GreenPole
  • Donate
  • Menu Canvas
    • მთავარი
    • რუკა
    • პროექტები
    • სიახლეები
      • საქართველო
      • მსოფლიო
    • შემეცნებითი
    • ჩვენი გუნდი
    • კონტაქტი
    • ქართულიქართული
  • ძებნა
GreenPole
  • Home
  • AQ Map
  • Projects
  • NEWS
    • Georgia
    • World
  • Discovery
  • Our Team
  • Contact
  • ქართული
  • Search

კალიფორნიაში მიღებული ახალი კანონი მომავალი 10 წლის განმავლობაში განაპირობებს პლასტმასის ნარჩენების 23 მილიონი ტონით შემცირებას

Homepage მსოფლიო კალიფორნიაში მიღებული ახალი კანონი მომავალი 10 წლის განმავლობაში განაპირობებს პლასტმასის ნარჩენების 23 მილიონი ტონით შემცირებას
მსოფლიო

კალიფორნიაში მიღებული ახალი კანონი მომავალი 10 წლის განმავლობაში განაპირობებს პლასტმასის ნარჩენების 23 მილიონი ტონით შემცირებას

აგვისტო 28, 2022
By GREENPOLE
0 კომენტარი
558 ნახვა
ნახვები : 78
  • ახალი კანონით, აუცილებელია, ბაზარზე ერთჯერადი პლასტმასის რაოდენობის 25%-ით შემცირება მომდევნო 10 წლის განმავლობაში
  • ამერიკის შეერთებული შტატები არის მსოფლიოში პირველი პლასტმასით დაბინძურების კუთხით
  • კალიფორნია არის მეოთხე შტატი, რომელმაც მსგავსი კანონპროექტი მიიღო კოლორადოს, მეინისა და ორეგონის შემდეგ.

 

კალიფორნიაში შემოღებული ახალი კანონი SB54 ემსახურება პლასტმასის ნარჩენების შემცირებას, გადამუშავების ხარისხის გაუმჯობესებასა და პროცესში უფრო მეტ პასუხისმგებლობას აკისრებს მწარმოებლებს და არა მომხმარებლებს.

ახალი კანონით, აუცილებელია, ბაზარზე ერთჯერადი პლასტმასის რაოდენობის 25%-ით შემცირება მომდევნო 10 წლის განმავლობაში და ამ შემცირების ნახევარი უნდა მოდიოდეს პლასტმასის ერთჯერადი შეფუთვის მრავალჯერადით ჩანაცვლებაზე.

დამატებითი მანდატი ასევე მოითხოვს არა მხოლოდ პლასტმასის ერთჯერადი შეფუთვის და ჭურჭლის მრავალჯერადი ან დეგრადირებადი ალტერნატივით ჩანაცვლებას 2032 წლამდე, არამედ 2028 წლამდე  პლასტმასის გადამუშავების მაჩვენებლის 30%-მდე გაზრდას, ხოლო 2032 წლისთვის მაჩვენებელი 65%-ს უნდა აღწევდეს. ასევე. იგეგმება ათასობით და მილიონობით დოლარის გამოყოფა პლასტმასის ნარჩენებით დაბინძურებული ეკოსისტემების რეგენერაციისთვის.

„ძნელია, გამოვხატო, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ეს ნაბიჯი“, – განაცხადა ანია ბრენდონმა, აშშ-ის პლასტმასის ნარჩენების პოლიტიკის ანალიტიკოსმა. „ამერიკის შეერთებული შტატები არის მსოფლიოში პირველი პლასტმასით დაბინძურების კუთხით, რაც, თავის მხრივ, ხელს უწყობს ოკეანეების პლასტმასის კრიზისს. ამ პრობლემას აშშ-ის ლიდერების გარეშე ვერ გადავწყვეტთ და ნათელია, რომ ამ კანონის შემოღებით კალიფორნია წინ მიუძღვება გემს. ეს ჩვენი ოკეანეების დიდი გამარჯვებაა“.

2021 წლის მდგომარეობით აშშ-ის პლასტმასის გადამუშავების მაჩვენებელი არის 5%-დან 6%-მდე, კერძოდ კალიფორნიის შემთხვევაში კი – 5%-ზე ნაკლები. კანონპროექტი მიზნად ისახავს როგორც გადამუშავების მაჩვენებლის ზრდას, ამავდროულად პლასტმასის მრავალჯერადი ალტერნატივებით აქტიურად ჩანაცვლების ხელშეწყობას.

კანონპროექტის განხილვის შედეგები ამგვარი იყო: სახელმწიფო ასამბლეაში 67 მომხრე და 2 მოწინააღმდეგე, ხოლო სენატში 29 მომხრე მოწინააღმდეგის გარეშე. კალიფორნიის გუბერნატორმა გევინ ნიუსომმა კანონპროექტს ხელი მოაწერა 30 ივნისს.

კალიფორნია არის მეოთხე შტატი, რომელმაც მსგავსი კანონპროექტი მიიღო კოლორადოს, მეინისა და ორეგონის შემდეგ.

„დღეს ჩვენ ვქმნით ისტორიას. ხვალ ჩვენ ვიზრუნებთ, რომ მივაღწიოთ SB54-ის შესაბამისად დასახულ მიზნებს“, – განაცხადა კონგრესმენმა ლუზ რივასმა.

SB54-ში არსებული მწარმოებელთა პასუხისმგებლობის კანონები ძალაში შევა 2027 წლის 1 იანვრიდან.

 

სტატიაზე მუშაობდა : ნინო ხუნდაძე და ნინი თოიძე

წყარო : www.ecowatch.com


წინა პოსტი
დიდ ლონდონში 2021 წელს არალეგალური ჰაერის დამაბინძურებლები დაფიქსირდა
შემდეგი პოსტი
„ელას კანონს“ სუფთა ჰაერის უფლების კოდიფიკაციისთვის ბრიტანეთის პარლამენტში მეორე მოსმენით განიხილავენ

Leave your comment Cancel Reply

(will not be shared)

ბოლო ჩანაწერები

  • მსოფლიო მძლეოსნობის ფედერაცია აფართოებს ინიციატივას „სირბილი სუფთა ჰაერისთვის“
  • კვადრატული მილი ამცირებს გამონაბოლქვს, რადგან ქალაქი სუფთა ნულოვანი მომავლისკენ ისწრაფვის
  • ელექტრომობილის შეძენის განხილვისას, ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი გარემოზე ზრუნვის საკითხია
  • დაბალი ემისიის ზონამ გლაზგოში ჰაერის დაბინძურება მესამედით შეამცირა
  • ახალი მათემატიკური მეთოდი, რომელიც განიხილეს უორვიკის უნივერსიტეტში, პირველად იძლევა მარტივ და პროგნოზირებად გზას, რათა გავიგოთ, როგორ მოძრაობენ არასრულყოფილად ფორმირებული ნანო ნაწილაკები ჰაერში.
Alone
  • Call Us: + 995 551 858 858
  • greenpoleorg@gmail.com
  • Tbilisi , Georgia
Copyright ©2024 GREENPOLE. All Rights Reserved
SearchPostsLogin
კვირა, 9, აგვ
მსოფლიო მძლეოსნობის ფედერაცია აფართოებს ინიციატივას „სირბილი სუფთა ჰაერისთვის“
ოთხშაბათი, 27, მაი
კვადრატული მილი ამცირებს გამონაბოლქვს, რადგან ქალაქი სუფთა ნულოვანი მომავლისკენ ისწრაფვის
სამშაბათი, 26, მაი
ელექტრომობილის შეძენის განხილვისას, ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი გარემოზე ზრუნვის საკითხია
პარასკევი, 1, მაი
დაბალი ემისიის ზონამ გლაზგოში ჰაერის დაბინძურება მესამედით შეამცირა
კვირა, 19, აპრ
ახალი მათემატიკური მეთოდი, რომელიც განიხილეს უორვიკის უნივერსიტეტში, პირველად იძლევა მარტივ და პროგნოზირებად გზას, რათა გავიგოთ, როგორ მოძრაობენ არასრულყოფილად ფორმირებული ნანო ნაწილაკები ჰაერში.
სამშაბათი, 31, მარ
სუფთა ჰაერი შესაძლოა ბავშვების მხედველობას იცავდეს

Welcome back,