GreenPole
  • Donate
  • Menu Canvas
    • მთავარი
    • რუკა
    • პროექტები
    • სიახლეები
      • საქართველო
      • მსოფლიო
    • შემეცნებითი
    • ჩვენი გუნდი
    • კონტაქტი
    • ქართულიქართული
  • ძებნა
GreenPole
  • მთავარი
  • ჰაერის ხარისხის რუკა
  • პროექტები
  • სიახლეები
    • საქართველო
    • მსოფლიო
  • შემეცნებითი
  • ანგარიშები
  • კონტაქტი
    • ჩვენი გუნდი
  • ქართული
  • ძებნა

დიდი ბრიტანეთის ბიუჯეტი გარემოს დასაცავად

Homepage მსოფლიო დიდი ბრიტანეთის ბიუჯეტი გარემოს დასაცავად
მსოფლიო

დიდი ბრიტანეთის ბიუჯეტი გარემოს დასაცავად

მაისი 31, 2024
By GREENPOLE
0 კომენტარი
737 ნახვა
ნახვები : 40
  • „გრინპისის“ ახალი ანგარიშის თანახმად ბრიტანეთი ყველაზე მცირე თანხებს ხარჯავს გარემოს დაცვაზე.

  • ქვეყნის ჯამური ხარჯი 33 მილიარდ დოლარს შეადგენს და თითო ადამიანზე 494,43 დოლარს უტოლდება.

  • კვლევის პროცესში 5 უდიდესი ეკონომიკის მქონე ევროპული ქვეყანა შეადარეს და გაერთიანებული სამეფო ყველა სფეროში მე-4 ან მე-5 ადგილზე იყო.

„გრინპისის“ ახალი ანგარიშის თანახმად, ევროპის 5 უდიდესი ეკონომიკის მქონე ქვეყნის გარემოსდაცვითი ხარჯების შედარებისას დიდი ბრიტანეთის შედეგები არადამაკმაყოფილებელი აღმოჩნდა.

„გრინპისმა“ გამოიკვლია ინვესტიციები მდგრადი ენერგიის მხარდაჭერისთვის დიდ ბრიტანეთში, გერმანიაში, საფრანგეთში, იტალიასა და ესპანეთში 2020 წლის აპრილიდან 2023 წლის აპრილამდე.

გამოკვლეულ სფეროებში ხარჯებს მიეკუთვნებოდა ენერგეტიკული ქსელები, ნახშირბადის დაბალი ემისიის ენერგეტიკა და ტრანსპორტი, საწვავეთან დაკავშირებული ტექნოლოგიური ინოვაციები, ენერგოეფექტური შენობები და საწარმოები.

დაბალი ემისიის ტექნოლოგიაში ინვესტიციების გამო იტალია უდიდესი მხარჯველი აღმოჩნდა. ჩამოთვლილი ქვეყნებიდან ყველაზე მცირე მოსახლეობის მქონე ქვეყანაში გარემოს დაცვაზე დახარჯული 111 მილიარდი გირვანქა სტერლინგი თითო სულზე 1081,84 დოლარს უტოლდება.

შედარებისთვის, დიდი ბრიტანეთის მიერ ჯამში დახარჯული 33 მილიარდი დოლარი თითო ადამიანზე 494,43 დოლარის ტოლია.

ესპანეთმა ენერგეტიკული ხაზების სექტორში 9 მილიარდი დოლარი დახარჯა, რაც იტალიის დანახარჯზე თითქმის ორჯერ მეტია. დიდი ბრიტანეთის ინვესტიციებზე ამ სფეროში ინფორმაცია არ არსებობს.

ენერგოეფექტური ნაგებობების სექტორში დიდი ბრიტანეთი ხუთიდან მეოთხე ადგილზე აღმოჩნდა. საწვავებთან დაკავშირებულ და ტექნოლოგიურ ინოვაციებში მან ყველაზე ცუდი შედეგი აჩვენა, ნახშირბადის დაბალი ემისიის ტრანსპორტში გაერთიანებული სამეფო უკანასკნელი აღმოჩნდა. ფაქტობრივად, ყველა შვიდ კატეგორიაში დიდი ბრიტანეთი იყო მე-4 ან მე-5 ადგილზე.

სტატიაზე მუშაობდა: გიორგი ქარქუზაშვილი, ლილიან მეტრეველი

წყარო: Airqualitynews.com

31 მაისი 2024 წელი


წინა პოსტი
ქალაქში მოწყობილ მწვანე სივრცეებს ჰაერის დაბინძურების 50 პროცენტით შემცირება შეუძლია
შემდეგი პოსტი
ინგლისში სკოლების 86% ისეთ გარემოში შენდება, რომელიც WHO-ის სტანდარტებს ვერ აკმაყოფილებს

Leave your comment Cancel Reply

(will not be shared)

ბოლო ჩანაწერები

  • რა გზები არსებობს ტროპოსფერულ ოზონთან დაკავშირებით? ახალი გეგმა დამაბინძურებლების წინააღმდეგ
  • ჰაერის დაბინძურება კავშირშია მუცლად მყოფი ჩვილების ტვინის ცვლილებებთან
  • მდინარეების წყლის დონე მსოფლიო მასშტაბით რეკორდულ მინიმუმზე დაეცა
  • გზა ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების კომუნიკაციისკენ დიდ ბრიტანეთში
  • ახალ კვლევას ელექტრომობილების ბატარეების მომსახურების სერტიფიკატების მიღების აუცილებლობასთან მივყავართ
Alone
  • Call Us: + 995 551 858 858
  • greenpoleorg@gmail.com
  • Tbilisi , Georgia
Copyright ©2024 GREENPOLE. All Rights Reserved
SearchPostsLogin
ოთხშაბათი, 17, სექ
რა გზები არსებობს ტროპოსფერულ ოზონთან დაკავშირებით? ახალი გეგმა დამაბინძურებლების წინააღმდეგ
პარასკევი, 12, სექ
ჰაერის დაბინძურება კავშირშია მუცლად მყოფი ჩვილების ტვინის ცვლილებებთან
შაბათი, 30, აგვ
მდინარეების წყლის დონე მსოფლიო მასშტაბით რეკორდულ მინიმუმზე დაეცა
შაბათი, 2, აგვ
გზა ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების კომუნიკაციისკენ დიდ ბრიტანეთში
პარასკევი, 1, აგვ
ახალ კვლევას ელექტრომობილების ბატარეების მომსახურების სერტიფიკატების მიღების აუცილებლობასთან მივყავართ
ოთხშაბათი, 16, ივლ
ახალი კვლევის მიხედვით, ფრინველთა ფილტვებში მიკროპლასტმასას კვალი აღმოაჩინეს

Welcome back,