GreenPole
  • Donate
  • Menu Canvas
    • მთავარი
    • რუკა
    • პროექტები
    • სიახლეები
      • საქართველო
      • მსოფლიო
    • შემეცნებითი
    • ჩვენი გუნდი
    • კონტაქტი
    • ქართულიქართული
  • ძებნა
GreenPole
  • მთავარი
  • ჰაერის ხარისხის რუკა
  • პროექტები
  • სიახლეები
    • საქართველო
    • მსოფლიო
  • შემეცნებითი
  • ანგარიშები
  • კონტაქტი
    • ჩვენი გუნდი
  • ქართული
  • ძებნა

ეგვიპტე და იტალია გარემოს დაცვის საკითხებში თანამშრომლობას აპირებენ

Homepage მსოფლიო ეგვიპტე და იტალია გარემოს დაცვის საკითხებში თანამშრომლობას აპირებენ
შემეცნებითი, მსოფლიო

ეგვიპტე და იტალია გარემოს დაცვის საკითხებში თანამშრომლობას აპირებენ

დეკემბერი 7, 2023
By GREENPOLE
0 კომენტარი
339 ნახვა
ნახვები : 32
  • ეგვიპტის გარემოს დაცვის მინისტრი, იასმინე ფუადი იტალიის ელჩს კაიროში, მიშელ ქურონს შეხვდა. საჯარო პირებმა გარემოს დაცვის სფეროში მომავალი თანამშრომლობის გზებზე ისაუბრეს.

  • სხდომის დროს მინისტრმა დადებითად შეაფასა გასული წლების გახანგრძლივებული თანამშრომლობა იტალიასთან რიგ სფეროებში. მათ შორის: ბუნების დაცვაში, საზოგადოების ინტეგრაციასა და ნარჩენების მართვაში.

  • ფუადმა იტალიურ მხარეს გარემოს დაცვისა და კლიმატური ინვესტიციების საერთაშორისო ფორუმში მონაწილეობის მიღებისკენ მოუწოდა და მიესალმა იტალიური კერძო სექტორის აქტიურობას გარემოს დაცვისა და კლიმატის სფეროში.

ეგვიპტის გარემოს დაცვის მინისტრი, იასმინე ფუადი იტალიის ელჩს კაიროში, მიშელ ქურონს შეხვდა. საჯარო პირებმა გარემოს დაცვის სფეროში მომავალი თანამშრომლობის გზებზე ისაუბრეს.

სხდომის დროს მინისტრმა დადებითად შეაფასა გასული წლების გახანგრძლივებული თანამშრომლობა იტალიურ მხარესთან რიგ მიმართულებებში. მათ შორის: ბუნების დაცვაში, საზოგადოების ინტეგრაციასა და ნარჩენების მართვაში.

იტალიის ელჩი მიესალმა გარემოს დაცვითი ჩართულობის ერთობლივ შესაძლებლობებს, ხაზგასმით კი, იტალიის ინტერესით ცირკულარული ეკონომიკის ათვისებას იტალიური გამოცდილებისა და ტექნოლოგიის გათვალისწინებით. იტალიის ელჩმა დადებითად შეაფასა შთამაგონებელი ეგვიპტური მოდელები მდგრად განვითარებასა და ცირკულარულ ეკონომიკაშიც, განსაკუთრებით, ტანსაცმლის წარმოებაში.

სახელმწიფო მოხელეებმა განიხილეს თანამშრომლობის გზები დანგრევისა და მშენებლობის სტრატეგიების განხორციელებაში. ეს მოხდება ეგვიპტურ და იტალიურ კერძო სექტორებს შორის პარტნიორობის შექმნითა და ამ სფეროებში თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვით. ასევე განიხილეს პარტნიორობა საკვები ზეთის გადამუშავების სტრატეგიაში, რომ უზრუნველეყოთ ნედლი მასალა ბიოდიზელის წარმოებისთვის.

განიხილეს თანამშრომლობის შესაძლებლობები სოფლის მეურნეობის ნარჩენების გადამუშავებისთვისაც. ეგვიპტეში ყოველწლიურად 42 ტონა სოფლის მეურნეობის ნარჩენი გროვდება, რომელიც პერსპექტიული საინვესტიციო შესაძლებლობაა.

იტალიელი ელჩის განცხადებით, სოფლის მეურნეობის ნარჩენების გადამუშავების სფეროში მისი ქვეყნის ბევრი სპეციალიზებული კომპანია გაუწევს დახმარებას ეგვიპტეს.

მინისტრმა ასევე ისაუბრა მყარი ნარჩენების მართვაში თანამშრომლობის შესაძლებლობებზე. ამ საკითხზე ეგვიპტე 5 წელი დაუღალავად მუშაობდა, რომ შემოეღო გარემო ნარჩენების მართვის ახალი სისტემა.

დაანონსეს თანამშრომლობის შესაძლებლობა გადამუშავებული ნარჩენების დაფასოებაშიც.

ბუნების დაცვის მინისტრმა ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტზე, რომ იტალიური მხარე ეგვიპტის პარტნიორია ეკოტურიზმში. ამ დარგში წარმატებული გამოცდილების მაგალითია ადგილობრივი მოსახლეობის ჩართვა ბუნებრივი ნაკრძალების დაცვის პროცესში სივაში, უადი ელ გემალსა და ფეიუმში. შედეგად, ამ დაცულ ტერიტორიებზე 9 ტომი შეინარჩუნებს საკუთარ კულტურულ მემკვიდრეობასა და ტრადიციებს.

ფუადმა მოუწოდა იტალიურ მხარეს, მონაწილეობა მიეღო გარემოსდაცვისა და კლიმატური ინვესტიციების საერთაშორისო ფორუმში და მიესალმა იტალიური კერძო სექტორის აქტიურობას ამ სფეროში. მიმდინარეობს აქტიური მუშაობა ეგვიპტურ-იტალიური საკონტაქტო ჯგუფების შექმნაზე.

სტატიაზე მუშაობდა: გიორგი ქარქუზაშვილი, ლილიან მეტრეველი

წყარო: Dailynewsegypt.com

7 დეკემბერი 2023 წელი


წინა პოსტი
ახალი კვლევების თანახმად, ჰაერის დაბინძურება საგანგაშო გავლენას ახდენს მცენარეთა დამტვერვის პროცესზე
შემდეგი პოსტი
შანხაი სიცხის საუკუნოვან რეკორდს ხსნის

Leave your comment Cancel Reply

(will not be shared)

ბოლო ჩანაწერები

  • ახალი კვლევა PM1-ის მონიტორინგის საჭიროებას ადასტურებს
  • რა გზები არსებობს ტროპოსფერულ ოზონთან დაკავშირებით? ახალი გეგმა დამაბინძურებლების წინააღმდეგ
  • ჰაერის დაბინძურება კავშირშია მუცლად მყოფი ჩვილების ტვინის ცვლილებებთან
  • მდინარეების წყლის დონე მსოფლიო მასშტაბით რეკორდულ მინიმუმზე დაეცა
  • გზა ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების კომუნიკაციისკენ დიდ ბრიტანეთში
Alone
  • Call Us: + 995 551 858 858
  • greenpoleorg@gmail.com
  • Tbilisi , Georgia
Copyright ©2024 GREENPOLE. All Rights Reserved
SearchPostsLogin
ხუთშაბათი, 9, ოქტ
ახალი კვლევა PM1-ის მონიტორინგის საჭიროებას ადასტურებს
ოთხშაბათი, 17, სექ
რა გზები არსებობს ტროპოსფერულ ოზონთან დაკავშირებით? ახალი გეგმა დამაბინძურებლების წინააღმდეგ
პარასკევი, 12, სექ
ჰაერის დაბინძურება კავშირშია მუცლად მყოფი ჩვილების ტვინის ცვლილებებთან
შაბათი, 30, აგვ
მდინარეების წყლის დონე მსოფლიო მასშტაბით რეკორდულ მინიმუმზე დაეცა
შაბათი, 2, აგვ
გზა ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების კომუნიკაციისკენ დიდ ბრიტანეთში
პარასკევი, 1, აგვ
ახალ კვლევას ელექტრომობილების ბატარეების მომსახურების სერტიფიკატების მიღების აუცილებლობასთან მივყავართ

Welcome back,