ეგვიპტე და იტალია გარემოს დაცვის საკითხებში თანამშრომლობას აპირებენ
-
ეგვიპტის გარემოს დაცვის მინისტრი, იასმინე ფუადი იტალიის ელჩს კაიროში, მიშელ ქურონს შეხვდა. საჯარო პირებმა გარემოს დაცვის სფეროში მომავალი თანამშრომლობის გზებზე ისაუბრეს.
-
სხდომის დროს მინისტრმა დადებითად შეაფასა გასული წლების გახანგრძლივებული თანამშრომლობა იტალიასთან რიგ სფეროებში. მათ შორის: ბუნების დაცვაში, საზოგადოების ინტეგრაციასა და ნარჩენების მართვაში.
-
ფუადმა იტალიურ მხარეს გარემოს დაცვისა და კლიმატური ინვესტიციების საერთაშორისო ფორუმში მონაწილეობის მიღებისკენ მოუწოდა და მიესალმა იტალიური კერძო სექტორის აქტიურობას გარემოს დაცვისა და კლიმატის სფეროში.
ეგვიპტის გარემოს დაცვის მინისტრი, იასმინე ფუადი იტალიის ელჩს კაიროში, მიშელ ქურონს შეხვდა. საჯარო პირებმა გარემოს დაცვის სფეროში მომავალი თანამშრომლობის გზებზე ისაუბრეს.
სხდომის დროს მინისტრმა დადებითად შეაფასა გასული წლების გახანგრძლივებული თანამშრომლობა იტალიურ მხარესთან რიგ მიმართულებებში. მათ შორის: ბუნების დაცვაში, საზოგადოების ინტეგრაციასა და ნარჩენების მართვაში.
იტალიის ელჩი მიესალმა გარემოს დაცვითი ჩართულობის ერთობლივ შესაძლებლობებს, ხაზგასმით კი, იტალიის ინტერესით ცირკულარული ეკონომიკის ათვისებას იტალიური გამოცდილებისა და ტექნოლოგიის გათვალისწინებით. იტალიის ელჩმა დადებითად შეაფასა შთამაგონებელი ეგვიპტური მოდელები მდგრად განვითარებასა და ცირკულარულ ეკონომიკაშიც, განსაკუთრებით, ტანსაცმლის წარმოებაში.
სახელმწიფო მოხელეებმა განიხილეს თანამშრომლობის გზები დანგრევისა და მშენებლობის სტრატეგიების განხორციელებაში. ეს მოხდება ეგვიპტურ და იტალიურ კერძო სექტორებს შორის პარტნიორობის შექმნითა და ამ სფეროებში თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვით. ასევე განიხილეს პარტნიორობა საკვები ზეთის გადამუშავების სტრატეგიაში, რომ უზრუნველეყოთ ნედლი მასალა ბიოდიზელის წარმოებისთვის.
განიხილეს თანამშრომლობის შესაძლებლობები სოფლის მეურნეობის ნარჩენების გადამუშავებისთვისაც. ეგვიპტეში ყოველწლიურად 42 ტონა სოფლის მეურნეობის ნარჩენი გროვდება, რომელიც პერსპექტიული საინვესტიციო შესაძლებლობაა.
იტალიელი ელჩის განცხადებით, სოფლის მეურნეობის ნარჩენების გადამუშავების სფეროში მისი ქვეყნის ბევრი სპეციალიზებული კომპანია გაუწევს დახმარებას ეგვიპტეს.
მინისტრმა ასევე ისაუბრა მყარი ნარჩენების მართვაში თანამშრომლობის შესაძლებლობებზე. ამ საკითხზე ეგვიპტე 5 წელი დაუღალავად მუშაობდა, რომ შემოეღო გარემო ნარჩენების მართვის ახალი სისტემა.
დაანონსეს თანამშრომლობის შესაძლებლობა გადამუშავებული ნარჩენების დაფასოებაშიც.
ბუნების დაცვის მინისტრმა ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტზე, რომ იტალიური მხარე ეგვიპტის პარტნიორია ეკოტურიზმში. ამ დარგში წარმატებული გამოცდილების მაგალითია ადგილობრივი მოსახლეობის ჩართვა ბუნებრივი ნაკრძალების დაცვის პროცესში სივაში, უადი ელ გემალსა და ფეიუმში. შედეგად, ამ დაცულ ტერიტორიებზე 9 ტომი შეინარჩუნებს საკუთარ კულტურულ მემკვიდრეობასა და ტრადიციებს.
ფუადმა მოუწოდა იტალიურ მხარეს, მონაწილეობა მიეღო გარემოსდაცვისა და კლიმატური ინვესტიციების საერთაშორისო ფორუმში და მიესალმა იტალიური კერძო სექტორის აქტიურობას ამ სფეროში. მიმდინარეობს აქტიური მუშაობა ეგვიპტურ-იტალიური საკონტაქტო ჯგუფების შექმნაზე.
სტატიაზე მუშაობდა: გიორგი ქარქუზაშვილი, ლილიან მეტრეველი
წყარო: Dailynewsegypt.com
7 დეკემბერი 2023 წელი