GreenPole
  • Donate
  • Menu Canvas
    • მთავარი
    • რუკა
    • პროექტები
    • სიახლეები
      • საქართველო
      • მსოფლიო
    • შემეცნებითი
    • ჩვენი გუნდი
    • კონტაქტი
    • ქართული
  • ძებნა
GreenPole
  • Home
  • AQ Map
  • Projects
  • NEWS
    • Georgia
    • World
  • Discovery
  • Our Team
  • Contact
  • ქართული
  • Search

ახალი კვლევების თანახმად, ჰაერის დაბინძურება საგანგაშო გავლენას ახდენს მცენარეთა დამტვერვის პროცესზე

Homepage მსოფლიო ახალი კვლევების თანახმად, ჰაერის დაბინძურება საგანგაშო გავლენას ახდენს მცენარეთა დამტვერვის პროცესზე
მსოფლიო, შემეცნებითი

ახალი კვლევების თანახმად, ჰაერის დაბინძურება საგანგაშო გავლენას ახდენს მცენარეთა დამტვერვის პროცესზე

დეკემბერი 4, 2023
By GREENPOLE
0 კომენტარი
1109 ნახვა
ნახვები : 177
  • ახალი კვლევებით დადგინდა, რომ დაბინძურებული ჰაერი უარყოფით გავლენას ახდენს დამტვერვის პროცესზე.

  • დაბინძურებული ჰაერი თითქმის მთლიანად შთანთქავს ყვავილების მიერ გამოყოფილ სუნს, რომლითაც ისინი მწერებს იზიდავენ.

  • დაბინძურებულ გარემოში მწერებს უჭირთ ერთმანეთის პოვნა. ეს უარყოფითად მოქმედებს მათ ბიომრავალფეროვნებაზე

რიდინგის უნივერსიტეტის (University of Reading) მკვლევრები ახალი, მეტად დახვეწილი მეთოდების გამოყენებით, შეეცადნენ, ღრმად გამოეკვლიათ, თუ რამდენად დიდ გავლენას ახდენს ჰაერის ხარისხი მწერების უნარზე, ხელი შეუწყონ დამტვერვას.

უახლესი ვარაუდით, დაბინძურებული ჰაერი მთლიანად ანეიტრალებს ყვავილების მიერ გამოყოფილ ორგანულ ნაერთს, რომელიც საჭიროა მწერების მოსაზიდად. თუმცა აქამდე არცერთი კვლევით არ შემოწმებულა, თუ რა დონეზე ხდება აღნიშნული პროცესი.

მცენარეების ირგვლივ რვა მეტრი დიამეტრის მქონე ფუმიგაციის რგოლები დააყენეს. მათგან ზოგი დიზელის გამონაბოლქვს გამოყოფდა, ზოგი ოზონს ან დიზელს ოზონთან ერთად, ზოგი კი – სუფთა ჰაერს. აღმოჩნდა, რომ დამმტვერავი მწერები ბევრად ნაკლებად სტუმრობდნენ დაბინძურებულ რგოლში მყოფ ყვავილებს.

მკვლევრები, კონტროლის მექანიზმის გამოყენებით, ყვავილებიან და უყვავილო რგოლებში მოძრავი მწერების რაოდენობას დააკვირდნენ. აღმოჩნდა, რომ ამ ორს შორის განსხვავება არ იყო. მწერები ყვავილების სუნს ვერ ამჩნევდნენ.

სენსაცია იყო შემდეგი მიგნება: „მწერების სტუმრობის 60-90%-ით შემცირება გამოწვეული იყო დიზელის გამონაბოლქვითა და ოზონით. ეს მონაცემები წინა ლაბორატორიული კვლევებით მიღებულ შედეგებზე მკაცრია.

„Agri-Environmental Research“-ის მკვლევარმა დოქტორმა ჯეიმს რაიალსმა განაცხადა: „ჩვენი კვლევა დამმტვერავი მწერების მიერ ყვავილის პოვნას ეხებოდა, თუმცა მწერები ერთმანეთსა და გარემოს სუნის საშუალებით უკავშირდებიან. მწერი გამოყოფს ფერომონებს – აეროზოლს, რომელიც საჭიროა თავისივე სახეობის მონათესავე მწერის მოსაზიდად. თუკი ფერომონების გამოყოფას დაბინძურება ხელს შეუშლის, მაშინ მწერებს თავისიანების პოვნა გაურთულდებათ, რაც მათ ბიომრავალფეროვნებაზე უარყოფით გავლენას მოახდენს“.

**ეს პუბლიკაცია ან ვიდეო შექმნილია საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის (CSRDG) მხარდაჭერით, ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა: მდგრადი, ღია და ანგარიშვალდებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები საქართველოს განვითარებისთვის” ფარგლებში. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია ორგანიზაცია „მწვანე პოლუსი და ჩემი ქალაქი მკლავს“ და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის შეხედულებებს. პროექტს “სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა” ახორციელებს კონსორციუმი კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) ხელმძღვანელობით შემდეგ არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად – საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი (CSRDG), სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი (CSI), კონსულტაციის და ტრენინგის ცენტრი (CTC), განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (EDEC) და ევროპული პოლიტიკის ინსტიტუტი (IEP).

სტატიაზე მუშაობდა: მარიამ სიხარულიძე, ანა კვეკვესქირი

წყარო: airqualitynews.com

11 იანვარი 2024 წელი


წინა პოსტი
2040 წლისთვის გაერო პლასტმასით დაბინძურების 80%-ით შესამცირებლად გახსნის სურსათის მარაგის შესავსებ მაღაზიებს და შეიმუშავებს ბოთლების ჩაბარების სქემას
შემდეგი პოსტი
ეგვიპტე და იტალია გარემოს დაცვის საკითხებში თანამშრომლობას აპირებენ

Leave your comment Cancel Reply

(will not be shared)

ბოლო ჩანაწერები

  • Life in a heat dome: The American West is figuring out how to keep cool
  • სიცოცხლე „სიცხის გუმბათის“ პირობებში: როგორ ცდილობს გაგრილებას ამერიკის დასავლეთი
  • ბარსელონაში NO₂-ის დონე მნიშვნელოვნად შემცირდა დაბალი ემისიის ზონის დანერგვის შედეგად
  • Barcelona’s NO₂ levels dramatically reduced by Low Emission Zone
  • Renewable and Low-Carbon Sources Accounted for Over 40% of Global Electricity Production in 2024: Report
Alone
  • Call Us: + 995 551 858 858
  • greenpoleorg@gmail.com
  • Tbilisi , Georgia
Copyright ©2024 GREENPOLE. All Rights Reserved
SearchPostsLogin
სამშაბათი, 29, სექ
Life in a heat dome: The American West is figuring out how to keep cool
სამშაბათი, 29, სექ
სიცოცხლე „სიცხის გუმბათის“ პირობებში: როგორ ცდილობს გაგრილებას ამერიკის დასავლეთი
ოთხშაბათი, 23, სექ
ბარსელონაში NO₂-ის დონე მნიშვნელოვნად შემცირდა დაბალი ემისიის ზონის დანერგვის შედეგად
ოთხშაბათი, 23, სექ
Barcelona’s NO₂ levels dramatically reduced by Low Emission Zone
კვირა, 13, სექ
Renewable and Low-Carbon Sources Accounted for Over 40% of Global Electricity Production in 2024: Report
კვირა, 13, სექ
ანგარიშის მიხედვით, განახლებადი და დაბალნახშირბადოვანი წყაროები 2024 წელს გლობალური ელექტროენერგიის წარმოების 40%-ზე მეტს შეადგენდა

Welcome back,