 

სტატიაზე მუშაობდა : ალექსანდრე ფიფია და ნინი თოიძე

წყარო : airqualitynews.com

 


წინა პოსტი
კალიფორნიაში მიღებული ახალი კანონი მომავალი 10 წლის განმავლობაში განაპირობებს პლასტმასის ნარჩენების 23 მილიონი ტონით შემცირებას
შემდეგი პოსტი
ანტარქტიდის ნაპირებთან 150-მდე ფინვალი შენიშნეს

Leave your comment Cancel Reply

(will not be shared)

ბოლო ჩანაწერები

  • ფაბრიკებიდან გამომდინარე ჰაერის დაბინძურება შეიძლება სასიკვდილო იყოს და საიდუმლოდაც დარჩეს
  • ხილის მიღებამ შესაძლოა ფილტვები ჰაერის დაბინძურებით გამოწვეული დაზიანებისგან დაიცვას
  • ახალმა კვლევებმა აჩვენა რომ ორსულებისთვის დაბინძურებულ ჰაერთან შემხებლობა დაკავშირებულია ახალშობილთა ტვინის განვითარების შეფერხებასთან.
  • ჰაერის დაბინძურება დაკავშირებულია სიმსუქნესა და დიაბეტთან
  • დიდი ბრიტანეთის ჰაერის დაბინძურება
Alone
  • Call Us: + 995 551 858 858
  • greenpoleorg@gmail.com
  • Tbilisi , Georgia
Copyright ©2024 GREENPOLE. All Rights Reserved
SearchPostsLogin
ხუთშაბათი, 26, თებ
ფაბრიკებიდან გამომდინარე ჰაერის დაბინძურება შეიძლება სასიკვდილო იყოს და საიდუმლოდაც დარჩეს
კვირა, 8, თებ
ხილის მიღებამ შესაძლოა ფილტვები ჰაერის დაბინძურებით გამოწვეული დაზიანებისგან დაიცვას
ორშაბათი, 19, იან
ახალმა კვლევებმა აჩვენა რომ ორსულებისთვის დაბინძურებულ ჰაერთან შემხებლობა დაკავშირებულია ახალშობილთა ტვინის განვითარების შეფერხებასთან.
კვირა, 21, დეკ
ჰაერის დაბინძურება დაკავშირებულია სიმსუქნესა და დიაბეტთან
კვირა, 14, დეკ
დიდი ბრიტანეთის ჰაერის დაბინძურება
სამშაბათი, 9, დეკ
„We Care 4 Air“ გაერთიანებულ სამეფოში ნახშირწყალბადის ქსელს დააყენებს

Welcome back,